პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა "ფორმულას" წილის დაყადაღება" - თავდაცვის უწყება
"სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა "ფორმულას" წილის დაყადაღება" - თავდაცვის უწყება

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­თან და ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას­თან" და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­მი­ნის­ტროს არც კი და­უშ­ვია იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ სარ­ჩე­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, ტე­ლე­ვი­ზი­ის წი­ლის და­ყა­და­ღე­ბა მო­ე­თხო­ვა.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­მარ­ტე­ბით, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან დი­ვი­დენ­დს არ იღებს და შე­სა­ბა­მი­სად, ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ი­დან არ არ­სე­ბობს.

"თავ­დაც­ვის უწყე­ბა სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, აღ­კვე­თოს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი თა­ვის კომ­პა­ნი­ებს აფი­ნან­სებს სა­ხელ­მწი­ფოს­გან მი­ტა­ცე­ბუ­ლი თან­ხე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფოს­თვის სა­ზი­ა­ნო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი­ან, თავ­დაც­ვის უწყე­ბა კარ­გად იაზ­რებს დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­მი­ნის­ტროს არც კი და­უშ­ვია იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ სარ­ჩე­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით მო­ე­თხო­ვა ტე­ლე­ვი­ზი­ის წი­ლის და­ყა­და­ღე­ბა.

მით უმე­ტეს, რო­დე­საც და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან დი­ვი­დენ­დს არ იღებს. შე­სა­ბა­მი­სად, ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ი­დან არ არ­სე­ბობს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა "ფორმულას" წილის დაყადაღება" - თავდაცვის უწყება

"სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა "ფორმულას" წილის დაყადაღება" - თავდაცვის უწყება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დავით კეზერაშვილთან და ტელეკომპანია "ფორმულასთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ტელევიზიის წილის დაყადაღება მოეთხოვა.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, დავით კეზერაშვილი წლების განმავლობაში აღნიშნული ტელევიზიიდან დივიდენდს არ იღებს და შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ალბათობა აღნიშნული კომპანიიდან არ არსებობს.

"თავდაცვის უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, აღკვეთოს ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ დავით კეზერაშვილი თავის კომპანიებს აფინანსებს სახელმწიფოსგან მიტაცებული თანხებით, რომლებიც სახელმწიფოსთვის საზიანო საქმიანობას ეწევიან, თავდაცვის უწყება კარგად იაზრებს დემოკრატიულ ღირებულებებს, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა ტელევიზიის წილის დაყადაღება.

მით უმეტეს, როდესაც დავით კეზერაშვილი წლების განმავლობაში აღნიშნული ტელევიზიიდან დივიდენდს არ იღებს. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ალბათობა აღნიშნული კომპანიიდან არ არსებობს“,-აღნიშნულია განცხადებაში.