კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაგიური დღე იყო... ექიმი და ნიკოლოზი ჩემს მშობიარობას ერთად იღებდნენ" - როგორ იხსენებს ნანუკა გოგიჩაიშვილი მშობიარობას და რას ამბობს მეუღლეზე?
"მაგიური დღე იყო... ექიმი და ნიკოლოზი ჩემს მშობიარობას ერთად იღებდნენ" - როგორ იხსენებს ნანუკა გოგიჩაიშვილი მშობიარობას და რას ამბობს მეუღლეზე?

მო­დე­ლი ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გო­გო­ნას დედა გახ­და. ნა­ნუ­კა შვი­ლის გა­ჩე­ნი­დან ოც­და­მე­ო­თხე დღეს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მშო­ბი­ა­რო­ბის ემო­ცი­ებ­სა და და სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბას უზი­ა­რებს:

"მარ­თლაც გა­სა­ო­ცა­რი გრძნო­ბაა დე­დო­ბა. ბევ­რმა უცხო თვალ­მა შე­ამ­ჩნია და ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, თუ რო­გორ შემ­ცვა­ლა ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ. ზო­გის­თვის უფრო მომ­ხიბ­ვლე­ლი გამ­ხა­და, ზო­გის­თვის - უფრო სა­ინ­ტე­რე­სო. რაც მთა­ვა­რია, მე თავს ამ ამ­პლუ­ა­ში სა­ოც­რად მშვი­დად და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლად ვგრძნობ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი ორ­სუ­ლო­ბა და ახ­ლან­დე­ლი პე­რი­ო­დიც არ ვი­ცო­დი რა იქ­ნე­ბო­და, რო­გორ ვიქ­ნე­ბო­დი.

თავ­ში მხო­ლოდ ფილ­მებ­ში ნა­ნა­ხი მშო­ბი­ა­რო­ბის სცე­ნე­ბი მქონ­და - ხმა­უ­რი, ყვი­რი­ლი, ოფლი, ტი­რი­ლი და რა­ტომ­ღაც ამ დღეს, მეც ყვე­ლა­ფერ ამას ვე­ლო­დი. თუმ­ცა, დღემ­დე და გა­ჩე­ნის წა­მი­დან, ეს დღე ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მეც მიკ­ვირს, იმ­დე­ნად მშვი­დად ვი­ყა­ვი, იმ­დე­ნად სიმ­შვი­დე და ჩურ­ჩუ­ლის ხმა იყო მთელ ოთახ­ში და­სად­გუ­რე­ბუ­ლი, ახ­ლაც მიკ­ვირს, თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ჩემი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მგო­ნია.

ძა­ლი­ან მშვი­დად ვე­ლო­დე­ბო­დი ჩემს მე­გო­ბარ აი­ვის, რო­მე­ლიც სამ­ყა­რომ ჩემ­თვის შექ­მნა. არ მი­ტი­რია, რო­გორც ფილ­მებ­შია და მეც ასე მე­გო­ნა. ყვე­ლა­ზე მშვი­დი და მა­ინც ნაც­ნო­ბი ემო­ცი­ით შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს მე და ჩემი გოგო აივი. გა­ჩე­ნის წა­მი­დან ზუს­ტად ის 4 სი­ტყვა ვუ­თხა­რი, რა­საც მთე­ლი 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვას­მე­ნო­ნებ­დი. პირ­ვე­ლი სი­ტყვა იყო - მად­ლო­ბა, რა­საც მთე­ლი მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში ვე­უბ­ნე­ბო­დი, - "მად­ლო­ბა, დე, რომ ასე­თი კარ­გი ორ­სუ­ლო­ბა გვაქვს. და­ნარ­ჩე­ნი 3 სი­ტყვა სხვა აზ­რის იყო. გა­ჩე­ნის წამს, ის სამი სი­ტყვაც ვუ­თხა­რი. აი­ვიც და მეც ერ­თმა­ნეთს ვუ­ყუ­რებ­დით და გვი­ხა­რო­და ის შეხ­ვედ­რა, ჩვენ ოქ­როს სა­ა­თი გვქონ­და - ამო­ვიყ­ვა­ნეთ, ცო­ტა­ხანს პლა­ცენ­ტას­თან ერ­თად და­ვა­ყოვ­ნეთ და შემ­დეგ მთე­ლი ერთი სა­ა­თი გულ­ზე მეჯ­და, ჩემ­თვის შექ­მნი­ლი, სამ­ყა­რო­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი მე­გო­ბა­რი. მე, აივი და მამა 1 სა­ა­თი ვლა­პა­რა­კობ­დით და ვუყ­ვე­ბო­დით მთელ პრო­ცესს, რო­მელ­მაც სა­ოც­რად ჩა­ი­ა­რა და სულ კარ­გად გა­მახ­სენ­დე­ბა. დღეს, 24-ე დღეა და თუ და­ი­ჯე­რებთ, იმ დღეს თა­ვი­დან გა­ვი­მე­ო­რებ­დი დიდი სი­ხა­რუ­ლით.

