სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია გვაქვს, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში" - პრემიერი
"სააკაშვილს თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია გვაქვს, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში" - პრემიერი

სა­ა­კაშ­ვილს თუ ჩა­მოს­ვლა უნდა, ჩა­მო­ვი­დეს, გვაქვს ჰალ­სტუ­ხე­ბის საკ­მა­ოდ დიდი კო­ლექ­ცია, რომ და­ვახ­ვედ­როთ და კომ­ფორ­ტუ­ლად ვამ­ყო­ფოთ ცი­ხე­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, ქე­დის მე­რო­ბის კან­დი­და­ტის რო­ლანდ ბე­რი­ძის წარ­დგე­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, არა­სო­დეს აღარ დაბ­რუნ­დე­ბა ის ბნე­ლი დრო, როცა ასე­თი მჩაგ­ვრე­ლი, მას­ხა­რა მარ­თავ­და ქვე­ყა­ნას, სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხით.

„ხალ­ხმა ნახა ყვე­ლა­ფე­რი, ნახა 90-იანი წლე­ბი, მა­შინ, როცა ძმა­თა შო­რის მკვლე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ომი აფხა­ზეთ­ში, ომი ოსეთ­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა, და­პი­რის­პი­რე­ბა, ქა­ო­სი, უწეს­რი­გო­ბა. შემ­დეგ ვნა­ხეთ ახა­ლი ომი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან, რო­მელ­მაც მო­ი­ტა­ნა ჩვე­ნი ქვეყ­ნის 20%-ის ოკუ­პა­ცია და ჩვე­ნი გმი­რე­ბის გმი­რუ­ლი და­ღუპ­ვა ომში. 100-ზე მეტი სოფ­ლის ჩა­ბა­რე­ბა და კო­დო­რის ხე­ო­ბის, ახალ­გო­რის და უამ­რა­ვი ჩვე­ნი ძი­რძვე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დრო­ე­ბით და­კარ­გვა. დრო­ე­ბით, იმი­ტომ, რომ მე მჯე­რა და ყვე­ლას გვჯე­რა, რომ ძა­ლი­ან მალე დად­გე­ბა დრო, რო­დე­საც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ერ­თი­ა­ნი და მთლი­ა­ნი იქ­ნე­ბა. ჩვენ­მა ხალ­ხმა გა­მოს­ცა­და მჩაგ­ვრე­ლი ხე­ლი­სუფ­ლის, მჩაგ­ვრე­ლი ძა­ლის ხელ­წე­რა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ხალ­ხს უწყობ­და ტე­რორს. ეს არც თუ ისე შო­რე­ულ წარ­სულ­ში, 8-9 წლის წინ ხდე­ბო­და აქ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, რო­დე­საც ჩვენ არ შეგ­ვეძ­ლო მშვი­დად გა­და­ად­გი­ლე­ბა, ერ­თმა­ნეთ­თან თა­ვი­სუფ­ლად სა­უ­ბა­რი. კარ­გად გახ­სოვთ ყვე­ლას, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ბიზ­ნე­სი. სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ კუ­თხე­ში იყო ტე­რო­რი და გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა. პრაქ­ტი­კუ­ლად, მთავ­რო­ბის მუნ­დი­რის ქვეშ კრი­მი­ნა­ლე­ბი მარ­თავ­დნენ ქვე­ყა­ნას. ეს იყო მა­ფი­ო­ზუ­რი სა­ხელ­მწი­ფო, სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს. მა­ფი­ო­ზუ­რი, კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით - 5 კაცი მარ­თავ­და, დაჯ­დე­ბო­და და გა­და­წყვეტ­და - ამას დახ­ვრე­ტა, ამას - და­ჭე­რა, ამას გა­კუ­ლა­კე­ბა, კონ­ფის­კა­ცია ბიზ­ნე­სის. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ზა­რალ­და - ჩა­მო­არ­თვეს ოჯა­ხებს ბიზ­ნე­სე­ბი, სახ­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი და­უ­ხო­ცეს და ათას სი­სა­ძაგ­ლეს ჩა­დი­ოდ­ნენ ცი­ხე­ებ­ში - ადა­მი­ა­ნე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, ჩაგ­ვრა, სა­ში­ნე­ლი უთა­ნას­წო­რო­ბა და უსა­მარ­თლო­ბა. ასეთ­მა უღირ­სმა ადა­მი­ა­ნებ­მა არ იცი­ან, რომ ჩვენ, ქარ­თვე­ლე­ბი, ღირ­სე­ბით გა­მო­ვირ­ჩე­ვით. ჩვენ ვართ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, ღირ­სე­უ­ლი ერი. მტკი­ცე და გა­უ­ტე­ხე­ლი.

