პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსული დეზინფორმაციის კამპანია პირდაპირ მიმართულია სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების წინააღმდეგ" - რა კვებავს ანტივაქსერულ პროპაგანდას მსოფლიოსა და საქართველოში?
"რუსული დეზინფორმაციის კამპანია პირდაპირ მიმართულია სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების წინააღმდეგ" - რა კვებავს ანტივაქსერულ პროპაგანდას მსოფლიოსა და საქართველოში?

იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სით სა­შუ­ა­ლოდ, 5 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ავად­დე­ბა და 50-მდე იღუ­პე­ბა, ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი კამ­პა­ნია ახალ ძა­ლებს იკ­რებს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, "ფე­ის­ბუქ­მა“ რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­ერ­თი ან­გა­რი­ში დაბ­ლო­კა, რომ­ლე­ბიც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ეწე­ოდ­ნენ ან­ტი­ვაქ­სე­რულ კამ­პა­ნი­ას და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში. ზო­გა­დად, ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ჯგუ­ფე­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში არი­ან, მათ შო­რის, ჩვენ­თა­ნაც არ არის სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა და რაც ყვე­ლა­ზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, აშ­კა­რაა, რომ ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი იდე­ე­ბის პრო­პა­გან­დას კამ­პა­ნი­უ­რი ხა­სი­ა­თი აქვს. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში რა ფარ­თო ფრონ­ტით მუ­შა­ობს და რო­გორ ცდი­ლობს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაშ­ლა-და­ქუც­მა­ცე­ბას, ვერ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ ოკუ­პან­ტი ქვე­ყა­ნა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ცდი­ლობ­დეს ჩვენ­თან ცე­ცხლის დან­თე­ბას.

"რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც პირ­და­პირ არის მი­მარ­თუ­ლი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მნიშ­ვნე­ლო­ვან რის­კებს შე­ი­ცავს არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი, არა­მედ სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხი­თაც. ერთი მხრივ, რუ­სე­თი ამ გზით ცდი­ლობს უნ­დობ­ლო­ბა, პო­ლა­რი­ზა­ცია და ქა­ო­სი გა­აღ­ვი­ვოს უცხო ქვეყ­ნებ­ში, რაც პო­ლი­ტი­კუ­რი რის­კე­ბის შემ­ცვე­ლია ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის­თვის. მე­ო­რე მხრივ კი, ჯან­დაც­ვის უწყე­ბე­ბი­სა და მე­დი­ცი­ნი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბის გა­ჩე­ნამ ხალ­ხში, შე­საძ­ლოა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საფრ­თხე შე­უქ­მნას ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას.

კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სის ფონ­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის­კენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სია მი­მარ­თუ­ლი, რის გა­მოც ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია კი­დევ უფრო ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ამ­დე აღ­წევს და, შე­საძ­ლოა, კი­დევ უფრო მეტ ადა­მი­ან­ში გა­აღ­ვი­ვოს უნ­დობ­ლო­ბა ვაქ­ცი­ნე­ბი­სა და, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის უწყე­ბე­ბი­სად­მი. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დღე­ვან­დელ კრი­ზი­სულ რე­ა­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს გა­აჩ­ნდეს მწყობ­რი სტრა­ტე­გია ამ­გვარ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად, რათა ქვე­ყა­ნამ თა­ვი­დან აი­რი­დოს ჯან­დაც­ვის უწყე­ბე­ბი­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბის ზრდა. დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ით მი­ღე­ბუ­ლი ზი­ა­ნის საფრ­თხე რე­ა­ლუ­რია, რად­გან ამან თა­ვის მხრივ, შე­საძ­ლოა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რის­კე­ბის ქვეშ და­ა­ყე­ნოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და უა­რე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოს ის პო­ზი­ტი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, რაც ქვე­ყა­ნას აქვს მო­სახ­ლე­ო­ბის იმუ­ნი­ზა­ცი­ის კუ­თხით", - ეს არის ამო­ნა­რი­დი "ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" (IDFI) მიერ ჯერ კი­დევ 2020 წლის გა­ზა­ფხულ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლი­დან. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აშ­კა­რად ბევ­რი შეც­დო­მა და­ვუშ­ვით.

