სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანკისში დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანდა და სირიაში გამგზავრებას გეგმავდა - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი
პანკისში დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანდა და სირიაში გამგზავრებას გეგმავდა - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი პან­კის­ში ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­სა და 5 პი­რის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უწყე­ბი­დან აც­ნო­ბეს, და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ში“ გა­წევ­რი­ან­დნენ და სი­რი­ა­ში - ტე­რო­რის­ტე­ბის ბა­ნაკ­ში გამ­გზავ­რე­ბას გეგ­მავ­დნენ.

„სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მის და­ნა­ყო­ფებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ხუთი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს 5 მო­ქა­ლა­ქე გა­წევ­რი­ან­და ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ რი­გებ­ში და გეგ­მავ­დნენ სი­რი­ა­ში - ტე­რო­რის­ტე­ბის ბა­ნაკ­ში გამ­გზავ­რე­ბას. ერ­თგუ­ლე­ბის დას­ტუ­რად, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ამ­ჟა­მინ­დე­ლი ლი­დე­რის წი­ნა­შე და­დეს ერ­თგუ­ლე­ბის ფიცი (ე.წ. ბა­ი­ა­თი) და ფი­ცის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი გა­ავ­რცე­ლეს ტე­რო­რის­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პი­რებ­თან. ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ღიად გა­მო­ხა­ტავ­დნენ ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სად­მი მხარ­და­ჭე­რას და ქუ­ჩებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას სის­ტე­მა­ტუ­რად ახ­დენ­დნენ ტე­რო­რის­ტუ­ლი სიმ­ბო­ლი­კის დე­მონ­სტრი­რე­ბას.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, გა­მო­იკ­ვე­თა ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფის ლი­დე­რი, რო­მე­ლიც ღიად აცხა­დებ­და, რომ იყო ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს ემი­რი. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბი სწო­რედ მისი დახ­მა­რე­ბით გა­წევ­რი­ან­დნენ ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რი­გებ­ში და გეგ­მავ­დნენ სი­რი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბას. ისი­ნი პე­რი­ო­დუ­ლად აწყობ­დნენ კონ­სპი­რა­ცი­ულ შეხ­ვედ­რებს და გა­ნი­ხი­ლავ­დნენ სი­რია-ერა­ყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს და სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით არ­სე­ბულ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს.

გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე კომ­პლექ­სუ­რად გა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მათ შო­რის ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 327-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბას გუ­ლის­ხმობს.

გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრი“, - ნათ­ქვა­მის სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
12

თალიბანი მაინც ეთქვათ ამ გენიოსებს,უფრო დამაჯერებელი იქნებოდა.ISSI_ი კარგი ხანია აღარ არსებობს ოფიციაურად.

დ გ
0

მაგათ პატრონს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

პანკისში დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანდა და სირიაში გამგზავრებას გეგმავდა - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი

პანკისში დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანდა და სირიაში გამგზავრებას გეგმავდა - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და 5 პირის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, დაკავებული პირები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანდნენ და სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას გეგმავდნენ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობით, კახეთის რეგიონში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან. ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას.

გამოძიების ფარგლებში, გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი. ზემოხსენებული პირები სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას. ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს.

გამოძიების დაწყებისთანავე კომპლექსურად გატარდა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი“, - ნათქვამის სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.