სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება ახალი ჩინეთი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე აშშ-ის ჩანაცვლებას აპირებს - სი ძინპინის "საყოველთაო აყვავების" გეგმა მილიარდერებს, ვარსკვლავებსა და ბავშვებს ეხება
როგორი იქნება ახალი ჩინეთი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე აშშ-ის ჩანაცვლებას აპირებს - სი ძინპინის "საყოველთაო აყვავების" გეგმა მილიარდერებს, ვარსკვლავებსა და ბავშვებს ეხება

ჩი­ნეთ­ში, რო­გორც ჩანს, არ ჩერ­დე­ბა ცვლი­ლე­ბა­თა ახა­ლი ტალ­ღა, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში სი ძინ­პი­ნი და კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტია უდ­გას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, "ქვეყ­ნის სა­ყო­ველ­თაო აყ­ვა­ვე­ბის" ახა­ლი გეგ­მა მი­ლი­არ­დე­რებს, შოუ-ბიზ­ნე­სის ვარ­სკვლა­ვებ­სა და ბავ­შვებს ეხე­ბა.

გეგ­მის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია: აი­ძუ­ლონ მდიდ­რე­ბი ქო­ნე­ბა სხვებს გა­უ­ყონ, მი­ა­ტო­ვონ და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, და­უბ­რუ­ნონ ჩი­ნეთს ძვე­ლი დი­დე­ბა და და­უბ­რუ­ნონ ქვე­ყა­ნა სო­ცი­ა­ლიზ­მის გზას, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას მსოფ­ლიო ბა­ტო­ნო­ბამ­დე მი­იყ­ვანს.

ჩი­ნეთ­ში ძინ­პი­ნის რე­ფორ­მე­ბი XXI სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ რე­ფორ­მად შე­ფას­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სწო­რედ ეს რე­ფორ­მა გა­და­წყვეტს უდი­დე­სი აზი­უ­რი ეკო­ნო­მი­კი­სა და იმ მი­ლი­არ­დერ­თა ბედს, რო­მელ­თა რი­ცხვი აშშ-ის მი­ლი­არ­დერ­თა რი­ცხვს მცი­რე­დით ჩა­მორ­ჩე­ბა. სწო­რედ ისი­ნი არი­ან მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ლი­დე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ქა­ლა­ქე­თა ციფ­რუ­ლი თვალ­თვა­ლის ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას ფლო­ბენ და წყვე­ტენ, ჰქონ­დეს თუ არა მო­სახ­ლე­ო­ბას წვდო­მა "ზი­ა­ნის მომ­ტან" "გამ­ხრწნელ" ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე.

რო­გორც ჩანს, ჩი­ნეთ­ში კო­მუ­ნის­ტებ­მა გა­და­წყვი­ტეს, პატ­რი­ო­ტიზ­მის თემა გა­აძ­ლი­ე­რონ და ლო­ზუნ­გის ირ­გვლივ, რო­მე­ლიც სი­ღა­რი­ბის შემ­ცი­რე­ბა­სა და "სა­ერ­თო აყ­ვა­ვე­ბას" გუ­ლის­ხმობს, მჭიდ­როდ გა­ა­ერ­თი­ა­ნონ მი­ლი­არ­დე­რე­ბიც. ისი­ნი სა­კუ­თარ თავს დენ სი­ა­ო­პი­ნის მემ­კვიდ­რე­ე­ბად თვლი­ან და ამ­ბო­ბენ, რომ სი­ა­ო­პი­ნის მსგავ­სად, რო­მელ­მაც სა­ბაზ­რო რე­ფორ­მე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ქვე­ყა­ნას დიდი სის­წრა­ფით გა­ნა­ვი­თა­რე­ბენ.

