კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გზით შეიძლება შემოპარულიყო მიხეილ სააკაშვილი, თუ ის მართლაც ჩამოვიდა საქართველოში?
რა გზით შეიძლება შემოპარულიყო მიხეილ სააკაშვილი, თუ ის მართლაც ჩამოვიდა საქართველოში?

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 1-ლ ოქ­ტომ­ბერს დი­ლით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ის უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ო­ე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, ბა­თუმ­ში იმ­ყო­ფე­ბა. შსს-ს ცნო­ბით, ექ­სპრე­ზი­დენტს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი არ გად­მო­უკ­ვე­თავს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ კი გა­ნა­ცხა­და, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რე­ა­ლუ­რად უკ­რა­ი­ნა­ში, კუ­რორტ ტრუს­კა­ვეც­ში იმ­ყო­ფე­ბა. თუმ­ცა თუ მა­ინც მო­ა­ხერ­ხა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა, რა გზით შე­იძ­ლე­ბა შე­მო­სუ­ლი­ყო? - ამ კი­თხვით მივ­მარ­თეთ ექ­სპერტს უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში თენ­გიზ ენ­დე­ლა­ძეს:

- ბო­ლოს და ბო­ლოს, მექ­სი­კი­დან იპა­რე­ბი­ან ამე­რი­კა­ში და აგერ, რამ­დე­ნი­მე წლის წინ აჰ­მედ ჩა­ტა­ე­ვი, უხე­ლო და უფე­ხო კაცი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე რომ თე­ო­რი­უ­ლად ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა... მე პი­რა­დად არ მგო­ნია, სა­ა­კაშ­ვი­ლი აქ იყოს, მაგ­რამ თუ და­უშ­ვებთ, რომ აქ არის, გა­მო­დის, არა­ლე­გა­ლუ­რი გზით შე­მო­ვი­და.

თე­ო­რი­უ­ლად ყვე­ლა­ფე­რია შე­საძ­ლე­ბე­ლი, მკი­თხა­ო­ბის სფე­როა, თო­რემ შე­მოს­ვლა კა­ტე­რი­თაც შე­იძ­ლე­ბა, ნა­ვი­თაც, წყალ­ქვე­შა ნა­ვი­თაც, აკ­ვა­ლან­გი­თაც (თუ წყალ­ზეა ლა­პა­რა­კი), ხმე­ლე­თი­თაც და ვერ­ტმფრე­ნი­თაც. შე­იძ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნი­დან ვერ­ტმფრე­ნით თურ­ქე­თამ­დე ჩაფ­რინ­და და შემ­დეგ იქი­დან შე­მო­ვი­და. მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ჩვე­ნი სა­ზღვრე­ბი ძა­ლი­ან კარ­გა­დაა და­ცუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­მო­რი­ცხუ­ლია, მა­ღალმთი­ა­ნი აჭა­რის მხრი­დან ვინ­მე ასე ჩუ­მად შე­მო­ვი­დეს. არის ერთი სა­შუ­ა­ლე­ბაც - დიდი ხნის ამ­ბა­ვია, 30-35 წლის წი­ნაც ჰქონ­დათ ეს სა­შუ­ა­ლე­ბა: ზურ­გზე მო­ი­კი­დე­ბენ რა­ღაც ზურგჩან­თის მაგ­ვარს, და­ა­ჭე­რენ ღი­ლაკს და ადა­მი­ა­ნი 5-6 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე აფ­რინ­დე­ბა, გა­და­აფ­რინ­დე­ბა სა­ზღვარს და არც კვალს ტო­ვებს და არც არა­ფერს. მოკ­ლედ, ამ შემ­თხვე­ვა­ში კარლ­სო­ნის როლ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­დეს სა­ზღვრის დამ­რღვე­ვი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზღვაო გზით შე­მოს­ვლას - რა­და­რე­ბით სა­ზღვრის მთე­ლი პე­რი­მეტ­რი კონ­ტროლ­დე­ბა და ჩანს ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის კა­ტე­რე­ბიც. თუ სა­ა­კაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნა კა­ტე­რით და­ტო­ვა, მა­შინ მას ამის ნე­ბარ­თვა ჰქონ­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში რა­და­რი და­ა­ფიქ­სი­რებ­და უკონ­ტრო­ლო კა­ტერს და ელე­მენ­ტა­ლუ­რად, შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით და­ე­დევ­ნე­ბოდ­ნენ მა­ინც. სა­ქარ­თვე­ლოს წყლებ­შიც ქარ­თუ­ლი რა­და­რი აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­ფიქ­სი­რებ­და ამ კა­ტერს და რა თქმა უნდა, გა­და­ა­მოწ­მებ­დნენ.

ჩემ­თვის, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნელ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს გა­ე­პა­რა და აქ ქარ­თულ კონ­ტრდაზ­ვერ­ვას შე­მო­ე­პა­რა.

მოკ­ლედ, სა­ზღვრე­ბის გა­დაკ­ვე­თა-გად­მოკ­ვე­თა არც ისე იო­ლია და ეს მხო­ლოდ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბით ხდე­ბა და ასე­თი ოპე­რა­ცია თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მზად­დე­ბა. და თუ ამა­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, მა­შინ სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­მო­სუ­ლიც იქ­ნე­ბა და თბი­ლის­შიც იჯ­დე­ბა ვინ­მეს ოჯახ­ში. ეს თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლელ ხალ­ხს ეცო­დი­ნე­ბა. თუ ასე­თი რამ ხდე­ბა, ხდე­ბა მხო­ლოდ მო­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და საქ­მის კურ­სში აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბო­და ქარ­თუ­ლი მხა­რეც.

