სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო და 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - როგორ ეხმაურება თავდაცვის ექსმინისტრი განაჩენს
უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო და 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - როგორ ეხმაურება თავდაცვის ექსმინისტრი განაჩენს

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბულ სა­მარ­ცხვი­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­ჩივ­რებ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში. თა­დუ­მა­ძე და ივა­ნიშ­ვი­ლის ჯი­ბის სა­სა­მარ­თლო მხო­ლოდ იმის­თვის არ­სე­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი იკად­როს, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც მის­თვის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მიერ ხუ­თწ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის „ინი­ცი­ა­ტო­რი“ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლია.

„ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი იუ­რის­ტი­სა და ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ხე­ლით, უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯია მისი მხრი­დან, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის სა­კუ­თარ ვიწ­რო პო­ლი­ტი­კურ ამო­ცა­ნებ­ზე მორ­გე­ბი­სა. მე ჩემი ქვეყ­ნის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა გა­მაჩ­ნია. სწო­რედ ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა წარ­მო­ად­გენ­და და წარ­მო­ად­გენს მთა­ვარ მო­ტივს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბის აქ­ტი­უ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და თა­ნამ­დგო­მი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი - იქ­ნე­ბო­და ეს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მი თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გავ­ლე­ნე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი, და­სავ­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა. უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბულ სა­მარ­ცხვი­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­ჩივ­რებ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში. თა­დუ­მა­ძე და ივა­ნიშ­ვი­ლის ჯი­ბის სა­სა­მარ­თლო მხო­ლოდ იმის­თვის არ­სე­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი იკად­როს - მათ­სა­ვე სა­სა­მარ­თლოს ორ ინ­სტან­ცი­ა­ში ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით გა­მარ­თლე­ბი­სა და თით­ქმის ოთხწ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, საქ­მე ამ­გვა­რად შე­მო­ატ­რი­ა­ლოს. ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ უშუ­ა­ლო ინი­ცი­ა­ტო­რი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ამ უმ­სგავ­სო­ბი­სა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლის ბიჭი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლია. სწო­რედ ის ფიქ­რობს, რომ ამ­დაგ­ვა­რად და­ა­ში­ნებს ან და­მა­შან­ტა­ჟებს მე, ან ჩემს მიერ მხარ­და­ჭე­რილ ტე­ლე­ვი­ზი­ას. ეს კი­დევ ერთხელ მარ­წმუ­ნებს, რომ ის­ტო­რი­ის სწორ მხა­რეს ვარ და მიმ­ყა­რებს მო­ტი­ვა­ცი­ას, უფრო მეტი ენ­თუ­ზი­აზ­მით და­ვეხ­მა­რო თა­ვი­სუ­ფალ სი­ტყვას და ზო­გა­დად თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლას სა­ქარ­თვე­ლო­ში”, - წერს კე­ზე­რაშ­ვი­ლი.

უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი თან­ხის გაფ­ლან­გვის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

„სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის 2018 წლის 21 ივ­ნი­სის სა­კა­სა­ციო სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­ა­უქ­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დიდი ოდე­ნო­ბით სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი თან­ხის გაფ­ლან­გვი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი დ.კ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

დად­გინ­და, რომ 2008 წლის 10 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა დ.კ.-მ, მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რის - მისი მე­გობ­რის ო.შ.-ს და ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის სა­სარ­გებ­ლოდ თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის მიზ­ნით, ყო­ველ­გვა­რი სა­ფუძ­ვლი­სა და კომ­პა­ნი­ის შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შე, გა­მოს­ცა ბრძა­ნე­ბა ხსე­ნე­ბულ კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის შე­სა­ხებ. მან­ვე, სი­ტყვი­ე­რად და­ა­ვა­ლა, მას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პირს, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის იმ­ჟა­მინ­დელ უფ­როსს ა. ნ.-ს, კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის უპი­რო­ბოდ, სას­წრა­ფოდ, ყო­ველ­გვა­რი შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შე, იმა­ვე დღეს გა­ფორ­მე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ვა­ლე­ბა შეს­რუ­ლე­ბულ იქნა სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ბუ­ლე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვით, კერ­ძოდ, მან, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის შე­უ­მოწ­მებ­ლად, შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­უს­წავ­ლე­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის სა­თა­ნა­დო დე­პარ­ტა­მენ­ტებ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად და სა­ბან­კო და სხვა სა­ხის გა­რან­ტი­ე­ბის მო­თხოვ­ნის გა­რე­შე, ასე­ვე „სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას­თან დაშ­ვე­ბის ნე­ბარ­თვის არარ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იმა­ვე დღეს, 2008 წლის 10 იან­ვარს, კომ­პა­ნი­ას­თან გა­ა­ფორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის გეგ­მი­უ­რი საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის შე­სა­ხებ. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­ნი­სა­ზღვრა 5 685 000 ევ­როს ოდე­ნო­ბით, სა­ი­და­ნაც, დ.კ.-ს და­ვა­ლე­ბით 5 060 000 ევრო გა­და­ი­რი­ცხა კომ­პა­ნი­ის ან­გა­რიშ­ზე, ხოლო კომ­პა­ნი­ის მხრი­დან სა­ნაც­ვლოდ შე­სას­რუ­ლე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა - სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა - სა­ერ­თოდ არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა.

სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დ.კ. ცნო­ბილ იქნა დამ­ნა­შა­ვედ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით და ამა­ვე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, მას­ვე, 3 წლით ჩა­მო­ერ­თვა სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­ნიშ­ვნი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლი, 2012 წლის 29 დე­კემ­ბრის „ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნა­ხევ­რდა და სა­ბო­ლო­ოდ დ.კ.-ს გა­ნე­სა­ზღვრა 5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და 1 წლით და 6 თვით ჩა­მო­ერ­თვა და­ნიშ­ვნი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ამა­ვე საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბულ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ უფ­როსს ა.ნ.-ს, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მსჯავ­რდე­ბულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 342-ე მუხ­ლით 1-ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის, მის მი­მართ დად­გე­ნი­ლი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი უც­ვლე­ლად დარ­ჩა ძა­ლა­ში.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასე­ვე ვაც­ნო­ბებთ, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნი­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად გაფ­ლან­გუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­დან სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­და­რი­ცხუ­ლი თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბის, უკა­ნო­ნოდ და­უფ­ლე­ბუ­ლი თან­ხე­ბის სა­ბო­ლოო მე­სა­კუთ­რე­ე­ბის დად­გე­ნი­სა და აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სქე­მა­ში მო­ნა­წი­ლე პირ­თა გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით”, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
3

ეხლა კობახიძე აადუღეს! ღარიბაშვილი კაპიტალურზე ყავთ დაყენებული, მოტორი გადაეწვა!

Giusha3232
1

აუფ, გამომივიდა უფრთო ანგელოზი გაშიშვლებული ხმალი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო და 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - როგორ ეხმაურება თავდაცვის ექსმინისტრი განაჩენს

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო და 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - როგორ ეხმაურება თავდაცვის ექსმინისტრი განაჩენს

უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ სამარცხვინო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სტრასბურგის სასამართლოში. თადუმაძე და ივანიშვილის ჯიბის სასამართლო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ყველაფერი იკადროს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც მისთვის უზენაესი სასამართლოს მიერ ხუთწლიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.

დავით კეზერაშვილის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილების „ინიციატორი“ ირაკლი ღარიბაშვილია.

„ივანიშვილის პირადი იურისტისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ხელით, უზენაეს სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, კიდევ ერთი ნაბიჯია მისი მხრიდან, სასამართლო სისტემის საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ამოცანებზე მორგებისა. მე ჩემი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა გამაჩნია. სწორედ ეს პასუხისმგებლობა წარმოადგენდა და წარმოადგენს მთავარ მოტივს, წლების განმავლობაში, საქართველოში თავისუფლებისთვის ბრძოლის ნებისმიერი გამოვლინების აქტიური გულშემატკივარი და თანამდგომი ვყოფილიყავი - იქნებოდა ეს სამოქალაქო აქტივიზმი თუ ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი, დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული მედიასაშუალების მხარდაჭერა. უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ სამარცხვინო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სტრასბურგის სასამართლოში. თადუმაძე და ივანიშვილის ჯიბის სასამართლო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ყველაფერი იკადროს - მათსავე სასამართლოს ორ ინსტანციაში ჩემი უდანაშაულობის უტყუარი მტკიცებულებებით გამართლებისა და თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, საქმე ამგვარად შემოატრიალოს. ჩემთვის ცნობილია, რომ უშუალო ინიციატორი და ორგანიზატორი ამ უმსგავსობისა ივანიშვილის ხელის ბიჭი ირაკლი ღარიბაშვილია. სწორედ ის ფიქრობს, რომ ამდაგვარად დააშინებს ან დამაშანტაჟებს მე, ან ჩემს მიერ მხარდაჭერილ ტელევიზიას. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ და მიმყარებს მოტივაციას, უფრო მეტი ენთუზიაზმით დავეხმარო თავისუფალ სიტყვას და ზოგადად თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოში”, - წერს კეზერაშვილი.

უზენაესმა სასამართლომ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, საქართველოს პროკურატურის 2018 წლის 21 ივნისის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, გააუქმა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გამამართლებელი განაჩენი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვისათვის, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დ.კ. დამნაშავედ ცნო.

დადგინდა, რომ 2008 წლის 10 იანვარს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დ.კ.-მ, მასთან დაკავშირებული პირის - მისი მეგობრის ო.შ.-ს და ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ თანხების გაფლანგვის მიზნით, ყოველგვარი საფუძვლისა და კომპანიის შემოწმების გარეშე, გამოსცა ბრძანება ხსენებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. მანვე, სიტყვიერად დაავალა, მასთან დაახლოებულ პირს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელ უფროსს ა. ნ.-ს, კომპანიის წარმომადგენელთან ხელშეკრულების უპირობოდ, სასწრაფოდ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, იმავე დღეს გაფორმება. აღნიშნული დავალება შესრულებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების მოთხოვნების უხეში დარღვევით, კერძოდ, მან, იურიდიული პირის შეუმოწმებლად, შეთავაზებული მომსახურეობის საბაზრო ღირებულების შეუსწავლელად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სათანადო დეპარტამენტებთან შეუთანხმებლად და საბანკო და სხვა სახის გარანტიების მოთხოვნის გარეშე, ასევე „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვის არარსებობის მიუხედავად, იმავე დღეს, 2008 წლის 10 იანვარს, კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმიური საბრძოლო მომზადების შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 5 685 000 ევროს ოდენობით, საიდანაც, დ.კ.-ს დავალებით 5 060 000 ევრო გადაირიცხა კომპანიის ანგარიშზე, ხოლო კომპანიის მხრიდან სანაცვლოდ შესასრულებული ვალდებულება - სამხედრო წვრთნების ჩატარება - საერთოდ არ განხორციელებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დ.კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. აღნიშნული სასჯელი, 2012 წლის 29 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განახევრდა და საბოლოოდ დ.კ.-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლით და 6 თვით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ა.ნ.-ს, რომელიც თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დარჩა ძალაში.

საზოგადოებას ასევე ვაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დანაშაულებრივად გაფლანგული, საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხული თანხების მოძიების, უკანონოდ დაუფლებული თანხების საბოლოო მესაკუთრეების დადგენისა და აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.