საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღამურის ფორმა, სამეფო სამოსი, რობოტი და იდუმალი მამაკაცი - ვარსკვლავები ყველაზე უცნაური და უჩვეულო ფორმაში: ფოტოები MET Gala-დან
ღამურის ფორმა, სამეფო სამოსი, რობოტი და იდუმალი მამაკაცი - ვარსკვლავები ყველაზე უცნაური და უჩვეულო ფორმაში: ფოტოები MET Gala-დან

Met Gala მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში წლის მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნაა, სა­დაც პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვე­ბი იყ­რი­ან თავს. ნიუ იორ­კის Metropolitan Museum-ი ღო­ნის­ძი­ე­ბას ყო­ველ­წლი­უ­რად მას­პინ­ძლობს, თუმ­ცა გა­სულ წელს, პან­დე­მი­ის გამო, მისი ჩა­ტა­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა.

ახლა კი პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი წი­თელ ხა­ლი­ჩას ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო სა­მო­სით შე­მო­სილ­ნი და­უბ­რუნ­დნენ. "მეთ გა­ლას­თვის“ ყო­ველ ჯერ­ზე ირ­ჩე­ვენ ერთ კონ­კრე­ტულ თე­მას და სწო­რედ ამ თე­მა­ტი­კის მი­ხედ­ვით იმო­სე­ბი­ან ვარ­სკვლა­ვე­ბი პომ­პე­ზუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის.

წლე­ვან­დე­ლი "მეთ გა­ლას“ თემა ასე­თია - "ამე­რი­კა­ში: მო­დის ლექ­სი­კო­ნი.“ უფრო დე­ტა­ლუ­რად რომ გან­ვმარ­ტოთ, სა­მო­სის­თვის დი­ზა­ი­ნე­რებს ამე­რი­კულ მო­და­ზე უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ აქ­ცენ­ტი. კოს­ტი­უ­მე­ბის შექ­მნის­თვის შთა­გო­ნე­ბად გა­მო­ი­ყე­ნეს ყვე­ლა­ფე­რი - "მატ­რი­ცას“ კოს­ტი­უ­მე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქან­და­კე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

ღო­ნის­ძი­ე­ბის წამ­ყვა­ნე­ბი იყ­ვნენ პოპ­ვარ­სკვლა­ვი ბილი აი­ლი­ში, ჩოგ­ბურ­თე­ლი ნა­ო­მი ოსა­კა, მსა­ხი­ო­ბი ტი­მო­თე შა­ლა­მე და პო­ე­ტი ამან­და გორ­მა­ნი.

ბილი აი­ლი­ში, რო­მელ­მაც ყვე­ლას მერ­ლინ მონ­რო გა­ახ­სე­ნა

ტი­მო­თი შა­ლა­მე Haider Ackermann-ის აბ­რე­შუ­მის, თეთ­რი სა­მო­სით

ნა­ო­მი ოსა­კა Louis Vuitton-ის ფე­რა­დი კა­ბი­თა და უჩ­ვე­უ­ლო ვარ­ცხნი­ლო­ბით

პო­ე­ტი ამან­და გორ­მა­ნი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ომ ჯო ბა­ი­დე­ნის ინა­უ­გუ­რა­ცი­ი­დან გა­იც­ნო. მას Vera Wang-ის დი­ზა­ი­ნით შექ­მნი­ლი კაბა ეცვა

რე­პე­რი Lil Nas X - არის მას­ში რა­ღაც მე­ფუ­რი

და ისევ რე­პე­რი Lil Nas X - იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ მო­სას­ხა­მის ქვეშ რო­გო­რი სა­მო­სი იმა­ლე­ბა, მაგ­რამ მხო­ლოდ ეს არ არის - იხი­ლეთ მომ­დევ­ნო ფოტო:

რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს სა­მო­სი რე­პერს აღარ გა­უხ­დია

"მეთ გა­ლას" ერთ-ერთი მთა­ვა­რი სტუ­მა­რი, რე­ა­ლი­თი შო­უ­ე­ბის ვარ­სკვლა­ვი, კიმ კარ­და­ში­ა­ნი იყო და მისი ჩაც­მის სტი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გან­ხილ­ვის მთა­ვარ თე­მად იქცა. კიმს შავი სა­მო­სი ეცვა და სა­ხეც სრუ­ლად ჰქონ­და და­ფა­რუ­ლი.

მისი და­ნახ­ვი­სას ბევ­რს ღა­მუ­რე­ბი გა­ახ­სენ­და. კარ­და­ში­ა­ნის სტილ­ზე დემ­ნა გვა­სა­ლი­ამ იზ­რუ­ნა.