ქვე­ყა­ნა­ში ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი გან­წყო­ბე­ბის გაღ­ვი­ვე­ბა არის თუ არა კამ­პა­ნი­უ­რი და მარ­თუ­ლი? - ჩვე­ნი სტა­ტი­ის პირ­ვე­ლი რეს­პონ­დენ­ტი ჯან­დაც­ვის პო­ლი­ტი­კის ექ­სპერ­ტი გი­ორ­გი ფხა­კა­ძეა:

- ეს უფრო კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სია. ერთი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კამ­პა­ნია რუ­სე­თი­დან და ჩი­ნე­თი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რაც ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, ვინც ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია. რუ­სე­თი ახ­ლაც აგ­რძე­ლებს და ლა­პა­რა­კობს, რომ "სპუტ­ნი­კი“ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნაა და მისი დაც­ვის ხა­რის­ხი თურ­მე 93%-ს აღ­წევს. სხვა­თა შო­რის, "ფა­ი­ზე­რის“ და "ას­ტრა ზე­ნე­კას“ ყვე­ლა­ზე დიდი ან­ტი­რეკ­ლა­მა ამ ქვეყ­ნი­დან მო­დი­ო­და, - შე­ხე­დეთ, და­სავ­ლუ­რი ვაქ­ცი­ნა ცუ­დია და ჩვე­ნი კარ­გი­აო. თვი­თონ რუ­სე­თი­ვე და­ზა­რალ­და, პრო­ცეს­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჩა­ით­რი­ეს, რომ­ლე­ბიც მთლი­ა­ნად ამ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვიდ­ნენ. რო­გორც თა­ვის დრო­ზე შე­ვარ­დნა­ძე ეუბ­ნე­ბო­და რუ­სებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­დე­ნი­ლი ბუ­მე­რან­გი­ვით და­გიბ­რუნ­დე­ბა­თო, ზუს­ტად ასე და­ე­მარ­თათ, უკან და­უბ­რუნ­დათ ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში და­ი­წყეს, რათა თა­ვი­სი ვაქ­ცი­ნა პო­ლი­ტი­კურ ინ­სტრუ­მენ­ტად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. ჩა­უ­ვარ­დათ ეს წა­მო­წყე­ბა...

ჩი­ნე­თიც იმა­ვეს აკე­თებ­და და ახ­ლაც ცდი­ლობს, რომ გა­ავ­რცე­ლოს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, სა­კუ­თა­რი ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე, სხვე­ბი კი აძა­გოს... ჩი­ნე­თი და რუ­სე­თი ცდი­ლო­ბენ გავ­ლე­ნის ქვეშ მო­იქ­ცი­ონ ქვეყ­ნე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი, რი­თაც ყვე­ლას­თვის ცუდ საქ­მეს აკე­თე­ბენ.

გარ­და ამი­სა, არი­ან კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი, ცნო­ბი­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 28 ადა­მი­ა­ნი მსოფ­ლი­ო­ში, ვინც ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ან­ტი­ვაქ­სე­რია. მათ სექ­ტან­ტებს ვუ­წო­დებ, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის შიშ­ზე დიდი ფული იშო­ვონ. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვა­დაა საქ­მე. იგი­ვე ქალ­ბა­ტო­ნი თინა თო­ფუ­რია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ან­ტი­ვაქ­სე­რია, სი­ნამ­დვი­ლე­ში თა­ვის ბა­ლახს ყი­დის. აკე­თებს რეკ­ლა­მას, - აი, მე მაქვს წა­მა­ლი, რო­მე­ლიც კო­რო­ნას წი­ნა­აღ­მდეგ და­გეხ­მა­რე­ბა­თო. ზო­გი­ერ­თი ლაივ-ჩარ­თვებს აკე­თებს, ლა­ი­ქე­ბი სურს, მერე ამას სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­ზე ყი­დის. ამა­საც ხში­რად პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ.

არა­ერ­თი სტა­ტია და­ი­ბეჭ­და, რომ ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი მი­ლი­არ­დზე მეტ მო­გე­ბას ნა­ხუ­ლო­ბენ თვე­ში მარ­ტო რეკ­ლა­მე­ბით; აგ­რო­ვე­ბენ აუ­დი­ტო­რი­ას და ლა­ი­ქებს, რეკ­ლა­მას ყი­დი­ან. ანუ ცდი­ლო­ბენ ფული იშო­ვონ, მეტი არა­ფე­რი ადარ­დებთ.

ასე­ვე, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გულ­წრფე­ლად შე­ში­ნე­ბუ­ლი, დაბ­ნე­უ­ლი არი­ან და გა­ნათ­ლე­ბის დო­ნეც და­ბა­ლია. შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს რე­ლი­გი­უ­რი ან სა­ე­რო გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მა. მთელ მსოფ­ლი­ო­ში ბევ­რი რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფიც კი მა­ნი­პუ­ლი­რებს, რომ სამ­ყა­რო­ში ბოლო ჟამი დგას, ვაქ­ცი­ნა ეშ­მა­კი­სე­უ­ლია და ა.შ. სხვა­თა შო­რის, დიდი რე­ლი­გი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც კი ამ­ბო­ბენ, რომ კო­რო­ნა არ არ­სე­ბობს. მერე რომ და­ე­მარ­თე­ბათ, თურ­მე არ­სე­ბობს... სამ­წუ­ხა­როდ, ეს ტენ­დენ­ცია მთელ მსოფ­ლი­ო­შია და სა­ქარ­თვე­ლოც ამის ნა­წი­ლია.

