კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შაჰ-აბასს ზოგჯერ ვაცხოვნებ. რომ არა ის, ვერც ასეთი ქართველები ვიქნებოდით და არც თქვენ მოხვიდოდით აქ" - საოცარი მოგზაურობა ფერეიდანში, სადაც საქართველო ასე ძალიან უყვართ
"შაჰ-აბასს ზოგჯერ ვაცხოვნებ. რომ არა ის, ვერც ასეთი ქართველები ვიქნებოდით და არც თქვენ მოხვიდოდით აქ" - საოცარი მოგზაურობა ფერეიდანში, სადაც საქართველო ასე ძალიან უყვართ

"ბავ­შვო­ბი­დან ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და ირა­ნუ­ლი კულ­ტუ­რა და ამ ქვეყ­ნის მო­ნა­ხუ­ლე­ბა ჩემი დიდი ხნის ოც­ნე­ბა იყო. ირან­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­ვე­ლე­სი ნა­გე­ბო­ბე­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გარ­და ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მინ­დო­და ფე­რე­ი­დან­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის ნახ­ვა, რომ­ლებ­მაც სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე შეძ­ლეს ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა", - ყვე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე, ნინო ბარ­ნა­ბიშ­ვი­ლი Allnews-თან სა­უბ­რი­სას.

"ერთ დღეს ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა გი­ორ­გი ფა­რე­შიშ­ვილ­მა მი­თხრა, რომ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ირან­ში გამ­გზავ­რე­ბა­სა და ქვეყ­ნის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბას აპი­რებ­და და აუ­ცი­ლებ­ლად ეწ­ვე­ოდ­ნენ ფე­რე­ი­დან­საც. მეც დიდ­ხანს არ მი­ფიქ­რია და შე­მო­თა­ვა­ზე­ბას მა­ლე­ვე დავ­თან­ხმდი. ირან­ში წას­ვლამ­დე ყუ­რა­დღე­ბით გა­ვე­ცა­ნი მათ ტრა­დი­ცი­ებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მოქ­ცე­ვის წე­სებს, რათა მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს პრობ­ლე­მე­ბი არ შეგვქმნო­და", - იხ­სე­ნებს ნინო ბარ­ნა­ბიშ­ვი­ლი.

ნი­ნომ და მის­მა მე­გობ­რებ­მა რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ირა­ნის არა­ერ­თი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა მო­ი­ნა­ხუ­ლეს, მათ შო­რის იყო ის­პა­ა­ნი, ში­რა­ზი, თე­ი­რა­ნი, პერ­სე­პო­ლი­სი, და სხვა. თუმ­ცა, მათ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მა­ინც ფე­რე­ი­დან­მა მო­ახ­დი­ნა.

„ფე­რე­ი­დან­ში ჩვე­ნი წი­ნამ­ძღო­ლო­ბა შე­სა­ნიშ­ნავ­მა ფე­რე­იდ­ნელ­მა ჰა­მიდ რეზა ას­ლან­მა ითა­ვა. „ათას­ჯერ გა­გო­ნილს ერთხელ ნა­ნა­ხი ჯო­ბი­აო“ ამ­ბო­ბენ. აქამ­დეც ვი­ცო­დი, რომ ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვად სა­უბ­რო­ბენ ქარ­თუ­ლად, თუმ­ცა ბა­ტო­ნი ჰა­მიდ რეზა ას­ლა­ნის სუფ­თა, წმინ­და ქარ­თუ­ლით სა­უ­ბარ­მა ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. გვიხ­სნი­და რო­გორ შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს ამ­დე­ნი სა­უ­კუ­ნის მან­ძილ­ზე ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი.... ის, რაც წი­ნა­პარ­თა­გან სმე­ნი­ათ, თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­დას­ცე­მენ და ასე ინარ­ჩუ­ნე­ბენ ქარ­თულ ენა­სა და ქარ­თვე­ლო­ბას. ფე­რე­ი­დანს მი­ახ­ლო­ე­ბულ­ნი შევ­ჩერ­დით, შე­ვის­ვე­ნეთ და ფინ­ჯან ჩა­ის­თან ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი.

გზად, ქარ­თვე­ლე­ბის, სომ­ხე­ბი­სა და ქურ­თე­ბის და­სახ­ლე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბო­და. გა­ვი­ა­რეთ ქარ­თველ­თა და­სახ­ლე­ბა დაშ­ქა­სა­ნი (ტა­შის­კა­რი, დაშ­ქე­სა­ნი). ჰა­მიდ რეზა ას­ლან­მა სი­ა­მა­ყით აღ­ნიშ­ნა დაშ­ქა­სან­ში მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბი ცხოვ­რო­ბე­ნო. შემ­დეგ იყო სო­მეხ­თა და­სახ­ლე­ბა და შემ­დეგ, მთლი­ა­ნად ქარ­თვე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი აღჩა (ახჩა. აღჩე). ახ­ჩა­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე ჰა­მიდ რეზა ას­ლან­მა რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი გა­ა­ჩე­რა და ჰკი­თხა ვი­ნა­ო­ბა. ძალ­ზედ ამა­ღელ­ვე­ბე­ლია, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­დან ასე შორს, ამ­დე­ნი კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით ასე თბი­ლად და ტკბი­ლად სა­უბ­რო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ზე. დას­მულ კი­თხვა­ზე: სა­და­უ­რი ხარ? პა­სუ­ხად ვი­ღებ­დით: ქარ­თვე­ლი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთევან წამებული
7

ჩვენებური ცხონება დიდად არ ესიამოვნება ბრწყინვალე შაჰის სულს, სხვა რამე მოიფიქრეთ მისი უკვდავი სულის საამებლად....

