სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაველოდოთ გამოძიების საბოლოო შედეგებს, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ აქ მცხოვრებმა ოჯახებმა უსაფრთხოდ გააგრძელონ ცხოვრება" - თორნიკე რიჟვაძე
"დაველოდოთ გამოძიების საბოლოო შედეგებს, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ აქ მცხოვრებმა ოჯახებმა უსაფრთხოდ გააგრძელონ ცხოვრება" - თორნიკე რიჟვაძე

ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა, გარ­დაც­ვლი­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის და იმის­თვის, რომ აქ მცხოვ­რებ­მა ოჯა­ხებ­მა უსაფრ­თხოდ გა­აგ­რძე­ლონ ცხოვ­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ ბა­თუმ­ში გა­ნა­ცხა­და.

რიჟ­ვა­ძის თქმით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს უნდა და­ვე­ლო­დოთ, თუმ­ცა, მისი თქმით, სა­მუ­შო­ე­ბი თვით­ნე­ბუ­რი იყო.

"უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბია ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­თვის, ამ ოჯა­ხე­ბის­თვის. კი­დევ ერთხელ სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ თი­თო­ე­უ­ლი გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს, მათ ახ­ლობ­ლებს, მე­გობ­რებს. ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს შემ­დე­გი რის­კე­ბის პრე­ვეც­ნი­ას და ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა, რომ ერ­თის მხრივ სა­ხელ­მწი­ფომ გა­ა­კე­თოს გარ­დაც­ვლი­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის ყვე­ლა­ფე­რი, რაც მათ ესა­ჭი­რო­ე­ბათ და მე­ო­რეს მხრივ, აქ მცხოვ­რებ­მა ოჯა­ხებ­მა უსაფრ­თხოდ გა­აგ­რძე­ლონ ცხოვ­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად გვაწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას და თუ იქ­ნე­ბა ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გეც­ნო­ბე­ბათ.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და სა­ბო­ლოო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, უნდა და­ვე­ლო­დოთ შე­დე­გებს და ამ ვერ­სი­ე­ბით სა­ბო­ლო­ოდ მი­ვი­ღებთ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს და სა­ბო­ლოო ბრა­ლე­ულ პი­რებს. აქ მომ­ხდარ სა­ში­ნელ ტრა­გე­დი­ას, აქ იყო თვით­ნე­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ამი­ტო­მაც დად­გა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ზო­გა­დად, ბა­თუმ­ში და ყვე­ლა დიდ ქა­ლაქ­ში, ავა­რი­უ­ლი სახ­ლე­ბის პრობ­ლე­მა გვაქვს ყვე­ლას და ეს არის ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მა და ვმუ­შა­ობთ, რომ ეს პრობ­ლე­მე­ბი გა­და­იჭ­რას და ყვე­ლა ოჯა­ხი ცხოვ­რობ­დეს უსაფრ­თხოდ",- გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"დაველოდოთ გამოძიების საბოლოო შედეგებს, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ აქ მცხოვრებმა ოჯახებმა უსაფრთხოდ გააგრძელონ ცხოვრება" - თორნიკე რიჟვაძე

"დაველოდოთ გამოძიების საბოლოო შედეგებს, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ აქ მცხოვრებმა ოჯახებმა უსაფრთხოდ გააგრძელონ ცხოვრება" - თორნიკე რიჟვაძე

ყველაფერი გაკეთდება, გარდაცვლილი ოჯახებისთვის და იმისთვის, რომ აქ მცხოვრებმა ოჯახებმა უსაფრთხოდ გააგრძელონ ცხოვრება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში განაცხადა.

რიჟვაძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ, თუმცა, მისი თქმით, სამუშოები თვითნებური იყო.

"უმძიმესი დღეებია ჩვენი ქალაქისთვის, ამ ოჯახებისთვის. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, მათ ახლობლებს, მეგობრებს. ახლა მიმდინარეობს ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს შემდეგი რისკების პრევეცნიას და ყველაფერი გაკეთდება, რომ ერთის მხრივ სახელმწიფომ გააკეთოს გარდაცვლილი ოჯახებისთვის ყველაფერი, რაც მათ ესაჭიროებათ და მეორეს მხრივ, აქ მცხოვრებმა ოჯახებმა უსაფრთხოდ გააგრძელონ ცხოვრება. შესაბამისი საგამოძიებო უწყებები პერიოდულად გვაწვდიან ინფორმაციას და თუ იქნება ახალი გარემოებები, ამასთან დაკავშირებითაც გეცნობებათ.

რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას და საბოლოო პასუხისმგებლობას, უნდა დაველოდოთ შედეგებს და ამ ვერსიებით საბოლოოდ მივიღებთ გამოძიების შედეგებს და საბოლოო ბრალეულ პირებს. აქ მომხდარ საშინელ ტრაგედიას, აქ იყო თვითნებური სამუშაოები და ამიტომაც დადგა პასუხისმგებლობა. ზოგადად, ბათუმში და ყველა დიდ ქალაქში, ავარიული სახლების პრობლემა გვაქვს ყველას და ეს არის ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა და ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას და ყველა ოჯახი ცხოვრობდეს უსაფრთხოდ",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.