- რუ­სეთ­მა "სპუტ­ნი­კით“ რა შე­დე­გე­ბი მი­ი­ღო და მისი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სა­კი­თხი სა­დამ­დე მი­ვი­და?

- "სპუტ­ნი­კის“ ავ­ტო­რი­ზა­ცია არის იქ, სა­დაც ერთი წლის წინ იყო, ანუ არ­სად... ჩი­ნე­ლე­ბიც კი უფრო ჭკვი­ა­ნუ­რად მო­იქ­ცნენ. რუ­სებ­მა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­დი შე­ი­ტა­ნეს და თქვენ უნდა ნა­ხოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი. რე­ა­ლუ­რად, მთე­ლი ეტა­პე­ბია გა­სავ­ლე­ლი, ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი და ა.შ. ცალ­კე თე­მაა, სად არის წარ­მო­ე­ბუ­ლი, რო­გო­რია ეს ხა­რის­ხი, უსაფრ­თხო­ე­ბა და ა.შ. მწარ­მო­ებ­ლის ხა­რის­ხის სტან­დარ­ტიც ვერ გა­და­ლა­ხეს, ანუ მარ­ტივ ენა­ზე რომ აგიხ­სნათ, ჩვენ­ში სა­ხალ­ხო კონ­ტრო­ლის ქალ­ბა­ტო­ნი რეს­ტორ­ნებ­ში რომ და­დის და ვირ­თხებს ეძებს, აქაც ზუს­ტად ასეა, ჯან­მო სა­ნამ ვაქ­ცი­ნამ­დე მივა, ჯერ მი­დის ქარ­ხა­ნა­ში და ამოწ­მებს, იქ "ვირ­თხე­ბი ხომ არ დარ­ბი­ან". რუ­სებ­მა ეს სტან­დარ­ტიც ვერ გა­და­ლა­ხეს.

სა­ბო­ლო ჯამ­ში, რაც უნდა ვატ­რი­ა­ლოთ, დღეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ორი ვაქ­ცი­ნაა - "ფა­ი­ზე­რი" და "მო­დერ­ნა".

- ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ან­ტი­ვაქ­სე­რულ გან­წყო­ბებს კი­დევ რა კვე­ბავს, თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით?

- აქ მარ­ტო ვაქ­ცი­ნა­ზე არ არის ლა­პა­რა­კი, მო­სახ­ლე­ო­ბას ნდო­ბა არა­ვი­სი აქვს ან ვის უნდა ენდო, ვინ არის ქვე­ყა­ნა­ში პი­როვ­ნე­ბა ან ორ­გა­ნი­ზა­ცია, ინ­სტი­ტუ­ცია, რო­მელ­საც ვენ­დო­ბით? ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბას ისიც კვე­ბავს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა აღარ ენ­დო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს, ვი­საც ეს ვაქ­ცი­ნე­ბი შე­მო­აქვს.

- ამ რე­ა­ლო­ბა­ში გა­მო­სა­ვა­ლი სად არის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი აც­რის გა­რე­შე არ დარ­ჩნენ და ამ კა­ტას­ტრო­ფას ნელ-ნელა თავი და­ვაღ­წი­ოთ?

- ჩვენ კა­ტას­ტრო­ფას თავს ვე­ღარ და­ვაღ­წევთ, სამ­წუ­ხა­როდ, და­ვაგ­ვი­ა­ნეთ. ამას კი­დევ არ­ჩევ­ნე­ბი ემა­ტე­ბა, მე­ო­რე კა­ტას­ტრო­ფა, რო­მე­ლიც მო­დის. ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნოა და არა ის, რაც ადა­მი­ა­ნებს სჭირ­დე­ბათ. მა­გა­ლი­თად, ქვე­ყა­ნა პირ­ველ ივ­ლისს ჩა­სა­კე­ტი იყო, არა­ვინ ჩა­კე­ტა. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა სულ სხვაგ­ვა­რად იყო ასა­წყო­ბი.

ჩვენ­თან ახლა ის სი­ტუ­ა­ცი­აა, რაც ბრა­ზი­ლი­ა­ში ხდე­ბო­და პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს. როცა პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობ­და, მე ბიზ­ნე­სი მირ­ჩევ­ნია და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა­სო. და­გა­ვი­წყდათ რაც იყო ბრა­ზი­ლი­ა­ში? სხვა­თა შო­რის, ბრა­ზი­ლი­უ­რი შტა­მი ამი­ტომ წა­მო­ვი­და. ჩვენ ისე გა­ვა­კე­თებთ, მალე ალ­ბათ ქარ­თუ­ლი შტა­მი გვექ­ნე­ბა. რა დრო­ის კონ­ცერ­ტე­ბი და შეხ­ვედ­რე­ბია. მი­ხა­რია ოლიმ­პი­ე­ლებ­მა რომ გა­ი­მარ­ჯვეს, მაგ­რამ ბო­დი­ში, ამ პან­დე­მი­ის დროს მსგავ­სის ჩა­ტა­რე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იყო?

რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე, ფსი­ქო­ლო­გი:

- თვი­თონ კო­ვი­დის გარ­შე­მო ძა­ლი­ან ბევ­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, რად­გან ბევ­რი თან­მდე­ვი თე­მა­ტი­კა დაგ­როვ­და. აქ არის სტრე­სი, იზო­ლა­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბი და ა.შ. ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი გან­წყო­ბი­ლე­ბე­ბის მე­ქა­ნიზ­მზე კი ახლა იწყე­ბა, ჯერ მომ­წი­ფე­ბუ­ლი პო­ზი­ცია არ არ­სე­ბობს. მხო­ლოდ ახლა ახ­სენ­დე­ბათ, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა დიდი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დროს იყო ადა­მი­ან­თა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით მსგავ­სი ტექ­სტე­ბით გა­მო­დი­ო­და, - რომ ვაქ­ცი­ნას­თან ერ­თად სხვა რა­ღა­ცას შეგ­ვიშ­ხა­პუ­ნე­ბენ, ბუ­ნებ­რი­ვია "ჩი­პებ­ზე“ ადრე არ ყო­ფი­ლა სა­უ­ბა­რი... უფრო სა­წამ­ლავ­ზე, მო­მა­დუ­ნე­ბელ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე კეთ­დე­ბო­და აქ­ცენ­ტი, რომ მერე გვმარ­თო­ნო და ა.შ.

ეს ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი გან­წყო­ბა პა­თო­ლო­გი­უ­რი არ არის, რად­გან დრო­ის შეც­ვლას­თან ერ­თად, ისიც გა­დის... ჩვენ­ში (ნორ­მა­ლურ ადა­მი­ა­ნებ­ში) ყო­ველ­თვის ზის ეჭვი. პა­თო­ლო­გი­ის დროს ასე­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი მო­იშ­ლე­ბა ხოლ­მე, თო­რემ პრინ­ციპ­ში ზო­გა­დი მე­ქა­ნიზ­მი იგი­ვეა, რაც ნორ­მა­ლურ ადა­მი­ან­თან. ნორ­მა­ლურ­ში ყო­ველ­თვის ზის საფრ­თხის შიში, რომ, არი­ქა, ვი­ღაც რა­ღა­ცას და­უ­შა­ვებს. ეტყო­ბა, ასე­თი ხალ­ხი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე გვგო­ნია. ძა­ლი­ან ად­ვი­ლად იტა­ცე­ბენ ხოლ­მე ასეთ ვერ­სი­ებს, რომ ვი­ღა­ცე­ბი სა­ი­მი­სოდ არი­ან შეთ­ქმუ­ლე­ბი, რომ გა­ა­ნად­გუ­რონ ან მარ­თონ, და­აკ­ნი­ნონ მთე­ლი მსოფ­ლიო ან ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წი­ლი, მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლო. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არის ასე­თი ეჭ­ვი­ა­ნი ხალ­ხის ად­გი­ლი, რა­საც ვე­რა­ფერს ვუ­ზამთ. თუმ­ცა აშ­ლი­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეს იძ­ლე­ვა ავად­მყო­ფო­ბის სუ­რათს და შე­იძ­ლე­ბა ვუმ­კურ­ნა­ლოთ.

- ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნებ­მა ამას თავი რო­გორ უნდა და­აღ­წი­ონ, ჩა­ი­ტა­რონ აცრა, წე­სე­ბი და­იც­ვან, რომ არ­სე­ბულ სირ­თუ­ლე­ებს თავი და­ვაღ­წი­ოთ?

