საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტია
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტია

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა სტუ­დენ­ტთა ახა­ლი ნა­კა­დი მი­ი­ღო. KIU-ს მა­თე­მა­ტი­კის, მე­ნე­ჯმენ­ტი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებ­ზე სწავ­ლის სურ­ვი­ლი 1848 სტუ­დენ­ტმა გა­მო­ხა­ტა, ხოლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი ქუ­ლა­თა მა­ღა­ლი ბა­რი­ე­რი 425-მა მათ­გან­მა გა­და­ლა­ხა.

KIU-ს სტუ­დენ­ტებს შო­რის არი­ან ოქ­რო­სა და ვერ­ცხლის მე­და­ლოს­ნე­ბი, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­დე­ბის, ასე­ვე კონ­კურ­სის „M ვექ­ტო­რი“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი, ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი. უმაღ­ლე­სი შე­დე­გე­ბის მქო­ნე ახალ­გაზ­რდე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­დან, მათ შო­რის, აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან არი­ან. ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დე­ბით ჩა­რი­ცხულ სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წელს ჩა­ი­რი­ცხა სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­დე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გუნ­დის 2 წევ­რი და უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი. პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად KIU-ში სწავ­ლის სურ­ვი­ლი გა­მო­ხა­ტეს უცხო­ელ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მაც, შე­სა­ბა­მი­სად, წელს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­რი­ცხნენ უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბიც უკ­რა­ი­ნი­დან და ბე­ლა­რუ­სი­ი­დან. KIU-ში სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლია. STEM მი­მარ­თუ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით, KIU ერ­თი­ა­ნი-ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სამ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ბა­რი­ე­რის მქო­ნე უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის სა­ხელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ გა­სულ სას­წავ­ლო წელ­თან შე­და­რე­ბით, STEM დარ­გებ­ში ჩარ­თულ გოგო სტუ­დენ­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა წელს გა­ორ­მაგ­და, შარ­შან KIU-ში 62 გო­გო­ნა ჩა­ი­რი­ცხა, წელს კი მათი რა­ო­დე­ნო­ბა 124-ს შე­ად­გენს.

KIU-ში ჩა­რი­ცხუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის თით­ქმის 100%-მა ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ი­სას პირ­ველ და მე­ო­რე ნომ­რად ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი აირ­ჩი­ეს (I არ­ჩე­ვა­ნი - 90%, II არ­ჩე­ვა­ნი - 9%, III არ­ჩე­ვა­ნი - 1%). მიმ­დი­ნა­რე წელს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კონ­კურ­სი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე და­ფიქ­სირ­და.

სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე და­ი­წყე­ბა, ხოლო კამ­პუს­ზე სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბა ოქ­ტომ­ბრი­დან არის ნა­ვა­რა­უ­დე­ვი.

KIU სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტია, რო­მე­ლიც ქარ­თველ და უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს უნი­კა­ლურ კამ­პუსს, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა და სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს სთა­ვა­ზობს. სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ იცხოვ­რონ და ის­წავ­ლონ კე­თილ­მო­წყო­ბილ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­ში, მი­ი­ღონ ხა­რის­ხი­ა­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა და ქარ­თველ და უცხო­ელ პრო­ფე­სო­რებ­თან ერ­თად ჩა­ერ­თონ ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში. KIU არის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო-საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „ქარ­თუ“ აფი­ნან­სებს.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით სტუ­დენ­ტებს სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ფი­ნან­სე­ბა­სა და სტი­პენ­დი­ას სთა­ვა­ზობს. KIU-ში უკვე ერთი წე­ლია მოქ­მე­დებს სტუ­დენ­ტუ­რი გრან­ტე­ბის ფონ­დი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, გა­სულ სას­წავ­ლო წელს 240-მა ახალ­გაზ­რდამ მი­ი­ღო და­ფი­ნან­სე­ბა. სტუ­დენ­ტე­ბი დატ­ვირ­თუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ტი­უ­რად იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ულ კლუბ­ში, შიდა კონ­კურსსა და ოლიმ­პი­ა­და­ში. ახალ სას­წავ­ლო წელს KIU-ს სტუ­დენ­ტებს ბევ­რი სი­ახ­ლე, პრო­ექ­ტი და კი­დევ უფრო მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ელით.