ჩვენ ვართ ან­წუ­ხე­ლი­ძე­ე­ბის და ჩვე­ნი გმი­რე­ბის ქვე­ყა­ნა და როცა ასე ექ­ცე­ვი სა­კუ­თარ ხალ­ხს, რა თქმა უნდა, ხალ­ხი პა­სუხს გაგ­ცემს. ამ ადა­მი­ა­ნებს კი­დევ რომ უჩ­ნდე­ბათ პრე­ტენ­ზია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის, ეს არის კი­დევ უფრო დიდი და­ნა­შა­უ­ლი და კრი­მი­ნა­ლი და შემ­დეგ უკ­ვირთ, რო­დე­საც ჩვენ მათ ამ და­ნა­შა­ულს ვახ­სე­ნებთ. რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის შე­ვახ­სე­ნებთ - ყო­ველ­თვის, ყო­ველ დღე, მა­თი­ვე სი­ტყვე­ბით რომ ვთქვა, სულს ამოვხდით ამ შეხ­სე­ნე­ბე­ბით, იმი­ტომ, რომ არა­სო­დეს აღარ დაბ­რუნ­დე­ბა ის ბნე­ლი დრო, როცა ასე­თი მჩაგ­ვრე­ლი, მას­ხა­რა მარ­თავ­და ქვე­ყა­ნას, სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხით, რო­მე­ლიც ახლა დევ­ნი­ლად არის ქცე­უ­ლი, თქვენ ნა­ხეთ, რო­გორ სა­მარ­ცხვი­ნოდ მო­იქ­ცა, კაცი 9 წელი იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ხალ­ხმა ამ­ხე­ლა მან­და­ტი მის­ცა და კაც­მა სა­კუ­თა­რი ნე­ბით და­ტო­ვა პას­პორ­ტი. გა­ვი­და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­დან, სა­კუ­თა­რი პას­პორ­ტი და­ტო­ვა, ჩა­ა­ბა­რა და აიღო უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. შემ­დეგ გა­ა­ძე­ვეს თმე­ბის თრე­ვით, ჯერ სა­ხუ­რა­ვებ­ზე დახ­ტო­და, შემ­დეგ თმე­ბის თრე­ვით გა­ა­ძე­ვეს და გუ­შინ გა­მო­ვი­და და კი­დევ აქეთ ჭკუ­ას გვა­რი­გებს და იმუქ­რე­ბა. ასე­თი მას­ხა­რე­ბის დრო ქვე­ყა­ნა­ში დას­რუ­ლე­ბუ­ლია მე­გობ­რე­ბო და თუ ჩა­მოს­ვლა უნდა, ჩა­მო­ვი­დეს. გვაქვს ჰალ­სტუ­ხე­ბის საკ­მა­ოდ დიდი კო­ლექ­ცია, რომ და­ვახ­ვედ­როთ და კომ­ფორ­ტუ­ლად ვამ­ყო­ფოთ ცი­ხე­ში“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რის თქმით, "რო­დე­საც გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე და მის­ნა­ი­რი გმი­რე­ბი თავს სწი­რავ­დნენ ჩვენს ქვე­ყა­ნას, ჩვენს სამ­შობ­ლოს, ჩვე­ნი ხალ­ხის და ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის დაც­ვას, აი ეს მას­ხა­რა კაცი, სა­ა­კაშ­ვი­ლი, ლა­ჩა­რი, რო­მელ­მაც მი­წა­ზე გარ­თხმულ­მა აჩ­ვე­ნა მთელს მსოფ­ლი­ოს ჩვე­ნი ერის სირ­ცხვი­ლი მისი სა­ხით, ამ დროს, ის გარ­ბო­და ბრძო­ლის ვე­ლი­დან".

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ სწო­რედ გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის ქვე­ყა­ნა არის სა­ქარ­თვე­ლო და არა ლაჩ­რე­ბის და მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის.

