სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომდევნო წლებში ინფრასტრუქტურაზე 32 მლრდ ლარი, სოფლის მეურნეობაში კი - 7 მლრდ დაიხარჯება" - პრემიერის გრანდიოზული დაპირებები და "ოცნების" პროექტები
"მომდევნო წლებში ინფრასტრუქტურაზე 32 მლრდ ლარი, სოფლის მეურნეობაში კი - 7 მლრდ დაიხარჯება" - პრემიერის გრანდიოზული დაპირებები და "ოცნების" პროექტები

8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არის მშვი­დო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა, ეს არის უწყვე­ტი მშვი­დო­ბი­ა­ნი პე­რი­ო­დი და სწო­რედ ამ მშვი­დო­ბამ და სტა­ბი­ლუ­რო­ბამ მო­ი­ტა­ნა გან­ვი­თა­რე­ბა ყვე­ლა რე­გი­ონ­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყაზ­ბე­გის მე­რო­ბის კან­დი­და­ტის, ბა­კურ ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის შე­ფა­სე­ბით, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით არის პროგ­რე­სი, იქ­ნე­ბა ეს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, გა­ნათ­ლე­ბა, ჯან­დაც­ვა, თუ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი, ხელ­შე­სა­ხე­ბი პროგ­რა­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბა, რო­გო­რიც არის „შე­ღა­ვა­თი­ა­ნი აგ­როკ­რე­დი­ტი“, „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“, „და­ნერ­გე მო­მა­ვა­ლი“.

„უამ­რა­ვი სხვა პროგ­რა­მა და პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და ბოლო 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუნ­დაც, გზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში ჩვენ მი­ლი­არ­დო­ბით ლარი დავ­ხარ­ჯეთ. ჯამ­ში 10 ათა­სი კი­ლო­მეტ­რი გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მოხ­და ბოლო 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ხი­დე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, სკო­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, 170 ახა­ლი სკო­ლა აშენ­და და 250 სკო­ლის სრუ­ლი გა­ნახ­ლე­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მო­ვა­ხერ­ხეთ ამ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში. რა თქმა უნდა, ეს საკ­მა­რი­სი არ არის. გვჭირ­დე­ბა უფრო მეტი საქ­მის გა­კე­თე­ბა. ჩვენ ახ­ლა­ხან ვიმ­ყო­ფე­ბო­დით ქვე­შე­თი-კო­ბის გვი­რა­ბის მშე­ნებ­ლო­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად, და­ი­წყო მარ­თლაც სა­უ­კუ­ნის პრო­ექ­ტი. ეს არის უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი მთელს რე­გი­ონ­ში. თუნ­დაც ეს გვი­რა­ბი, იქ­ნე­ბა 9 კმ-იანი, 15 მეტ­რი დი­ა­მეტ­რის გვი­რა­ბი, რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რია მთელს რე­გი­ონ­ში. ეს პრო­ექ­ტი არა მხო­ლოდ ყაზ­ბე­გე­ლე­ბის­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არა­მედ მთე­ლი ქვეყ­ნი­სა და რე­გი­ო­ნის­თვის. ვიცი, რომ ზამ­თარ­ში 100 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იკე­ტე­ბა გზა და დღე­ში 3-4 ათა­სი ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­და­ად­გი­ლე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ცო­ბებ­თან და ა.შ.. თუნ­დაც ეს ერთ კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტი რომ გან­ვი­ხი­ლოთ და ჩვე­ნი მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კა რომ კი­დევ ერთხელ შე­ვა­ფა­სოთ, ის, რა თქმა უნდა, გან­ტვირ­თავს გზებ­ზე არ­სე­ბულ მძი­მე მოძ­რა­ო­ბას, აღა­რა­სო­დეს ჩა­ი­კე­ტე­ბა ეს გზა და რაც მთა­ვა­რია, მას შემ­დეგ, რაც დას­რულ­დე­ბა ნა­ტახ­ტა­რის მო­ნაკ­ვე­თი, და­ახ­ლო­ე­ბით 1,5 სა­ათ­ში ჩა­მო­ვალთ თბი­ლი­სი­დან ყაზ­ბეგ­ში. ასე­ვე გა­ნიტ­ვირ­თე­ბა გუ­და­უ­რი, რო­მე­ლიც უნდა გარ­დავ­ქმნათ და ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ ამის­თვის, ევ­რო­პუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მის სა­კუ­რორ­ტო ად­გი­ლად. გუ­და­უ­რი მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რია. გუ­და­ურ­ში ჩა­ვალთ 1 სა­ათ­ში. ასე­ვე შენ­დე­ბა 5 გვი­რა­ბი, ეს არის 23-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი ახა­ლი გზა, გუ­და­უ­რის შე­მოვ­ლი­თი გზა. ჯამ­ში იქ­ნე­ბა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, გან­ტვირ­თუ­ლი, უსაფრ­თხო გზე­ბი და რაც მთა­ვა­რია, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა. გუ­და­ურ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. და­ვას­რუ­ლეთ კობი-გუ­და­უ­რის ახლი სა­ბა­გი­რო გზა, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 80 მი­ლი­ო­ნი ლარი დაჯ­და“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლი­ან ბევ­რი გეგ­მა და ამო­ცა­ნა აქვს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით; ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე 32 მი­ლი­არ­დი ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

