კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვარ სარეაბილიტაციო ცენტრის მოლოდინში, უკვე ერთი თვეა ჩემთვის ადგილი არ ჩანს, განკურნებამდე ჯერ მაინც შორია" - დავით ანდღულაძე
"ვარ სარეაბილიტაციო ცენტრის მოლოდინში, უკვე ერთი თვეა ჩემთვის ადგილი არ ჩანს, განკურნებამდე ჯერ მაინც შორია" - დავით ანდღულაძე

ცნო­ბი­ლი ექი­მი-ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი, ფსი­ქი­ატ­რი და ნარ­კო­ლო­გი, ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვის და მომ­სა­ხუ­რე­ბის ასო­ცი­ა­ცია "ნე­ბას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და­ვით ან­დღუ­ლა­ძე, რო­მე­ლიც სამი თვის წინ მძი­მე ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"მო­გე­სალ­მე­ბით მე­გობ­რე­ბო, ამ­დე­ნი ხა­ნია ორო­სა­ნი მოს­წავ­ლე­სა­ვით ვე­მა­ლე­ბი "გაკ­ვე­თი­ლის მო­ყო­ლას", რად­გან სათ­ქმე­ლი ბევ­რი არა­ფე­რი მაქვს. არა­და სა­სურ­ვე­ლი სი­ახ­ლეც ძა­ლი­ან იგ­ვი­ა­ნებს.

21 ივ­ნისს "შა­რი­ტე­ში" გა­კე­თე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, ნაც­ვლად მო­სა­ლოდ­ნე­ლი 5 დღი­სა, მთე­ლი თვე დავ­რჩი კლი­ნი­კა­ში, რი­თაც მგო­ნი რე­კორ­დი მოვხსე­ნი. აქე­დან უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში, მაგ­რამ ჩემი მიმ­ღე­ბი აქამ­დე არ გა­მოჩ­ნდა. ამი­ტომ შა­რი­ტეს კლი­ნი­კამ გად­მო­მაგ­ზავ­ნა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრთან არ­სე­ბულ ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სა­დაც 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა მო­მეხ­სნა სუნ­თქვის აპა­რა­ტი და გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში.

აქ გად­მო­სულ­მა სუნ­თქვის აპა­რატ­ზე მე­ო­რე დღი­დან უარი ვთქვი, აღარ მჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ სამი კვი­რის ნაც­ვლად უკვე ერთი თვეა გა­სუ­ლი და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში ჩემ­თვის ად­გი­ლი არ ჩანს. ჩემ­თვის იმი­ტომ, რომ ე.წ შიდა ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ბაქ­ტე­რი­ე­ბი და ნა­წო­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრის­თვის ზედ­მე­ტი თა­ვის ტკი­ვი­ლია. მა­ში­ნაც კი, როცა სა­ჩე­მო ცენ­ტრი გა­მოჩ­ნდე­ბა ნა­წო­ლის და ბაქ­ტე­რი­ე­ბის გამო ვერ ჩა­მი­ტარ­დე­ბა ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­დუ­რა. ორი­ვე მათ­გა­ნით თბი­ლი­სის "სა­უ­კე­თე­სო" კლი­ნი­კამ და­მა­სა­ჩუქ­რა.

ბა­რემ ნა­წოლ­ზე გე­ტყვით, ბევ­რი მირ­ჩევს სხვა­დას­ხვა წამ­ლებს, ზოგი სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­და­ნაც, მაგ­რამ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში მსგავ­სი წამ­ლე­ბი არ გა­ა­მარ­თლებს, ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბის თა­ნა­არ­სე­ბო­ბის გამო. ამი­ტომ ვე­რა­ნა­ირ სხვა სა­შუ­ა­ლე­ბას ვერ ვცდი, გარ­და იმი­სა, რა­საც გერ­მა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი მირ­ჩე­ვენ.

ნა­წო­ლის მკურ­ნა­ლო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი პროგ­რე­სი არის, მაგ­რამ გან­კურ­ნე­ბამ­დე ჯერ მა­ინც შო­რია.