PS. ექთა­ნი, რო­მე­ლიც გვერ­დით მედ­გა, 12 წელი იმ სამ­შო­ბი­ა­რო­ში მუ­შა­ობ­და. გა­ვა­ჩი­ნეთ და გვი­თხრა: i didn't imagine somebody could make labor look so good and beautiful. მარ­თლაც, მა­გი­უ­რი დღე იყო - გვერ­დით სწო­რი ადა­მი­ა­ნით. ექი­მი და ნი­კო­ლო­ზი ჩემს მშო­ბი­ა­რო­ბას ერ­თად იღებ­დნენ. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, - ორი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მედ­გა გვერ­დით - ერთი იყო ექი­მი და მე­ო­რე ყვე­ლა­ფე­რი - ექი­მიც და ექიმ­ზე მე­ტიც.

მად­ლო­ბა, რომ ეს დღე ასე სა­ოც­რად ჩა­ვა­ტა­რე." - წერს ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gogona
0

ამან ცხვირის მოჭრით და ფილერებით აიწყო ცხოვრება:)

ბეჩა
1

აუ, ესენი როგორ მეგოიმებიან...

ავტორი:

"მაგიური დღე იყო... ექიმი და ნიკოლოზი ჩემს მშობიარობას ერთად იღებდნენ" - როგორ იხსენებს ნანუკა გოგიჩაიშვილი მშობიარობას და რას ამბობს მეუღლეზე?

"მაგიური დღე იყო... ექიმი და ნიკოლოზი ჩემს მშობიარობას ერთად იღებდნენ" - როგორ იხსენებს ნანუკა გოგიჩაიშვილი მშობიარობას და რას ამბობს მეუღლეზე?

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი რამდენიმე დღის წინ გოგონას დედა გახდა. ნანუკა შვილის გაჩენიდან ოცდამეოთხე დღეს "ფეისბუქის" პირად გვერდზე მშობიარობის ემოციებსა და და საკუთარ გამოცდილებას საზოგადოებას უზიარებს:

"მართლაც გასაოცარი გრძნობაა დედობა. ბევრმა უცხო თვალმა შეამჩნია და ხშირად მეუბნებიან, თუ როგორ შემცვალა ამ მდგომარეობამ. ზოგისთვის უფრო მომხიბვლელი გამხადა, ზოგისთვის - უფრო საინტერესო. რაც მთავარია, მე თავს ამ ამპლუაში საოცრად მშვიდად და გაწონასწორებულად ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ორსულობა და ახლანდელი პერიოდიც არ ვიცოდი რა იქნებოდა, როგორ ვიქნებოდი.

თავში მხოლოდ ფილმებში ნანახი მშობიარობის სცენები მქონდა - ხმაური, ყვირილი, ოფლი, ტირილი და რატომღაც ამ დღეს, მეც ყველაფერ ამას ველოდი. თუმცა, დღემდე და გაჩენის წამიდან, ეს დღე ყველაზე ძალიან მიყვარს. მეც მიკვირს, იმდენად მშვიდად ვიყავი, იმდენად სიმშვიდე და ჩურჩულის ხმა იყო მთელ ოთახში დასადგურებული, ახლაც მიკვირს, თუმცა, ეს ყველაფერი მაინც ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მგონია.

ძალიან მშვიდად ველოდებოდი ჩემს მეგობარ აივის, რომელიც სამყარომ ჩემთვის შექმნა. არ მიტირია, როგორც ფილმებშია და მეც ასე მეგონა. ყველაზე მშვიდი და მაინც ნაცნობი ემოციით შევხვდით ერთმანეთს მე და ჩემი გოგო აივი. გაჩენის წამიდან ზუსტად ის 4 სიტყვა ვუთხარი, რასაც მთელი 9 თვის განმავლობაში ვასმენონებდი. პირველი სიტყვა იყო - მადლობა, რასაც მთელი მუცლადყოფნის პერიოდში ვეუბნებოდი, - "მადლობა, დე, რომ ასეთი კარგი ორსულობა გვაქვს. დანარჩენი 3 სიტყვა სხვა აზრის იყო. გაჩენის წამს, ის სამი სიტყვაც ვუთხარი. აივიც და მეც ერთმანეთს ვუყურებდით და გვიხაროდა ის შეხვედრა, ჩვენ ოქროს საათი გვქონდა - ამოვიყვანეთ, ცოტახანს პლაცენტასთან ერთად დავაყოვნეთ და შემდეგ მთელი ერთი საათი გულზე მეჯდა, ჩემთვის შექმნილი, სამყაროდან გამოგზავნილი მეგობარი. მე, აივი და მამა 1 საათი ვლაპარაკობდით და ვუყვებოდით მთელ პროცესს, რომელმაც საოცრად ჩაიარა და სულ კარგად გამახსენდება. დღეს, 24-ე დღეა და თუ დაიჯერებთ, იმ დღეს თავიდან გავიმეორებდი დიდი სიხარულით.

PS. ექთანი, რომელიც გვერდით მედგა, 12 წელი იმ სამშობიაროში მუშაობდა. გავაჩინეთ და გვითხრა: i didn't imagine somebody could make labor look so good and beautiful. მართლაც, მაგიური დღე იყო - გვერდით სწორი ადამიანით. ექიმი და ნიკოლოზი ჩემს მშობიარობას ერთად იღებდნენ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, - ორი ადამიანი, რომელიც მედგა გვერდით - ერთი იყო ექიმი და მეორე ყველაფერი - ექიმიც და ექიმზე მეტიც.

მადლობა, რომ ეს დღე ასე საოცრად ჩავატარე." - წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი