კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილი: "ბილაინმა აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას. ეს კომპანია, მთლიანად კონტროლდება რუსული ფეესბე-ს მიერ" - რას პასუხობს კომპანია ექსპრეზიდენტს
სააკაშვილი: "ბილაინმა აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას. ეს კომპანია, მთლიანად კონტროლდება რუსული ფეესბე-ს მიერ" - რას პასუხობს კომპანია ექსპრეზიდენტს

კომ­პა­ნია "ბი­ლა­ი­ნი" ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა. კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბით, რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ ან სხვა ნე­ბის­მი­ე­რი სუ­ბი­ექ­ტის­თვის აბო­ნენ­ტთა მო­ნა­ცე­მე­ბის გა­და­ცე­მა სიც­რუ­ეა.

მა­თი­ვე თქმით, "ბი­ლა­ი­ნი", რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუ­ფის წევ­რი კერ­ძო კომ­პა­ნია, ემიჯ­ნე­ბი­ან ყო­ველ­გვარ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბას.

"ბი­ლა­ინს", რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბი­სა და ინ­ტერ­ნე­ტით მომ­სა­ხუ­რე­ბის პრო­ვა­ი­დე­რი, წამ­ყვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუ­ფი "ვი­ო­ნის" წევ­რს, რომ­ლის სა­თა­ვო ოფი­სი ამ­სტერ­დამ­ში მდე­ბა­რე­ობს, ხოლო აქ­ცი­ე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირ­ჟებ­ზე, და­ნერ­გი­ლი აქვს აბო­ნენ­ტე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ნახ­ვი­სა და დაც­ვის უმ­კაც­რე­სი სტან­დარ­ტე­ბი.

აბო­ნენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უსაფრ­თხოდ შე­ნახ­ვას, კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ნორ­მე­ბის გარ­და, ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს "ბი­ლა­ინ­ში" და­ნერ­გი­ლი მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კით არ­სე­ბულ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის მო­თხოვ­ნებს.

შე­სა­ბა­მი­სად, გან­ცხა­დე­ბა თით­ქოს "ბი­ლა­ი­ნი" რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ ან სხვა ნე­ბის­მი­ერ სუ­ბი­ექტს გა­დას­ცემს აბო­ნენ­ტთა მო­ნა­ცე­მებს, სრუ­ლი სიც­რუ­ეა, მით უმე­ტეს რომ, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუ­ფის წევ­რი კერ­ძო კომ­პა­ნია ჩვენ ვე­მიჯ­ნე­ბით ყო­ველ­გვარ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბას.

აბო­ნენ­ტთა მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვა, "ბი­ლა­ი­ნის", რო­გორც ტე­ლე­კო­მის ინ­დუსტრი­ა­ში მოღ­ვა­წე კომ­პა­ნი­ის არა მხო­ლოდ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, არა­მედ - პრინ­ცი­პია, რის­თვი­საც კომ­პა­ნია მნიშ­ვნე­ლო­ვან ხარჯსაც იღებს და ამის მა­გა­ლი­თია წელს, 15 ივ­ნისს მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვან კორ­პო­რა­ცია "ნო­კი­ას­თან" გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტი სწო­რედ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­აა.

"ბი­ლა­ი­ნი" ასე­ვე არის GDPR-ის (General Data Protection Regulation) - ევ­რო­კავ­ში­რის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა რე­გუ­ლა­ცი­ის ნორ­მე­ბის და­ნერგვის პრო­ცეს­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არ მო­ი­თხო­ვე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბი­სათ­ვის, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სულ­მა კომ­პა­ნია "ბი­ლა­ინ­მა", რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი "ფე­ეს­ბეს" მიერ კონ­ტროლ­დე­ბა, თა­ვის ქარ­თუ­ლი ფი­ლი­ა­ლი­დან გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას აბო­ნენ­ტე­ბის სია მის­ცა.