„სრუ­ლად მო­წეს­რიგ­დე­ბა ყვე­ლა გზა, ყვე­ლა ხიდი, ყვე­ლა გვი­რა­ბი. გვაქვს ძა­ლი­ან ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. უკვე აღ­ვნიშ­ნე სკო­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, ასე­ვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა. 800 სკო­ლას ჩა­უ­ტარ­დე­ბა სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში კი­დევ უფრო მეტ ინ­ვეს­ტი­ცი­ას გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. და­ახ­ლო­ე­ბით ჯამ­ში 7 მი­ლი­არ­დი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას ვგეგ­მავთ მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ნიშ­ნავს მეტ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს, ძლი­ერ სო­ფელს, ძლი­ერ რე­გი­ო­ნებს. ფასი არ ექ­ნე­ბა ქა­ლა­ქე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, თუ რე­გი­ო­ნე­ბი თა­ნაბ­რად არ გან­ვი­თარ­და, ყვე­ლა ის სი­კე­თე, დოვ­ლა­თი და კე­თილ­დღე­ო­ბა, რო­მე­ლიც იქ­მნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თა­ნაბ­რად არ გა­და­ნა­წილ­და“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რა­მე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" და შე­იქ­მნა ათა­სო­ბით, სულ მცი­რე 20 ათა­სი ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი.

„მი­ლი­არ­დი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და და ახლა ჩვენ ვგეგ­მავთ, 2 მი­ლი­არდ 500 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას მომ­დევ­ნო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მი­ნი­მუმ 100 ათა­სი ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი შე­იქ­მნე­ბა და და­ფი­ნანსდე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 1 300-მდე ახა­ლი სა­წარ­მო, ეს პრო­ექ­ტე­ბი და ეს პროგ­რა­მე­ბი გვაქვს გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი იმგვა­რად, რომ თა­ნაბ­რად მოხ­დეს რე­გი­ო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ჩვენ გვაქვს შეს­წავ­ლი­ლი თი­თო­ე­უ­ლი რე­გი­ო­ნის, თი­თო­ე­უ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის პო­ტენ­ცი­ა­ლი და რე­სურ­სი. ყაზ­ბეგს - ამ უნი­კა­ლურ ად­გილს, რაც მთა­ვა­რია, რა თქმა უნდა, აქვს უზარ­მა­ზა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი. ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის, მათ შო­რის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი პროგ­რა­მე­ბის და­წყე­ბას ვგეგ­მავთ. ჩემი და­ვა­ლე­ბით ყვე­ლა სა­მი­ნის­ტრომ შე­ი­მუ­შა­ვა გრძელ­ვა­დი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის ხედ­ვა. ამ ფარ­გლებ­ში ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შე­იქ­მნე­ბა და აღ­დგე­ბა, ასე­ვე მო­ე­წყო­ბა ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი. თი­თო­ე­ულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი და პრო­ექ­ტე­ბი.

ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა და­ვუდ­გეთ ჩვენს გა­ჭირ­ვე­ბულ ხალ­ხს გვერ­დში და ერ­თად უნდა დავძლი­ოთ სი­ღა­რი­ბე და უმუ­შევ­რო­ბა, რო­მე­ლიც არის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და არა ის რა­ღაც გა­უ­აზ­რე­ბე­ლი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსარ­გებ­ლო და უსაგ­ნო პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სი­ე­ბი, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს დღეს პარ­ლა­მენ­ტში თუ პარ­ლა­მენტს გა­რეთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, ჩვენ და თქვენ, ყაზ­ბე­გე­ლებს, ასეთ გო­ნი­ერ, გა­მორ­ჩე­ულ, ბრძენ ხალ­ხს, კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ. შემ­თხვე­ვი­თი არ არის ის, ბა­ტო­ნე­ბო, რომ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გუნ­დი, „ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ ყო­ველ­თვის აგებ­და ყაზ­ბეგ­ში, მათ შო­რის მა­ში­ნაც კი, როცა ისი­ნი იყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ეს ადას­ტუ­რებს თქვენს გო­ნი­ე­რე­ბას, ჩემო ძვირ­ფა­სო, ბრძე­ნო ყაზ­ბე­გე­ლე­ბო, რომ არ­ჩევთ თეთ­რს და შავს, სი­მარ­თლეს და სი­ყალ­ბეს, ერ­თგუ­ლე­ბას და ღა­ლატს. ასე, რომ მინ­და კი­დევ ერთხელ გი­თხრათ, ჩვენ მტკი­ცედ გა­ვაგ­რძე­ლებთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მარ­თვას. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ იგებს და იმარ­ჯვებს ყვე­ლა ქა­ლაქ­ში და ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. ჩვენ არა­ვის მივ­ცემთ უფ­ლე­ბას, რომ რა­ი­მე პრო­ვო­კა­ცია მო­ა­წყოს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თქმით, ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და­მა­ჯე­რებ­ლად იგებს არ­ჩევ­ნებს ყვე­ლა ქა­ლაქ­ში და ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და ასე­ვე ერ­თი­ა­ნად, მტკი­ცედ, ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით გა­აგ­რძე­ლებს ქვეყ­ნის მსა­ხუ­რე­ბას, ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბას და გან­ვი­თა­რე­ბას.

„ჩვენს გუნდს და ჩვენს პარ­ტი­ას დღეს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ ჰყავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გა­ვი­მარ­ჯვებთ ყვე­ლა ქა­ლაქ­ში და ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნამ გა­აგ­რძე­ლოს მშვი­დი და სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა. ეს არ­ჩევ­ნე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ნა­ი­დან ჩვენ ვირ­ჩევთ ჩვენს მე­რებს, ანუ მათ, ვინც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას ად­გილ­ზე. ასე­ვე, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მომ­დევ­ნო 3 წელი ქვე­ყა­ნა­ში აღარ გა­ი­მარ­თე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი, ხალ­ხი და­ის­ვე­ნებს და ჩვენ ყვე­ლა­ნი კონ­ცენ­ტრი­რე­ბას მო­ვახ­დენთ საქ­მე­ზე, შრო­მა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ეს უნდა იყოს ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა და ჩვე­ნი მთა­ვა­რი საქ­მე“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმდენიიიი
1
იმდენი ამას გაუხმა ის თავკომბალა თავი..
111
1

