სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო - 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება
სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო - 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება

სკო­ლებ­ში ახა­ლი სას­წავ­ლო წელი და­ი­წყო, თუმ­ცა 4 ოქ­ტომ­ბრამ­დე სწავ­ლა დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თე­ბა.

სწავ­ლის ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­ნახ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უწყე­ბა­თა­შო­რის­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ 31 აგ­ვის­ტოს გა­მო­ა­ცხა­და. მა­თი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 4 ოქ­ტომ­ბრამ­დე შე­ზღუ­დუ­ლი დარ­ჩე­ბა სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მუ­შა­ო­ბა.

"სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სკო­ლებ­ში 15 სექ­ტემ­ბრი­დან 4 ოქ­ტომ­ბრამ­დე დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გა­ნახ­ლდე­ბა, ანა­ლო­გი­უ­რი რე­გუ­ლა­ცია გავ­რცელ­დე­ბა უმაღ­ლეს და პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ზე. 4 ოქ­ტომ­ბრამ­დე შე­ზღუ­დუ­ლი დარ­ჩე­ბა სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მუ­შა­ო­ბა და ეს ეხე­ბა, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ასე­ვე კერ­ძო ბა­ღებ­საც.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო მო­ქა­ლა­ქე­ებს კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის ტენ­დენ­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, კვლავ აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ პირ­ბა­დე რო­გორც და­ხუ­რულ, ისე ღია სივ­რცე­ებ­ში, და­იც­ვან სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია და აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში", - გა­ნა­ცხა­და 31 აგ­ვის­ტოს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი შტა­ბის უფ­როს­მა, გი­ორ­გი ღიბ­რა­ძემ.

წელს, პან­დე­მი­ის გამო, სას­წავ­ლო წელი დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში იწყე­ბა, მაგ­რამ ეს დრო­ე­ბი­თია, - ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა, მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა გა­ნა­ცხა­და.

მან ასე­ვე მოს­წავ­ლე­ებს, პე­და­გო­გებს, ლექ­ტო­რებ­სა და სრუ­ლი­ად აკა­დე­მი­ურ სივ­რცეს სწავ­ლის და­წყე­ბა მი­უ­ლო­ცა.

მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ იმი­სათ­ვის, რათა თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე და­უბ­რუნ­დეს ბუ­ნებ­რივ სას­კო­ლო გა­რე­მოს, სა­ჭი­როა მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბის და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სო­ლი­დი­რე­ბა ჯან­დაც­ვის სფე­როს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვა­ში.

„მოს­წავ­ლე­ებს, მას­წავ­ლებ­ლებს, ლექ­ტო­რებს, სრუ­ლი­ად აკა­დე­მი­ურ სივ­რცეს ვუ­ლო­ცავ სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბას. წელს, პან­დე­მი­ის გამო, სას­წავ­ლო წელი დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში იწყე­ბა, მაგ­რამ ეს დრო­ე­ბი­თია.

დღეს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას იწყებს „ტე­ლეს­კო­ლის“ უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დებს შო­რის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ გვექ­ნე­ბა დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ 4 ოქ­ტომ­ბერს, იმ ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებ­ში, სა­დაც ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა 4%-ზე ნაკ­ლე­ბი, სკო­ლე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი შეძ­ლე­ბენ დას­წრე­ბულ ფორ­მატ­ზე გა­დას­ვლას.

იმის­თვის, რომ ჩვენ ამას მი­ვაღ­წი­ოთ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სო­ლი­დი­რე­ბა ჯან­დაც­ვის სფე­როს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვა­ში. აქ მე გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა მას­წავ­ლებ­ლე­ბის და მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბის აც­რის სა­კითხს. ეს ჩვენ სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, რომ ჩვენ­მა შვი­ლებ­მა სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლონ ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ში, ანუ საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ჩხენ­კელ­მა.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა პირ­ველკ­ლა­სე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე. მი­ნის­ტრის თქმით, პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი სას­კო­ლო სწავ­ლე­ბას ბუ­ნებ­რივ პი­რო­ბებ­ში და­ი­წყე­ბენ.

