სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რად უნდათ ტანკების შემოჯლიგინება, მინიმალურ ფასად შეუძლიათ საფრთხე შეგვიქმნან" - ვინ დგას საქართველოში ანტივაქსერული კამპანიის უკან და როგორ ებრძვის მას სახელმწიფო?
"რად უნდათ ტანკების შემოჯლიგინება, მინიმალურ ფასად შეუძლიათ საფრთხე შეგვიქმნან" - ვინ დგას საქართველოში ანტივაქსერული კამპანიის უკან და როგორ ებრძვის მას სახელმწიფო?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი ჯგუ­ფე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ გა­აქ­ტი­ურ­დნენ, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე აგი­ტა­ტო­რებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ჩა­ღე­ბუ­ლი პრო­პა­გან­და საკ­მა­რი­სად არ მი­იჩ­ნი­ეს და ქუ­ჩა­ში გა­მო­ვიდ­ნენ.

ან­ტი­ვაქ­სერ­თა პირ­ვე­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია სწო­რედ იმ დღეს გა­ი­მარ­თა, როცა სა­ქარ­თვე­ლომ აშშ-სგან ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი დოზა "ფა­ი­ზე­რის" ვაქ­ცი­ნა სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო.

ვინ არი­ან ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი და სა­ი­დან იღებს სა­თა­ვეს ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი?

ჯან­დაც­ვის სფე­როს ექ­სპერ­ტი აკა­კი ზო­ი­ძე სა­კუ­თარ ბლოგ­ში - "ვინ არი­ან და რა ამოძ­რა­ვებთ ან­ტი­ვაქ­სე­რებს“ ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბის პრე­ის­ტო­რი­ას მოგ­ვი­თხრობს. ექ­სპერ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით ამ­ბობს, რომ ან­ტი­ვაქ­სე­თა გზავ­ნი­ლე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შეც­ვლი­ლა. ისი­ნი იმა­ვე ცრუ არ­გუ­მენ­ტე­ბით აპე­ლი­რებ­დნენ მეთ­ვრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­შიც, რა­საც დღეს ვის­მენთ პი­რად სა­უბ­რებ­სა თუ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

"ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბა არა­ხა­ლია, პირ­ვე­ლი ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი ედუ­არდ ჯე­ნე­რის მიერ 1796 წელს ყვა­ვი­ლის ვაქ­ცი­ნის შე­მუ­შა­ვე­ბის პე­რი­ო­დი­დან გაჩ­ნდნენ. ყვა­ვი­ლი უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა იყო, რო­მე­ლიც კლავ­და ყო­ველ მე­სა­მე ინ­ფი­ცი­რე­ბულს და რო­მე­ლიც სწო­რედ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­დე­გად სრუ­ლად აღ­მო­ი­ფხვრა მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ისე­ვე რო­გორც ეს ცოტა ხან­ში მოხ­და მე­ო­რე უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბის – პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის შემ­თხვე­ვა­ში, რაც კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში მე­დი­ცი­ნის და ზო­გა­დად მეც­ნი­ე­რე­ბის ერთ-ერთი უდი­დე­სი მიღ­წე­ვაა. ჯე­ნე­რის პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი ცდი­ლობ­დნენ მოგ­ვლე­ნოდ­ნენ „თეთრ რა­ინ­დე­ბად“, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ში­შებს და ეჭ­ვებს გა­მო­ხა­ტავ­დნენ და ავ­რცე­ლებ­დნენ, რათა სა­კუ­თა­რი თა­ვე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველ გმი­რე­ბად წარ­მო­ე­ჩი­ნათ.

ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის აქ­ცია თბი­ლის­ში - ფოტო: სპუტ­ნი­კი