- რე­ა­ლო­ბას თავს აღ­წე­ვენ უფრო ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბი. გახ­სოვთ ცერ­ცვა­ძე რომ იძახ­და, რა გინ­დათ, რო­გორც ჩი­ნეთ­მა გა­და­წყვი­ტა პრობ­ლე­მა, ისე გა­დავ­წყვი­ტოთ, ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე ჯა­რის­კა­ცი რომ იდ­გაო. და­ა­ყე­ნე­ბენ ჯა­რის­კაცს და გა­და­წყვე­ტენ. ან თუნ­დაც ის­რა­ელ­ში რო­გორც გა­და­წყვი­ტეს. კი ბა­ტო­ნო, თქვე­ნი ნე­ბა­აო, უთხრეს მო­ქა­ლა­ქე­ებს, მაგ­რამ ვინც აც­რი­ლი არ იქ­ნე­ბით, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­გიშ­ვე­ბენ, ავ­ტო­ბუს­ში ას­ვლის უფ­ლე­ბა არ გექ­ნე­ბათ და ა.შ. ანუ და­ნარ­ჩენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კონ­ტაქ­ტში ვერ შეხ­ვალ­თო; ისე, თქვენ რო­გორც გინ­დათ, გინდ აი­ცე­რით, გინდ - არაო. ასე რომ, ისევ იძუ­ლე­ბი­თი ხერ­ხი იყო, ოღონდ უფრო რბი­ლი მა­ნევ­რით. ეს არის, უნდა აი­ძუ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი, ოღონდ აი­ძუ­ლო ის­რა­ე­ლელ­თა მსგავ­სად, მო­რა­ლუ­რად საკ­მა­ოდ გა­მარ­თუ­ლი პო­ზი­ცი­ი­დან. სხვე­ბი რომ არ და­ა­ვად­დნენ, ამი­ტომ ადა­მი­ანს უნდა შე­ე­ზღუ­დოს სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბის უფ­ლე­ბა თუ აც­რი­ლი არაა. ეს დას­ჯა არ არის, რო­გორც უნდა ისე მო­იქ­ცეს, მაგ­რამ სხვას რომ არ გა­და­ე­ცეს და პან­დე­მია უსას­რუ­ლოდ არ გაგ­რძელ­დეს, ეს უნდა გა­კეთ­დეს.

ცოტა არ იყოს სა­და­ვო სა­კი­თხია, ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში თუნ­დაც "მო­რა­ლუ­რი იძუ­ლე­ბა“ რა შე­დე­გებს გა­მო­ი­ტანს. ალ­ბათ, ფრონ­ტის მთა­ვა­რი ხაზი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მო­წო­დე­ბის კამ­პა­ნი­ა­ზე, ისევ და ისევ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებ­ზე უნდა გა­დი­ო­დეს. დრო არ ით­მენს, ქვე­ყა­ნა უხი­ლავ, მაგ­რამ და­უნ­დო­ბელ მტერ­თან სას­ტიკ ბრძო­ლა­შია ჩაბ­მუ­ლი.

(სტა­ტი­ის მთა­ვა­რი ფო­ტოს წყა­რო: IDFI)

ავ­ტო­რი: მე­რაბ ბე­რი­ძე

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
0

ექსპერტების ექსპერტია ხუხაშვილი რას ამბობს რა აზრისაა

N
0

თქვენი ჯანდაცვის სისტემა მოაგვარეთ და მერე სხვებზე ისაუბრეთ. თქვენი სიტყვებიდან გამოდის უაზრო დასკვნა რაც უფრო ძვირი ღირს წამალი მით უფრო ეფექტურია ხოდა ეს წამლები თქვენზე გამოსცადეთ და მე ღმერთმა დამიფაროს რომ დანჭირდეს

ავტორი:

"რუსული დეზინფორმაციის კამპანია პირდაპირ მიმართულია სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების წინააღმდეგ" - რა კვებავს ანტივაქსერულ პროპაგანდას მსოფლიოსა და საქართველოში?

"რუსული დეზინფორმაციის კამპანია პირდაპირ მიმართულია სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების წინააღმდეგ" - რა კვებავს ანტივაქსერულ პროპაგანდას მსოფლიოსა და საქართველოში?

იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსით საშუალოდ, 5 ათასზე მეტი ადამიანი ავადდება და 50-მდე იღუპება, ანტივაქსერული კამპანია ახალ ძალებს იკრებს. რამდენიმე დღის წინ, "ფეისბუქმა“ რუსეთთან დაკავშირებული არაერთი ანგარიში დაბლოკა, რომლებიც მიზანმიმართულად ეწეოდნენ ანტივაქსერულ კამპანიას დასავლური ქვეყნების სოციალურ სივრცეში. ზოგადად, ანტივაქსერულად განწყობილი ჯგუფები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არიან, მათ შორის, ჩვენთანაც არ არის სახარბიელო მდგომარეობა და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, აშკარაა, რომ ანტივაქსერული იდეების პროპაგანდას კამპანიური ხასიათი აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რუსეთი საქართველოში რა ფართო ფრონტით მუშაობს და როგორ ცდილობს ჩვენი საზოგადოების დაშლა-დაქუცმაცებას, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტი ქვეყანა ამ მიმართულებითაც ცდილობდეს ჩვენთან ცეცხლის დანთებას.

