სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიზნესმენი, ანდერძის გარეშე, ოჯახისთვის სახიფათოა..." - რას წერს რუსული გამოცემა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ ქონებრივ დავებზე?
"ბიზნესმენი, ანდერძის გარეშე, ოჯახისთვის სახიფათოა..." - რას წერს რუსული გამოცემა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ ქონებრივ დავებზე?

რუ­სულ "ნე­ზა­ვი­სი­მა­ია გა­ზე­ტა­ში" (Независимаягазета) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია სა­თა­უ­რით "ბიზ­ნეს­მე­ნი, ან­დერ­ძის გა­რე­შე, ოჯა­ხის­თვის სა­ხი­ფა­თოა" (ავ­ტო­რი - რო­მან კა­ში­რი­ნი), რო­მელ­შიც რუ­სუ­ლი მსხვი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ბე­დია გად­მო­ცე­მუ­ლი - რით და­ი­წყეს და რო­გორ და­ას­რუ­ლეს თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბა, რო­გორ იქნა გა­ყო­ფი­ლი მათი ქო­ნე­ბა სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, და­ტო­ვეს თუ არა ან­დერ­ძი... სტა­ტი­ა­ში სა­უ­ბა­რია აგ­რეთ­ვე ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის შე­სა­ხე­ბაც.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებსს პუბ­ლი­კა­ცი­ი­დან:

"1990-იან წლებ­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი მსხვი­ლი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უკვე ახალ­გაზ­რდე­ბი და ლა­მა­ზე­ბი აღარ არი­ან, აღარც ეტა­ლო­ნუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბაც არ აქვთ. ისი­ნი ბერ­დე­ბი­ან და კვდე­ბი­ან, ბუ­ნებ­რი­ვი მი­ზე­ზე­ბით. 30 წლის წინ, რუ­სუ­ლი „ვე­ლუ­რი კა­პი­ტა­ლიზ­მის“ გან­თი­ა­დი­სას (რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით „თით­ქმის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი“ გახ­და), ბევრ მი­ლი­ო­ნერს სჯე­რო­და, რომ დიდი ფუ­ლით ყვე­ლაფ­რის ყიდ­ვა და შექ­მნა შე­იძ­ლე­ბო­და, თვით უკ­ვდა­ვე­ბის წამ­ლი­საც კი. მათ ეგო­ნათ, რომ მი­ნი­მუმ 120 წლამ­დე მა­ინც იცო­ცხლებ­დნენ, მაგ­რამ დღეს ირ­კვე­ვა, რომ ეს ასე ყო­ველ­თვის არ არის - ისი­ნი სა­ი­ქი­ო­ში მი­დი­ან, მაგ­რამ სა­ა­ქა­ო­ში ბევრ პრობ­ლე­მას ტო­ვე­ბენ, მათ შო­რის მემ­კვიდ­რე­ე­ბი­სა და მემ­კვიდ­რე­ო­ბის (ქო­ნე­ბის გა­ყო­ფის) შე­სა­ხებ. (...)

პირ­ვე­ლი ტალ­ღის ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და მე­წარ­მე­ე­ბი თა­ვი­ან­თი აქ­ტი­ვე­ბის ნა­წილს ხში­რად აფორ­მებ­დნენ სხვა პი­როვ­ნე­ბებ­ზე, რომ­ლებ­საც ფორ­მა­ლუ­რად მათ­თან და მათ ოჯა­ხებ­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­დათ, მაგ­რამ ბიზ­ნეს­მენ­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან გარ­კვე­უ­ლი ხნის შემ­დეგ, ეს "უც­ნო­ბი" პი­რე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩნდე­ბი­ან და ოჯა­ხის წევ­რებს ქო­ნე­ბის რე­ა­ლურ მფლო­ბე­ლე­ბად წა­რუდ­გე­ბი­ან. გარ­და ამი­სა, სა­ჩივ­რე­ბის ფრონ­ტის ზე­და­პირ­ზე გა­მო­დი­ან გარ­დაც­ვლილ ბიზ­ნეს­მენ­თა "პა­რა­ლე­ლუ­რი ოჯა­ხე­ბი", ფა­რუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბი და "უკა­ნო­ნოდ და­ბა­დე­ბუ­ლი შვი­ლე­ბი", რომ­ლე­ბიც ქო­ნე­ბა­ზე თა­ვი­ანთ უფ­ლე­ბებს აცხა­დე­ბენ... და იწყე­ბა დავა, რო­მე­ლიც თა­ვი­სის სიმ­ძაფ­რით შე­იძ­ლე­ბა 1990-იანი წლე­ბის რე­ი­დე­რულ მი­ტა­ცე­ბებს შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ. [ეს ხში­რად უხერ­ხუ­ლია, მაგ­რამ ფაქ­ტია].

პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის პრე­ცე­დენ­ტი

ამ­გვა­რი საქ­მის პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი ჯერ კი­დევ 21-ე სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ათწლე­უ­ლის და­სას­რულს შე­იქ­მნა და ის ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ცნო­ბი­ლი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი ლონ­დონ­ში ცხოვ­რობ­და, იგი ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკის პარტნი­ო­რად ით­ვლე­ბო­და, რო­მე­ლიც 1990-იანი წლე­ბის რუ­სეთ­ში „რუხ კარ­დი­ნა­ლად“ ით­ვლე­ბო­და და რო­მელ­საც სა­ბო­ლო­ოდ ქვეყ­ნი­დან წას­ვლა მო­უხ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილს, ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკის­თან ერ­თად, თით­ქმის 2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის აქ­ტი­ვე­ბი ჰქონ­და, მათ შო­რის რუ­სე­თის ერთ-ერთი მსხვი­ლი მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი კორ­პო­რა­ცი­ის აქ­ცი­ე­ბი, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის ჩა­მომ­სხმე­ლი სა­წარ­მო­ე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში - სა­ქარ­თვე­ლო­დან სერ­ბე­თამ­დე, უამ­რა­ვი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა (მა­რო­კოს მე­ფის სა­სახ­ლეც კი!) და ასე შემ­დეგ.

და 2008 წელს არ­ცთუ მო­ხუ­ცი ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი, 52 წლის ასაკ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც მა­ს­მე­დია წერ­და, იმ­წუთ­ში­ვე გავ­რცელ­და ხმე­ბი მის წი­ნას­წარ გან­ზრა­ხულ მკვლე­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ მალე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია გა­მო­ცხად­და: ბიზ­ნეს­მე­ნი თა­ვი­სი სიკ­ვდი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა - ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბით ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის გამო, რო­მე­ლიც მან სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში გა­ნი­ცა­და.

ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა­ზე სწრა­ფად გა­ნა­ცხა­დეს თა­ვი­სი უფ­ლე­ბა ერთი მხრივ, ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკიმ, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს გარ­დაც­ვლი­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლის მფლო­ბე­ლად თვლი­და და მე­ო­რე მხრივ, ქვრივ­მა ინა გუ­და­ვა­ძემ. რო­გორც მა­ს­მე­დია იტყო­ბი­ნე­ბო­და, აღ­მოჩ­ნდა, რომ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილს მოს­კოვ­ში თურ­მე პა­რა­ლე­ლუ­რი ოჯა­ხიც ჰყავ­და, რო­მე­ლიც წი­ლე­ბის გა­ყო­ფა­ში ჩა­ერ­თო. ბევ­რი აქ­ტი­ვი გა­ფორ­მე­ბუ­ლი იყო გარ­დაც­ვლი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის შო­რე­ულ ნა­თე­სა­ვებ­ზე, თა­ნა­შემ­წე­ებ­ზე, პი­რა­დი მძღო­ლის სა­ხელ­ზეც კი.

და ამ­დენ­მა ხალ­ხმა უცებ გა­ნა­ცხა­და - ეს ჩვე­ნი კა­ნო­ნი­ე­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბაა, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რი მძი­მე შრო­მი­თაა შექ­მნი­ლიო. მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოკ­ვე­თი­ლი იყო ჯო­ზეფ ქეი, აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე (იგი­ვე იო­სებ კი­კა­ლიშ­ვი­ლი, საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი). იგი ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის თით­ქოს­და გარე ბი­ძაშ­ვი­ლი იყო, მაგ­რამ მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ მან თა­ვი­სი თავი ბიზ­ნეს­მე­ნის საკ­ვან­ძო პარტნი­ო­რად და თით­ქმის ან­დერ­ძის აღმსრუ­ლებ­ლა­დაც კი წარ­მო­ად­გი­ნა.

