კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩამოსულებს შორის არიან ბავშვებიც, რომლებიც მშობლებმა ჯარისკაცებს გადასცეს და თვითმფრინავს გამოაყოლეს გადასარჩენად" - რას წერს მსოფლიო პრესა ავღანეთიდან დევნილებზე
"ჩამოსულებს შორის არიან ბავშვებიც, რომლებიც მშობლებმა ჯარისკაცებს გადასცეს და თვითმფრინავს გამოაყოლეს გადასარჩენად" - რას წერს მსოფლიო პრესა ავღანეთიდან დევნილებზე

მსოფ­ლიო პრე­სა აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებს ავ­ღა­ნე­თი­დან დევ­ნილ­თა ევა­კუ­ა­ცი­ის პრო­ცესს. "და­ლა­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ქა­ბუ­ლი­დან გა­მოფ­რე­ნი­ლი ამე­რი­კუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბის დაშ­ვე­ბის შემ­დეგ, ავ­ღა­ნე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბი ავ­ტო­ბუ­სებ­ში ჩას­ხეს და იქვე ახ­ლოს მდე­ბა­რე ფერ­ფაქ­სის ოკ­რუ­გში მდე­ბა­რე სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამ ობი­ექ­ტის ფარ­თო­ბი 100 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია და ის დრო­ე­ბით თავ­შე­საფ­რად არის გა­და­კე­თე­ბუ­ლი“, - წერს გა­ზე­თი "ვა­შინგტონ პოს­ტი“ («The Washington Post») სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით" "პირ­ვე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბი ავ­ღა­ნე­თი­დან: ისი­ნი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მში­ერ-მწყურ­ვა­ლე­ბი იყ­ვნენ“ (ავ­ტო­რი - ან­ტო­ნიო ოლი­ვო).

"ქა­ბუ­ლი­დან გაფ­რე­ნას ლტოლ­ვი­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე დღე ელოდ­ნენ. "ხუთი დღე-ღამე არ გვი­ჭა­მია და არც გვძი­ნე­ბია“, - ამ­ბობს ერთ-ერთი ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი ავ­ღა­ნე­ლი, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ ვირ­ჯი­ნი­ა­ში ცოლ­თან - ბე­ნა­ზირ­თან და წლი­ნა­ხევ­რის შვილ­თან ერ­თად ჩაფ­რინ­და. იგი გა­ზე­თის ჟურ­ნა­ლისტს და­სი­ე­ბულ ფე­ხებს აჩ­ვე­ნებს - "სიჩ­ქა­რე­ში ფეხ­საც­მე­ლე­ბი დავ­კარ­გე და დღემ­დე არა­ფე­რი ჩა­მიც­ვამს“.

ვირ­ჯი­ნი­ა­ში ჩა­მო­სუ­ლებს შო­რის არი­ან ბავ­შვე­ბიც, რომ­ლე­ბიც, რო­გორც ჩანს, მშობ­ლებ­მა ჯა­რის­კა­ცებს გა­დას­ცეს და თვითმფრი­ნავს გა­მო­ა­ყო­ლეს გა­და­სარ­ჩე­ნად, თვი­თონ კი პრობ­ლე­მე­ბით სავ­სე ავ­რა­ნეთ­ში დარ­ჩნენ. რა ბედი ეწე­ვათ ამ ბავ­შვებს, ჯერ გა­ურ­კვე­ვე­ლია. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უარი გა­ნა­ცხა­და იმის კო­მენ­ტი­რე­ბა­ზე, მი­ი­ღებს თუ არა ამე­რი­კა მო­მა­ვალ­ში იმ ავ­ღა­ნელ ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც მშობ­ლე­ბი არ ახ­ლავს.