კრი­ტი­კოს­თა აზ­რით, ძინ­პი­ნის ახა­ლი რე­ფორ­მა სი­ა­ო­პი­ნის ნაც­ვლად მაო ძე­დუ­ნის კულ­ტუ­რულ რე­ფორ­მას უფრო ჰგავს, რო­მე­ლიც ტე­რო­რი­თა და არე­უ­ლო­ბით დას­რულ­და. ექ­სპერტთა აზ­რით, ამ რე­ფორ­მით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კერ­ძო ბიზ­ნეს­სა და ინო­ვა­ცი­ურ ტექ­ნო­ლო­გი­ებს კომ­პარ­ტი­ის ხელ­ში მო­აქ­ცევს.

  • მდიდ­რებს ქო­ნე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზეს

როცა ჩი­ნე­თის სა­თა­ვე­ში სი ძინ­პი­ნი მო­ვი­და, მა­შინ ქვე­ყა­ნა სა­ყო­ველ­თაო სი­ღა­რი­ბეს და­ემ­შვი­დო­ბა. ახალ­მა მმარ­თველ­მა ქვე­ყა­ნა­ში მმარ­თვე­ლი რგო­ლის როლი არ და­ა­სუს­ტა, თუმ­ცა მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი ინო­ვა­ცი­ებ­ზე გა­ა­კე­თა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მა­შინ ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში ახალ მო­სულ ძინ­პინს ეკო­ნო­მის­ტე­ბი ურ­ჩევ­დნენ, რომ "სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის ხა­ფან­გი­დან" თა­ვის და­საღ­წე­ვად, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბა და, ასე­ვე, მთავ­რო­ბის გავ­ლე­ნის­გან ეკო­ნო­მი­კის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იყო.

რჩე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ძინ­პინ­მა სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და მო­სახ­ლე­ო­ბას 2035 წლის­თვის "სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის" და­სას­რუ­ლი, ხოლო 2050 წლის­თვის - "დი­ა­დი, თა­ნა­მედ­რო­ვე სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" შექ­მნა და­უ­ა­ნონ­სა, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე აშშ-ს ჩა­ა­ნაც­ვლებს.

რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, და­პი­რე­ბა და­პი­რე­ბად დარ­ჩა. ჩი­ნე­ლე­ბის შე­მო­სა­ვა­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით იზ­რდე­ბა, ღა­რიბ და მდი­დარ ფე­ნას შო­რის ზღვა­რი კი აქამ­დე არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა. ქვე­ყა­ნა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 20% არ­ცთუ ისე ცუ­დად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია და მათი შე­მო­სა­ვა­ლი ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 10-ჯერ გა­ი­ზარ­და, ვიდ­რე - ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ნაკ­ლე­ბად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი 20%-ის შე­მო­სა­ვა­ლი.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა უსაქ­მუ­რად არ მჯდა­რა, სი ძინ­პი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იღებ­და სხვა­დას­ხვა რე­ფორ­მა­სა თუ კა­ნონს, აწე­სებ­და აკძალ­ვებს, და­ა­კა­ვეს ბიზ­ნეს­მე­ნე­ბიც.

2021 წლის აგ­ვის­ტო­ში, დას­ვე­ნე­ბის ნაც­ვლად, ქვეყ­ნის მმარ­თველ­მა კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა ჩა­ა­ტა­რა და მო­სახ­ლე­ო­ბის სხვა­დას­ხვა ფე­ნებს შო­რის არა­თა­ნა­ბა­რი პი­რო­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლა.

კო­მი­ტე­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ძინ­პინ­მა ასე გან­სა­ზღვრა: უნდა ჩა­ტარ­დეს რე­ფორ­მე­ბი "სო­ცი­ა­ლუ­რი თა­ნას­წო­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­მხრი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, რათა ყვე­ლამ შეძ­ლოს სა­ყო­ველ­თაო მიზ­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვა და გან­ვი­თა­რე­ბა".