და საიდან ეს თანხები ბატონო პრემიერო, თქვენ და თქვენი გუნდის მიერ ეგზომ დაბეჯითებით "მოძულებული შმაგი დასავლეთიდან" ხომ არა? 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მომდევნო წლებში ინფრასტრუქტურაზე 32 მლრდ ლარი, სოფლის მეურნეობაში კი - 7 მლრდ დაიხარჯება" - პრემიერის გრანდიოზული დაპირებები და "ოცნების" პროექტები

"მომდევნო წლებში ინფრასტრუქტურაზე 32 მლრდ ლარი, სოფლის მეურნეობაში კი - 7 მლრდ დაიხარჯება" - პრემიერის გრანდიოზული დაპირებები და "ოცნების" პროექტები

8 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი და სწორედ ამ მშვიდობამ და სტაბილურობამ მოიტანა განვითარება ყველა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ყაზბეგის მერობის კანდიდატის, ბაკურ ავსაჯანიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველა მიმართულებით არის პროგრესი, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა, თუ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სერიოზული, ხელშესახები პროგრამების ამოქმედება, როგორიც არის „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“.

„უამრავი სხვა პროგრამა და პროექტი განხორციელდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. თუნდაც, გზების მშენებლობაში ჩვენ მილიარდობით ლარი დავხარჯეთ. ჯამში 10 ათასი კილომეტრი გზის რეაბილიტაცია მოხდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. ხიდების მშენებლობა, სკოლების რეაბილიტაცია, 170 ახალი სკოლა აშენდა და 250 სკოლის სრული განახლება-რეაბილიტაცია მოვახერხეთ ამ მოკლე პერიოდში. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. გვჭირდება უფრო მეტი საქმის გაკეთება. ჩვენ ახლახან ვიმყოფებოდით ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობის დასათვალიერებლად, დაიწყო მართლაც საუკუნის პროექტი. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც იქნება გამორჩეული მთელს რეგიონში. თუნდაც ეს გვირაბი, იქნება 9 კმ-იანი, 15 მეტრი დიამეტრის გვირაბი, რომელიც უნიკალურია მთელს რეგიონში. ეს პროექტი არა მხოლოდ ყაზბეგელებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი ქვეყნისა და რეგიონისთვის. ვიცი, რომ ზამთარში 100 დღის განმავლობაში იკეტება გზა და დღეში 3-4 ათასი ავტომანქანის გადაადგილება ხორციელდება, რაც დაკავშირებულია საცობებთან და ა.შ.. თუნდაც ეს ერთ კონკრეტული პროექტი რომ განვიხილოთ და ჩვენი მთავრობის პოლიტიკა რომ კიდევ ერთხელ შევაფასოთ, ის, რა თქმა უნდა, განტვირთავს გზებზე არსებულ მძიმე მოძრაობას, აღარასოდეს ჩაიკეტება ეს გზა და რაც მთავარია, მას შემდეგ, რაც დასრულდება ნატახტარის მონაკვეთი, დაახლოებით 1,5 საათში ჩამოვალთ თბილისიდან ყაზბეგში. ასევე განიტვირთება გუდაური, რომელიც უნდა გარდავქმნათ და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, ევროპული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საკურორტო ადგილად. გუდაური მართლაც უნიკალურია. გუდაურში ჩავალთ 1 საათში. ასევე შენდება 5 გვირაბი, ეს არის 23-კილომეტრიანი ახალი გზა, გუდაურის შემოვლითი გზა. ჯამში იქნება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, განტვირთული, უსაფრთხო გზები და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის კომფორტული გადაადგილება. გუდაურში მიმდინარეობს ძალიან მასშტაბური სამუშაოები. დავასრულეთ კობი-გუდაურის ახლი საბაგირო გზა, რომელიც დაახლოებით 80 მილიონი ლარი დაჯდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებას ძალიან ბევრი გეგმა და ამოცანა აქვს ყველა მიმართულებით; ინფრასტრუქტურაზე 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება მომდევნო წლების განმავლობაში.