"რუსული დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც პირდაპირ არის მიმართული სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების წინააღმდეგ, მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამედიცინო კუთხითაც. ერთი მხრივ, რუსეთი ამ გზით ცდილობს უნდობლობა, პოლარიზაცია და ქაოსი გააღვივოს უცხო ქვეყნებში, რაც პოლიტიკური რისკების შემცველია ამ საზოგადოებებისთვის. მეორე მხრივ კი, ჯანდაცვის უწყებებისა და მედიცინისადმი უნდობლობის გაჩენამ ხალხში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას ადამიანების ჯანმრთელობას.

კორონავირუსით გამოწვეული გლობალური კრიზისის ფონზე, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციისკენ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესია მიმართული, რის გამოც ამ საკითხებთან დაკავშირებული დეზინფორმაცია კიდევ უფრო ფართო აუდიტორიამდე აღწევს და, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტ ადამიანში გააღვივოს უნდობლობა ვაქცინებისა და, ზოგადად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებისადმი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ კრიზისულ რეალობაში, საქართველოს გააჩნდეს მწყობრი სტრატეგია ამგვარ დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად, რათა ქვეყანამ თავიდან აირიდოს ჯანდაცვის უწყებებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისადმი უნდობლობის ზრდა. დეზინფორმაციით მიღებული ზიანის საფრთხე რეალურია, რადგან ამან თავის მხრივ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი რისკების ქვეშ დააყენოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და უარესობისკენ შეცვალოს ის პოზიტიური მაჩვენებლები, რაც ქვეყანას აქვს მოსახლეობის იმუნიზაციის კუთხით", - ეს არის ამონარიდი "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნებული მასალიდან. სამწუხაროდ, ჩვენ ამ მიმართულებით აშკარად ბევრი შეცდომა დავუშვით.

ქვეყანაში ანტივაქსერული განწყობების გაღვივება არის თუ არა კამპანიური და მართული? - ჩვენი სტატიის პირველი რესპონდენტი ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ფხაკაძეა:

- ეს უფრო კომბინირებული პროცესია. ერთი ორგანიზებული კამპანია რუსეთიდან და ჩინეთიდან მიმდინარეობდა, რაც ყველასთვის ცნობილია, ვინც ამ პროცესში ჩართულია. რუსეთი ახლაც აგრძელებს და ლაპარაკობს, რომ "სპუტნიკი“ მსოფლიოში ყველაზე ეფექტიანი ვაქცინაა და მისი დაცვის ხარისხი თურმე 93%-ს აღწევს. სხვათა შორის, "ფაიზერის“ და "ასტრა ზენეკას“ ყველაზე დიდი ანტირეკლამა ამ ქვეყნიდან მოდიოდა, - შეხედეთ, დასავლური ვაქცინა ცუდია და ჩვენი კარგიაო. თვითონ რუსეთივე დაზარალდა, პროცესში მოქალაქეები ჩაითრიეს, რომლებიც მთლიანად ამ ვაქცინაციის წინააღმდეგ წავიდნენ. როგორც თავის დროზე შევარდნაძე ეუბნებოდა რუსებს, საქართველოში ჩადენილი ბუმერანგივით დაგიბრუნდებათო, ზუსტად ასე დაემართათ, უკან დაუბრუნდათ ანტივაქსერული კამპანია, რომელიც მთელ მსოფლიოში დაიწყეს, რათა თავისი ვაქცინა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოეყენებინათ. ჩაუვარდათ ეს წამოწყება...

ჩინეთიც იმავეს აკეთებდა და ახლაც ცდილობს, რომ გაავრცელოს ინფორმაციები, საკუთარი ვაქცინების ეფექტიანობაზე, სხვები კი აძაგოს... ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ გავლენის ქვეშ მოიქციონ ქვეყნები და ადამიანები, რითაც ყველასთვის ცუდ საქმეს აკეთებენ.

გარდა ამისა, არიან კონკრეტული პირები, ცნობილია დაახლოებით 28 ადამიანი მსოფლიოში, ვინც ყველაზე ცნობილი ანტივაქსერია. მათ სექტანტებს ვუწოდებ, რომლებიც ცდილობენ სხვა ადამიანების შიშზე დიდი ფული იშოვონ. ძალიან მარტივადაა საქმე. იგივე ქალბატონი თინა თოფურია, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი ანტივაქსერია, სინამდვილეში თავის ბალახს ყიდის. აკეთებს რეკლამას, - აი, მე მაქვს წამალი, რომელიც კორონას წინააღმდეგ დაგეხმარებათო. ზოგიერთი ლაივ-ჩართვებს აკეთებს, ლაიქები სურს, მერე ამას სხვადასხვა კომპანიებზე ყიდის. ამასაც ხშირად პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ.

არაერთი სტატია დაიბეჭდა, რომ ანტივაქსერები მილიარდზე მეტ მოგებას ნახულობენ თვეში მარტო რეკლამებით; აგროვებენ აუდიტორიას და ლაიქებს, რეკლამას ყიდიან. ანუ ცდილობენ ფული იშოვონ, მეტი არაფერი ადარდებთ.