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი უნდა მოხ­დეს, "მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლის გო­ნივ­რუ­ლი რე­გუ­ლი­რე­ბით და და­ბალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის შე­მო­სავ­ლის გაზ­რდით". ამ გან­ცხა­დე­ბამ მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი კომ­პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ვრცე­ლი გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა:

"სა­ყო­ველ­თაო აყ­ვა­ვე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ მდიდ­რებს უნდა წა­ვარ­თვათ და ღა­რი­ბებს და­ვუ­რი­გოთ, რო­გორც ამას და­სავ­ლუ­რი მე­დია ამ­ბობს. კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ით და­ცუ­ლია".

"უფრო მე­ტიც, სა­ყო­ველ­თაო გან­ვი­თა­რე­ბა არა მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლურ, არა­მედ - კულ­ტუ­რულ მნიშ­ვნე­ლო­ბას ატა­რებს, სა­ყო­ველ­თაო გან­ვი­თა­რე­ბა - არ არის მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კი­თხი და სა­ერ­თოდ არ არის სიმ­დიდ­რის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­და­ნა­წი­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სი­ნჰუ­ამ.

  • პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი

ქვეყ­ნის მთა­ვა­რი კო­მუ­ნის­ტის - ძინ­პი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ყვე­ლა­ზე პირ­ვე­ლად მთა­ვა­რი კა­პი­ტა­ლის­ტი, ინ­ტერ­ნეტ­გა­ყიდ­ვე­ბის გი­გან­ტის, Alibaba-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჯეკ მა შე­ე­ჯა­ხა.

ფოტო: ჯეკ მა

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბიზ­ნეს­მენს სურ­და Alibaba-ს ერთ-ერთი ნა­წი­ლის, მო­ბი­ლუ­რი გა­დახ­დე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა Ant Group-ის აქ­ცი­ე­ბი ბა­ზარ­ზე რე­კორ­დულ ფა­სად - 30 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მე­ტად გა­ე­ყი­და, თუმ­ცა აქ­ცი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი გან­თავ­სე­ბა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა, ჯეკ მა რამ­დე­ნი­მე თვეა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა, ჩი­ნეთ­ში კი ინ­ტერ­ნეტ­ბიზ­ნე­სის ცუდი პე­რი­ო­დი და­ი­წყო. ეს გა­სა­ჭი­რი შე­ე­ხო არა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კას, არა­მედ - სხვა სფე­რო­ებ­საც, მათ შო­რის - მა­სობ­რივ კულ­ტუ­რას.

მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, აიკ­რძა­ლა არა­სას­კო­ლო სწავ­ლე­ბე­ბი, კერ­ძო პე­და­გოგ­თან სწავ­ლა და სას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა და­სავ­ლუ­რი რე­სურ­სე­ბით. სას­კო­ლო პროგ­რა­მა­ში წიგ­ნის - "სი ძინ­პი­ნის ფიქ­რე­ბის" სწავ­ლე­ბა შე­მო­ი­ღეს, აქამ­დე ბავ­შვებს კომ­პარ­ტი­ის წეს­დე­ბა­სა და ჩი­ნე­თის კონ­სტი­ტუ­ცი­ას ას­წავ­ლიდ­ნენ.

კომ­პარ­ტი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, არას­რულ­წლო­ვან ბავ­შვებს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბის თა­მა­ში აეკ­რძა­ლათ. მათ თა­მა­ში კვი­რა­ში მხო­ლოდ სამი სა­ა­თით, პა­რას­კევს და შა­ბათ-კვი­რას, მხო­ლოდ 8-დან 9 სა­ა­თამ­დე შე­უძ­ლი­ათ.

ბავ­შვე­ბის შემ­დეგ კომ­პარ­ტი­ის სა­მიზ­ნე შოუ-ბიზ­ნე­სი გახ­და. ჩი­ნე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ჟენ შუ­ა­ნი თით­ქმის 50 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით და­ა­ჯა­რი­მეს, ფილ­მე­ბი და ტე­ლე­შო­უ­ე­ბი მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ყვე­ლა პლატ­ფორ­მი­დან ერთი ხე­ლის მოს­მით გაქ­რა.