ანი
5

საოცარი ხალხია ფერეიდნელი ქართველები

ავტორი:

"შაჰ-აბასს ზოგჯერ ვაცხოვნებ. რომ არა ის, ვერც ასეთი ქართველები ვიქნებოდით და არც თქვენ მოხვიდოდით აქ" - საოცარი მოგზაურობა ფერეიდანში, სადაც საქართველო ასე ძალიან უყვართ

"შაჰ-აბასს ზოგჯერ ვაცხოვნებ. რომ არა ის, ვერც ასეთი ქართველები ვიქნებოდით და არც თქვენ მოხვიდოდით აქ" - საოცარი მოგზაურობა ფერეიდანში, სადაც საქართველო ასე ძალიან უყვართ

"ბავშვობიდან ყოველთვის მაინტერესებდა ირანული კულტურა და ამ ქვეყნის მონახულება ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. ირანში არსებული უძველესი ნაგებობებისა და კულტურული ობიექტების გარდა ყოველთვის ძალიან მინდოდა ფერეიდანში მცხოვრები ქართველების ნახვა, რომლებმაც საუკუნეთა მანძილზე შეძლეს ქართული იდენტობის შენარჩუნება", - ყვება ხელოვნებათმცოდნე, ნინო ბარნაბიშვილი Allnews-თან საუბრისას.

"ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა გიორგი ფარეშიშვილმა მითხრა, რომ მეგობრებთან ერთად ირანში გამგზავრებასა და ქვეყნის ღირსშესანიშნაობების მონახულებას აპირებდა და აუცილებლად ეწვეოდნენ ფერეიდანსაც. მეც დიდხანს არ მიფიქრია და შემოთავაზებას მალევე დავთანხმდი. ირანში წასვლამდე ყურადღებით გავეცანი მათ ტრადიციებსა და საზოგადოებაში მოქცევის წესებს, რათა მოგზაურობის დროს პრობლემები არ შეგვქმნოდა", - იხსენებს ნინო ბარნაბიშვილი.

ნინომ და მისმა მეგობრებმა რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის არაერთი ღირსშესანიშნაობა მოინახულეს, მათ შორის იყო ისპაანი, შირაზი, თეირანი, პერსეპოლისი, და სხვა. თუმცა, მათზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მაინც ფერეიდანმა მოახდინა.

„ფერეიდანში ჩვენი წინამძღოლობა შესანიშნავმა ფერეიდნელმა ჰამიდ რეზა ასლანმა ითავა. „ათასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო“ ამბობენ. აქამდეც ვიცოდი, რომ ფერეიდნელი ქართველები შესანიშნავად საუბრობენ ქართულად, თუმცა ბატონი ჰამიდ რეზა ასლანის სუფთა, წმინდა ქართულით საუბარმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გვიხსნიდა როგორ შეინარჩუნეს ამდენი საუკუნის მანძილზე ქართული ტრადიციები.... ის, რაც წინაპართაგან სმენიათ, თაობიდან თაობას გადასცემენ და ასე ინარჩუნებენ ქართულ ენასა და ქართველობას. ფერეიდანს მიახლოებულნი შევჩერდით, შევისვენეთ და ფინჯან ჩაისთან ერთად გავაგრძელეთ საქართველოსა და ქართველებზე საუბარი.

გზად, ქართველების, სომხებისა და ქურთების დასახლებები ერთმანეთს ენაცვლებოდა. გავიარეთ ქართველთა დასახლება დაშქასანი (ტაშისკარი, დაშქესანი). ჰამიდ რეზა ასლანმა სიამაყით აღნიშნა დაშქასანში მხოლოდ ქართველები ცხოვრობენო. შემდეგ იყო სომეხთა დასახლება და შემდეგ, მთლიანად ქართველებით დასახლებული აღჩა (ახჩა. აღჩე). ახჩაში შესვლისთანავე ჰამიდ რეზა ასლანმა რამდენიმე ქართველი გააჩერა და ჰკითხა ვინაობა. ძალზედ ამაღელვებელია, როდესაც საქართველოდან ასე შორს, ამდენი კილომეტრის მოშორებით ასე თბილად და ტკბილად საუბრობენ საქართველოზე. დასმულ კითხვაზე: სადაური ხარ? პასუხად ვიღებდით: ქართველი. წაიკითხეთ სრულად