„სწო­რედ გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის ქვე­ყა­ნა არის სა­ქარ­თვე­ლო და არა ლაჩ­რე­ბის და მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის, რომ­ლებ­მაც ლაჩ­რუ­ლად მი­ა­ტო­ვეს ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ჩვე­ნი ხალ­ხი აგ­ვის­ტოს ომში, ლა­ჩარ­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა. კაცი, რო­მე­ლიც იყო ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი და მთა­ვარ­სარ­და­ლი, თქვენ კარ­გად ნა­ხეთ, იმ დროს, რო­დე­საც გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე და მის­ნა­ი­რი გმი­რე­ბი თავს სწი­რავ­დნენ ჩვენს ქვე­ყა­ნას, ჩვენს სამ­შობ­ლოს, ჩვე­ნი ხალ­ხის და ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის დაც­ვას, აი ეს მას­ხა­რა კაცი, სა­ა­კაშ­ვი­ლი, ლა­ჩა­რი, რო­მელ­მაც მი­წა­ზე გარ­თხმულ­მა აჩ­ვე­ნა მთელ მსოფ­ლი­ოს ჩვე­ნი ერის სირ­ცხვი­ლი მისი სა­ხით, ამ დროს, ის გარ­ბო­და ბრძო­ლის ვე­ლი­დან. მა­შინ, რო­დე­საც მა­გა­ლი­თად, სხვა­თა შო­რის, სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და მას­თან ერ­თად საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, მი­ა­ტო­ვა სტუ­მა­რიც და გა­იქ­ცა და მი­წა­ზე გარ­თხმუ­ლი და­ე­ნა­ხა მთელ მსოფ­ლი­ოს. აი ასე­თი პა­რა­დოქ­სე­ბის ქვე­ყა­ნა იყო მა­შინ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ასე­თი არა­კა­ცე­ბის და ასე­თი ლაჩ­რე­ბის ხელ­ში იყო ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ, ჩემო მე­გობ­რე­ბო, წარ­სულ­ში ჩავ­ტო­ვეთ. 2012 წლის პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბე­რი იყო ის ღირ­სე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა, რო­მე­ლის ჩვე­ნი დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ლი­დე­რო­ბით ჩვენ­მა ხალ­ხმა მო­ი­პო­ვა. ერთი უნდა იცო­დეს ყვე­ლამ, რომ ასე­თი ლაჩ­რე­ბის ხელ­ში ჩვენს ქვე­ყა­ნას არა­ვის და არას­დროს აღარ ჩა­ვუგ­დებთ. ეს დრო დამ­თავ­რდა, ეს გან­საც­დე­ლი ჩვენ­მა ხალ­ხმა ჩა­მო­ი­ტო­ვა წარ­სულ­ში“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მკითხველის კომენტარები / 87 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lalala
1

ვაააიიი რა გვეშველება ამის ხელშიიი!!!!.....

ბიძინა
8

ბერამ იცის აქ რო ხარ ? :) პრემიეროვიჩ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"სააკაშვილს თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია გვაქვს, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში" - პრემიერი

"სააკაშვილს თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია გვაქვს, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში" - პრემიერი

სააკაშვილს თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქედის მერობის კანდიდატის როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არასოდეს აღარ დაბრუნდება ის ბნელი დრო, როცა ასეთი მჩაგვრელი, მასხარა მართავდა ქვეყანას, სააკაშვილის სახით.

„ხალხმა ნახა ყველაფერი, ნახა 90-იანი წლები, მაშინ, როცა ძმათა შორის მკვლელობა მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში. ომი აფხაზეთში, ომი ოსეთში, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, დაპირისპირება, ქაოსი, უწესრიგობა. შემდეგ ვნახეთ ახალი ომი რუსეთის ფედერაციასთან, რომელმაც მოიტანა ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და ჩვენი გმირების გმირული დაღუპვა ომში. 100-ზე მეტი სოფლის ჩაბარება და კოდორის ხეობის, ახალგორის და უამრავი ჩვენი ძირძველი ისტორიული ტერიტორიების დროებით დაკარგვა. დროებით, იმიტომ, რომ მე მჯერა და ყველას გვჯერა, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ჩვენი ქვეყანა ერთიანი და მთლიანი იქნება. ჩვენმა ხალხმა გამოსცადა მჩაგვრელი ხელისუფლის, მჩაგვრელი ძალის ხელწერა, რომელიც საკუთარ ხალხს უწყობდა ტერორს. ეს არც თუ ისე შორეულ წარსულში, 8-9 წლის წინ ხდებოდა აქ, ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ჩვენ არ შეგვეძლო მშვიდად გადაადგილება, ერთმანეთთან თავისუფლად საუბარი. კარგად გახსოვთ ყველას, რა მდგომარეობაში იყო ბიზნესი. საქართველოს თითოეულ კუთხეში იყო ტერორი და განუკითხაობა. პრაქტიკულად, მთავრობის მუნდირის ქვეშ კრიმინალები მართავდნენ ქვეყანას. ეს იყო მაფიოზური სახელმწიფო, სააკაშვილის დროს. მაფიოზური, კლასიკური გაგებით - 5 კაცი მართავდა, დაჯდებოდა და გადაწყვეტდა - ამას დახვრეტა, ამას - დაჭერა, ამას გაკულაკება, კონფისკაცია ბიზნესის. ათასობით ადამიანი დაზარალდა - ჩამოართვეს ოჯახებს ბიზნესები, სახლები, მშობლები დაუხოცეს და ათას სისაძაგლეს ჩადიოდნენ ციხეებში - ადამიანების გაუპატიურება, ჩაგვრა, საშინელი უთანასწორობა და უსამართლობა. ასეთმა უღირსმა ადამიანებმა არ იციან, რომ ჩვენ, ქართველები, ღირსებით გამოვირჩევით. ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარული, ღირსეული ერი. მტკიცე და გაუტეხელი.

