სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სუს-ი მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს  პროკურატურასთან" - რას აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ფარული მიყურადების მასალების გავრცელებაზე
"სუს-ი მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს  პროკურატურასთან" - რას აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ფარული მიყურადების მასალების გავრცელებაზე

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი მოს­მე­ნის თა­ო­ბა­ზე ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბულ მა­სა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი მზად არის გა­მო­ძი­ე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე მჭიდ­როდ ითა­ნამ­შრომ­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ბოლო დღე­ებ­ში მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ კერ­ძო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 158-ე მუხ­ლის 1-ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი მზად არის გა­მო­ძი­ე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე მჭიდ­როდ ითა­ნამ­შრომ­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან. უწყე­ბის ობი­ექ­ტურ ინ­ტე­რესს წარ­მო­ად­გენს ჩა­ტარ­დეს კომ­პლექ­სუ­რი და სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, რათა პა­სუ­ხი გა­ე­ცეს ყვე­ლა კი­თხვას.

ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი მო­უ­წო­დებს მე­დი­ა­სა და პო­ლი­ტი­კუ­რად და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს, გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე, თავი შე­ი­კა­ვონ არა­ზუს­ტი და გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი­სა­გან, რად­გან მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა შე­უ­რა­ცხყოფს ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბის ოფიც­რე­ბი­სა და მთლი­ა­ნად სამ­სა­ხუ­რის პა­ტივ­სა და ღირ­სე­ბას, ამ­ცი­რებს ნდო­ბას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის მი­მართ და უკი­დუ­რე­სად აზი­ა­ნებს სა­ხელ­მწი­ფოს უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მას“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ი.კხური
7

სრულიად უმეცართა სამსახური .

mimino
4

ძალიან ბევრი განცხადება შევა პროკურატურასი, ზალიან ბევრი პროცედურები გექნებათ ჩასატარებელი.... მოგიწევთ ყველა საქმეზე დასაბუტებული დაკვნები დადოთ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"სუს-ი მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს  პროკურატურასთან" - რას აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ფარული მიყურადების მასალების გავრცელებაზე

"სუს-ი მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს  პროკურატურასთან" - რას აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ფარული მიყურადების მასალების გავრცელებაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის გამოძიების ყველა ეტაპზე მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებში მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პროკურატურამ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დაიწყო გამოძიება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის გამოძიების ყველა ეტაპზე მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან. უწყების ობიექტურ ინტერესს წარმოადგენს ჩატარდეს კომპლექსური და სრულყოფილი გამოძიება, რათა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რადგან მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას, ამცირებს ნდობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ და უკიდურესად აზიანებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემას“, - ნათქვამია განცხადებაში.