კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს შეცდომად ვთვლი, რომ თავის დროზე, როცა ძალაუფლებაში ვიყავი, მეგის ქარდავასნაირებს ადგილი არ მივუჩინე" - გიგი უგულავა
"ჩემს შეცდომად ვთვლი, რომ თავის დროზე, როცა ძალაუფლებაში ვიყავი, მეგის ქარდავასნაირებს ადგილი არ მივუჩინე" - გიგი უგულავა

არ მქო­ნია ეგ ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ მე­გის ქარ­და­ვას ვიც­ნობ­დე, ნამ­დვი­ლად არ დავ­მა­ლავ­დი. რო­გორ ვა­ფა­სებ მის საქ­მი­ა­ნო­ბას? ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რად. ჩემს შეც­დო­მად ვთვლი, რომ თა­ვის დრო­ზე, როცა ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში ვი­ყა­ვი, მე­გის ქარ­და­ვას­ნა­ი­რებს ად­გი­ლი არ მი­ვუ­ჩი­ნე, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ფოთ­ში ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი გიგი უგუ­ლა­ვა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, მე­გის ქარ­და­ვას სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბას.

ამას­თან, მისი თქმით, მე­გის ქარ­და­ვას არ ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­სდგეს.

„დაბ­რუნ­დე­ბა თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მსგავ­სი ბი­ოგ­რა­ფი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი? ვე­რას­დროს ვერ დაბ­რუნ­დე­ბა თუ ჩემ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. აქვს თუ არა მას სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ჰქონ­დეს სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო? არა, იმი­ტომ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო არის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფერს იყე­ნე­ბენ არა სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად, არა­მედ პრო­პა­გან­დის­თვის”, - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, მე­გის ქარ­და­ვას ექ­სტრა­დი­რე­ბის სა­კი­თხი აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ არის, რად­გან ქვე­ყა­ნა ბევ­რად დიდი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შეა.

„ყვე­ლა ნა­ძი­რა­ლა, რო­მე­ლიც ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი იყო წინა, ანუ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დროს, მშვე­ნივ­რად გრძნობს თავს, გა­ათ­კე­ცე­ბუ­ლი ჟი­ნით, გა­ათ­კე­ცე­ბუ­ლი სი­ხარ­ბით იწერს ადა­მი­ა­ნებს, აშან­ტა­ჟებს და ა.შ. ასე რომ, მე სულ ფეხ­ზე მკი­დია ვის ჩა­მო­იყ­ვა­ნენ და ვის არა. სი­მარ­თლეს ივა­ნიშ­ვი­ლი არას­დროს არ და­ად­გენს იმი­ტომ, რომ ივა­ნიშ­ვილს სი­მარ­თლე არას­დროს არ აინ­ტე­რე­სებ­და. ივა­ნიშ­ვილს ყვე­ლა­ფე­რი სჭირ­დე­ბო­და პრო­პა­გან­დის­თვის. ერთი და იმა­ვე კა­კა­ფო­ნი­ით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, თუნ­დაც ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი გა­ხა­რი­ას წი­ნა­აღ­მდეგ რა­საც აკე­თე­ბენ, უბ­რა­ლოდ გუ­ლის ამ­რე­ვია და მეტი არა­ფე­რი.

იმ ვი­თა­რე­ბას ვე­რა­ფე­რი ვერ შეც­ვლის, რაც დღეს არის, იმ სი­ღა­რი­ბეს, რაც ქვე­ყა­ნა­ში ტრი­ა­ლებს, ქა­ოსს, უბე­დუ­რე­ბას და გა­სა­ჭირს. იმ მა­რაზმს, რა­საც ჩვენ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით ვის­მენთ. სა­ცე­რად არის ქცე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი, რო­მე­ლიც პე­და­გო­გე­ბით და­წყე­ბუ­ლი მღვდლე­ბით და თვით პატ­რი­არ­ქით დამ­თავ­რე­ბუ­ლი ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს უს­მე­ნენ. ამ სა­ზი­ზღრო­ბის ნი­აღ­ვარს, რაც ივა­ნიშ­ვი­ლის ძა­ლის­ხმე­ვით ამ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, ვე­რა­ფე­რი ვერ შეც­ვლის“, - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, მე­გის ქარ­და­ვას უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცია დღეს გან­ხორ­ცი­ელ­და.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
41

როგორ კაცო, პოლიტპატიმარი არ არის ბატონი მეგისი?! ეს რა ქოცობაა

უგლავას!
14

კომენტარის ღირსიც კი არ ხართ!