KIU-ს შე­სა­ხებ: KIU-მ 2020-2021 სას­წავ­ლო წელს სტუ­დენ­ტე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი მე­ნე­ჯმენ­ტის, მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებ­ზე მი­ი­ღო. უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ნამ­შრომ­ლობს ევ­რო­პის წამ­ყვან მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს სა­ო­პე­რა­ციო მო­დე­ლი და პროგ­რა­მე­ბი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია TUM და TUM International GmbH-თან პარტნი­ო­რო­ბით. უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო პრე­ზი­დენ­ტია TUM-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, პრო­ფე­სო­რი ვოლ­ფგანგ ჰერ­მა­ნი. KIU-ში სწავ­ლა ინ­გლი­სურ ენა­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სტუ­დენ­ტებს ქარ­თვე­ლი და ევ­რო­პე­ლი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (KIU) ქუ­თა­ის­ში, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში მდე­ბა­რე­ობს. კამ­პუ­სი 158 ჰექ­ტარ მი­წა­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი და მო­ი­ცავს ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე აკა­დე­მი­ურ კორ­პუ­სებს, ბიბ­ლი­ო­თე­კებს, კა­ფე­ტე­რი­ებს, კე­თილ­მო­წყო­ბილ სას­პორ­ტო და საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, სა­ერ­თო სა­მუ­შაო სივ­რცე­ებს, სტუ­დენ­ტურ სა­ცხოვ­რებ­ლებს, ასე­ვე სა­ცხოვ­რებ­ლებს აკა­დე­მი­უ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის­თვის. KIU-ს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა და მშე­ნებ­ლო­ბა ეტა­პობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ზა­ნია, რომ 2020 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ეტა­პობ­რი­ვად გახ­დეს რე­გი­ონ­ში გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრი, რის შე­დე­გა­დაც სა­ქარ­თვე­ლო მო­წი­ნა­ვე ად­გილს და­ი­კა­ვებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო არე­ნა­ზე.

NS

ავტორი:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტუდენტთა ახალი ნაკადი მიიღო. KIU-ს მათემატიკის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის სურვილი 1848 სტუდენტმა გამოხატა, ხოლო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ქულათა მაღალი ბარიერი 425-მა მათგანმა გადალახა.

KIU-ს სტუდენტებს შორის არიან ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების, ასევე კონკურსის „M ვექტორი“ გამარჯვებულები, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილეები. უმაღლესი შედეგების მქონე ახალგაზრდები საქართველოს ყველა რეგიონიდან, მათ შორის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონიდან არიან. ერთიან ეროვნულ გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტში წელს ჩაირიცხა საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების საქართველოს ნაკრების გუნდის 2 წევრი და უცხოელი სტუდენტები. პანდემიის მიუხედავად KIU-ში სწავლის სურვილი გამოხატეს უცხოელმა აბიტურიენტებმაც, შესაბამისად, წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ უცხოელი სტუდენტებიც უკრაინიდან და ბელარუსიიდან. KIU-ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთულია. STEM მიმართულების პროგრამების მიხედვით, KIU ერთიანი-ეროვნული გამოცდების სამ ყველაზე მაღალი ბარიერის მქონე უნივერსიტეტებს შორის სახელდება საქართველოში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გასულ სასწავლო წელთან შედარებით, STEM დარგებში ჩართულ გოგო სტუდენტთა რაოდენობა წელს გაორმაგდა, შარშან KIU-ში 62 გოგონა ჩაირიცხა, წელს კი მათი რაოდენობა 124-ს შეადგენს.

KIU-ში ჩარიცხული სტუდენტების თითქმის 100%-მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას პირველ და მეორე ნომრად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აირჩიეს (I არჩევანი - 90%, II არჩევანი - 9%, III არჩევანი - 1%). მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი კონკურსი კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე დაფიქსირდა.

სასწავლო პროცესი უნივერსიტეტში სექტემბრის ბოლომდე დაიწყება, ხოლო კამპუსზე სტუდენტების მიღება ოქტომბრიდან არის ნავარაუდევი.

KIU სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. KIU არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით სტუდენტებს სხვადასხვა სახის დაფინანსებასა და სტიპენდიას სთავაზობს. KIU-ში უკვე ერთი წელია მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი, რომლის ფარგლებშიც, გასულ სასწავლო წელს 240-მა ახალგაზრდამ მიიღო დაფინანსება. სტუდენტები დატვირთული სასწავლო პროცესის პარალელურად, აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა და ოლიმპიადაში. ახალ სასწავლო წელს KIU-ს სტუდენტებს ბევრი სიახლე, პროექტი და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ელით.

KIU-ს შესახებ: KIU-მ 2020-2021 სასწავლო წელს სტუდენტების პირველი ნაკადი მენეჯმენტის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე მიიღო. უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 158 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. KIU-ს საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

უნივერსიტეტის მიზანია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რის შედეგადაც საქართველო მოწინავე ადგილს დაიკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.

NS

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"