სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნონას სტილში ვაპირებთ ბრძოლას" - ქართველი მოჭადრაკის ინტერესებს "ნეტფლიქსის" წინააღმდეგ ჯონი დეპის ადვოკატი დაიცავს: რა მოლოდინები აქვთ  იურისტებს
"ნონას სტილში ვაპირებთ ბრძოლას" - ქართველი მოჭადრაკის ინტერესებს "ნეტფლიქსის" წინააღმდეგ ჯონი დეპის ადვოკატი დაიცავს: რა მოლოდინები აქვთ  იურისტებს

იუ­რის­ტი კახა შა­რა­ბი­ძე, რო­მე­ლიც ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­ჭად­რა­კის, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი­სა და სტრი­მინგ კომ­პა­ნია "ნე­ტფ­ლიქ­სის" და­ვა­შია ჩარ­თუ­ლი და გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის ერთ-ერთი დამ­ცვე­ლია, ამ­ბობს, რომ მო­ჭად­რა­კის გარ­შე­მო ად­ვო­კატ­თა ძლი­ე­რი გუნ­დია, მათ შო­რის არი­ან ამე­რი­კე­ლი იუ­რის­ტე­ბიც, ერთ-ერთი მათ­გა­ნი კი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის, ჯონი დე­პის ინ­ტე­რე­სებს იცავს გა­მო­ცე­მა The Sun-თან და­ვა­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ შა­რა­ბი­ძემ "დი­ლის პა­ლიტ­რის" ეთერ­ში ისა­უბ­რა.

"ეს ქე­ი­სი, ღირ­სე­ბის საქ­მეა უკვე. ჩვენ ვნა­ხეთ რო­გორ აფეთ­ქდა მსოფ­ლიო პრე­სა და მთე­ლი მსოფ­ლიო წუ­თებ­ში მო­ი­ა­რა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­გო, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ­სე­ბობს.

რო­დე­საც ეს სე­რი­ა­ლი გა­მო­ვი­და, ნონა იღებ­და ძა­ლი­ან ბევ­რს ზარს და ეს აღ­შფო­თე­ბა იყო ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი. "ნე­ტფ­ლიქსთან" პირ­ვე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია ვა­წარ­მო­ეთ და­ახ­ლო­ე­ბით რვა თვის წინ. ქალ­ბა­ტო­ნი ნო­ნას მი­ზა­ნი არ იყო სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნა, თუმ­ცა უფ­ლე­ბა დარ­ღვე­უ­ლი იყო. ამ საქ­მის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი გვყავ­და ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი იუ­რის­ტე­ბი. იყო კო­მუ­ნი­კა­ცია "ნე­ტფ­ლიქსთან", მაგ­რამ რა­ღაც ეტაპ­ზე ცი­ნი­კუ­რად უარი თქვეს (კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე).

  • რო­დე­საც "ნე­ტფ­ლიქსმა“ შე­წყვი­ტა ჩვენ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და უარი თქვა ცი­ნი­კუ­რი ფორ­მით, ჩვენ­მა იუ­რის­ტებ­მა ამე­რი­კი­დან გვი­თხრეს, რომ შე­იძ­ლე­ბა, ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისაა, რომ ისი­ნი არ უშ­ვე­ბენ, რომ ნონა გა­აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას და სა­სა­მარ­თლომ­დე მივა. სა­სა­მარ­თლომ­დე მის­ვლა არ არის ად­ვი­ლი, მაგ­რამ ნო­ნას ჭად­რაკ­ში აგ­რე­სი­უ­ლი შე­ტე­ვის სა­თა­მა­შო სტი­ლი ჰქონ­და და მან თქვა, არა, ჩვენ არ გავ­ჩერ­დე­ბით, ჩვენ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ბრძო­ლა.

შე­ვარ­ჩი­ეთ პარტნი­ო­რი იუ­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან ძა­ლი­ან დიდი სა­ხე­ე­ბი ამ სფე­რო­ში – ერთი არის ბა­ტო­ნი როდ სმო­ლა, რომ­ლის წიგ­ნით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ ამ სფე­რო­ში და კი­დევ, ალექს რუ­ფუს აი­სა­კი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ჩარ­თუ­ლია ჯონი დე­პი­სა და The Sun-ის ცნო­ბილ და­ვა­ში და წარ­მო­ად­გენს არა­ერთ სე­ლებ­რითს. ქალ­ბა­ტონ ნო­ნას­თან და ჩვენ­თან ერ­თად იუ­რის­ტე­ბის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გუნ­დია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ვე­ლო­დე­ბით მძაფრ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, ძა­ლი­ან რთუ­ლი ბრძო­ლა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ გვჯე­რა რომ გა­ვი­მარ­ჯვებთ. სი­მარ­თლე ჩვენს მხა­რე­ზეა და ქალ­ბა­ტონ ნო­ნას ძა­ლი­ან მძი­მე­წო­ნი­ა­ნი იუ­რის­ტე­ბის გუნ­დი ჰყავს ირ­გვლივ. ვე­ლო­დე­ბით წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, მაგ­რამ ნო­ნას სტილ­ში ვა­პი­რებთ (ბრძო­ლას)", - აცხა­დებს კახა შა­რა­ბი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა სტრი­მინგ კომ­პა­ნია Netflix-ს ლოს ან­ჯე­ლე­სის ფე­დე­რა­ლურ სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა. დავა ეხე­ბა "ნე­ტფ­ლიქ­სის" პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალს "ლა­ზი­ე­რის გამ­ბიტს", რომ­ლის მი­ლი­ო­ნო­ბით მა­ყუ­რე­ბელ­საც, რო­გორც გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის სა­ჩი­ვარ­ში წე­რია, მის შე­სა­ხებ ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს და მისი რე­ა­ლუ­რი მიღ­წე­ვე­ბი გა­ა­უ­ფა­სუ­რეს.