ასე, რომ ვარ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრის მო­ლო­დინ­ში. ისევ მაქვს ტრა­ქე­ოს­ტო­მა, რო­მე­ლიც უეჭ­ვე­ლად მო­იხ­სნე­ბა და ხმა­საც და­ვიბ­რუ­ნებ. მაქვს გას­ტროს­ტო­მა, რად­გან ყლაპ­ვას ისევ ვერ ვა­ხერ­ხებ. ამა­საც ეშ­ვე­ლე­ბა. ხე­ლის თი­თებს რო­დის მოვხრი და ავა­მოძ­რა­ვებ ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა მი­ჭირს. ფეხბ­ზე კი... კაც­მა არ იცის რა იქ­ნე­ბა.

უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვი­საც ვახ­სო­ვარ! სოფო პე­რი­ო­დუ­ლად მა­ხა­რებს თქვე­ნი ამ­ბე­ბით, რაც ფე­ის­ბუქ­ში მას­თან ჩნდე­ბა ხოლ­მე. ზოგი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლა, ზოგს შვი­ლი შეს­ძე­ნია. ყვე­ლას, სა­ცო­ლეს და გა­სა­თხო­ვარს და­ო­ჯა­ხე­ბას გი­სურ­ვებთ. მე არა­ვინ და­მე­ლო­დოს, კაც­მა არ იცის ჩემ­გან რა აე­წყო­ბა. ის კი ვიცი, რომ პრო­ფე­სი­ას არ ვუ­ღა­ლა­ტებ. ხმა რომ მქონ­დეს ახ­ლაც კი ფორ­მა­ში ვარ.

ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბას, წარ­მა­ტე­ბებს, სი­ხა­რულს და ბედ­ნი­ე­რე­ბას გი­სურ­ვებთ.

ისევ კარ­ნა­ხით ვა­წე­რი­ნებ ჩემს დას.

სიყ­ვა­რუ­ლით, დათო".

შე­გახ­სე­ნებთ, 22 მა­ი­სის ღა­მით, მას შემ­დეგ რაც ქვე­ყა­ნა­ში "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი" გა­უქ­მდა, თბი­ლის­ში, თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ავა­რია მოხ­და, რა დრო­საც მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა ვე­ლო­სი­პე­დისტს და­ე­ჯა­ხა.

მა­შინ­ვე გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ ვე­ლო­სი­პედს და­ვით ან­დღუ­ლა­ძე მარ­თავ­და. ფსი­ქი­ატრმა ავა­რი­ის შე­დე­გად სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო - მას გა­ტე­ხი­ლი ჰქონ­და ნეკ­ნე­ბი, ფილ­ტვი - და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ასე­ვე მი­ი­ღო ზურ­გის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით ანდღულაძეს
0

მალე გამოჯანმრთელება დავით..ველოდებით სასიხარულო ამბებს..წარმატებები..წარმატებები. 

Თეო91
0

3 თვის წინ არა, 2020 წლის და 22 მაისს!

 

ავტორი:

"ვარ სარეაბილიტაციო ცენტრის მოლოდინში, უკვე ერთი თვეა ჩემთვის ადგილი არ ჩანს, განკურნებამდე ჯერ მაინც შორია" - დავით ანდღულაძე

"ვარ სარეაბილიტაციო ცენტრის მოლოდინში, უკვე ერთი თვეა ჩემთვის ადგილი არ ჩანს, განკურნებამდე ჯერ მაინც შორია" - დავით ანდღულაძე

ცნობილი ექიმი-ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი და ნარკოლოგი, ფსიქოსოციალური კვლევის და მომსახურების ასოციაცია "ნებას" დამფუძნებელი დავით ანდღულაძე, რომელიც სამი თვის წინ მძიმე ავარიაში მოყვა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"მოგესალმებით მეგობრებო, ამდენი ხანია ოროსანი მოსწავლესავით ვემალები "გაკვეთილის მოყოლას", რადგან სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. არადა სასურველი სიახლეც ძალიან იგვიანებს.