ასე, მა­გა­ლი­თად, ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რი­ის მკვლე­ვარს, პოლა ლარ­სონს "გარ­დი­ა­ნის" სტა­ტი­ა­ში მო­აქვს დოქ­ტორ ალექ­სან­დრე რო­სის (ექი­მის!) იმ დრო­ის­თვის პო­პუ­ლა­რუ­ლი პამ­ფლე­ტი, რო­მე­ლიც კა­ნა­და­ში ფარ­თოდ გავ­რცელ­და, რო­დე­საც მონ­რე­ალ­ში იყო ყვა­ვი­ლის ეპი­დე­მია 1885 წელს: ის არ­წმუ­ნებ­და მკი­თხველს, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია არ ახ­დენს ყვა­ვი­ლის პრე­ვენ­ცი­ას, მაგ­რამ იწ­ვევს ისე­თი „სა­ზი­ზღა­რი“ და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბას, რო­გო­რიც სი­ფი­ლი­სია (ათა­შან­გი) და თვი­თონ ყვა­ვი­ლიც ასე­ვე აც­რის შე­დე­გად ვრცელ­დე­ბა და „უც­ბად“ კლავს ბავ­შვებს (რო­სის სხვა თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ეს აცრა ასე­ვე იწ­ვევს უნა­ყო­ფო­ბას)! მე­ტიც, ის ამ­ტკი­ცებ­და, რომ „მონ­რე­ალ­ში რე­ა­ლუ­რად ყვა­ვი­ლის ეპი­დე­მია არ არის და გვა­ტყუ­ე­ბენ" და რომც იყოს, ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა არის "სუფ­თა ჰა­ე­რი, ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი (ალ­კოჰო­ლის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა)“. "მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბად" როსი სთა­ვა­ზობ­და რამ­დე­ნი­მე ინ­დი­ვი­დის აზრს, რო­მელ­თა წო­დე­ბე­ბი იწყე­ბო­და შთამ­ბეჭ­და­ვი პრე­ფიქ­სე­ბით: "პროფ"; "დოქ­ტო­რი", "სერ" და ა.შ...

ხომ არ გეც­ნო­ბათ ეს ყვე­ლა­ფე­რი? დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გეც­ნო­ბათ და არა­ერ­თი მსგავ­სი არ­გუ­მენ­ტი მო­გის­მე­ნი­ათ და „პამ­ფლე­ტი“ წა­გი­კი­თხავთ კო­ვიდ-19-ზე და მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნებ­ზე, იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზე­ბის გამო, რომ ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბა ამ პამ­ფლეტ­ში ასა­ხულ ნა­ცად ტაქ­ტი­კას და ხერ­ხებს იყე­ნებ­და და იყე­ნებს მთე­ლი მისი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე“ - წერს ზო­ი­ძე.

ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო

მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი კომ­პა­ნია "ფე­ის­ბუქ­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბით აქ­ტი­უ­რად იბ­რძვის ქარ­თუ­ლი ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ. ორ­გა­ნი­ზა­ცია ინ­ტენ­სი­უ­რად ადევ­ნებს თვალ-ყურს ტრა­დი­ცი­ულ მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გზავ­ნი­ლებს.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი თა­მარ კინ­წუ­რაშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ "ფა­ი­ზე­რით" ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­ი­ზარ­და ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ნა­კა­დი. მისი თქმით, 24 ივ­ლი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მას შემ­დეგ, რაც აშშ-ს ნა­ჩუ­ქა­რი 0.5 მლნ დოზა ვაქ­ცი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, ყალ­ბად სულ მცი­რე 200 პოს­ტი მო­ნიშ­ნეს.

"2020 წლი­დან არა­ერ­თი ყალ­ბი ან­გა­რი­ში გა­მო­ვავ­ლი­ნეთ. მას შემ­დეგ, რაც "ფა­ი­ზე­რის" ვაქ­ცი­ნა ჩა­მო­ვი­და, ჩვენ ვნა­ხეთ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­კა­დის გაზ­რდა, რაც გვიქ­მნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ ან­ტი­ვაქ­სე­რულ მოძ­რა­ო­ბას აქვს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სახე. ამას მოწ­მობს ისიც, რომ მათ მიერ გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ჩან­დნენ არამ­ხო­ლოდ ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი, არა­მედ ლე­ვან ვა­სა­ძის მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. ისი­ნი აქ­ცი­ის მე­დი­ით გა­შუ­ქე­ბა­საც უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ. სწო­რედ ამ ჯგუ­ფებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის ფე­ის­ბუქ-ან­გა­რი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­ტენ­სი­უ­რად ცდი­ლო­ბენ მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რი და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლი ცნო­ბე­ბი გა­ავ­რცე­ლონ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის ჩა­მოს­ვლი­სას ასე­თი მძლავ­რი ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი ტალ­ღა არ ყო­ფი­ლა“, - ეუბ­ნე­ბა Ambebi.ge -ს თა­მარ კინ­წუ­რაშ­ვი­ლი.

ყვე­ლა­ზე მე­ტად ვის აძ­ლევს ხელს ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი კამ­პა­ნი­ის გა­ჩა­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში - დგას თუ არა რუ­სე­თი ამის უკან?!