მე­დი­ის კონ­ტრო­ლის მიზ­ნის, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა მი­ი­ღეს მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის ბრძა­ნე­ბა, ეთე­რი­დან მოხ­სნან "ქა­ლუ­რი გა­რეგ­ნო­ბის მა­მა­კა­ცე­ბი" და უარი თქვან "ვულ­გა­რულ ინფლუ­ენ­სე­რებ­ზე", ასე­ვე, აიკ­რძა­ლა პირ­და­პირ ეთერ­ში ვარ­სკვლა­ვე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი რე­ი­ტინ­გის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და ფა­სი­ა­ნი ხმის მი­ცე­მა. მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა მო­ი­თხო­ვა, მე­გა­ვარ­სკვლა­ვებს ხელ­ფა­სი ჩა­მო­ეჭ­რათ.

ფოტო: სი ძინ­პი­ნი და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში

ეს ყვე­ლა­ფე­რი "ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი კონ­ტენ­ტი" და "და­სავ­ლე­თის გამ­ხრწნე­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბაა" - ახ­სნეს მკაც­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. მათ ტე­ლე­ვი­ზი­ებს მას­კუ­ლი­ნუ­რი ხა­სი­ა­თის პერ­სო­ნე­ბის, პატ­რი­ო­ტიზ­მი­სა და სო­ცი­ა­ლიზ­მის ტრანსლი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დეს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:))))
142

ამერიკას ჩინეთი ვერ ჩაანაცვლებს გადაყვება მაგ ცივ ომს ვნახავთ ყველა :)))

@
32

ათასწლოვანი ჩინური კულტურა და უზარმაზარი ისტორიული გამოცდილება. წარმატებები ჩინელებს, ფაქტია რომ კაცობრიობას რაღაც ახალი უფრო ჰუმანური უფრო კეთილშობილური თანაარსებობის ფორმა ესაჭიროება, ვფიქრობ ინდივიდუალურ გამდიდრებისა თუ თავის გადარჩენის პრინციპებით თანაცხოვრების ფორმა დალპა და კაცობრიობის ტვირთად იქცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორი იქნება ახალი ჩინეთი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე აშშ-ის ჩანაცვლებას აპირებს - სი ძინპინის "საყოველთაო აყვავების" გეგმა მილიარდერებს, ვარსკვლავებსა და ბავშვებს ეხება

როგორი იქნება ახალი ჩინეთი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე აშშ-ის ჩანაცვლებას აპირებს - სი ძინპინის "საყოველთაო აყვავების" გეგმა მილიარდერებს, ვარსკვლავებსა და ბავშვებს ეხება

ჩინეთში, როგორც ჩანს, არ ჩერდება ცვლილებათა ახალი ტალღა, რომელსაც სათავეში სი ძინპინი და კომუნისტური პარტია უდგას. ხელისუფლების ახალი გადაწყვეტილებით, "ქვეყნის საყოველთაო აყვავების" ახალი გეგმა მილიარდერებს, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებსა და ბავშვებს ეხება.

გეგმის მთავარი მიზანია: აიძულონ მდიდრები ქონება სხვებს გაუყონ, მიატოვონ დასავლური ღირებულებები, დაუბრუნონ ჩინეთს ძველი დიდება და დაუბრუნონ ქვეყანა სოციალიზმის გზას, რომელიც ქვეყანას მსოფლიო ბატონობამდე მიიყვანს.

ჩინეთში ძინპინის რეფორმები XXI საუკუნის ყველაზე მასშტაბურ რეფორმად შეფასდა. როგორც ამბობენ, სწორედ ეს რეფორმა გადაწყვეტს უდიდესი აზიური ეკონომიკისა და იმ მილიარდერთა ბედს, რომელთა რიცხვი აშშ-ის მილიარდერთა რიცხვს მცირედით ჩამორჩება. სწორედ ისინი არიან მსოფლიო ბაზარზე ტექნოლოგიური ლიდერები, რომლებიც მოქალაქეთა ციფრული თვალთვალის ყველა საშუალებას ფლობენ და წყვეტენ, ჰქონდეს თუ არა მოსახლეობას წვდომა "ზიანის მომტან" "გამხრწნელ" ინფორმაციაზე.

