სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილღვინოს ახალი კლიპი ნონა გაფრინდაშვილის წარმატების შესახებ
თბილღვინოს ახალი კლიპი ნონა გაფრინდაშვილის წარმატების შესახებ

ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე დღის წინ „თბილ­ღვი­ნომ“ ახა­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­მაც გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და მა­ყუ­რე­ბე­ლი სი­ა­მა­ყით აავ­სო.

“გა­დავ­წყვი­ტეთ, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლის, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ის­ტო­რია მოგ­ვე­თხრო მცი­რე სა­წყი­სე­ბი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მა­ტე­ბამ­დე. ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა შეძ­ლო და გახ­და ჭად­რა­კის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქალი დი­დოს­ტა­ტი მა­მა­კაც­თა შო­რის,“ – აცხა­დე­ბენ „თბილ­ღვი­ნო­ში“.

ვი­დე­ოკ­ლიპ­ში ვხე­დავთ, თუ რო­გორ და­ი­წყო ამ­ბა­ვი ზუგ­დი­დის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე და რო­გორ მი­ვი­და კა­ლი­ფორ­ნი­ამ­დე, ლოუნ პა­ი­ნამ­დე, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წყდა და ის­ტო­რია და­ი­წე­რა.

ნა­მუ­შე­ვარ­ში მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის ფიქ­რე­ბი, ემო­ცი­ე­ბი და გან­ცდე­ბი მხატ­ვრუ­ლად არის გად­მო­ცე­მუ­ლი და გვიჩ­ვე­ნებს, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წარ­სუ­ლი ყო­ვე­ლი დიდი წარ­მა­ტე­ბის­თვის, თუ რო­გორ გაძ­ლი­ე­რებს სა­წყი­სი წერ­ტი­ლის ცოდ­ნა მიზ­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დგომ ახ­დე­ნილ ოც­ნე­ბას კი აზრს ანი­ჭებს და სხვის­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ იქ­ცე­ვა.

"თბილ­ღვი­ნოც“ გა­დის იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე გზას, რაც მცი­რე ქვეყ­ნი­დან დიდი, სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვა­დაა სა­ჭი­რო - ამ დრო­ის­თვის, ბრენ­დი მსოფ­ლი­ოს 30 ქვე­ყა­ნა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. კომ­პა­ნია კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში 355 ჰექ­ტარ ფარ­თობ­ზე გა­შე­ნე­ბულ ვე­ნა­ხებს ფლობს და უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­სა და ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწყობს ხელს.

„ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მე­ტად გავ­ცდეთ სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს და ქარ­თულ ღვი­ნოს მსოფ­ლიო ცნო­ბა­დო­ბა მო­ვუ­ტა­ნოთ. ამ კუ­თხით ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წარ­მა­ტე­ბა კი 2020 წელს ლონ­დონ­ში, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ კონ­კურ­სზე The International Wine Challenge, სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნო­ებს შო­რის „თბილ­ღვი­ნოს“ სა­ფე­რა­ვის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ჩემ­პი­ო­ნი წი­თე­ლი ღვი­ნის ტი­ტუ­ლია, რაც ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბაა“ – აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის კუ­თხით, არც მიმ­დი­ნა­რე წელი იყო გა­მო­ნაკ­ლი­სი. „თბილ­ღვი­ნომ“ 2021 წელს, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ კონ­კურ­სებ­ზე: International Wine Challenge, International Wine & Spirits Competition და Decanter, 47 ჯილ­დო მო­ი­პო­ვა.

ვი­დე­ოკ­ლი­პის კონ­ცეფ­ცია და სცე­ნა­რი სა­ა­გენ­ტომ „Hans & Gruber“ შექ­მნა, კლი­პის გა­და­ღე­ბა­ზე კი „კიო ფრო­დაქ­შენ­მა“ რე­ჟი­სორ დათო ბორჩხა­ძეს­თან ერ­თად იმუ­შა­ვა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

თბილღვინოს ახალი კლიპი ნონა გაფრინდაშვილის წარმატების შესახებ

თბილღვინოს ახალი კლიპი ნონა გაფრინდაშვილის წარმატების შესახებ

ნონა გაფრინდაშვილის ისტორიის შესახებ რამდენიმე დღის წინ „თბილღვინომ“ ახალი ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელმაც გამოჩენისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა და მაყურებელი სიამაყით აავსო.

“გადავწყვიტეთ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველის, ნონა გაფრინდაშვილის ისტორია მოგვეთხრო მცირე საწყისებიდან საერთაშორისო წარმატებამდე. ნონა გაფრინდაშვილმა შეძლო და გახდა ჭადრაკის ისტორიაში პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცთა შორის,“ – აცხადებენ „თბილღვინოში“.

ვიდეოკლიპში ვხედავთ, თუ როგორ დაიწყო ამბავი ზუგდიდის რკინიგზის სადგურზე და როგორ მივიდა კალიფორნიამდე, ლოუნ პაინამდე, სადაც ყველაფერი გადაწყდა და ისტორია დაიწერა.

ნამუშევარში მთავარი პერსონაჟის ფიქრები, ემოციები და განცდები მხატვრულად არის გადმოცემული და გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წარსული ყოველი დიდი წარმატებისთვის, თუ როგორ გაძლიერებს საწყისი წერტილის ცოდნა მიზნისკენ მიმავალ გზაზე, გამარჯვების შემდგომ ახდენილ ოცნებას კი აზრს ანიჭებს და სხვისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა.

"თბილღვინოც“ გადის იმ გამოწვევებით სავსე გზას, რაც მცირე ქვეყნიდან დიდი, საერთაშორისო წარმატების მისაღწევადაა საჭირო - ამ დროისთვის, ბრენდი მსოფლიოს 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია კახეთის რეგიონში 355 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ ვენახებს ფლობს და უძველესი ქართული ვაზის ჯიშების გავრცელებასა და ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

„ჩვენი მიზანია, მეტად გავცდეთ საქართველოს ფარგლებს და ქართულ ღვინოს მსოფლიო ცნობადობა მოვუტანოთ. ამ კუთხით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება კი 2020 წელს ლონდონში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე The International Wine Challenge, საუკეთესო ღვინოებს შორის „თბილღვინოს“ საფერავის მიერ მოპოვებული ჩემპიონი წითელი ღვინის ტიტულია, რაც ქართული ღვინის ისტორიული გამარჯვებაა“ – აცხადებენ კომპანიაში.

საერთაშორისო აღიარების კუთხით, არც მიმდინარე წელი იყო გამონაკლისი. „თბილღვინომ“ 2021 წელს, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსებზე: International Wine Challenge, International Wine & Spirits Competition და Decanter, 47 ჯილდო მოიპოვა.

ვიდეოკლიპის კონცეფცია და სცენარი სააგენტომ „Hans & Gruber“ შექმნა, კლიპის გადაღებაზე კი „კიო ფროდაქშენმა“ რეჟისორ დათო ბორჩხაძესთან ერთად იმუშავა.

R