  • "რუ­სეთ­ში არის ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, ის ქალ­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია, მაგ­რამ იგი არას­დროს შეხ­ვედ­რია კაც მო­ჭად­რა­კეს“ - ამ­ბო­ბენს სე­რი­ალ­ში ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ.

სა­ჩი­ვარ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 1968 წლის­თვის (იმ დრო­ის­თვის, როცა სე­რი­ალ­ში ხდე­ბა მოქ­მე­დე­ბა) მას სულ მცი­რე, 59 მო­ჭად­რა­კე კაც­თან ჰქონ­და მატ­ჩი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც, სულ მცი­რე 10 დი­დოს­ტა­ტი იყო.

გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სე­რი­ალ­ში მის შე­სა­ხებ ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ, ამავდრო­უ­ლად, ყო­ვე­ლი­ვე არის უკი­დუ­რე­სად "სექ­სის­ტუ­რი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი."

"ნე­ტფ­ლიქსმა" მო­ი­ტყუა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის მიღ­წე­ვებ­ზე ია­ფ­ფა­სი­ა­ნი და ცი­ნი­კუ­რი მიზ­ნით, რათა სე­რი­ალ­ში გად­მო­ცე­მუ­ლი ამ­ბა­ვი უფრო დრა­მა­ტუ­ლად წარ­მო­ე­ჩი­ნა, გა­მო­გო­ნი­ლი გმი­რი კი ისე ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, თით­ქოს მისი მსგავ­სი მიღ­წე­ვა არც ერთ ქალს, მათ შო­რის, არც გაფ­რინ­დაშ­ვილს ჰქო­ნო­და. "ნე­ტფ­ლიქსმა" და­ამ­ცი­რა ქალი, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო დო­ნე­ზე კაც მო­თა­მა­შე­ებს ხვდე­ბო­და და ამარ­ცხებ­და კი­დეც", - ნათ­ქვა­მია სა­ჩი­ვარ­ში.

ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "ნეთფლიქსმა“ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილს, რო­დე­საც ის რუს მო­ჭად­რა­კედ მო­იხ­სე­ნია.

ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის­თვის 5 მი­ლი­ონ დო­ლარს ითხოვს და ასე­ვე მო­ი­თხოვს, რომ სე­რი­ა­ლი­დან ამოჭ­რან ის მო­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ მას ეხე­ბა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერმინე
0

წარმატებები ქალბატინ ნონასა და მისი უფლების დამცველებს.

nanka2002
0

წარმატებები!!! <3 <3 <3

ავტორი:

"ნონას სტილში ვაპირებთ ბრძოლას" - ქართველი მოჭადრაკის ინტერესებს "ნეტფლიქსის" წინააღმდეგ ჯონი დეპის ადვოკატი დაიცავს: რა მოლოდინები აქვთ  იურისტებს

"ნონას სტილში ვაპირებთ ბრძოლას" - ქართველი მოჭადრაკის ინტერესებს "ნეტფლიქსის" წინააღმდეგ ჯონი დეპის ადვოკატი დაიცავს: რა მოლოდინები აქვთ  იურისტებს

იურისტი კახა შარაბიძე, რომელიც ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილისა და სტრიმინგ კომპანია "ნეტფლიქსის" დავაშია ჩართული და გაფრინდაშვილის ინტერესების ერთ-ერთი დამცველია, ამბობს, რომ მოჭადრაკის გარშემო ადვოკატთა ძლიერი გუნდია, მათ შორის არიან ამერიკელი იურისტებიც, ერთ-ერთი მათგანი კი ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯონი დეპის ინტერესებს იცავს გამოცემა The Sun-თან დავაში.

აღნიშნულის შესახებ შარაბიძემ "დილის პალიტრის" ეთერში ისაუბრა.

"ეს ქეისი, ღირსების საქმეა უკვე. ჩვენ ვნახეთ როგორ აფეთქდა მსოფლიო პრესა და მთელი მსოფლიო წუთებში მოიარა ამ ინფორმაციამ. წარმოიდგინეთ, რამდენმა ადამიანმა გაიგო, რომ საქართველო არსებობს.

