სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მითხრა, რომ თუ პოლიციაში ჩავიდოდი, 2 კვირის ჩვილს მომიკლავდა..." - რატომ ემუქრებოდა რძალს შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული და რა წერია ძმის ჩვენებაში?
"მითხრა, რომ თუ პოლიციაში ჩავიდოდი, 2 კვირის ჩვილს მომიკლავდა..." - რატომ ემუქრებოდა რძალს შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული და რა წერია ძმის ჩვენებაში?

"რუს­თა­ვი 2" მოკ­ლუ­ლი შა­ნაი ბრუ­კის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ახალ დე­ტა­ლებს ასა­ჯა­რო­ებს. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, შა­ნაი ბრუ­კის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ცხედ­რის დაწ­ვას გეგ­მავ­და.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მურ­სა­კუ­ლო­ვი სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებს მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და, თუ ისი­ნი პო­ლი­ცი­ა­ში ჩა­უშ­ვებ­დნენ. ცნო­ბი­ლი ხდე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის ძმი­სა და რძლის ჩვე­ნე­ბე­ბიც.

"ჩემი ძმა სა­უბ­რობ­და, რომ მას თან ჰქონ­და დანა, რო­მე­ლიც იმ გო­გოს ჩხუ­ბის დროს გა­მო­უს­ვა ყელ­ში, რის შემ­დე­გაც გა­გუ­და. ხოლო გვა­მი, რომ არ ეპო­ვათ, ჩა­უ­ცუ­რე­ბია ბუჩ­ქებ­ში და ზე­ვი­დან და­უყ­რია ტო­ტე­ბი... ჩემი ძმის გან­მარ­ტე­ბით, შემ­დგომ­ში უნ­დო­და გვა­მის დაწ­ვა, რაც ვერ მო­ა­ხერ­ხა, კერ­ძოდ, ხსე­ნე­ბუ­ლის შემ­დეგ იგი დაბ­რუნ­და სახ­ლში, მო­წეს­რიგ­და, შე­უ­ძე­ნია ბენ­ზი­ნი და დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა გვამ­თან, მაგ­რამ იქვე მიმ­დე­ბა­რედ მოძ­რა­ობ­დნენ პი­როვ­ნე­ბე­ბი, რის გა­მოც ვერ შეძ­ლო და დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა უკან,"- ნათ­ქვა­მია ბრალ­დე­ბუ­ლის ძმის ჩვე­ნე­ბა­ში.

"რუს­თა­ვი 2"-ის მიერ მო­პო­ვე­ბულ ჩვე­ნე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის რძა­ლი ამ­ბობს, რომ მუს­კა­ლო­ვი მას ახალ­შო­ბი­ლი შვი­ლის მოკ­ვლი­თაც კი და­ე­მუქ­რა.

"რა­ფა­ელს ვუ­თხა­რი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვი­დო­დი და გან­ვა­ცხა­დებ­დი პო­ლი­ცი­ა­ში, ვი­ნა­ი­დან ფაქ­ტის და­მალ­ვა არ შე­მეძ­ლო. რა­ზეც მი­თხრა, რომ თუ პო­ლი­ცი­ა­ში ჩა­ვი­დო­დი და გან­ვა­ცხა­დებ­დი მის მო­ნა­ყოლს, მა­შინ მომ­კლავ­და და თუ ჩემს მოკ­ვლას ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და, მა­შინ მო­მიკ­ლავ­და ჩემი ორი კვი­რის შვილს და რო­დე­საც პო­ლი­ცი­ი­დან დავ­ბრუნ­დე­ბო­დი მკვდარ შვილს ჩა­ვე­ხუ­ტე­ბო­დი. მო­ცე­მუ­ლი მუ­ქა­რის ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და და რე­ა­ლუ­რად მი­ვი­ღე. ჩემ­მა დე­დამ­თილ­მა, რო­მელ­მაც მო­ის­მი­ნა რა­ფა­ე­ლის მუ­ქა­რა, მი­თხრა, რომ არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი პო­ლი­ცი­ა­ში, ვი­ნა­ი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მარ­თლა მო­ეკ­ლა რა­ფა­ელს ჩემი შვი­ლი,"- ნათ­ქვა­მია ჩვე­ნე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე შა­ნაი ბრუ­კი 30 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­და­რი მთაწ­მინ­დის ფერ­დზე 31 ივ­ლისს იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვი და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ყა­ჩა­ღო­ბა, ესე იგი თავ­დას­ხმა სხვი­სი მოძ­რა­ვი ნივ­თის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, ჩა­დე­ნი­ლი სი­ცო­ცხლი­სათ­ვის ან ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბით ანდა ასე­თი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით), 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "გ“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის და მისი ჩა­დე­ნის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით; ან­გა­რე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 წლი­დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

შა­ნაი ბრუ­კის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლოვს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
30

არ მგონია, რომელიმე ქვეყანაში, საქმის მასალები, რომელზეც განაჩენი არ დამდგარა, ასე საჯაროდ გამოჰქონდეთ. ამას ვიღაც აკეთებს შიგნიდან, ალბათ რაღაც დაინტერსებით ან შანტაჟის შიშით. გვეშველება რამე???....