"ეს არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ფაქ­ტია“, - ამ­ბობს გა­ზე­თის ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უ­ბარ­ში ავ­ღა­ნუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის მქო­ნე ამე­რი­კე­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

"დღეს­დღე­ო­ბით, მათი ბედი, ვინც ამე­რი­კა­ში ჩა­მოს­ვლა შეძ­ლო, მაგ­რამ სა­ცხოვ­რებ­ლად დარ­ჩე­ნი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი არ აქვს, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია“, - წერს "ვა­შინგტონ პოს­ტი“. წყა­რო

რო­გორც ფი­ნუ­რი გა­ზე­თი "ჰელ­სინ­კი თა­იმ­სი“ («The Helsinki Times») წერს სტა­ტი­ა­ში "ავ­ღა­ნე­თი­დან ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლე­ბი ფი­ნეთ­ში ოთხწ­ლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ“ (ავ­ტო­რი - ალექს ტა­ი­ვა­ი­ნე­ნი), ლტოლ­ვი­ლე­ბი თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბი­სათ­ვის ჩვე­უ­ლებ­რივ სტან­დარ­ტულ პრო­ცე­დუ­რას არ გა­ივ­ლი­ან.

ფი­ნე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მა­რია ოხი­სა­ლოს ("მწვა­ნე­თა“ პარ­ტი­ი­დან) გან­ცხა­დე­ბით, "მთავ­რო­ბამ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმი­ტომ მი­ი­ღო, რომ ავ­ღა­ნეთ­ში სი­ტუ­ა­ცია ექ­სტრა­ორ­დი­ნა­რუ­ლია“. პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მან ხაზი გა­უს­ვა: "ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თვლის, რომ ფი­ნე­თი უნდა და­ეხ­მა­როს იმ ავ­ღა­ნე­ლებს, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ“.

იარი კი­ა­ხკო­ნენ­მა, ფი­ნე­თის იმიგ­რა­ცი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის (Migri) გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა გან­მარ­ტა, რომ ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბა ავ­ღა­ნე­ლებს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით მი­ე­ცე­მათ, რაც კა­ნონ­შიც არის ჩა­წე­რი­ლი (მუხ­ლი 93-ე, "კა­ნო­ნი უცხო­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ“)

ორ­შა­ბათს ფი­ნეთ­ში, ქა­ბუ­ლი­დან თბი­ლი­სის - სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქის - გავ­ლით 102 ავ­ღა­ნე­ლი ჩა­მოფ­რინ­და. მათი ასა­კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია - არი­ან ბავ­შვე­ბიც, მო­ზარ­დე­ბიც და შუ­ახ­ნის ადა­მი­ა­ნე­ბიც. სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შვებს თან მშობ­ლე­ბი არ ახ­ლავთ.

ფი­ნე­თის თვითმფრი­ნა­ვის ქა­ბუ­ლი­დან გა­მოფ­რე­ნა იმ ძა­ლის­ხმე­ვის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, იყო, რო­მე­ლიც ევ­რო­პის სა­მო­ქა­ლა­ქო დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მის კო­ორ­დი­ნა­ცი­ით გან­ხორ­ცი­ელ­და. მარ­თა­ლია, ფი­ნეთ­მა სხვა ქვეყ­ნებ­საც შეს­თა­ვა­ზა თა­ვი­სი თვითმფრი­ნა­ვე­ბით ესარ­გებ­ლათ ევა­კუ­ა­ცი­ის დროს, მაგ­რამ ჰელ­სინკში ჩა­სულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მა­ინც ან უშუ­ა­ლოდ ფი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან ან იმ ავ­ღა­ნელ­თა ოჯა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ფი­ნეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ.

მა­რია ოხი­სა­ლომ უარი თქვა კო­მენ­ტა­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც ავ­ღა­ნეთ­ში ფი­ნეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ და აღ­ნიშ­ნა, რომ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა კა­ნო­ნით იკ­რძა­ლე­ბა.