"რუ­სულ­მა კომ­პა­ნი­ამ, ბი­ლა­ინ­მა, თა­ვის ქარ­თუ­ლი ფი­ლი­ა­ლი­დან აბო­ნენ­ტე­ბის მთე­ლი სია მის­ცა გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას. ეს კომ­პა­ნია, მთლი­ა­ნად კონ­ტროლ­დე­ბა რუ­სუ­ლი ფე­ეს­ბე-ს მიერ დღეს­დღე­ო­ბით. ადრე იქ იყო ქარ­თუ­ლი წი­ლიც, მაგ­რამ ფე­ეს­ბე-ს მი­თი­თე­ბით, ივა­ნიშ­ვი­ლის დროს, ეს ქარ­თუ­ლი წილი მთლი­ა­ნად გა­მო­ის­ყი­დეს რუ­სე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად­მა ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა მოს­კო­ვი­დან. ხომ სა­ინ­ტე­რე­სოა, ასე­თი პირ­და­პი­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქარ­თულ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში?" - და­წე­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
1

ეს უკვე ბილაინის წინააღმდეგაა მიმართული

shalva
1

ნეტა არ უბერავდე რაა

sponsored by ContentRoom
ავტორი:

სააკაშვილი: "ბილაინმა აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას. ეს კომპანია, მთლიანად კონტროლდება რუსული ფეესბე-ს მიერ" - რას პასუხობს კომპანია ექსპრეზიდენტს

სააკაშვილი: "ბილაინმა აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას. ეს კომპანია, მთლიანად კონტროლდება რუსული ფეესბე-ს მიერ" - რას პასუხობს კომპანია ექსპრეზიდენტს

კომპანია "ბილაინი" ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. კომპანიის განცხადებით, რომელიმე პოლიტიკურ ან სხვა ნებისმიერი სუბიექტისთვის აბონენტთა მონაცემების გადაცემა სიცრუეა.

მათივე თქმით, "ბილაინი", როგორც საერთაშორისო ჯგუფის წევრი კერძო კომპანია, ემიჯნებიან ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას.

"ბილაინს", როგორც მსოფლიოში კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერი, წამყვანი საერთაშორისო ჯგუფი "ვიონის" წევრს, რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს, ხოლო აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე, დანერგილი აქვს აბონენტების მონაცემების შენახვისა და დაცვის უმკაცრესი სტანდარტები.

აბონენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვას, კომპანიაში არსებული შესაბამისი ნორმების გარდა, ასევე უზრუნველყოფს "ბილაინში" დანერგილი მოწინავე ტექნოლოგია, რომელიც სრულად შეესაბამება, როგორც ადგილობრივი კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო პრაქტიკით არსებულ მონაცემთა დაცვის მოთხოვნებს.

შესაბამისად, განცხადება თითქოს "ბილაინი" რომელიმე პოლიტიკურ ან სხვა ნებისმიერ სუბიექტს გადასცემს აბონენტთა მონაცემებს, სრული სიცრუეა, მით უმეტეს რომ, როგორც საერთაშორისო ჯგუფის წევრი კერძო კომპანია ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას.

აბონენტთა მონაცემების დაცვა, "ბილაინის", როგორც ტელეკომის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიის არა მხოლოდ ვალდებულება, არამედ - პრინციპია, რისთვისაც კომპანია მნიშვნელოვან ხარჯსაც იღებს და ამის მაგალითია წელს, 15 ივნისს მსოფლიოში წამყვან კორპორაცია "ნოკიასთან" გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ მონაცემთა დაცვის უახლესი ტექნოლოგიაა.

"ბილაინი" ასევე არის GDPR-ის (General Data Protection Regulation) - ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა რეგულაციის ნორმების დანერგვის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ეს უმაღლესი სტანდარტი კანონმდებლობით არ მოითხოვება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისათვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსულმა კომპანია "ბილაინმა", რომელიც რუსული "ფეესბეს" მიერ კონტროლდება, თავის ქართული ფილიალიდან გახარიას პარტიას აბონენტების სია მისცა.

"რუსულმა კომპანიამ, ბილაინმა, თავის ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას. ეს კომპანია, მთლიანად კონტროლდება რუსული ფეესბე-ს მიერ დღესდღეობით. ადრე იქ იყო ქართული წილიც, მაგრამ ფეესბე-ს მითითებით, ივანიშვილის დროს, ეს ქართული წილი მთლიანად გამოისყიდეს რუსების მიერ კონტროლირებადმა ბიზნესმენებმა მოსკოვიდან. ხომ საინტერესოა, ასეთი პირდაპირი მონაწილეობა ქართულ საარჩევნო კამპანიაში?" - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.