შე­დე­გი: ინა გუ­და­ვა­ძემ მისი სრუ­ლი­ად კა­ნო­ნი­ე­რი მე­უღ­ლის ქო­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი და­იმ­ტკი­ცა, ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკიმ კი ვე­რაფ­რის დამ­ტკი­ცე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა. ფაქ­ტი­უ­რად, ყო­ფი­ლი "რუხი კარ­დნა­ლი" ბანკრო­ტად იქცა, შემ­დეგ აპ­რი­ო­რუ­ლად უპერ­სპექ­ტი­ვო პრო­ცე­სი და­ი­წყო თა­ვის კი­დევ ერთ ექს-პარტნი­ორ რო­მან აბ­რა­მო­ვიჩ­თან და როცა ყვე­ლა­ფე­რი წა­ა­გო, თავი მო­იკ­ლა. მას შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და, თუმ­ცა „პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა“ დღეს, რო­გორც ჩანს, ტი­პი­უ­რი და მო­დე­ლუ­რი ხდე­ბა".

პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში გან­ხი­ლუ­ლია აგ­რეთ­ვე სამი ის­ტო­რია, რო­მელ­თა­გან პირ­ვე­ლი უკავ­შირ­დე­ბა ცნო­ბი­ლი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნის დი­მიტ­რი ბო­სო­ვის - ბიზ­ნეს-ჯგუფ „ალ­ტე­კის“ მფლო­ბე­ლის ქო­ნე­ბის გა­ყო­ფის პრობ­ლე­მებს (1,1 მლრდ. დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით), რო­მელ­სა­ცერ­თმა­ნეთს მი­ლი­არ­დე­რის ქვრი­ვი კა­ტე­რი­ნა, ოთხი შვი­ლი და მძღო­ლი ეცი­ლე­ბა. მე­ო­რე ის­ტო­რია ან­დრეი ტრუბ­ნი­კოვ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, კომ­პა­ნია Natura Siberica-ს მფლო­ბელ­თან, რომ­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი ქო­ნე­ბის ერ­თმა­ნეთს გა­და­ემ­ტერ­ნენ და მე­სა­მე - ოლეგ ბურ­ლა­კოვ­თან, „სტრო­ი­ლეს­ბან­კის“ მფლო­ბელ­ტან. მისი ქო­ნე­ბა, სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, 1,5 მი­ლი­არდ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბაც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, უც­ნა­ურ პი­რო­ბებ­ში მოხ­და - „თით­ქმის ისე­ვე, რო­გორც 2008 წელს ბად­რი პა­ტარ­კა­ცაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლი“.

წყა­რო: ng.ru

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
peskara
13

მე იცით რა მიკვირს ამ ხალხის?-რომ ელემენტარულ რაღაცეებში ვერ ერკვევიან. ადამიანი,რომელიც რუსეთში იშოვის მილიონებს ან მითუმეტეს მილიარდებს ვისთან იქნება შეკრული?-ვისი აგენტი იქნება?-რა ჰქვია იმ ორგანიზაციას?-ნუთუ ამის მიხვედრას დიდი რამ უნდა?--ჰოდა ის ორგანიზაცია(ფსბ)- თავის აგენტურას რომელმაც ამოწურა ფუნქცია ჩამოწერს და გაასაღებს ხოლმე. ეს პროცედურა ხან გული შეტევით მოხდება,ხან წნევა დაარტყავს,ხან ავარიაში მოხვდება(აბა შუბლში ყტვიას ხომ არ დაახლის?) და ასე იდგმევა ეს სპექტაკლი. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა რუსეთის ფსბ-ში და გრუ-ში. რა არის აქ ან უცნაური?-ან გასაკვირი?-აქ ყველაფერი ნათელია!-ჰოდა პატრაკაციშვილის შემთხვევაც ასეთივე იყო. ისე იმასაც ბოლო ეგ ექნება!-მიმიხვდით ალბათ ვინ ვიგულისხმე!

საქო
1

ე.ი. გამოდის, რომ მე აღარაფერი მერგება. არა და არც მინდა.