ჰელ­სინკში ჩაყ­ვა­ნი­ლი ავ­ღა­ნე­ლე­ბი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ზე გა­ა­ნა­წი­ლეს, სა­დაც მათ­თვის მეტ-ნაკ­ლე­ბად ნორ­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბია შექ­მნი­ლი. მათ ასე­ვე აქვთ ნაც­ნო­ბებ­თან (თუ ასე­თი ჰყავთ) დარ­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბის ნე­ბარ­თვის მი­სა­ღე­ბად გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე.

"პრაქ­ტი­კა­ში ეს პრო­ცე­სი იმით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ ისი­ნი თავ­შე­საფ­რის ცენ­ტრებ­ში იცხოვ­რე­ბენ, მათ არა­ვინ დევ­ნას არ და­უ­წყებს, უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი იქ­ნე­ბი­ან კვე­ბით, ტან­საც­მლით, მაგ­რამ და­ე­ლო­დე­ბი­ან მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და იარი კი­ა­ხკო­ნენ­მა. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
2

ჩვენი აფხაზეთიდან დევნილების გაჭირვებულ ცხოვრსბაზე რატომ არაფერს წერენ

.
1

რას გვაცოდებთ, რას წერთ, შემოხიზნებაზე ხომ არ ფიქრობთ. დასავლეთისთვის ჩვენი ხალხი დევნილებად რატომ არ ითვლება.

ავტორი:

"ჩამოსულებს შორის არიან ბავშვებიც, რომლებიც მშობლებმა ჯარისკაცებს გადასცეს და თვითმფრინავს გამოაყოლეს გადასარჩენად" - რას წერს მსოფლიო პრესა ავღანეთიდან დევნილებზე

"ჩამოსულებს შორის არიან ბავშვებიც, რომლებიც მშობლებმა ჯარისკაცებს გადასცეს და თვითმფრინავს გამოაყოლეს გადასარჩენად" - რას წერს მსოფლიო პრესა ავღანეთიდან დევნილებზე

მსოფლიო პრესა აქტიურად აშუქებს ავღანეთიდან დევნილთა ევაკუაციის პროცესს. "დალასის საერთაშორისო აეროპორტში ქაბულიდან გამოფრენილი ამერიკული თვითმფრინავების დაშვების შემდეგ, ავღანელი ლტოლვილები ავტობუსებში ჩასხეს და იქვე ახლოს მდებარე ფერფაქსის ოკრუგში მდებარე საგამოფენო ცენტრში გადაიყვანეს. ამ ობიექტის ფართობი 100 ათასი კვადრატული მეტრია და ის დროებით თავშესაფრად არის გადაკეთებული“, - წერს გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი“ («The Washington Post») სტატიაში, სათაურით" "პირველი ლტოლვილები ავღანეთიდან: ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში მშიერ-მწყურვალები იყვნენ“ (ავტორი - ანტონიო ოლივო).

"ქაბულიდან გაფრენას ლტოლვილები რამდენიმე დღე ელოდნენ. "ხუთი დღე-ღამე არ გვიჭამია და არც გვძინებია“, - ამბობს ერთ-ერთი ევაკუირებული ავღანელი, რომელიც ჩრდილოეთ ვირჯინიაში ცოლთან - ბენაზირთან და წლინახევრის შვილთან ერთად ჩაფრინდა. იგი გაზეთის ჟურნალისტს დასიებულ ფეხებს აჩვენებს - "სიჩქარეში ფეხსაცმელები დავკარგე და დღემდე არაფერი ჩამიცვამს“.

ვირჯინიაში ჩამოსულებს შორის არიან ბავშვებიც, რომლებიც, როგორც ჩანს, მშობლებმა ჯარისკაცებს გადასცეს და თვითმფრინავს გამოაყოლეს გადასარჩენად, თვითონ კი პრობლემებით სავსე ავრანეთში დარჩნენ. რა ბედი ეწევათ ამ ბავშვებს, ჯერ გაურკვეველია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უარი განაცხადა იმის კომენტირებაზე, მიიღებს თუ არა ამერიკა მომავალში იმ ავღანელ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები არ ახლავს.