ავტორი:

"ჩემს შეცდომად ვთვლი, რომ თავის დროზე, როცა ძალაუფლებაში ვიყავი, მეგის ქარდავასნაირებს ადგილი არ მივუჩინე" - გიგი უგულავა

"ჩემს შეცდომად ვთვლი, რომ თავის დროზე, როცა ძალაუფლებაში ვიყავი, მეგის ქარდავასნაირებს ადგილი არ მივუჩინე" - გიგი უგულავა

არ მქონია ეგ ბედნიერება, რომ მეგის ქარდავას ვიცნობდე, ნამდვილად არ დავმალავდი. როგორ ვაფასებ მის საქმიანობას? ძალიან ნეგატიურად. ჩემს შეცდომად ვთვლი, რომ თავის დროზე, როცა ძალაუფლებაში ვიყავი, მეგის ქარდავასნაირებს ადგილი არ მივუჩინე, - ასე ეხმაურება ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებას.

ამასთან, მისი თქმით, მეგის ქარდავას არ ექნება საშუალება, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარსდგეს.

„დაბრუნდება თუ არა ხელისუფლებაში მსგავსი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები? ვერასდროს ვერ დაბრუნდება თუ ჩემზე იქნება დამოკიდებული. აქვს თუ არა მას საქართველოში საშუალება, რომ ჰქონდეს სამართლიანი სასამართლო? არა, იმიტომ, რომ ივანიშვილის სასამართლო არის პროპაგანდისტული. შესაბამისად, ყველაფერს იყენებენ არა სიმართლის დასადგენად, არამედ პროპაგანდისთვის”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავას განცხადებით, მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხი აქტუალური არ არის, რადგან ქვეყანა ბევრად დიდი პრობლემების წინაშეა.

„ყველა ნაძირალა, რომელიც ჩაბუდებული იყო წინა, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მშვენივრად გრძნობს თავს, გაათკეცებული ჟინით, გაათკეცებული სიხარბით იწერს ადამიანებს, აშანტაჟებს და ა.შ. ასე რომ, მე სულ ფეხზე მკიდია ვის ჩამოიყვანენ და ვის არა. სიმართლეს ივანიშვილი არასდროს არ დაადგენს იმიტომ, რომ ივანიშვილს სიმართლე არასდროს არ აინტერესებდა. ივანიშვილს ყველაფერი სჭირდებოდა პროპაგანდისთვის. ერთი და იმავე კაკაფონიით არიან დაკავებული, თუნდაც ჩემთვის სრულიად მიუღებელი გახარიას წინააღმდეგ რასაც აკეთებენ, უბრალოდ გულის ამრევია და მეტი არაფერი.

იმ ვითარებას ვერაფერი ვერ შეცვლის, რაც დღეს არის, იმ სიღარიბეს, რაც ქვეყანაში ტრიალებს, ქაოსს, უბედურებას და გასაჭირს. იმ მარაზმს, რასაც ჩვენ ტელევიზიებით ვისმენთ. საცერად არის ქცეული სახელმწიფო უწყებები, რომელიც პედაგოგებით დაწყებული მღვდლებით და თვით პატრიარქით დამთავრებული ყველას და ყველაფერს უსმენენ. ამ საზიზღრობის ნიაღვარს, რაც ივანიშვილის ძალისხმევით ამ ქვეყანაში ხდება, ვერაფერი ვერ შეცვლის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია დღეს განხორციელდა.