სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მომავალი კვირიდან დაიწყება" - როგორია ვაქცინების მარაგი ქვეყანაში
"გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მომავალი კვირიდან დაიწყება" - როგორია ვაქცინების მარაგი ქვეყანაში

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა, რომ გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აცრა მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან და­ი­წყოს.

რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ოქ­ტომ­ბრის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო 150 ათა­სი ვაქ­ცი­ნა შე­მო­ვა და რის­კჯ­გუ­ფი გა­ფარ­თოვ­დე­ბა.

„სა­ხელ­მწი­ფომ გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის 200 000 დოზა იყი­და. თუ არ ვცდე­ბი, 43 ათა­სი დოზა უკვე შე­მო­ვი­და ორი დღის წინ, 4 ვა­ლენ­ტი­ა­ნი, რა თქმა უნდა, საკ­მა­ოდ კარ­გი, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ პრეკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გრიპ­ზე პირ­ველ რიგ­ში, იც­რე­ბი­ან რის­კჯ­გუ­ფე­ბი. პირ­ვე­ლი რის­კჯ­გუ­ფი ყო­ველ­თვის არის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, შემ­დეგ მსჯე­ლო­ბა იყო საბ­ჭო­ზე და იქ­ნე­ბი­ან დი­ა­ლიზ­ზე მყო­ფე­ბი, ასე­ვე ორ­სუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს დო­ზე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­ნა­წი­ლე­ბა. ვფიქ­რობთ, მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით 1 კვი­რის ვა­და­ში და­ვი­წყებთ ამ პირ­ვე­ლი პარ­ტი­ი­დან აც­რებს.

ოქ­ტომ­ბრის გან­მავ­ლო­ბა­ში, კერ­ძოდ, მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან 150 ათას­ზე მეტი დოზა შე­მო­ვა ქვე­ყა­ნა­ში და რის­კჯ­გუ­ფე­ბი კი­დევ გა­ფარ­თოვ­დე­ბა იმის მი­ხედ­ვით, რო­გორც გვაქვს, კერ­ძოდ, ქრო­ნი­კუ­ლი ავად­მყო­ფე­ბი, ბავ­შვე­ბი და ასე შემ­დეგ. ვნა­ხოთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ათ­ვი­სე­ბა. შარ­შან არ იყო ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ხელ­მწი­ფოს­თან ერ­თად კერ­ძო სექ­ტო­რიც აქ­ტი­უ­რობს. ზო­გა­დად, გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რე­ბის კულ­ტუ­რა ქვე­ყა­ნა­ში იზ­რდე­ბა, ეს კარ­გია, რაც მეტი აიც­რე­ბა, მით უკე­თე­სი. უნდა შე­ვე­ცა­დოთ, რომ გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის 200 ათა­სი დოზა ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში იყოს ათ­ვი­სე­ბუ­ლი“, - გან­მარ­ტავს გამ­ყრე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
0

ამან ოღონდ ვინმე აცრას. 

მაიკო
0

შარან მინდოდა აცრა, მაგრამ ექიმებმა მითხრეს, ჩვენთვის აღარ არის და თქვენ როგორ აგცრითო? თუ ზუსტად მახსოვ,ს 25 000 შემოვიდა ქვეყანაში და შემდეგ სადღაც გაქრა, თქვენ კი ამბობოთ, ბ-ნო გამყრელიძე, რომ ვერ ავითვისეთო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მომავალი კვირიდან დაიწყება" - როგორია ვაქცინების მარაგი ქვეყანაში

"გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მომავალი კვირიდან დაიწყება" - როგორია ვაქცინების მარაგი ქვეყანაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მომავალი კვირიდან დაიწყოს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო 150 ათასი ვაქცინა შემოვა და რისკჯგუფი გაფართოვდება.

„სახელმწიფომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა იყიდა. თუ არ ვცდები, 43 ათასი დოზა უკვე შემოვიდა ორი დღის წინ, 4 ვალენტიანი, რა თქმა უნდა, საკმაოდ კარგი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული.

მოგეხსენებათ, გრიპზე პირველ რიგში, იცრებიან რისკჯგუფები. პირველი რისკჯგუფი ყოველთვის არის სამედიცინო პერსონალი, შემდეგ მსჯელობა იყო საბჭოზე და იქნებიან დიალიზზე მყოფები, ასევე ორსული ქალბატონები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოზების დაწესებულებებში განაწილება. ვფიქრობთ, მომავალი კვირიდან, დაახლოებით 1 კვირის ვადაში დავიწყებთ ამ პირველი პარტიიდან აცრებს.

ოქტომბრის განმავლობაში, კერძოდ, მეორე ნახევრიდან 150 ათასზე მეტი დოზა შემოვა ქვეყანაში და რისკჯგუფები კიდევ გაფართოვდება იმის მიხედვით, როგორც გვაქვს, კერძოდ, ქრონიკული ავადმყოფები, ბავშვები და ასე შემდეგ. ვნახოთ, როგორი იქნება ათვისება. შარშან არ იყო ძალიან აქტიური.

მოგეხსენებათ, სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორიც აქტიურობს. ზოგადად, გრიპის საწინააღმდეგო აცრების კულტურა ქვეყანაში იზრდება, ეს კარგია, რაც მეტი აიცრება, მით უკეთესი. უნდა შევეცადოთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათასი დოზა ოქტომბერ-ნოემბერში იყოს ათვისებული“, - განმარტავს გამყრელიძე.