ჩვენ ვართ ანწუხელიძეების და ჩვენი გმირების ქვეყანა და როცა ასე ექცევი საკუთარ ხალხს, რა თქმა უნდა, ხალხი პასუხს გაგცემს. ამ ადამიანებს კიდევ რომ უჩნდებათ პრეტენზია ხელისუფლებაში დაბრუნების, ეს არის კიდევ უფრო დიდი დანაშაული და კრიმინალი და შემდეგ უკვირთ, როდესაც ჩვენ მათ ამ დანაშაულს ვახსენებთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის შევახსენებთ - ყოველთვის, ყოველ დღე, მათივე სიტყვებით რომ ვთქვა, სულს ამოვხდით ამ შეხსენებებით, იმიტომ, რომ არასოდეს აღარ დაბრუნდება ის ბნელი დრო, როცა ასეთი მჩაგვრელი, მასხარა მართავდა ქვეყანას, სააკაშვილის სახით, რომელიც ახლა დევნილად არის ქცეული, თქვენ ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ მოიქცა, კაცი 9 წელი იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ხალხმა ამხელა მანდატი მისცა და კაცმა საკუთარი ნებით დატოვა პასპორტი. გავიდა მოქალაქეობიდან, საკუთარი პასპორტი დატოვა, ჩააბარა და აიღო უკრაინის მოქალაქეობა. შემდეგ გააძევეს თმების თრევით, ჯერ სახურავებზე დახტოდა, შემდეგ თმების თრევით გააძევეს და გუშინ გამოვიდა და კიდევ აქეთ ჭკუას გვარიგებს და იმუქრება. ასეთი მასხარების დრო ქვეყანაში დასრულებულია მეგობრებო და თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს. გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, "როდესაც გიორგი ანწუხელიძე და მისნაირი გმირები თავს სწირავდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ხალხის და ჩვენი ტერიტორიის დაცვას, აი ეს მასხარა კაცი, სააკაშვილი, ლაჩარი, რომელმაც მიწაზე გართხმულმა აჩვენა მთელს მსოფლიოს ჩვენი ერის სირცხვილი მისი სახით, ამ დროს, ის გარბოდა ბრძოლის ველიდან".

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ გიორგი ანწუხელიძის ქვეყანა არის საქართველო და არა ლაჩრების და მოღალატეების.

„სწორედ გიორგი ანწუხელიძის ქვეყანა არის საქართველო და არა ლაჩრების და მოღალატეების, რომლებმაც ლაჩრულად მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი აგვისტოს ომში, ლაჩარმა სააკაშვილმა. კაცი, რომელიც იყო ე.წ. პრეზიდენტი და მთავარსარდალი, თქვენ კარგად ნახეთ, იმ დროს, როდესაც გიორგი ანწუხელიძე და მისნაირი გმირები თავს სწირავდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ხალხის და ჩვენი ტერიტორიის დაცვას, აი ეს მასხარა კაცი, სააკაშვილი, ლაჩარი, რომელმაც მიწაზე გართხმულმა აჩვენა მთელ მსოფლიოს ჩვენი ერის სირცხვილი მისი სახით, ამ დროს, ის გარბოდა ბრძოლის ველიდან. მაშინ, როდესაც მაგალითად, სხვათა შორის, სტუმრად იმყოფებოდა მასთან ერთად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიატოვა სტუმარიც და გაიქცა და მიწაზე გართხმული დაენახა მთელ მსოფლიოს. აი ასეთი პარადოქსების ქვეყანა იყო მაშინ ჩვენი ქვეყანა, ასეთი არაკაცების და ასეთი ლაჩრების ხელში იყო ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ, ჩემო მეგობრებო, წარსულში ჩავტოვეთ. 2012 წლის პირველი ოქტომბერი იყო ის ღირსეული გამარჯვება, რომელის ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ჩვენმა ხალხმა მოიპოვა. ერთი უნდა იცოდეს ყველამ, რომ ასეთი ლაჩრების ხელში ჩვენს ქვეყანას არავის და არასდროს აღარ ჩავუგდებთ. ეს დრო დამთავრდა, ეს განსაცდელი ჩვენმა ხალხმა ჩამოიტოვა წარსულში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.