ასევე, არიან ადამიანები, რომლებიც გულწრფელად შეშინებული, დაბნეული არიან და განათლების დონეც დაბალია. შეიძლება ეს იყოს რელიგიური ან საერო განათლების პრობლემა. მთელ მსოფლიოში ბევრი რელიგიური ჯგუფიც კი მანიპულირებს, რომ სამყაროში ბოლო ჟამი დგას, ვაქცინა ეშმაკისეულია და ა.შ. სხვათა შორის, დიდი რელიგიების წარმომადგენლებიც კი ამბობენ, რომ კორონა არ არსებობს. მერე რომ დაემართებათ, თურმე არსებობს... სამწუხაროდ, ეს ტენდენცია მთელ მსოფლიოშია და საქართველოც ამის ნაწილია.

- რუსეთმა "სპუტნიკით“ რა შედეგები მიიღო და მისი ავტორიზაციის საკითხი სადამდე მივიდა?

- "სპუტნიკის“ ავტორიზაცია არის იქ, სადაც ერთი წლის წინ იყო, ანუ არსად... ჩინელებიც კი უფრო ჭკვიანურად მოიქცნენ. რუსებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადი შეიტანეს და თქვენ უნდა ნახოთ ეს ყველაფერი. რეალურად, მთელი ეტაპებია გასავლელი, ვაქცინის შესახებ კლინიკური კვლევები და ა.შ. ცალკე თემაა, სად არის წარმოებული, როგორია ეს ხარისხი, უსაფრთხოება და ა.შ. მწარმოებლის ხარისხის სტანდარტიც ვერ გადალახეს, ანუ მარტივ ენაზე რომ აგიხსნათ, ჩვენში სახალხო კონტროლის ქალბატონი რესტორნებში რომ დადის და ვირთხებს ეძებს, აქაც ზუსტად ასეა, ჯანმო სანამ ვაქცინამდე მივა, ჯერ მიდის ქარხანაში და ამოწმებს, იქ "ვირთხები ხომ არ დარბიან". რუსებმა ეს სტანდარტიც ვერ გადალახეს.

საბოლო ჯამში, რაც უნდა ვატრიალოთ, დღეს მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ორი ვაქცინაა - "ფაიზერი" და "მოდერნა".

- ქართულ რეალობაში ანტივაქსერულ განწყობებს კიდევ რა კვებავს, თქვენი დაკვირვებით?

- აქ მარტო ვაქცინაზე არ არის ლაპარაკი, მოსახლეობას ნდობა არავისი აქვს ან ვის უნდა ენდო, ვინ არის ქვეყანაში პიროვნება ან ორგანიზაცია, ინსტიტუცია, რომელსაც ვენდობით? ანტივაქსერული მოძრაობას ისიც კვებავს, რომ მოსახლეობა აღარ ენდობა სახელმწიფოს, ვისაც ეს ვაქცინები შემოაქვს.

- ამ რეალობაში გამოსავალი სად არის, რომ ადამიანები აცრის გარეშე არ დარჩნენ და ამ კატასტროფას ნელ-ნელა თავი დავაღწიოთ?

- ჩვენ კატასტროფას თავს ვეღარ დავაღწევთ, სამწუხაროდ, დავაგვიანეთ. ამას კიდევ არჩევნები ემატება, მეორე კატასტროფა, რომელიც მოდის. ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილება საარჩევნოა და არა ის, რაც ადამიანებს სჭირდებათ. მაგალითად, ქვეყანა პირველ ივლისს ჩასაკეტი იყო, არავინ ჩაკეტა. ვაქცინაციის პროგრამა სულ სხვაგვარად იყო ასაწყობი.

ჩვენთან ახლა ის სიტუაციაა, რაც ბრაზილიაში ხდებოდა პირველი ტალღის დროს. როცა პრეზიდენტი ამბობდა, მე ბიზნესი მირჩევნია დაავადების მართვასო. დაგავიწყდათ რაც იყო ბრაზილიაში? სხვათა შორის, ბრაზილიური შტამი ამიტომ წამოვიდა. ჩვენ ისე გავაკეთებთ, მალე ალბათ ქართული შტამი გვექნება. რა დროის კონცერტები და შეხვედრებია. მიხარია ოლიმპიელებმა რომ გაიმარჯვეს, მაგრამ ბოდიში, ამ პანდემიის დროს მსგავსის ჩატარება მიზანშეწონილი იყო?