ავტორი:

"ბიზნესმენი, ანდერძის გარეშე, ოჯახისთვის სახიფათოა..." - რას წერს რუსული გამოცემა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ ქონებრივ დავებზე?

"ბიზნესმენი, ანდერძის გარეშე, ოჯახისთვის სახიფათოა..." - რას წერს რუსული გამოცემა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ ქონებრივ დავებზე?

რუსულ "ნეზავისიმაია გაზეტაში" (Независимаягазета) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "ბიზნესმენი, ანდერძის გარეშე, ოჯახისთვის სახიფათოა" (ავტორი - რომან კაშირინი), რომელშიც რუსული მსხვილი ბიზნესმენების ბედია გადმოცემული - რით დაიწყეს და როგორ დაასრულეს თავიანთი ცხოვრება, როგორ იქნა გაყოფილი მათი ქონება სიკვდილის შემდეგ, დატოვეს თუ არა ანდერძი... სტატიაში საუბარია აგრეთვე ბადრი პატარკაციშვილის შესახებაც.

გთავაზობთ ამონარიდებსს პუბლიკაციიდან:

"1990-იან წლებში ჩამოყალიბებული რუსული მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები უკვე ახალგაზრდები და ლამაზები აღარ არიან, აღარც ეტალონური ჯანმრთელობაც არ აქვთ. ისინი ბერდებიან და კვდებიან, ბუნებრივი მიზეზებით. 30 წლის წინ, რუსული „ველური კაპიტალიზმის“ განთიადისას (რომელიც მოგვიანებით „თითქმის ცივილიზებული“ გახდა), ბევრ მილიონერს სჯეროდა, რომ დიდი ფულით ყველაფრის ყიდვა და შექმნა შეიძლებოდა, თვით უკვდავების წამლისაც კი. მათ ეგონათ, რომ მინიმუმ 120 წლამდე მაინც იცოცხლებდნენ, მაგრამ დღეს ირკვევა, რომ ეს ასე ყოველთვის არ არის - ისინი საიქიოში მიდიან, მაგრამ სააქაოში ბევრ პრობლემას ტოვებენ, მათ შორის მემკვიდრეებისა და მემკვიდრეობის (ქონების გაყოფის) შესახებ. (...)

პირველი ტალღის ბიზნესმენები და მეწარმეები თავიანთი აქტივების ნაწილს ხშირად აფორმებდნენ სხვა პიროვნებებზე, რომლებსაც ფორმალურად მათთან და მათ ოჯახებთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ, მაგრამ ბიზნესმენთა გარდაცვალებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, ეს "უცნობი" პირები მოულოდნელად ჩნდებიან და ოჯახის წევრებს ქონების რეალურ მფლობელებად წარუდგებიან. გარდა ამისა, საჩივრების ფრონტის ზედაპირზე გამოდიან გარდაცვლილ ბიზნესმენთა "პარალელური ოჯახები", ფარული სექსუალური პარტნიორები და "უკანონოდ დაბადებული შვილები", რომლებიც ქონებაზე თავიანთ უფლებებს აცხადებენ... და იწყება დავა, რომელიც თავისის სიმძაფრით შეიძლება 1990-იანი წლების რეიდერულ მიტაცებებს შეიძლება შევადაროთ. [ეს ხშირად უხერხულია, მაგრამ ფაქტია].

პატარკაციშვილის პრეცედენტი

ამგვარი საქმის პირველი პრეცედენტი ჯერ კიდევ 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის დასასრულს შეიქმნა და ის ბადრი პატარკაციშვილის სახელთანაა დაკავშირებული. ქართული წარმოშობის ცნობილი რუსი ბიზნესმენი ლონდონში ცხოვრობდა, იგი ბორის ბერეზოვსკის პარტნიორად ითვლებოდა, რომელიც 1990-იანი წლების რუსეთში „რუხ კარდინალად“ ითვლებოდა და რომელსაც საბოლოოდ ქვეყნიდან წასვლა მოუხდა. როგორც ამბობენ, ბადრი პატარკაციშვილს, ბორის ბერეზოვსკისთან ერთად, თითქმის 2 მილიარდი დოლარის აქტივები ჰქონდა, მათ შორის რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი მეტალურგიული კორპორაციის აქციები, მინერალური წყლების ჩამომსხმელი საწარმოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში - საქართველოდან სერბეთამდე, უამრავი უძრავი ქონება (მაროკოს მეფის სასახლეც კი!) და ასე შემდეგ.

