კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გახარიას თანაპარტიელის მანქანა დაცხრილეს - რა ფოტოებს ავრცელებენ ბესარიონ ბენდელიანის ოჯახის წევრები?
გახარიას თანაპარტიელის მანქანა დაცხრილეს - რა ფოტოებს ავრცელებენ ბესარიონ ბენდელიანის ოჯახის წევრები?

პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ცა­გე­რის მე­რო­ბის კან­დი­და­ტის ბე­სა­რი­ონ ბენ­დე­ლი­ა­ნის ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ცხრი­ლეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას და ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ბენ­დე­ლი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

"ეს ჩემი ძმის ბე­სა­რი­ონ ბენ­დე­ლი­ა­ნის მან­ქა­ნაა, მე­რო­ბის კან­დი­და­ტის პარ­ტია სა­ქარ­თვე­ლო­დან ცა­გერ­ში, რო­მე­ლიც ამ დი­ლით სახ­ლის წინ და­ცხი­ლეს Rima BeradzeIrma Zavradashvili Lali Chelidzeთქვენ­გან ვე­ლო­დე­ბი პა­სუხს სა­ჯა­როდ...ესაა თქვე­ნი და ჩვე­ნი ბრძო­ლის და­სას­რუ­ლი?ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა / Georgian Dream ?" - წერს ბე­სა­რი­ონ ბენ­დე­ლი­ა­ნის და "ფე­ის­ბუქ­ზე".

"ლე­ჩხუმ­ში , სა­კუ­თარ სახ­ლთან ეს­რო­ლეს ბი­ძა­ჩე­მის (მე­რო­ბის კან­დი­და­ტის) მან­ქა­ნას ჩემი სა­ქარ­თვე­ლო აქ არის !" - წერს ბე­სა­რი­ონ ბენ­დე­ლი­ა­ნის დის­შვი­ლი.

ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რი ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი. ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რებს, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრსა და გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს აკის­რებს.

„პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას პრაქ­ტი­კუ­ლად ვერ ატა­რებს. დღეს გამ­თე­ნი­ი­სას, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე მან­ქა­ნა და­უ­ცხრი­ლეს ცა­გე­რის მე­რო­ბის კან­დი­დატს ბესო ბენ­დე­ლი­ანს. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამა­ზე მთლი­ა­ნად ეკის­რე­ბა „ოც­ნე­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, კო­ბა­ხი­ძეს, კა­ლა­ძეს, ღა­რი­ბაშ­ვილს, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ძა­ლა­დო­ბას ამარ­თლე­ბენ და ახა­ლი­სე­ბენ სი­ძულ­ვი­ლის ენას. ამა­ზე ასე­ვე ბუ­ნებ­რი­ვია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, გო­მე­ლა­ურს, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს, შო­თა­ძეს, რომ­ლე­ბიც არ რე­ა­გი­რე­ბენ სის­ტე­მურ და­ნა­შა­ულ­ზე, რა­ზეც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გან­ცხა­დე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ვი­ტა­ნეთ.

ისი­ნი დღემ­დე არ ახ­დე­ნენ რე­ა­გი­რე­ბას აკა­კი ბარ­თა­ი­ას მი­მართ ია­რა­ღის ჩა­დე­ბა­ზე და პა­ტიმ­რო­ბის დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მუ­ქა­რა­ზე. უფრო მე­ტიც, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ბე­და­ვენ და ბარ­თა­ი­ას დაც­ვის უფ­ლე­ბას უზღუ­და­ვენ. სამ­წუ­ხა­როდ, „ოც­ნე­ბის“ ასეთ­მა უმოქ­მე­დო­ბამ მიგ­ვიყ­ვა­ნა რამ­დე­ნი­მე დღის წინ დმა­ნი­სამ­დე და ახლა უკვე ცა­გერ­ში მან­ქა­ნის ჩა­ცხრილ­ვამ­დე. არა­ვინ იცის არ­ჩევ­ნე­ბის დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­დამ­დე მიგ­ვიყ­ვანს“, - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
20

ვის რაში ჭირდებით ან შენ, ან შენი ძმა, და ტქვენისთანები თქვე ცირკის ჯამბაზებო. სროლა თუ ვინმეს უნდა რაღა შენ გესვრიან მიყრუებულ სოფელში, ან ვინ და რას წარმოადგენ საერთოდ?! ესროლეს ამას! თვითონ რომ გესროლა და მერე სურათი გადაგეღო და გეტირა არა?!