რამაზ საყვარელიძე, ფსიქოლოგი:

- თვითონ კოვიდის გარშემო ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური კვლევა არის ჩატარებული, რადგან ბევრი თანმდევი თემატიკა დაგროვდა. აქ არის სტრესი, იზოლაციით გამოწვეული ნეგატიური ემოციები და ა.შ. ანტივაქსერული განწყობილებების მექანიზმზე კი ახლა იწყება, ჯერ მომწიფებული პოზიცია არ არსებობს. მხოლოდ ახლა ახსენდებათ, რომ პრაქტიკულად ყველა დიდი ვაქცინაციის დროს იყო ადამიანთა საკმაოდ სერიოზული ნაწილი, რომელიც დაახლოებით მსგავსი ტექსტებით გამოდიოდა, - რომ ვაქცინასთან ერთად სხვა რაღაცას შეგვიშხაპუნებენ, ბუნებრივია "ჩიპებზე“ ადრე არ ყოფილა საუბარი... უფრო საწამლავზე, მომადუნებელ მედიკამენტებზე კეთდებოდა აქცენტი, რომ მერე გვმართონო და ა.შ.

ეს ანტივაქსერული განწყობა პათოლოგიური არ არის, რადგან დროის შეცვლასთან ერთად, ისიც გადის... ჩვენში (ნორმალურ ადამიანებში) ყოველთვის ზის ეჭვი. პათოლოგიის დროს ასეთი მექანიზმები მოიშლება ხოლმე, თორემ პრინციპში ზოგადი მექანიზმი იგივეა, რაც ნორმალურ ადამიანთან. ნორმალურში ყოველთვის ზის საფრთხის შიში, რომ, არიქა, ვიღაც რაღაცას დაუშავებს. ეტყობა, ასეთი ხალხი გაცილებით მეტია, ვიდრე გვგონია. ძალიან ადვილად იტაცებენ ხოლმე ასეთ ვერსიებს, რომ ვიღაცები საიმისოდ არიან შეთქმულები, რომ გაანადგურონ ან მართონ, დააკნინონ მთელი მსოფლიო ან ერთი კონკრეტული ნაწილი, მაგალითად, საქართველო. საზოგადოებაში არის ასეთი ეჭვიანი ხალხის ადგილი, რასაც ვერაფერს ვუზამთ. თუმცა აშლილობის შემთხვევაში ეს იძლევა ავადმყოფობის სურათს და შეიძლება ვუმკურნალოთ.

- ჩვენს რეალობაში ადამიანებმა ამას თავი როგორ უნდა დააღწიონ, ჩაიტარონ აცრა, წესები დაიცვან, რომ არსებულ სირთულეებს თავი დავაღწიოთ?

- რეალობას თავს აღწევენ უფრო ავტორიტარული ქვეყნები. გახსოვთ ცერცვაძე რომ იძახდა, რა გინდათ, როგორც ჩინეთმა გადაწყვიტა პრობლემა, ისე გადავწყვიტოთ, ყველა ქუჩაზე ჯარისკაცი რომ იდგაო. დააყენებენ ჯარისკაცს და გადაწყვეტენ. ან თუნდაც ისრაელში როგორც გადაწყვიტეს. კი ბატონო, თქვენი ნებააო, უთხრეს მოქალაქეებს, მაგრამ ვინც აცრილი არ იქნებით, სამსახურიდან გამოგიშვებენ, ავტობუსში ასვლის უფლება არ გექნებათ და ა.შ. ანუ დანარჩენ საზოგადოებასთან კონტაქტში ვერ შეხვალთო; ისე, თქვენ როგორც გინდათ, გინდ აიცერით, გინდ - არაო. ასე რომ, ისევ იძულებითი ხერხი იყო, ოღონდ უფრო რბილი მანევრით. ეს არის, უნდა აიძულო ადამიანები, ოღონდ აიძულო ისრაელელთა მსგავსად, მორალურად საკმაოდ გამართული პოზიციიდან. სხვები რომ არ დაავადდნენ, ამიტომ ადამიანს უნდა შეეზღუდოს სოციალური კონტაქტების უფლება თუ აცრილი არაა. ეს დასჯა არ არის, როგორც უნდა ისე მოიქცეს, მაგრამ სხვას რომ არ გადაეცეს და პანდემია უსასრულოდ არ გაგრძელდეს, ეს უნდა გაკეთდეს.

ცოტა არ იყოს სადავო საკითხია, ქართულ რეალობაში თუნდაც "მორალური იძულება“ რა შედეგებს გამოიტანს. ალბათ, ფრონტის მთავარი ხაზი ვაქცინაციის მოწოდების კამპანიაზე, ისევ და ისევ, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად კონკრეტულ ნაბიჯებზე უნდა გადიოდეს. დრო არ ითმენს, ქვეყანა უხილავ, მაგრამ დაუნდობელ მტერთან სასტიკ ბრძოლაშია ჩაბმული.

(სტატიის მთავარი ფოტოს წყარო: IDFI)

ავტორი: მერაბ ბერიძე