როდესაც ეს სერიალი გამოვიდა, ნონა იღებდა ძალიან ბევრს ზარს და ეს აღშფოთება იყო ძალიან ბუნებრივი. "ნეტფლიქსთან" პირველი კომუნიკაცია ვაწარმოეთ დაახლოებით რვა თვის წინ. ქალბატონი ნონას მიზანი არ იყო სარჩელის შეტანა, თუმცა უფლება დარღვეული იყო. ამ საქმის განვითარების პროცესში ჩართული გვყავდა ძალიან ცნობილი იურისტები. იყო კომუნიკაცია "ნეტფლიქსთან", მაგრამ რაღაც ეტაპზე ცინიკურად უარი თქვეს (კომუნიკაციაზე).

  • როდესაც "ნეტფლიქსმა“ შეწყვიტა ჩვენთან კომუნიკაცია და უარი თქვა ცინიკური ფორმით, ჩვენმა იურისტებმა ამერიკიდან გვითხრეს, რომ შეიძლება, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ისინი არ უშვებენ, რომ ნონა გააგრძელებს ბრძოლას და სასამართლომდე მივა. სასამართლომდე მისვლა არ არის ადვილი, მაგრამ ნონას ჭადრაკში აგრესიული შეტევის სათამაშო სტილი ჰქონდა და მან თქვა, არა, ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა.

შევარჩიეთ პარტნიორი იურისტები, რომლებიც არიან ძალიან დიდი სახეები ამ სფეროში – ერთი არის ბატონი როდ სმოლა, რომლის წიგნით ხელმძღვანელობენ ამ სფეროში და კიდევ, ალექს რუფუს აისაკი, რომელიც ამჟამად ჩართულია ჯონი დეპისა და The Sun-ის ცნობილ დავაში და წარმოადგენს არაერთ სელებრითს. ქალბატონ ნონასთან და ჩვენთან ერთად იურისტების ძალიან ძლიერი გუნდია წარმოდგენილი.

ველოდებით მძაფრ წინააღმდეგობას, ძალიან რთული ბრძოლა იქნება, მაგრამ გვჯერა რომ გავიმარჯვებთ. სიმართლე ჩვენს მხარეზეა და ქალბატონ ნონას ძალიან მძიმეწონიანი იურისტების გუნდი ჰყავს ირგვლივ. ველოდებით წინააღმდეგობას, მაგრამ ნონას სტილში ვაპირებთ (ბრძოლას)", - აცხადებს კახა შარაბიძე.

ცნობისთვის, ნონა გაფრინდაშვილმა სტრიმინგ კომპანია Netflix-ს ლოს ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში უჩივლა. დავა ეხება "ნეტფლიქსის" პოპულარულ სერიალს "ლაზიერის გამბიტს", რომლის მილიონობით მაყურებელსაც, როგორც გაფრინდაშვილის საჩივარში წერია, მის შესახებ ყალბი ინფორმაცია მიაწოდეს და მისი რეალური მიღწევები გააუფასურეს.

  • "რუსეთში არის ნონა გაფრინდაშვილი, ის ქალთა მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ იგი არასდროს შეხვედრია კაც მოჭადრაკეს“ - ამბობენს სერიალში ნონა გაფრინდაშვილის შესახებ.

საჩივარში აღნიშნულია, რომ 1968 წლისთვის (იმ დროისთვის, როცა სერიალში ხდება მოქმედება) მას სულ მცირე, 59 მოჭადრაკე კაცთან ჰქონდა მატჩი ჩატარებული, რომელთა შორისაც, სულ მცირე 10 დიდოსტატი იყო.

გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ სერიალში მის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ, ამავდროულად, ყოველივე არის უკიდურესად "სექსისტური და დამამცირებელი."

"ნეტფლიქსმა" მოიტყუა გაფრინდაშვილის მიღწევებზე იაფფასიანი და ცინიკური მიზნით, რათა სერიალში გადმოცემული ამბავი უფრო დრამატულად წარმოეჩინა, გამოგონილი გმირი კი ისე ეჩვენებინა, თითქოს მისი მსგავსი მიღწევა არც ერთ ქალს, მათ შორის, არც გაფრინდაშვილს ჰქონოდა. "ნეტფლიქსმა" დაამცირა ქალი, რომელიც მსოფლიო დონეზე კაც მოთამაშეებს ხვდებოდა და ამარცხებდა კიდეც", - ნათქვამია საჩივარში.

ასევე აღნიშნულია, რომ "ნეთფლიქსმა“ შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ მოიხსენია.

ნონა გაფრინდაშვილი მიყენებული ზიანისთვის 5 მილიონ დოლარს ითხოვს და ასევე მოითხოვს, რომ სერიალიდან ამოჭრან ის მონაკვეთი, რომელიც უშუალოდ მას ეხება.