როგორც ჩანს, ჩინეთში კომუნისტებმა გადაწყვიტეს, პატრიოტიზმის თემა გააძლიერონ და ლოზუნგის ირგვლივ, რომელიც სიღარიბის შემცირებასა და "საერთო აყვავებას" გულისხმობს, მჭიდროდ გააერთიანონ მილიარდერებიც. ისინი საკუთარ თავს დენ სიაოპინის მემკვიდრეებად თვლიან და ამბობენ, რომ სიაოპინის მსგავსად, რომელმაც საბაზრო რეფორმები განახორციელა, ქვეყანას დიდი სისწრაფით განავითარებენ.

კრიტიკოსთა აზრით, ძინპინის ახალი რეფორმა სიაოპინის ნაცვლად მაო ძედუნის კულტურულ რეფორმას უფრო ჰგავს, რომელიც ტერორითა და არეულობით დასრულდა. ექსპერტთა აზრით, ამ რეფორმით ხელისუფლება კერძო ბიზნესსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს კომპარტიის ხელში მოაქცევს.

  • მდიდრებს ქონების განაწილება შესთავაზეს

როცა ჩინეთის სათავეში სი ძინპინი მოვიდა, მაშინ ქვეყანა საყოველთაო სიღარიბეს დაემშვიდობა. ახალმა მმართველმა ქვეყანაში მმართველი რგოლის როლი არ დაასუსტა, თუმცა მთავარი აქცენტი ინოვაციებზე გააკეთა. როგორც ცნობილია, მაშინ ქვეყნის სათავეში ახალ მოსულ ძინპინს ეკონომისტები ურჩევდნენ, რომ "საშუალო შემოსავლის ხაფანგიდან" თავის დასაღწევად, სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზება და, ასევე, მთავრობის გავლენისგან ეკონომიკის გათავისუფლება იყო.

რჩევის მიუხედავად, ძინპინმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო და მოსახლეობას 2035 წლისთვის "სოციალისტური მოდერნიზაციის" დასასრული, ხოლო 2050 წლისთვის - "დიადი, თანამედროვე სოციალისტური სახელმწიფოს" შექმნა დაუანონსა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე აშშ-ს ჩაანაცვლებს.

როგორც ექსპერტები ამბობენ, დაპირება დაპირებად დარჩა. ჩინელების შემოსავალი წლების განმავლობაში მცირე რაოდენობით იზრდება, ღარიბ და მდიდარ ფენას შორის ზღვარი კი აქამდე არ შემცირებულა. ქვეყანაში მოსახლეობის 20% არცთუ ისე ცუდად უზრუნველყოფილია და მათი შემოსავალი ბოლო 5 წლის განმავლობაში 10-ჯერ გაიზარდა, ვიდრე - ქვეყნის მოსახლეობის ნაკლებად უზრუნველყოფილი 20%-ის შემოსავალი.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში ქვეყნის მთავრობა უსაქმურად არ მჯდარა, სი ძინპინის ხელისუფლება იღებდა სხვადასხვა რეფორმასა თუ კანონს, აწესებდა აკძალვებს, დააკავეს ბიზნესმენებიც.

2021 წლის აგვისტოში, დასვენების ნაცვლად, ქვეყნის მმართველმა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომა ჩაატარა და მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს შორის არათანაბარი პირობები განიხილა.

კომიტეტის მთავარი მიზანი ძინპინმა ასე განსაზღვრა: უნდა ჩატარდეს რეფორმები "სოციალური თანასწორობის ხელშეწყობისთვის, სამართლიანობისა და ადამიანის ყოველმხრივი განვითარებისთვის, რათა ყველამ შეძლოს საყოველთაო მიზნებისკენ სწრაფვა და განვითარება".