„სრულად მოწესრიგდება ყველა გზა, ყველა ხიდი, ყველა გვირაბი. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები განათლების მიმართულებით. უკვე აღვნიშნე სკოლების მშენებლობა, ასევე მინდა აღვნიშნო პროფესიული სასწავლებლების მშენებლობის მნიშვნელობა. 800 სკოლას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია თანამედროვე, ევროპული სტანდარტის მიხედვით. სოფლის მეურნეობაში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას განვახორციელებთ. დაახლოებით ჯამში 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში, რაც ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილებს, ძლიერ სოფელს, ძლიერ რეგიონებს. ფასი არ ექნება ქალაქების განვითარებას, თუ რეგიონები თანაბრად არ განვითარდა, ყველა ის სიკეთე, დოვლათი და კეთილდღეობა, რომელიც იქმნება ქვეყანაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით თანაბრად არ გადანაწილდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრამები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, წარმატებული აღმოჩნდა "აწარმოე საქართველოში" და შეიქმნა ათასობით, სულ მცირე 20 ათასი ახალი სამუშაო ადგილი.

„მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და ახლა ჩვენ ვგეგმავთ, 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას მომდევნო სამი წლის განმავლობაში. მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და დაფინანსდება დაახლოებით 1 300-მდე ახალი საწარმო, ეს პროექტები და ეს პროგრამები გვაქვს გადანაწილებული იმგვარად, რომ თანაბრად მოხდეს რეგიონების განვითარება. ჩვენ გვაქვს შესწავლილი თითოეული რეგიონის, თითოეული მუნიციპალიტეტის პოტენციალი და რესურსი. ყაზბეგს - ამ უნიკალურ ადგილს, რაც მთავარია, რა თქმა უნდა, აქვს უზარმაზარი პოტენციალი. ტურიზმის განვითარების, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სერიოზული პროგრამების დაწყებას ვგეგმავთ. ჩემი დავალებით ყველა სამინისტრომ შეიმუშავა გრძელვადიანი განვითარების ხედვა. ამ ფარგლებში ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება და აღდგება, ასევე მოეწყობა ახალი ტურისტული ლოკაციები. თითოეულ მუნიციპალიტეტზე იქნება მორგებული სპეციალური პროგრამები და პროექტები.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ ჩვენს გაჭირვებულ ხალხს გვერდში და ერთად უნდა დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა, რომელიც არის მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და არა ის რაღაც გაუაზრებელი და აბსოლუტურად უსარგებლო და უსაგნო პოლიტიკური დისკუსიები, რომელიც მიმდინარეობს დღეს პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენ და თქვენ, ყაზბეგელებს, ასეთ გონიერ, გამორჩეულ, ბრძენ ხალხს, კარგად მოგეხსენებათ. შემთხვევითი არ არის ის, ბატონებო, რომ ყოფილი ხელისუფლების გუნდი, „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის აგებდა ყაზბეგში, მათ შორის მაშინაც კი, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. ეს ადასტურებს თქვენს გონიერებას, ჩემო ძვირფასო, ბრძენო ყაზბეგელებო, რომ არჩევთ თეთრს და შავს, სიმართლეს და სიყალბეს, ერთგულებას და ღალატს. ასე, რომ მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მართვას. „ქართული ოცნება“ იგებს და იმარჯვებს ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს არჩევნებს ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში და ასევე ერთიანად, მტკიცედ, ერთიანი ძალისხმევით გააგრძელებს ქვეყნის მსახურებას, ქვეყნის გაძლიერებას და განვითარებას.

„ჩვენს გუნდს და ჩვენს პარტიას დღეს ალტერნატივა არ ჰყავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში, იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდი და სტაბილური განვითარება. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ვირჩევთ ჩვენს მერებს, ანუ მათ, ვინც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას ადგილზე. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ გაიმართება არჩევნები, ხალხი დაისვენებს და ჩვენ ყველანი კონცენტრირებას მოვახდენთ საქმეზე, შრომასა და განვითარებაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და ჩვენი მთავარი საქმე“, - განაცხადა პრემიერმა.