"ეს არაადამიანური და სულისშემძვრელი ფაქტია“, - ამბობს გაზეთის ჟურნალისტთან საუბარში ავღანური წარმომავლობის მქონე ამერიკელი უფლებადამცველი.

"დღესდღეობით, მათი ბედი, ვინც ამერიკაში ჩამოსვლა შეძლო, მაგრამ საცხოვრებლად დარჩენისათვის აუცილებელი დოკუმენტები არ აქვს, ჯერჯერობით გაურკვეველია“, - წერს "ვაშინგტონ პოსტი“. წყარო

როგორც ფინური გაზეთი "ჰელსინკი თაიმსი“ («The Helsinki Times») წერს სტატიაში "ავღანეთიდან ევაკუირებულები ფინეთში ოთხწლიანი ცხოვრების უფლებას მიიღებენ“ (ავტორი - ალექს ტაივაინენი), ლტოლვილები თავშესაფრის მიღებისათვის ჩვეულებრივ სტანდარტულ პროცედურას არ გაივლიან.

ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მარია ოხისალოს ("მწვანეთა“ პარტიიდან) განცხადებით, "მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ავღანეთში სიტუაცია ექსტრაორდინარულია“. პრესკონფერენციაზე მან ხაზი გაუსვა: "ჩვენი ხელისუფლება თვლის, რომ ფინეთი უნდა დაეხმაროს იმ ავღანელებს, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობდნენ“.

იარი კიახკონენმა, ფინეთის იმიგრაციული სამსახურის (Migri) გენერალურმა დირექტორმა განმარტა, რომ ბინადრობის უფლება ავღანელებს ჰუმანიტარული თვალსაზრისით მიეცემათ, რაც კანონშიც არის ჩაწერილი (მუხლი 93-ე, "კანონი უცხოელების შესახებ“)

ორშაბათს ფინეთში, ქაბულიდან თბილისის - საქართველოს დედაქალაქის - გავლით 102 ავღანელი ჩამოფრინდა. მათი ასაკი განსხვავებულია - არიან ბავშვებიც, მოზარდებიც და შუახნის ადამიანებიც. სამწუხაროდ, ბავშვებს თან მშობლები არ ახლავთ.

ფინეთის თვითმფრინავის ქაბულიდან გამოფრენა იმ ძალისხმევის გამოხატულება, იყო, რომელიც ევროპის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის კოორდინაციით განხორციელდა. მართალია, ფინეთმა სხვა ქვეყნებსაც შესთავაზა თავისი თვითმფრინავებით ესარგებლათ ევაკუაციის დროს, მაგრამ ჰელსინკში ჩასულთა უმრავლესობა მაინც ან უშუალოდ ფინეთის მოქალაქეები არიან ან იმ ავღანელთა ოჯახები, რომლებიც ფინეთთან თანამშრომლობდნენ.

მარია ოხისალომ უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა იმ ადამიანების თაობაზე, რომლებიც ავღანეთში ფინეთთან თანამშრომლობდნენ და აღნიშნა, რომ კონფიდენციალური პირადი მონაცემების გამჟღავნება კანონით იკრძალება.

ჰელსინკში ჩაყვანილი ავღანელები ქვეყნის სხვადასხვა ადგილებზე გაანაწილეს, სადაც მათთვის მეტ-ნაკლებად ნორმალური პირობებია შექმნილი. მათ ასევე აქვთ ნაცნობებთან (თუ ასეთი ჰყავთ) დარჩენის შესაძლებლობა, ქვეყანაში ცხოვრების ნებართვის მისაღებად გარკვეული პროცედურების დასრულებამდე.

"პრაქტიკაში ეს პროცესი იმით გამოიხატება, რომ ისინი თავშესაფრის ცენტრებში იცხოვრებენ, მათ არავინ დევნას არ დაუწყებს, უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით, ტანსაცმლით, მაგრამ დაელოდებიან მთავრობის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა იარი კიახკონენმა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