და 2008 წელს არცთუ მოხუცი ბადრი პატარკაციშვილი, 52 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც მასმედია წერდა, იმწუთშივე გავრცელდა ხმები მის წინასწარ განზრახულ მკვლელობაზე, მაგრამ მალე ოფიციალური ვერსია გამოცხადდა: ბიზნესმენი თავისი სიკვდილით გარდაიცვალა - ქრონიკული დაღლილობით ცხოვრებისეული წარუმატებლობის გამო, რომელიც მან სიცოცხლის ბოლო წლებში განიცადა.

ბადრი პატარკაციშვილის ქონებაზე სწრაფად განაცხადეს თავისი უფლება ერთი მხრივ, ბორის ბერეზოვსკიმ, რომელიც საკუთარ თავს გარდაცვლილის მემკვიდრეობის დიდი ნაწილის მფლობელად თვლიდა და მეორე მხრივ, ქვრივმა ინა გუდავაძემ. როგორც მასმედია იტყობინებოდა, აღმოჩნდა, რომ ბადრი პატარკაციშვილს მოსკოვში თურმე პარალელური ოჯახიც ჰყავდა, რომელიც წილების გაყოფაში ჩაერთო. ბევრი აქტივი გაფორმებული იყო გარდაცვლილი ბიზნესმენის შორეულ ნათესავებზე, თანაშემწეებზე, პირადი მძღოლის სახელზეც კი.

და ამდენმა ხალხმა უცებ განაცხადა - ეს ჩვენი კანონიერი მემკვიდრეობაა, რომელიც ყოველდღიური მძიმე შრომითაა შექმნილიო. მათ შორის განსაკუთრებით გამოკვეთილი იყო ჯოზეფ ქეი, აშშ-ის მოქალაქე (იგივე იოსებ კიკალიშვილი, საბჭოთა საქართველოში დაბადებული). იგი ბადრი პატარკაციშვილის თითქოსდა გარე ბიძაშვილი იყო, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ მან თავისი თავი ბიზნესმენის საკვანძო პარტნიორად და თითქმის ანდერძის აღმსრულებლადაც კი წარმოადგინა.

შედეგი: ინა გუდავაძემ მისი სრულიად კანონიერი მეუღლის ქონების დიდი ნაწილი დაიმტკიცა, ბორის ბერეზოვსკიმ კი ვერაფრის დამტკიცება ვერ მოახერხა. ფაქტიურად, ყოფილი "რუხი კარდნალი" ბანკროტად იქცა, შემდეგ აპრიორულად უპერსპექტივო პროცესი დაიწყო თავის კიდევ ერთ ექს-პარტნიორ რომან აბრამოვიჩთან და როცა ყველაფერი წააგო, თავი მოიკლა. მას შემდეგ წლები გავიდა, თუმცა „პატარკაციშვილის შემთხვევა“ დღეს, როგორც ჩანს, ტიპიური და მოდელური ხდება".

პუბლიკაციაში განხილულია აგრეთვე სამი ისტორია, რომელთაგან პირველი უკავშირდება ცნობილი რუსი ბიზნესმენის დიმიტრი ბოსოვის - ბიზნეს-ჯგუფ „ალტეკის“ მფლობელის ქონების გაყოფის პრობლემებს (1,1 მლრდ. დოლარის ოდენობით), რომელსაცერთმანეთს მილიარდერის ქვრივი კატერინა, ოთხი შვილი და მძღოლი ეცილება. მეორე ისტორია ანდრეი ტრუბნიკოვთანაა დაკავშირებული, კომპანია Natura Siberica-ს მფლობელთან, რომლის ნათესავები ქონების ერთმანეთს გადაემტერნენ და მესამე - ოლეგ ბურლაკოვთან, „სტროილესბანკის“ მფლობელტან. მისი ქონება, სხვადასხვა მონაცემებით, 1,5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და მისი გარდაცვალებაც, როგორც ამბობენ, უცნაურ პირობებში მოხდა - „თითქმის ისევე, როგორც 2008 წელს ბადრი პატარკაცაშვილის სიკვდილი“.

წყარო: ng.ru

ავტორი: სიმონ კილაძე