კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათთან იქნება საუბარი, მხოლოდ როგორც კრიმინალებთან" - მეუფე სტეფანე მასთან დაპირისპირებულ სასულიერო პირებს ეკლესიიდან განკვეთით ემუქრება
"მათთან იქნება საუბარი, მხოლოდ როგორც კრიმინალებთან" - მეუფე სტეფანე მასთან დაპირისპირებულ სასულიერო პირებს ეკლესიიდან განკვეთით ემუქრება

ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლი­ტი სტე­ფა­ნე (კა­ლა­ი­ჯიშ­ვი­ლი), მას­თან და­პი­რის­პი­რე­ბულ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, რომ­ლებ­საც მღვდელმსა­ხუ­რე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის წინ შე­უ­ჩე­რა, ეკ­ლე­სი­ი­დან განკვე­თით ემუქ­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ მე­უ­ფემ ბრი­ფინგზე ისა­უბ­რა.

ამას­თა­ნა­ვე, სა­სუ­ლი­ე­რო პირი, ჩა­ნა­წე­რებს, რომ­ლებ­შიც თა­ვა­დაც ფი­გუ­რი­რებს, ფაბ­რი­კა­ცი­ას უწო­დებს და ინ­ტი­მურ ურ­თი­ერ­თო­ბას კონ­კრე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან არ ადას­ტუ­რებს.

"ახალ­გაზ­რდო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბის და­გეგ­მვის ცენ­ტრი სა­ერ­თოდ ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს და არც არ­სე­ბობს ბუ­ნე­ბა­ში მისი თა­ნამ­შრო­მე­ლი. ასე, რომ ეს სუს-ის ინ­ფორ­მა­ცია თუ არის, გა­მო­დის, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად უნი­ა­თოა ყვე­ლა, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ასეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მე არა­სო­დეს არ ვყო­ფილ­ვარ და არც ასეთ ადა­მი­ან­თან არ მქო­ნია კავ­ში­რი", - მიტ­რო­პო­ლი­ტი.

მე­უ­ფე მას­თან და­პი­რის­პი­რე­ბულ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს "კრი­მი­ნა­ლებს" უწო­დებს და ამ­ბობს, რომ განკვე­თის შემ­დეგ "პა­სუხს აგე­ბენ, რო­გორც სა­ე­რო პი­რე­ბი".

"მათ, რო­გორც ბე­რებს, აღარ ვე­ლა­პა­რა­კე­ბით. მათ­თან იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი, მხო­ლოდ რო­გორც კრი­მი­ნა­ლებ­თან. მათი სა­ხე­ლე­ბი მა­მე­ბით და სა­ეკ­ლე­სიო სა­ხე­ლე­ბით დას­რულ­დე­ბა ძა­ლი­ან მალე. განვკვე­თავ, კი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ერის ხალ­ხი იქ­ნე­ბი­ან და ამ ერის ხალ­ხის დო­ნე­ზე მო­ე­კი­თხე­ბათ პა­სუ­ხი ყვე­ლას. კი­დევ ვინც გა­ბე­დავს ასეთ რა­მეს, ყვე­ლას გა­ე­ცე­მა კა­ნო­ნი­კუ­რი პა­სუ­ხი", - ამ­ბობს მე­უ­ფე სტე­ფა­ნე.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ, სალ­ხი­ნო­ში, ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის სკო­ლას­თან მიტ­რო­პო­ლიტ სტე­ფა­ნეს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი დახ­ვდნენ და მის­გან პა­სუ­ხე­ბი მო­ი­თხო­ვეს იმ ჩა­ნა­წე­რებ­ზე, რო­მე­ლიც მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სუს-ის ფა­ი­ლებ­შია. მე­უ­ფემ შე­კი­თხვებს არ უპა­სუ­ხა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს კრი­მი­ნა­ლე­ბი უწო­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
6

მეუფეო შენ იქ სუსმა თუ არ დაგიცვა, არ მითხრა ახლა უფალი მიცავსო!? დიდება უფალს!

ტტტტ
1

ეეჰ

ავტორი:

"მათთან იქნება საუბარი, მხოლოდ როგორც კრიმინალებთან" - მეუფე სტეფანე მასთან დაპირისპირებულ სასულიერო პირებს ეკლესიიდან განკვეთით ემუქრება

"მათთან იქნება საუბარი, მხოლოდ როგორც კრიმინალებთან" - მეუფე სტეფანე მასთან დაპირისპირებულ სასულიერო პირებს ეკლესიიდან განკვეთით ემუქრება

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), მასთან დაპირისპირებულ სასულიერო პირებს, რომლებსაც მღვდელმსახურება რამდენიმე თვის წინ შეუჩერა, ეკლესიიდან განკვეთით ემუქრება. ამის შესახებ მეუფემ ბრიფინგზე ისაუბრა.

ამასთანავე, სასულიერო პირი, ჩანაწერებს, რომლებშიც თავადაც ფიგურირებს, ფაბრიკაციას უწოდებს და ინტიმურ ურთიერთობას კონკრეტული ორგანიზაციის წარმომადგენელთან არ ადასტურებს.

"ახალგაზრდობის საზოგადოებასთან ურთიერთობის პერსპექტივების დაგეგმვის ცენტრი საერთოდ ბუნებაში არ არსებობს და არც არსებობს ბუნებაში მისი თანამშრომელი. ასე, რომ ეს სუს-ის ინფორმაცია თუ არის, გამოდის, რომ აბსოლუტურად უნიათოა ყველა, შეუძლებელია, ასეთ ორგანიზაციაში მე არასოდეს არ ვყოფილვარ და არც ასეთ ადამიანთან არ მქონია კავშირი", - მიტროპოლიტი.

მეუფე მასთან დაპირისპირებულ სასულიერო პირებს "კრიმინალებს" უწოდებს და ამბობს, რომ განკვეთის შემდეგ "პასუხს აგებენ, როგორც საერო პირები".

"მათ, როგორც ბერებს, აღარ ველაპარაკებით. მათთან იქნება საუბარი, მხოლოდ როგორც კრიმინალებთან. მათი სახელები მამებით და საეკლესიო სახელებით დასრულდება ძალიან მალე. განვკვეთავ, კი, ჩვეულებრივი ერის ხალხი იქნებიან და ამ ერის ხალხის დონეზე მოეკითხებათ პასუხი ყველას. კიდევ ვინც გაბედავს ასეთ რამეს, ყველას გაეცემა კანონიკური პასუხი", - ამბობს მეუფე სტეფანე.

ცნობისთვის, გუშინ, სალხინოში, ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლასთან მიტროპოლიტ სტეფანეს სასულიერო პირები დახვდნენ და მისგან პასუხები მოითხოვეს იმ ჩანაწერებზე, რომელიც მასთან დაკავშირებით სუს-ის ფაილებშია. მეუფემ შეკითხვებს არ უპასუხა და სასულიერო პირებს კრიმინალები უწოდა.