გაკვირვებული
3

რაღაც შეშლილ ოჯახთან გვაქვს საქმე, ჯერ ერთი რამ მოაფიქრა ტელეფონის წართმევა, დღეს ხომ 5 წუთში დგინდება დაკარგული ტელეფონის ადგილსამყოფელი, თან სრულიად არაპროფესიონალურად გამოუვიდა, ტელეფონი უნდოდა და ქალი შემოაკვდა, მერე მივიდა სახლში და მთელს ოაჯახს გადაუშალა გული, შემდეგ ვერც გაიაზრა რომ მისი კვალის აღება და მიგნება მხოლოდ დროის საკითხი იყო, იჯდა სახლში და მთელი ოჯახი არხეინად აგრძელებდა ცხოვრებას.

 

რაც შეეხება ოჯახის წევრების ამ ჩვენებებს ჩათვალეთ რომ ეს ადვოკატის დარიგებაა რომ დანაშაულის დაფარვისთვის სასჯლეს აცდნენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"მითხრა, რომ თუ პოლიციაში ჩავიდოდი, 2 კვირის ჩვილს მომიკლავდა..." - რატომ ემუქრებოდა რძალს შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული და რა წერია ძმის ჩვენებაში?

"მითხრა, რომ თუ პოლიციაში ჩავიდოდი, 2 კვირის ჩვილს მომიკლავდა..." - რატომ ემუქრებოდა რძალს შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული და რა წერია ძმის ჩვენებაში?

"რუსთავი 2" მოკლული შანაი ბრუკის საქმესთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ასაჯაროებს. ტელეკომპანიის ცნობით, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი მკვლელობის შემდეგ ცხედრის დაწვას გეგმავდა.

მათივე ინფორმაციით, მურსაკულოვი საკუთარი ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებოდა, თუ ისინი პოლიციაში ჩაუშვებდნენ. ცნობილი ხდება ბრალდებულის ძმისა და რძლის ჩვენებებიც.

"ჩემი ძმა საუბრობდა, რომ მას თან ჰქონდა დანა, რომელიც იმ გოგოს ჩხუბის დროს გამოუსვა ყელში, რის შემდეგაც გაგუდა. ხოლო გვამი, რომ არ ეპოვათ, ჩაუცურებია ბუჩქებში და ზევიდან დაუყრია ტოტები... ჩემი ძმის განმარტებით, შემდგომში უნდოდა გვამის დაწვა, რაც ვერ მოახერხა, კერძოდ, ხსენებულის შემდეგ იგი დაბრუნდა სახლში, მოწესრიგდა, შეუძენია ბენზინი და დაბრუნებულა გვამთან, მაგრამ იქვე მიმდებარედ მოძრაობდნენ პიროვნებები, რის გამოც ვერ შეძლო და დაბრუნებულა უკან,"- ნათქვამია ბრალდებულის ძმის ჩვენებაში.

"რუსთავი 2"-ის მიერ მოპოვებულ ჩვენებაში ბრალდებულის რძალი ამბობს, რომ მუსკალოვი მას ახალშობილი შვილის მოკვლითაც კი დაემუქრა.

"რაფაელს ვუთხარი, რომ აუცილებლად წავიდოდი და განვაცხადებდი პოლიციაში, ვინაიდან ფაქტის დამალვა არ შემეძლო. რაზეც მითხრა, რომ თუ პოლიციაში ჩავიდოდი და განვაცხადებდი მის მონაყოლს, მაშინ მომკლავდა და თუ ჩემს მოკვლას ვერ მოახერხებდა, მაშინ მომიკლავდა ჩემი ორი კვირის შვილს და როდესაც პოლიციიდან დავბრუნდებოდი მკვდარ შვილს ჩავეხუტებოდი. მოცემული მუქარის ძალიან შემეშინდა და რეალურად მივიღე. ჩემმა დედამთილმა, რომელმაც მოისმინა რაფაელის მუქარა, მითხრა, რომ არ წავსულიყავი პოლიციაში, ვინაიდან შესაძლებელი იყო მართლა მოეკლა რაფაელს ჩემი შვილი,"- ნათქვამია ჩვენებაში.

შეგახსენებთ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ“ და მესამე ნაწილის "გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.