საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლიერებას გამოვხატავთ თბილისის პოლიციისა და გამომძიებლების მიმართ" - შანაე ბრუკის ოჯახი განცხადებას ავრცელებს
"მადლიერებას გამოვხატავთ თბილისის პოლიციისა და გამომძიებლების მიმართ" - შანაე ბრუკის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

თბი­ლის­ში მოკ­ლუ­ლი ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქის, შა­ნაე ბრუ­კის ოჯა­ხი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც მათ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, „შა­ნა­ეს ოჯა­ხი ეს­წრა­ფის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მამ დამ­ნა­შა­ვის მიერ სი­ცო­ცხლის ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს“.

„შა­ნა­ეს ოჯახ­მა ჩვე­ნი ლა­მა­ზი გო­გო­ნა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლად ტრა­გი­კუ­ლად დავ­კარ­გეთ. მან ბევ­რი მე­გო­ბა­რი და ოჯა­ხის წევ­რი და­ტო­ვა გულ­გა­ტე­ხი­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი. გვე­ა­მა­ყე­ბა ყვე­ლა ის წარ­მა­ტე­ბა, რო­მელ­საც შა­ნა­ემ თა­ვი­სი ხან­მოკ­ლე ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მი­აღ­წია. იგი იყო სიყ­ვა­რუ­ლი­სა და პო­ზი­ტი­ვის მომ­ტა­ნი გარ­შე­მომ­ყოფ­თათ­ვის.შა­ნაე იბ­რძო­და ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, დიდ დროს უთ­მობ­და რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში ჩაგ­რულ და და­უც­ველ ადა­მი­ა­ნებ­ზე ზრუნ­ვას. შა­ნაე გა­მორ­ჩე­უ­ლად გულ­წრფე­ლი და ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი იყო, თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი და მა­მა­ცი, სი­ცო­ცხლის თი­თო­ე­ულ წუთს აფა­სებ­და და ცხოვ­რე­ბის მუ­დამ მად­ლი­ე­რი იყო.

გვსურს, ჩვე­ნი გუ­ლი­თა­დი მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტოთ შა­ნა­ეს მე­გობ­რე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც შა­ნა­ეს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის­თა­ნა­ვე უმალ­ვე გან­გა­ში ატე­ხეს და გას­წი­ეს დახ­მა­რე­ბა ძებ­ნის პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში.

ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის გა­სა­ოც­რად მხარ­დამ­ჭე­რია რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ასე­ვე უცხო­ე­თი­დან, მათ შო­რის ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან, შა­ნა­ეს ბევ­რი მე­გობ­რის სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე გზავ­ნი­ლე­ბი.

მად­ლი­ე­რე­ბას გა­მოვ­ხა­ტავთ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ი­სა და იმ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც მა­ლე­ვე შეძ­ლეს შა­ნა­ეს პოვ­ნა და დამ­ნა­შა­ვის და­კა­ვე­ბა.

მად­ლო­ბას ვუხ­დით კორ­ძა­ძის სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­როს თბი­ლის­ში ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე და­უ­ღა­ლა­ვი ზრუნ­ვი­სათ­ვის მათი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას, დღემ­დე იმ მხარ­და­ჭე­რი­სა და დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის, რაც ამ სა­ში­ნე­ლი პე­რი­ო­დის გაძ­ლე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა.

მად­ლო­ბა ავ­სტრა­ლი­ის სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლებს ან­კა­რა­ში, ჩვე­ნი ოჯა­ხის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის.

მად­ლო­ბას ვუხ­დით რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს, შა­ნა­ეს რე­პატ­რი­ა­ცი­ა­ში ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის შე­მო­თა­ვა­ზე­ბი­სათ­ვის, ასე­ვე, ქარ­თველ ხალ­ხს უწყვე­ტი ყუ­რა­დღე­ბის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და თა­ნად­გო­მი­სათ­ვის ამ მძი­მე ტრა­გი­კულ პე­რი­ოდ­ში.

ასე­ვე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გვსურს გა­და­ვუ­ხა­დოთ ყვე­ლას, ვინც ფი­ნან­სუ­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა შა­ნა­ეს GoFundMe ფონდში. შეგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხა მოხ­მარ­დე­ბა აქამ­დე გა­წე­ულ ხარ­ჯებს და შა­ნა­ეს ბოლო გზა­ზე გა­ცი­ლე­ბას.

ახლა კი შა­ნა­ეს ოჯა­ხი ეს­წრა­ფის, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მამ უზ­რუნ­ველ­ყოს დამ­ნა­შა­ვის მიერ სი­ცო­ცხლის ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბა - სა­მარ­თლი­ა­ნი სას­ჯე­ლი ამ­გვა­რი ულ­მო­ბე­ლი თავ­დას­ხმის­თვის, რო­მელ­მაც ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდა ან­გე­ლო­ზის სი­ცო­ცხლე წა­ი­ღო. ჩვე­ნი დარ­დი და მწუ­ხა­რე­ბა გა­უ­საძ­ლი­სია. სიყ­ვა­რუ­ლი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით, შა­ნა­ეს ოჯა­ხი. გთხოვთ, გა­ნაგ­რძოთ ჩვე­ნი ოჯა­ხი­სა და პი­რა­დი სივ­რცის პა­ტი­ვის­ცე­მა“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია შა­ნაე ბრუ­კის ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე შა­ნაი ბრუ­კი 30 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­და­რი მთაწ­მინ­დის ფერ­დზე 31 ივ­ლისს იპო­ვეს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვი და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ყა­ჩა­ღო­ბა, ესე იგი თავ­დას­ხმა სხვი­სი მოძ­რა­ვი ნივ­თის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, ჩა­დე­ნი­ლი სი­ცო­ცხლი­სათ­ვის ან ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბით ანდა ასე­თი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით), 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "გ“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის და მისი ჩა­დე­ნის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით; ან­გა­რე­ბით) წა­რედ­გი­ნა,