ეს ყველაფერი კი უნდა მოხდეს, "მაღალი შემოსავლის გონივრული რეგულირებით და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის შემოსავლის გაზრდით". ამ განცხადებამ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია, რამდენიმე დღეში კი კომპარტიის წარმომადგენელმა ვრცელი განმარტება გააკეთა:

"საყოველთაო აყვავება არ ნიშნავს, რომ მდიდრებს უნდა წავართვათ და ღარიბებს დავურიგოთ, როგორც ამას დასავლური მედია ამბობს. კერძო საკუთრების უფლება კონსტიტუციით დაცულია".

"უფრო მეტიც, საყოველთაო განვითარება არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ - კულტურულ მნიშვნელობას ატარებს, საყოველთაო განვითარება - არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი და საერთოდ არ არის სიმდიდრის ჩვეულებრივი გადანაწილება", - განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა სინჰუამ.

  • პირველი მსხვერპლი

ქვეყნის მთავარი კომუნისტის - ძინპინის გადაწყვეტილებებს ყველაზე პირველად მთავარი კაპიტალისტი, ინტერნეტგაყიდვების გიგანტის, Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა შეეჯახა.

ფოტო: ჯეკ მა

როგორც ცნობილია, ბიზნესმენს სურდა Alibaba-ს ერთ-ერთი ნაწილის, მობილური გადახდების განყოფილება Ant Group-ის აქციები ბაზარზე რეკორდულ ფასად - 30 მილიარდ დოლარზე მეტად გაეყიდა, თუმცა აქციების პირველადი განთავსება ვეღარ მოხერხდა, ჯეკ მა რამდენიმე თვეა, საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა, ჩინეთში კი ინტერნეტბიზნესის ცუდი პერიოდი დაიწყო. ეს გასაჭირი შეეხო არა მხოლოდ ეკონომიკას, არამედ - სხვა სფეროებსაც, მათ შორის - მასობრივ კულტურას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, აიკრძალა არასასკოლო სწავლებები, კერძო პედაგოგთან სწავლა და სასწავლებლების დაფინანსება დასავლური რესურსებით. სასკოლო პროგრამაში წიგნის - "სი ძინპინის ფიქრების" სწავლება შემოიღეს, აქამდე ბავშვებს კომპარტიის წესდებასა და ჩინეთის კონსტიტუციას ასწავლიდნენ.

კომპარტიის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვან ბავშვებს კომპიუტერული თამაშების თამაში აეკრძალათ. მათ თამაში კვირაში მხოლოდ სამი საათით, პარასკევს და შაბათ-კვირას, მხოლოდ 8-დან 9 საათამდე შეუძლიათ.

ბავშვების შემდეგ კომპარტიის სამიზნე შოუ-ბიზნესი გახდა. ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი ჟენ შუანი თითქმის 50 მილიონი დოლარით დააჯარიმეს, ფილმები და ტელეშოუები მისი მონაწილეობით ყველა პლატფორმიდან ერთი ხელის მოსმით გაქრა.

მედიის კონტროლის მიზნის, ტელევიზიებმა მიიღეს მარეგულირებლის ბრძანება, ეთერიდან მოხსნან "ქალური გარეგნობის მამაკაცები" და უარი თქვან "ვულგარულ ინფლუენსერებზე", ასევე, აიკრძალა პირდაპირ ეთერში ვარსკვლავების ნებისმიერი რეიტინგის გამოქვეყნება და ფასიანი ხმის მიცემა. მარეგულირებელმა მოითხოვა, მეგავარსკვლავებს ხელფასი ჩამოეჭრათ.

ფოტო: სი ძინპინი დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოში

ეს ყველაფერი "ზიანის მომტანი კონტენტი" და "დასავლეთის გამხრწნელი ზემოქმედებაა" - ახსნეს მკაცრი გადაწყვეტილებები მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებმა. მათ ტელევიზიებს მასკულინური ხასიათის პერსონების, პატრიოტიზმისა და სოციალიზმის ტრანსლირებისკენ მოუწოდეს. წაიკითხეთ სრულად