კიმ კარ­და­ში­ანს კომ­პა­ნი­ო­ნო­ბას უწევ­და მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც თვი­თო­ნაც შავ სა­მოს­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი. მისი სახე არა­ვის და­უ­ნა­ხავს, თუმ­ცა სჯე­რათ, რომ კი­მის გვერ­დით თა­ვად დი­ზა­ი­ნე­რი დემ­ნა გვა­სა­ლია იყო

სე­რე­ნა უი­ლი­ამ­სი Gucci-ის ბუმ­ბუ­ლე­ბი­ა­ნი სა­მო­სით

"სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შე­ბის" ვარ­სკვლა­ვი, მე­ი­სი უი­ლი­ამ­სი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნით შექ­მნი­ლი სა­მო­სი ეცვა

ეს კი, ლე­გენ­და­რუ­ლი ანა ვინ­ტუ­რი, Vogue-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი Oscar de la Renta-ს კა­ბით

Frank Ocean ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე რო­ბოტ­თან ერ­თად მი­ვი­და

რი­ა­ნა და A$AP Rocky კონ­ტრას­ტუ­ლი სა­მო­სით

თქვე­ნი აზ­რით, ვინ არის ყვე­ლა­ზე უც­ნა­ურ ფორ­მა­ში?

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
0

ღმერთო შენ მიეხმარე ყველა გაჭირვებულს

მარი სვანიშვილი
1

kaxa kalaZes

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ღამურის ფორმა, სამეფო სამოსი, რობოტი და იდუმალი მამაკაცი - ვარსკვლავები ყველაზე უცნაური და უჩვეულო ფორმაში: ფოტოები MET Gala-დან

ღამურის ფორმა, სამეფო სამოსი, რობოტი და იდუმალი მამაკაცი - ვარსკვლავები ყველაზე უცნაური და უჩვეულო ფორმაში: ფოტოები MET Gala-დან

Met Gala მოდის ინდუსტრიაში წლის მთავარი მოვლენაა, სადაც პლანეტის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები იყრიან თავს. ნიუ იორკის Metropolitan Museum-ი ღონისძიებას ყოველწლიურად მასპინძლობს, თუმცა გასულ წელს, პანდემიის გამო, მისი ჩატარება ვერ მოხერხდა.

ახლა კი პოპულარული ადამიანები წითელ ხალიჩას ყველაზე უჩვეულო სამოსით შემოსილნი დაუბრუნდნენ. "მეთ გალასთვის“ ყოველ ჯერზე ირჩევენ ერთ კონკრეტულ თემას და სწორედ ამ თემატიკის მიხედვით იმოსებიან ვარსკვლავები პომპეზური ღონისძიებისთვის.

წლევანდელი "მეთ გალას“ თემა ასეთია - "ამერიკაში: მოდის ლექსიკონი.“ უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, სამოსისთვის დიზაინერებს ამერიკულ მოდაზე უნდა გაეკეთებინათ აქცენტი. კოსტიუმების შექმნისთვის შთაგონებად გამოიყენეს ყველაფერი - "მატრიცას“ კოსტიუმებიდან დაწყებული თავისუფლების ქანდაკებით დამთავრებული.

ღონისძიების წამყვანები იყვნენ პოპვარსკვლავი ბილი აილიში, ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა, მსახიობი ტიმოთე შალამე და პოეტი ამანდა გორმანი.

ბილი აილიში, რომელმაც ყველას მერლინ მონრო გაახსენა

ტიმოთი შალამე Haider Ackermann-ის აბრეშუმის, თეთრი სამოსით

ნაომი ოსაკა Louis Vuitton-ის ფერადი კაბითა და უჩვეულო ვარცხნილობით

პოეტი ამანდა გორმანი, რომელიც მსოფლიომ ჯო ბაიდენის ინაუგურაციიდან გაიცნო. მას Vera Wang-ის დიზაინით შექმნილი კაბა ეცვა

რეპერი Lil Nas X - არის მასში რაღაც მეფური

და ისევ რეპერი Lil Nas X - იმ შემთხვევისთვის, თუ გაინტერესებთ მოსასხამის ქვეშ როგორი სამოსი იმალება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის - იხილეთ მომდევნო ფოტო:

როგორც ამბობენ, საბედნიეროდ, ეს სამოსი რეპერს აღარ გაუხდია

"მეთ გალას" ერთ-ერთი მთავარი სტუმარი, რეალითი შოუების ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი იყო და მისი ჩაცმის სტილი სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარ თემად იქცა. კიმს შავი სამოსი ეცვა და სახეც სრულად ჰქონდა დაფარული.

მისი დანახვისას ბევრს ღამურები გაახსენდა. კარდაშიანის სტილზე დემნა გვასალიამ იზრუნა.

კიმ კარდაშიანს კომპანიონობას უწევდა მამაკაცი, რომელიც თვითონაც შავ სამოსში იყო გამოწყობილი. მისი სახე არავის დაუნახავს, თუმცა სჯერათ, რომ კიმის გვერდით თავად დიზაინერი დემნა გვასალია იყო

სერენა უილიამსი Gucci-ის ბუმბულებიანი სამოსით

"სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავი, მეისი უილიამსი, რომელსაც საკუთარი დიზაინით შექმნილი სამოსი ეცვა

ეს კი, ლეგენდარული ანა ვინტური, Vogue-ის მთავარი რედაქტორი Oscar de la Renta-ს კაბით

Frank Ocean ღონისძიებაზე რობოტთან ერთად მივიდა

რიანა და A$AP Rocky კონტრასტული სამოსით

თქვენი აზრით, ვინ არის ყველაზე უცნაურ ფორმაში?