"ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ენკას“ მიერ საქართველოსთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობას აქვს სამოქმედო გეგმა და ენერგეტიკის სფეროში მილიარდობით დოლარის ინვესტიციაა დაგეგმილი.
"ყველა შემთხვევაში ეს იყო კომპანიის გადადგმული ნაბიჯი. მთლიანობაში ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი, რა თქმა უნდა, შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს.
მთავრობას აქვს ათწლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხითაც. მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვა არის ამ სფეროში დაგეგმილი. ამ კუთხით, ამ ჭრილში ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს. bpn.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაციას Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ხეობის მცველმა აბესალომამ ჩაგაგდებინათ წელი?!
კგბ-ს მიზანი მიღწეულია - ნამოხვან ჰესის აშენება ჩაიშალა - როგორც მახსოვს, სწორედ ამაზე იყო ხელშეკრულება ენკასთან. ჩვენი ქვეყნის მართლაც უსუსურმა სუს-მა გაარკვია ვინ აფინანსებდა ჰესის საწინააღმდეგო მოძრაობას? ორგანიზატორებიც ხომ გვპირდებოდნენ ფინანსური წყაროების გასაჯაროებას? სად არის ინფორმაცია?
კგბ-ს ჰიბრიდული ომის შემადგენელია ყველა შეტევა სახელმწიფოს მიმართულებით, რაც ეხლა ხორციელდება და სულ ახალი, ანუ ხელახლა წამოწეული - ლუგარის ლაბორატორია.
ჩვენი პირდაღებული ხელისუფლება ამ ომს ვერ უმკლავდება, ჩვენი პირდაღებული ოპოზიციის ნაწილი შეგნებულად მუშაობს რუსეთის ინტერესებზე, ზოგი კი ძალაუფლების ხიბლით ბრმა იარაღია მის ხელში. არ არის გამორიცხული, ხელისუფლებაც რუსეთის ინტერესზე მუშაობდეს.
მართლა გვჭირდება ახალი ძალა, რომელიც სრულ სიმართლეს ეტყვის ხალხს, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი ჩვენს ქვეყანაში არ მოიძებნება. საშუელი არ ჩანს.