Something is wrong
19

დილას, საქვეყნოდ და დემონსტრატიულად თუ დაცხრილეს, ვერც დამცხრილავი დაინახეთ, ვერც ის ტრანსპორტი, რომლითაც გადაადგილდებოდა დამნაშავე? ან მანქანის დაცხრილვა რა იყო, მოხსენი შენი კანდიდატურა, თორემ ასპროცენტიანი შენ მოიგებ და დავიღუპებითო?!

ავტორი:

გახარიას თანაპარტიელის მანქანა დაცხრილეს - რა ფოტოებს ავრცელებენ ბესარიონ ბენდელიანის ოჯახის წევრები?

გახარიას თანაპარტიელის მანქანა დაცხრილეს - რა ფოტოებს ავრცელებენ ბესარიონ ბენდელიანის ოჯახის წევრები?

პარტია "საქართველოსთვის" ცაგერის მერობის კანდიდატის ბესარიონ ბენდელიანის ავტომობილი დაცხრილეს. ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში მისი ბენდელიანის ოჯახის წევრები ავრცელებენ.

"ეს ჩემი ძმის ბესარიონ ბენდელიანის მანქანაა, მერობის კანდიდატის პარტია საქართველოდან ცაგერში, რომელიც ამ დილით სახლის წინ დაცხილეს Rima BeradzeIrma Zavradashvili Lali Chelidzeთქვენგან ველოდები პასუხს საჯაროდ...ესაა თქვენი და ჩვენი ბრძოლის დასასრული?ქართული ოცნება / Georgian Dream ?" - წერს ბესარიონ ბენდელიანის და "ფეისბუქზე".

"ლეჩხუმში , საკუთარ სახლთან ესროლეს ბიძაჩემის (მერობის კანდიდატის) მანქანას ჩემი საქართველო აქ არის !" - წერს ბესარიონ ბენდელიანის დისშვილი.

ფაქტს გამოეხმაურა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი. ის პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ლიდერებს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს აკისრებს.

„პარტია „საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიას პრაქტიკულად ვერ ატარებს. დღეს გამთენიისას, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მანქანა დაუცხრილეს ცაგერის მერობის კანდიდატს ბესო ბენდელიანს. პასუხისმგებლობა ამაზე მთლიანად ეკისრება „ოცნების“ ხელმძღვანელობას, კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალადობას ამართლებენ და ახალისებენ სიძულვილის ენას. ამაზე ასევე ბუნებრივია პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს, გომელაურს, გენერალურ პროკურორს, შოთაძეს, რომლებიც არ რეაგირებენ სისტემურ დანაშაულზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ განცხადება ოფიციალურად შევიტანეთ.

ისინი დღემდე არ ახდენენ რეაგირებას აკაკი ბართაიას მიმართ იარაღის ჩადებაზე და პატიმრობის დროს განხორციელებულ მუქარაზე. უფრო მეტიც, ეს ადამიანები ბედავენ და ბართაიას დაცვის უფლებას უზღუდავენ. სამწუხაროდ, „ოცნების“ ასეთმა უმოქმედობამ მიგვიყვანა რამდენიმე დღის წინ დმანისამდე და ახლა უკვე ცაგერში მანქანის ჩაცხრილვამდე. არავინ იცის არჩევნების დღეს ეს ყველაფერი სადამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.