„ჩვენ ასე­ვე მი­ვი­ღეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პირ­ველკ­ლა­სე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. პე­და­გო­გი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პირ­ველკ­ლა­სე­ლებს თა­ვი­ან­თი პირ­ვე­ლი სას­კო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა, მათი პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­უ­ტარ­დეთ ბუ­ნებ­რივ სას­კო­ლო გა­რე­მო­ში. შე­სა­ბა­მი­სად, პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბი სწავ­ლას 4 ოქ­ტომ­ბერს დას­წრე­ბულ ფორ­მატ­ში და­ი­წყე­ბენ იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა 4 %-ზე ნაკ­ლე­ბი.

მე მთე­ლი გუ­ლით, ყვე­ლას გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბებს“, - აღ­ნიშ­ნა ჩხენ­კელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
alamaria
2

და თქვენ გგონიათ 4 ოქტომბერ გაქრება კორონა და რომ წავლენ ბავშვები ეს კარგია? მითუმეტეს სეზონური გრიპები დაიწყება და საშიშია, ვინ დაიცავს იქ წესებს და ახლა ბავშვები სად გვყავს დასაღუპი? პირველი სემესტრი მაინც უნდა იყოს ონლაინ და მერე რაღაც გვეშველება

დგ
3

არ დაიღალეთ ამდენი დისტანციურ რეჟიმიიით

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო - 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო - 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

სწავლის ონლაინ რეჟიმში განახლების გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 31 აგვისტოს გამოაცხადა. მათივე გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა.

"სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებსაც.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენციის მიუხედავად, კვლავ აქტიურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში", - განაცხადა 31 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

წელს, პანდემიის გამო, სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში იწყება, მაგრამ ეს დროებითია, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მან ასევე მოსწავლეებს, პედაგოგებს, ლექტორებსა და სრულიად აკადემიურ სივრცეს სწავლის დაწყება მიულოცა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ იმისათვის, რათა თითოეული მოსწავლე დაუბრუნდეს ბუნებრივ სასკოლო გარემოს, საჭიროა მასწავლებლების, მოსწავლეთა მშობლების და მთლიანად საზოგადოების კონსოლიდირება ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაში.

„მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ლექტორებს, სრულიად აკადემიურ სივრცეს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას. წელს, პანდემიის გამო, სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში იწყება, მაგრამ ეს დროებითია.

დღეს ფუნქციონირებას იწყებს „ტელესკოლის“ უაღრესად მნიშვნელოვანი, საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი, რომელსაც დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, რაც გულისხმობს იმას, რომ 4 ოქტომბერს, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას.

იმისთვის, რომ ჩვენ ამას მივაღწიოთ აუცილებელია საზოგადოების კონსოლიდირება ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაში. აქ მე განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა მასწავლებლების და მოსწავლეთა მშობლების აცრის საკითხს. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენმა შვილებმა სწავლა გააგრძელონ ბუნებრივ გარემოში, ანუ საკლასო ოთახებში“, - განაცხადა ჩხენკელმა.

მან ასევე ისაუბრა პირველკლასელებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მინისტრის თქმით, პირველი კლასის მოსწავლეები სასკოლო სწავლებას ბუნებრივ პირობებში დაიწყებენ.

„ჩვენ ასევე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პირველკლასელებთან დაკავშირებით. პედაგოგიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველკლასელებს თავიანთი პირველი სასკოლო გამოცდილება, მათი პირველი გაკვეთილები ჩაუტარდეთ ბუნებრივ სასკოლო გარემოში. შესაბამისად, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დასწრებულ ფორმატში დაიწყებენ იმ სკოლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4 %-ზე ნაკლები.

მე მთელი გულით, ყველას გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს“, - აღნიშნა ჩხენკელმა.