სა­ქარ­თვე­ლოს ისე­თი ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა აქვს, ყვე­ლა­ფერს უნდა აკონ­ტრო­ლებ­დეს, მაგ­რამ თუ იქა­ცაა იმ კა­ტე­გო­რი­ის ხალ­ხი, ფა­ი­ლე­ბი რომ გა­და­უგ­ზავ­ნა ვი­ღა­ცე­ებს და ატყდა ამ­ბა­ვი, უსამ­შობ­ლო და უე­როვ­ნე­ბო ადა­მი­ა­ნე­ბი თუ არი­ან თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტრაგი-კომედია
8

ღრუბელ-ღრუბელ, 2008-შიც ეგრე უქნია! პ.ს. შაპიტო ქვეყანა და უთავმოყვარო ხელისუფალი მოქმედი თუ ძველი!!!

ალექს
0

ხუმრობთ ?!

ავტორი:

რა გზით შეიძლება შემოპარულიყო მიხეილ სააკაშვილი, თუ ის მართლაც ჩამოვიდა საქართველოში?

რა გზით შეიძლება შემოპარულიყო მიხეილ სააკაშვილი, თუ ის მართლაც ჩამოვიდა საქართველოში?

მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს დილით, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე საქართველოშია, მოგვიანებით კი გაავრცელა ვიდეოები, რომლის მიხედვითაც, მისივე მტკიცებით, ბათუმში იმყოფება. შსს-ს ცნობით, ექსპრეზიდენტს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კი განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეალურად უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება. თუმცა თუ მაინც მოახერხა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა, რა გზით შეიძლება შემოსულიყო? - ამ კითხვით მივმართეთ ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში თენგიზ ენდელაძეს:

- ბოლოს და ბოლოს, მექსიკიდან იპარებიან ამერიკაში და აგერ, რამდენიმე წლის წინ აჰმედ ჩატაევი, უხელო და უფეხო კაცი თანამზრახველებთან ერთად შემოვიდა საქართველოში, ასე რომ თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა... მე პირადად არ მგონია, სააკაშვილი აქ იყოს, მაგრამ თუ დაუშვებთ, რომ აქ არის, გამოდის, არალეგალური გზით შემოვიდა.

თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი, მკითხაობის სფეროა, თორემ შემოსვლა კატერითაც შეიძლება, ნავითაც, წყალქვეშა ნავითაც, აკვალანგითაც (თუ წყალზეა ლაპარაკი), ხმელეთითაც და ვერტმფრენითაც. შეიძლება უკრაინიდან ვერტმფრენით თურქეთამდე ჩაფრინდა და შემდეგ იქიდან შემოვიდა. მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენი საზღვრები ძალიან კარგადაა დაცული ტექნიკური საშუალებებით და ფაქტობრივად, გამორიცხულია, მაღალმთიანი აჭარის მხრიდან ვინმე ასე ჩუმად შემოვიდეს. არის ერთი საშუალებაც - დიდი ხნის ამბავია, 30-35 წლის წინაც ჰქონდათ ეს საშუალება: ზურგზე მოიკიდებენ რაღაც ზურგჩანთის მაგვარს, დააჭერენ ღილაკს და ადამიანი 5-6 მეტრ სიმაღლეზე აფრინდება, გადააფრინდება საზღვარს და არც კვალს ტოვებს და არც არაფერს. მოკლედ, ამ შემთხვევაში კარლსონის როლში შეიძლება გამოვიდეს საზღვრის დამრღვევი.

რაც შეეხება საზღვაო გზით შემოსვლას - რადარებით საზღვრის მთელი პერიმეტრი კონტროლდება და ჩანს ყველაფერი, მათ შორის კატერებიც. თუ სააკაშვილმა უკრაინა კატერით დატოვა, მაშინ მას ამის ნებართვა ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში რადარი დააფიქსირებდა უკონტროლო კატერს და ელემენტალურად, შემოწმების მიზნით დაედევნებოდნენ მაინც. საქართველოს წყლებშიც ქართული რადარი აუცილებლად დააფიქსირებდა ამ კატერს და რა თქმა უნდა, გადაამოწმებდნენ.

ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის წარმოუდგენელია, რომ უკრაინაში სააკაშვილი უკრაინელ სპეცსამსახურებს გაეპარა და აქ ქართულ კონტრდაზვერვას შემოეპარა.

მოკლედ, საზღვრების გადაკვეთა-გადმოკვეთა არც ისე იოლია და ეს მხოლოდ სპეცსამსახურების ხელშეწყობით ხდება და ასეთი ოპერაცია თვეების განმავლობაში მზადდება. და თუ ამაში სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები არიან ჩართულები, მაშინ სააკაშვილი შემოსულიც იქნება და თბილისშიც იჯდება ვინმეს ოჯახში. ეს თითზე ჩამოსათვლელ ხალხს ეცოდინება. თუ ასეთი რამ ხდება, ხდება მხოლოდ მოლაპარაკების ნიადაგზე და საქმის კურსში აუცილებლად იქნებოდა ქართული მხარეც.

საქართველოს ისეთი ტექნიკური აღჭურვილობა აქვს, ყველაფერს უნდა აკონტროლებდეს, მაგრამ თუ იქაცაა იმ კატეგორიის ხალხი, ფაილები რომ გადაუგზავნა ვიღაცეებს და ატყდა ამბავი, უსამშობლო და უეროვნებო ადამიანები თუ არიან თანამდებობებზე, მაშინ ყველაფერია შესაძლებელი.