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aburjga
2

 ამ შემთხვევაში, როცა გარდაცვლილი არანაირად არ არის ამ საშინლი კატასტროფული შედეგის მაპროვოცირებელი, დამნაშავე სიკვდილით უნდა დაისაჯოს! ვისც არ მოგწონთ ჩემი გადაწყვეტილება, აქვე მომწერეთ თქვენი ელექტრონული მისამართები. მე მოგწერთ ჩემს რეალურ მისამართს. მოდით და და ვისაუბროთ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მადლიერებას გამოვხატავთ თბილისის პოლიციისა და გამომძიებლების მიმართ" - შანაე ბრუკის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

"მადლიერებას გამოვხატავთ თბილისის პოლიციისა და გამომძიებლების მიმართ" - შანაე ბრუკის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

თბილისში მოკლული ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკის ოჯახი განცხადებას ავრცელებს.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, „შანაეს ოჯახი ესწრაფის, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ დამნაშავის მიერ სიცოცხლის ციხეში გატარება უზრუნველყოს“.

„შანაეს ოჯახმა ჩვენი ლამაზი გოგონა წარმოუდგენელად ტრაგიკულად დავკარგეთ. მან ბევრი მეგობარი და ოჯახის წევრი დატოვა გულგატეხილი და განადგურებული. გვეამაყება ყველა ის წარმატება, რომელსაც შანაემ თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ბევრ ქვეყანაში მიაღწია. იგი იყო სიყვარულისა და პოზიტივის მომტანი გარშემომყოფთათვის.შანაე იბრძოდა ქალთა უფლებებისა და უსაფრთხოებისთვის, დიდ დროს უთმობდა რამდენიმე ქვეყანაში ჩაგრულ და დაუცველ ადამიანებზე ზრუნვას. შანაე გამორჩეულად გულწრფელი და ერთგული მეგობარი იყო, თავგადასავლების მოყვარული და მამაცი, სიცოცხლის თითოეულ წუთს აფასებდა და ცხოვრების მუდამ მადლიერი იყო.

გვსურს, ჩვენი გულითადი მადლიერება გამოვხატოთ შანაეს მეგობრების მიმართ, რომლებმაც შანაეს გაუჩინარებისთანავე უმალვე განგაში ატეხეს და გასწიეს დახმარება ძებნის პროცესის ორგანიზებაში.

ჩვენი ოჯახისთვის გასაოცრად მხარდამჭერია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოეთიდან, მათ შორის ქართული საზოგადოებიდან, შანაეს ბევრი მეგობრის სიყვარულით სავსე გზავნილები.

მადლიერებას გამოვხატავთ თბილისის პოლიციისა და იმ გამომძიებლების მიმართ, რომლებმაც მალევე შეძლეს შანაეს პოვნა და დამნაშავის დაკავება.

მადლობას ვუხდით კორძაძის საადვოკატო ბიუროს თბილისში ჩვენი ოჯახის წევრებზე დაუღალავი ზრუნვისათვის მათი საქართველოში ყოფნისას, დღემდე იმ მხარდაჭერისა და დახმარებისათვის, რაც ამ საშინელი პერიოდის გაძლებაში გვეხმარება.

მადლობა ავსტრალიის საელჩოს თანამშრომლებს ანკარაში, ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.

მადლობას ვუხდით როგორც საქართველოს სახელმწიფოს, შანაეს რეპატრიაციაში ფინანსური დახმარების გაწევის შემოთავაზებისათვის, ასევე, ქართველ ხალხს უწყვეტი ყურადღების, სიყვარულისა და თანადგომისათვის ამ მძიმე ტრაგიკულ პერიოდში.

ასევე, განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ ყველას, ვინც ფინანსური წვლილი შეიტანა შანაეს GoFundMe ფონდში. შეგროვებული თანხა მოხმარდება აქამდე გაწეულ ხარჯებს და შანაეს ბოლო გზაზე გაცილებას.

ახლა კი შანაეს ოჯახი ესწრაფის, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ უზრუნველყოს დამნაშავის მიერ სიცოცხლის ციხეში გატარება - სამართლიანი სასჯელი ამგვარი ულმობელი თავდასხმისთვის, რომელმაც ჩვენი ახალგაზრდა ანგელოზის სიცოცხლე წაიღო. ჩვენი დარდი და მწუხარება გაუსაძლისია. სიყვარულითა და პატივისცემით, შანაეს ოჯახი. გთხოვთ, განაგრძოთ ჩვენი ოჯახისა და პირადი სივრცის პატივისცემა“,- აღნიშნულია შანაე ბრუკის ოჯახის განცხადებაში.

ცნობისთვის, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა,