სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ჩნდება ვირუსის ახალი შტამები? - "ახალი მუტაციის გამოჩენამ სამხრეთ აფრიკაში, შეიძლება ისევ აალაპარაკოს ანტივაქსერები და მათი მომხრე ქართველი "ინფექციონისტი"
როგორ ჩნდება ვირუსის ახალი შტამები? - "ახალი მუტაციის გამოჩენამ სამხრეთ აფრიკაში, შეიძლება ისევ აალაპარაკოს ანტივაქსერები და მათი მომხრე ქართველი "ინფექციონისტი"

ნორ­ვე­გი­ის სა­მე­ფოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი, ზაზა წე­რე­თე­ლი სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის გა­მო­ჩე­ნა­ზე წერს და გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს, თუ რო­გორ ჩნდე­ბა ვირუ­სის ახა­ლი მუ­ტა­ცი­ე­ბი:

"ახა­ლი მუ­ტა­ცი­ის გა­მო­ჩე­ნამ სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში, შე­იძ­ლე­ბა ისევ აა­ლა­პა­რა­კოს ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი და მათი მომ­ხრე ქარ­თვე­ლი "ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი", რომ ამ შტა­მე­ბის უკან მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის ვაქ­ცი­ნა­ცია, ამი­ტომ რა­მო­დე­ნი­მე გან­მარ­ტე­ბა, სა­ნამ ისი­ნი სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბულ აჟი­ო­ტაჟს ატე­ხენ:

1) ახა­ლი მუ­ტა­ცი­ის გა­ჩე­ნი­სათ­ვის ინ­ფი­ცი­რე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბას აქვს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა. რაც უფრო დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა და რჩე­ბა ვირუ­სი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში, მით უფრო მეტი დრო აქვს მას შე­ის­წავ­ლოს, მო­ახ­დი­ნოს ადაპ­ტა­ცია და გა­მო­ი­მუ­შა­ვოს ახა­ლი ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც გვერდს აუვ­ლის ადა­მი­ა­ნის დაც­ვას. ამის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც აღ­წე­რი­ლია ბოს­ტონ­ში, ერთ იმუ­ნო­კომ­პრო­მი­სულ მა­მა­კაც­თან, რო­მე­ლიც იყო ინ­ფექ­ცი­უ­რი 155 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და ამ დროს გა­ნუ­ვი­თარ­და ვირუ­სი 20 მუ­ტა­ცი­ით! ამი­ტო­მაც არის ვაქ­ცი­ნე­ბი ამ შან­სის შე­სამ­ცი­რებ­ლად. ვაქ­ცი­ნე­ბი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რისკს ასე­ვე ინ­ფექ­ცი­ის დროს ამ­ცი­რე­ბენ!

ამ­რი­გად, თუ ადა­მი­ა­ნი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია, ვა­რი­ან­ტე­ბის რის­კი ნაკ­ლე­ბია.

2) კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი გავ­რცე­ლე­ბა არის ის, რაც ვირუსს აძ­ლევს უფრო მეტ შანსს იყოს ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ში და ის­წავ­ლოს ადაპ­ტი­რე­ბა იმ სხე­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც არ აქვს მზად იმუ­ნი­ტე­ტი. კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­უ­ფერ­ხე­ბელ გავ­რცე­ლე­ბას კი ხელს უწყობს აუც­რე­ლო­ბა!

3) მეც­ნი­ე­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რაც იწ­ვევს ახალ მო­უ­ლოდ­ნელ ვა­რი­ან­ტებს, ხში­რად არის იმუ­ნო­კომ­პრო­მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ვირუსს სწრა­ფად ვერ ებ­რძვის და მას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩეს მათ სხე­ულ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, შე­ის­წავ­ლოს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი და მო­ახ­დი­ონს ახა­ლი ვა­რი­ან­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ამი­ტო­მაც არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გა­და­წყდა, რომ ასეთ ადა­მი­ა­ნებს ბუს­ტერ დო­ზე­ბი გა­უ­კეთ­დეს.

4) თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, დელ­ტა მო­ვი­და ინ­დო­ე­თი­დან (ძა­ლი­ან და­ბა­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მოც­ვით, მაგ­რამ ინ­ფი­ცი­რე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით) და ასე­ვე #C12 სამ­ხრეთ აფ­რი­კი­დან, რო­მელ­საც ასე­ვე აქვს ძა­ლი­ან და­ბა­ლი - 8% სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მაგ­რამ ინ­ფი­ცი­რე­ბის დიდი ტალ­ღე­ბი. რო­გორც ხე­დავთ ეს ახა­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი მო­ვი­და და­ბა­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მოც­ვის ქვეყ­ნე­ბი­დან.

ასე რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია აც­რე­ბი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მთელს მსოფ­ლი­ო­ში აიც­რას ყვე­ლა და არა მარ­ტო, რა­მო­დე­ნი­მე გან­ყე­ნე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში. მარ­ტი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბაა - რაც უფრო მა­ღა­ლია გა­და­ცე­მა/ინ­ფექ­ცია, მით უფრო სა­ვა­რა­უ­დოა ახა­ლი მუ­ტა­ცი­ე­ბის წარ­მოქ­მნა.

ვირუ­სის გა­და­ცე­მას/ინ­ფექ­ცი­ას კი ვაქ­ცი­ნა­ცია ამ­ცი­რებს!", - წერს ზაზა წე­რე­თე­ლი

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
0

ვინც ძილბურანში ხართ კიდევ და სერიალების პერსონაჟებით არსებობთ, დაუბრუნდით რეალობას! 

!
8

სამხრეთ აფრიკაში ნოვოვაქსის ახალი ვაქცინის კლინიკური კვლევის მესამე ეტაპი მიდიოდა მასშტაბურად. წერეთელი გასაგები მიზეზების გამო გამორიცხავს ახალი შტამების მიზეზად ვაქცინირება დაასახელოს თუმცა მისი თეორია მხოლოდ მის პირად ვარაუდებზეა დაფუძნებული მხოლოდ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

როგორ ჩნდება ვირუსის ახალი შტამები? - "ახალი მუტაციის გამოჩენამ სამხრეთ აფრიკაში, შეიძლება ისევ აალაპარაკოს ანტივაქსერები და მათი მომხრე ქართველი "ინფექციონისტი"

როგორ ჩნდება ვირუსის ახალი შტამები? - "ახალი მუტაციის გამოჩენამ სამხრეთ აფრიკაში, შეიძლება ისევ აალაპარაკოს ანტივაქსერები და მათი მომხრე ქართველი "ინფექციონისტი"

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამის გამოჩენაზე წერს და განმარტებას აკეთებს, თუ როგორ ჩნდება ვირუსის ახალი მუტაციები:

"ახალი მუტაციის გამოჩენამ სამხრეთ აფრიკაში, შეიძლება ისევ აალაპარაკოს ანტივაქსერები და მათი მომხრე ქართველი "ინფექციონისტი", რომ ამ შტამების უკან მთავარი პრობლემა არის ვაქცინაცია, ამიტომ რამოდენიმე განმარტება, სანამ ისინი საფუძველს მოკლებულ აჟიოტაჟს ატეხენ:

1) ახალი მუტაციის გაჩენისათვის ინფიცირების ხანგრძლივობას აქვს დიდი მნიშვნელობა. რაც უფრო დიდხანს გრძელდება და რჩება ვირუსი ადამიანის ორგანიზმში, მით უფრო მეტი დრო აქვს მას შეისწავლოს, მოახდინოს ადაპტაცია და გამოიმუშავოს ახალი ვარიანტი, რომელიც გვერდს აუვლის ადამიანის დაცვას. ამის ერთ-ერთი მაგალითია შემთხვევა, რომელიც აღწერილია ბოსტონში, ერთ იმუნოკომპრომისულ მამაკაცთან, რომელიც იყო ინფექციური 155 დღის განმავლობაში და ამ დროს განუვითარდა ვირუსი 20 მუტაციით! ამიტომაც არის ვაქცინები ამ შანსის შესამცირებლად. ვაქცინები დაინფიცირების რისკს ასევე ინფექციის დროს ამცირებენ!

ამრიგად, თუ ადამიანი ვაქცინირებულია, ვარიანტების რისკი ნაკლებია.

2) კორონავირუსის შეუფერხებელი გავრცელება არის ის, რაც ვირუსს აძლევს უფრო მეტ შანსს იყოს ადამიანის სხეულში და ისწავლოს ადაპტირება იმ სხეულის წინააღმდეგ, რომელსაც არ აქვს მზად იმუნიტეტი. კორონავირუსის შეუფერხებელ გავრცელებას კი ხელს უწყობს აუცრელობა!

3) მეცნიერები ფიქრობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რაც იწვევს ახალ მოულოდნელ ვარიანტებს, ხშირად არის იმუნოკომპრომისული ადამიანი, რომელიც ვირუსს სწრაფად ვერ ებრძვის და მას საშუალებას აძლევს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩეს მათ სხეულში, შესაბამისად, შეისწავლოს ადამიანის ორგანიზმი და მოახდიონს ახალი ვარიანტის ჩამოყალიბება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი და გადაწყდა, რომ ასეთ ადამიანებს ბუსტერ დოზები გაუკეთდეს.

4) თუ დავაკვირდებით, დელტა მოვიდა ინდოეთიდან (ძალიან დაბალი ვაქცინაციის მოცვით, მაგრამ ინფიცირების მაღალი მაჩვენებლებით) და ასევე #C12 სამხრეთ აფრიკიდან, რომელსაც ასევე აქვს ძალიან დაბალი - 8% სრულად ვაქცინირებული მაჩვენებელი, მაგრამ ინფიცირების დიდი ტალღები. როგორც ხედავთ ეს ახალი ვარიანტები მოვიდა დაბალი ვაქცინაციის მოცვის ქვეყნებიდან.

ასე რომ აუცილებელია აცრები და აუცილებელია, მთელს მსოფლიოში აიცრას ყველა და არა მარტო, რამოდენიმე განყენებულ ქვეყანაში. მარტივი მეცნიერებაა - რაც უფრო მაღალია გადაცემა/ინფექცია, მით უფრო სავარაუდოა ახალი მუტაციების წარმოქმნა.

ვირუსის გადაცემას/ინფექციას კი ვაქცინაცია ამცირებს!", - წერს ზაზა წერეთელი