კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის არჩევნები, რომლისგანაც დაიწყება ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში" - გიორგი გახარიამ ზემო სვანეთში მესტიის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
"ეს არის არჩევნები, რომლისგანაც დაიწყება ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში" - გიორგი გახარიამ ზემო სვანეთში მესტიის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ეს არის არ­ჩევ­ნე­ბი, რომ­ლის­გა­ნაც და­ი­წყე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და და­ი­წყე­ბა რე­ა­ლუ­რი წინსვლა, - ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სვა­ნეთ­ში, მეს­ტი­ის მე­რო­ბის და მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბის წარ­დგე­ნის დროს გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბის დღეა რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო.

“მო­გეხ­სე­ნე­ბათ სულ ახ­ლა­ხანს ჩვენ გავ­ხსე­ნით პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ მეს­ტი­ა­ში ოფი­სი, რაც ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვია და ამა­ვე დროს სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ვი­წყებთ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ზე ღირ­სე­უ­ლი სვა­ნე­თის შვი­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჩვე­ნი პარ­ტი­ის სა­ხე­ლით და მე პა­ტი­ვი მაქვს თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი დღეს გა­ვაც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას. გარ­და ამი­სა, მინ­და გი­თხრათ, რომ ჩვენ ბევ­რჯერ ვთქვით, რომ ვერ­თი­ან­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, მაგ­რამ არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ და ეს პრინ­ცი­პუ­ლი სი­ტყვე­ბია. პრინ­ცი­პუ­ლი სი­ტყვე­ბია იმი­ტომ, რომ ჩვენ ვინ­მეს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა არა­სო­დეს არ უნდა გავ­ხა­დოთ თვით­მი­ზა­ნი. ჩვენ ყვე­ლამ უნდა ვიბ­რძო­ლოთ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის­თვის და თი­თო­ე­ულ რე­გი­ონ­ში, სვა­ნეთ­ში, მეს­ტი­ა­ში ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ შევ­ქმნათ უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლი ქვეყ­ნის­თვის, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის და ჩვე­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის­თვის. ამ შე­მარ­თე­ბით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი ჩა­ერ­თვე­ბა ამ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში და იბ­რძო­ლებს გა­მარ­ჯვე­ბის­თვის. კამ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც არის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რა­მე­თუ ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს არ არის მხო­ლოდ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი. ეს არ­ჩევ­ნე­ბი დიდი ხა­ნია გას­ცდა უკვე მუ­ნი­ცი­პა­ლურ დო­ნეს. ეს არის არ­ჩევ­ნე­ბი, რომ­ლის­გა­ნაც და­ი­წყე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და და­ი­წყე­ბა რე­ა­ლუ­რი წინსვლა. ჩვენ ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს ის, რომ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი იყო ქვე­ყა­ნა­ში, თუმ­ცა დღეს, ჩვენ ერთ ად­გილ­ზე ვდგა­ვართ სამ­წუ­ხა­როდ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით უკა­ნაც ვი­ხევთ და ჩვენ ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა და­ვას­რუ­ლოთ. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი, რაც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და, უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე და­ვა­შე­ნოთ ახა­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის ის­ტო­რია", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის მხრი­დან მეს­ტი­ის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი მალ­ხაზ უდე­სი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

„პარ­ტი­ამ „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი და­ა­სა­ხე­ლა:

1. გი­ორ­გი გვარ­ლი­ა­ნი - მეს­ტია;

2. ვიკა ფილ­ფა­ნი - ლენ­ჯე­რის თემი;

3. ნანა მუშ­კუ­დი­ა­ნი - ლა­ხა­მუ­ლა, ხა­ი­ში, იდ­ლი­ა­ნის თემი;

4. რა­მაზ გერ­ლი­ა­ნი - ეცე­რი, ცხუ­მა­რის თემი;

5. ზურა დევ­და­რი­ა­ნი - მუ­ლა­ხის თემი;

6. მი­რან­და აფ­რა­სი­ძე - ბე­ჩოს თემი;

7. ლერი ნარ­სა­ვი­ძე - ჭუ­ბე­რის თემი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
41
1

სუფთა მაზაკვალი კაცია.)

გივი
1

იმედი სიამაყით აცხადებს რომ გახარიას გუნდს ტოვებს ხალხი.იმას არ აფიქსირებენ რომ კიარ ტოვებს ატოვებინებენ ძალით

ავტორი:

"ეს არის არჩევნები, რომლისგანაც დაიწყება ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში" - გიორგი გახარიამ ზემო სვანეთში მესტიის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

"ეს არის არჩევნები, რომლისგანაც დაიწყება ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში" - გიორგი გახარიამ ზემო სვანეთში მესტიის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ეს არის არჩევნები, რომლისგანაც დაიწყება ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში და დაიწყება რეალური წინსვლა, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ სვანეთში, მესტიის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობის დღეა რამდენიმე მიზეზის გამო.

“მოგეხსენებათ სულ ახლახანს ჩვენ გავხსენით პარტია „საქართველოსთვის“ მესტიაში ოფისი, რაც ჩვენთვის დიდი პატივია და ამავე დროს სულ რამდენიმე დღეში ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, რომელშიც ყველაზე ღირსეული სვანეთის შვილები იქნებიან წარმოდგენილი ჩვენი პარტიის სახელით და მე პატივი მაქვს თითოეული თქვენგანი დღეს გავაცნო საზოგადოებას. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ და ეს პრინციპული სიტყვებია. პრინციპული სიტყვებია იმიტომ, რომ ჩვენ ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლა არასოდეს არ უნდა გავხადოთ თვითმიზანი. ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ საქართველოსთვის, საქართველოს წინსვლისთვის და თითოეულ რეგიონში, სვანეთში, მესტიაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევქმნათ უკეთესი მომავალი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტებისთვის. ამ შემართებით დარწმუნებული ვარ თითოეული თქვენგანი ჩაერთვება ამ საარჩევნო კამპანიაში და იბრძოლებს გამარჯვებისთვის. კამპანიაში, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები. ეს არჩევნები დიდი ხანია გასცდა უკვე მუნიციპალურ დონეს. ეს არის არჩევნები, რომლისგანაც დაიწყება ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში და დაიწყება რეალური წინსვლა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული ცვლილებები იყო ქვეყანაში, თუმცა დღეს, ჩვენ ერთ ადგილზე ვდგავართ სამწუხაროდ. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი მიმართულებით უკანაც ვიხევთ და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგი, რაც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, უნდა შევინარჩუნოთ და ამ ყველაფერზე დავაშენოთ ახალი წარმატებების ისტორია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას პარტიის მხრიდან მესტიის მერობის კანდიდატი მალხაზ უდესიანი იქნება.

„პარტიამ „საქართველოსთვის“ მესტიის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა:

1. გიორგი გვარლიანი - მესტია;

2. ვიკა ფილფანი - ლენჯერის თემი;

3. ნანა მუშკუდიანი - ლახამულა, ხაიში, იდლიანის თემი;

4. რამაზ გერლიანი - ეცერი, ცხუმარის თემი;

5. ზურა დევდარიანი - მულახის თემი;

6. მირანდა აფრასიძე - ბეჩოს თემი;

7. ლერი ნარსავიძე - ჭუბერის თემი.