21 ივნისს "შარიტეში" გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, ნაცვლად მოსალოდნელი 5 დღისა, მთელი თვე დავრჩი კლინიკაში, რითაც მგონი რეკორდი მოვხსენი. აქედან უნდა გადავსულიყავი სარეაბილიტაციო ცენტრში, მაგრამ ჩემი მიმღები აქამდე არ გამოჩნდა. ამიტომ შარიტეს კლინიკამ გადმომაგზავნა სარეაბილიტაციო ცენტრთან არსებულ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც 3 კვირის განმავლობაში უნდა მომეხსნა სუნთქვის აპარატი და გადავსულიყავი სარეაბილიტაციო ცენტრში.

აქ გადმოსულმა სუნთქვის აპარატზე მეორე დღიდან უარი ვთქვი, აღარ მჭირდებოდა, მაგრამ სამი კვირის ნაცვლად უკვე ერთი თვეა გასული და სარეაბილიტაციო ცენტრში ჩემთვის ადგილი არ ჩანს. ჩემთვის იმიტომ, რომ ე.წ შიდა ჰოსპიტალური ბაქტერიები და ნაწოლი ნებისმიერი სარეაბილიტაციო ცენტრისთვის ზედმეტი თავის ტკივილია. მაშინაც კი, როცა საჩემო ცენტრი გამოჩნდება ნაწოლის და ბაქტერიების გამო ვერ ჩამიტარდება ბევრი მნიშვნელოვანი პროცედურა. ორივე მათგანით თბილისის "საუკეთესო" კლინიკამ დამასაჩუქრა.

ბარემ ნაწოლზე გეტყვით, ბევრი მირჩევს სხვადასხვა წამლებს, ზოგი საკუთარი გამოცდილებიდანაც, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მსგავსი წამლები არ გაამართლებს, ჰოსპიტალური ინფექციების თანაარსებობის გამო. ამიტომ ვერანაირ სხვა საშუალებას ვერ ვცდი, გარდა იმისა, რასაც გერმანელი პროფესორები მირჩევენ.

ნაწოლის მკურნალობაში გარკვეული პროგრესი არის, მაგრამ განკურნებამდე ჯერ მაინც შორია.

ასე, რომ ვარ სარეაბილიტაციო ცენტრის მოლოდინში. ისევ მაქვს ტრაქეოსტომა, რომელიც უეჭველად მოიხსნება და ხმასაც დავიბრუნებ. მაქვს გასტროსტომა, რადგან ყლაპვას ისევ ვერ ვახერხებ. ამასაც ეშველება. ხელის თითებს როდის მოვხრი და ავამოძრავებ ამის პროგნოზირება მიჭირს. ფეხბზე კი... კაცმა არ იცის რა იქნება.

უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც ვახსოვარ! სოფო პერიოდულად მახარებს თქვენი ამბებით, რაც ფეისბუქში მასთან ჩნდება ხოლმე. ზოგი დაოჯახებულა, ზოგს შვილი შესძენია. ყველას, საცოლეს და გასათხოვარს დაოჯახებას გისურვებთ. მე არავინ დამელოდოს, კაცმა არ იცის ჩემგან რა აეწყობა. ის კი ვიცი, რომ პროფესიას არ ვუღალატებ. ხმა რომ მქონდეს ახლაც კი ფორმაში ვარ.

ყველას ჯანმრთელობას, წარმატებებს, სიხარულს და ბედნიერებას გისურვებთ.

ისევ კარნახით ვაწერინებ ჩემს დას.

სიყვარულით, დათო".

შეგახსენებთ, 22 მაისის ღამით, მას შემდეგ რაც ქვეყანაში "კომენდანტის საათი" გაუქმდა, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა ველოსიპედისტს დაეჯახა.

მაშინვე გახდა ცნობილი, რომ ველოსიპედს დავით ანდღულაძე მართავდა. ფსიქიატრმა ავარიის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო - მას გატეხილი ჰქონდა ნეკნები, ფილტვი - დაზიანებული, ასევე მიიღო ზურგის ტვინის დაზიანება.