სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღის ფოტო ბათუმიდან - დაღუპული მოზარდების კლასელებმა ტრაგედიის ადგილზე ყვავილები მიიტანეს
დღის ფოტო ბათუმიდან - დაღუპული მოზარდების კლასელებმა ტრაგედიის ადგილზე ყვავილები მიიტანეს

ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დე­ბის - 12 წლის დათა შო­მა­ხი­ას და 9 წლის ანას­ტა­ტია დავ­ლა­ძის კლა­სე­ლებ­მა ყვა­ვი­ლე­ბი მი­ი­ტა­ნეს.

"ანას­ტა­სია იყო ძა­ლი­ან ლაღი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი, პა­ტა­რა, სიფ­რი­ფა­ნა, რო­მელ­საც ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა უყ­ვარ­და, ხა­ლი­სი­ა­ნი, მშობ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, ხში­რად სა­უბ­რობ­და თა­ვის დე­და­ზე და უნ­დო­და, რომ დე­დის მსგავ­სი ყო­ფი­ლი­ყო, სულ ამ­ბობ­და ჩემი ლა­მა­ზი დე­დი­კოო და წა­ვიდ­ნენ ერ­თად, მისი ლა­მა­ზი დე­დი­კო იქ­ნე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ახალ­გაზ­რდა", - ჟყ­ვე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ანას­ტა­სი­ას პე­და­გო­გი.

ტრა­გე­დი­ას ემსხვერ­პლა ორი­ვე ბავ­შვის დედა - ინგა მე­კე­ი­ძე და მაია შო­მა­ხია.

8 ოქ­ტომ­ბერს, კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი 9 პი­რი­დან 4 ერთი ოჯა­ხის წევ­რია - 35 წლის ინგა მე­კე­ი­ძე, მისი მაზ­ლი და ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი - 1 და 9 წლის ბავ­შვე­ბი. ნან­გრე­ვე­ბი­დან ამოყ­ვა­ნის შემ­დეგ, ინგა მე­კე­ი­ძე ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 8 ოქ­ტომ­ბერს კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს. ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენტს ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გული 4 ჯერ გა­უ­ჩერ­და. დი­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ა­თის­თვის, ინგა მე­კე­ი­ძე კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის არი­ან ასე­ვე დე­დაშ­ვი­ლი - მაია შო­მა­ხია და მისი 12 წლის ვაჟი, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის დროს სახ­ლში ონ­ლა­ინ-გაკ­ვე­თი­ლებს ეს­წრე­ბო­და.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

დღის ფოტო ბათუმიდან - დაღუპული მოზარდების კლასელებმა ტრაგედიის ადგილზე ყვავილები მიიტანეს

დღის ფოტო ბათუმიდან - დაღუპული მოზარდების კლასელებმა ტრაგედიის ადგილზე ყვავილები მიიტანეს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ტრაგედიის ადგილზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი მოზარდების - 12 წლის დათა შომახიას და 9 წლის ანასტატია დავლაძის კლასელებმა ყვავილები მიიტანეს.

"ანასტასია იყო ძალიან ლაღი, თავისუფალი, საყვარელი ბავშვი, პატარა, სიფრიფანა, რომელსაც ყველაფრის გაკეთება უყვარდა, ხალისიანი, მშობლების მოყვარული, ხშირად საუბრობდა თავის დედაზე და უნდოდა, რომ დედის მსგავსი ყოფილიყო, სულ ამბობდა ჩემი ლამაზი დედიკოო და წავიდნენ ერთად, მისი ლამაზი დედიკო იქნება მთელი ცხოვრება ახალგაზრდა", - ჟყვება ჟურნალისტებთან ანასტასიას პედაგოგი.

ტრაგედიას ემსხვერპლა ორივე ბავშვის დედა - ინგა მეკეიძე და მაია შომახია.

8 ოქტომბერს, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 9 პირიდან 4 ერთი ოჯახის წევრია - 35 წლის ინგა მეკეიძე, მისი მაზლი და ორი არასრულწლოვანი შვილი - 1 და 9 წლის ბავშვები. ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ, ინგა მეკეიძე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 8 ოქტომბერს კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს ღამის განმავლობაში გული 4 ჯერ გაუჩერდა. დილით, დაახლოებით 10 საათისთვის, ინგა მეკეიძე კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა შორის არიან ასევე დედაშვილი - მაია შომახია და მისი 12 წლის ვაჟი, რომელიც ტრაგედიის დროს სახლში ონლაინ-გაკვეთილებს ესწრებოდა.