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ფე­ის­ბუქ­მა" წა­შა­ლა ასო­ბით ან­გა­რი­ში, რომ­ლე­ბიც, კომ­პა­ნი­ის გან­მარ­ტე­ბით, ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ რუ­სე­თი­დან მარ­თულ ან­ტი­ვაქ­სე­რულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ულ კამ­პა­ნი­ებ­ში.

“ფე­ის­ბუ­ქის“ თა­ნახ­მად, ან­გა­რი­შე­ბის ქსე­ლის სა­მიზ­ნე იყო ინ­დო­ე­თი, ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კა და აშშ. ისი­ნი ცდი­ლობ­დნენ ინფლუ­ენ­სე­რე­ბის მი­ზიდ­ვას ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სავ­რცე­ლებ­ლად, რათა ამ გზით კო­ვიდ 19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბა შე­ერ­ყი­ათ.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ქარ­თუ­ლი ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბის უკა­ნაც რუ­სუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი იდ­გეს.

"მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" კვლე­ვამ ამ მხრივ არა­ერ­თი სა­გუ­ლის­ხმო მიგ­ნე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა. თა­მარ კინ­წუ­რაშ­ვი­ლის თქმით, ისი­ნი, ვინც სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბით ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­საზ­რე­ბებს გა­მოთ­ქვამ­დნენ, რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნის უპი­რა­ტე­სო­ბა­ზე ამახ­ვი­ლებ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას.

"თუ ან­ტი­ვაქ­სე­რი ხარ, ყვე­ლა ვაქ­ცი­ნის მი­მართ უნდა იყო ან­ტი­ვაქ­სე­რი. ადა­მი­ან­თა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი კი წერ­დნენ, რომ ყვე­ლა ვაქ­ცი­ნა ცუ­დია, გარ­და რუ­სუ­ლი­სა. ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც გა­და­წყვეტ­დნენ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბას, ეს მხო­ლოდ რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის იქ­ნე­ბო­და. ეს და სხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბი ტო­ვებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი გან­წყო­ბე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი უფრო პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის ნა­წი­ლია, ვიდ­რე ადა­მი­ა­ნუ­რი შიში", - ეუბ­ნე­ბა Ambebi.ge ს თა­მარ კინ­წუ­რაშ­ვი­ლი.

ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტი აკა­კი ზო­ი­ძე ფიქ­რობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კამ­პა­ნი­ის ჩა­ვარ­დნა ყვე­ლა­ზე მე­ტად აძ­ლევს ხელს რუ­სეთს. მისი დაკ­ვირ­ვე­ბით, ან­ტი­ვაქ­სე­რულ ჯგუ­ფებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი წყა­რო­ე­ბია.

"ეს არის რუ­სუ­ლად ნა­თარ­გმნი, ან რუ­სუ­ლი სა­ი­ტე­ბი­დან აღე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი. მო­დით, ასე ვთქვათ, რად უნ­დათ რუ­სებს ტან­კე­ბის შე­მოგ­ლი­ჯი­ნე­ბა, რო­დე­საც შე­უძ­ლი­ათ ძა­ლი­ან მი­ნი­მა­ლურ ფა­სად ჩა­აგ­დონ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი და ამით რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე მი­ა­ყე­ნონ ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას. საკ­მა­რი­სია, მათ ეს მო­ა­ხერ­ხონ, რომ ჩა­მო­ი­შა­ლოს ქვე­ყა­ნა და მუდ­მი­ვად და­ზაფ­რულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდეთ. მათ­თვის ეს არის იდე­ა­ლუ­რი და ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა ჩვენს გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად" - გვე­უბ­ნე­ბა აკა­კი ზო­ი­ძე.

რო­გორ უნდა ებ­რძო­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ან­ტი­ვაქ­სე­რებს?

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მი­ნის­ტრო იწყებს აქ­ტი­ურ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით. მისი თქმით, იგეგ­მე­ბა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ვი­ზი­ტე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში და მო­სახ­ლე­ო­ბას­თან პი­რის­პირ შეხ­ვედ­რე­ბი.

აკა­კი ზო­ი­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია.

"სამ­წუ­ხა­როდ, გვი­ან ვი­წყებთ პრო­ვაქ­სე­რულ კამ­პა­ნი­ას, ეს მი­ნი­მუმ 4-5 თვით ადრე უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, რომ ახლა შე­დე­გი გვქო­ნო­და. თუმ­ცა სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დროს. ეს უნდა იყოს მა­სობ­რი­ვი ძა­ლის­ხმე­ვა და ამა­ში მო­ქა­ლა­ქე­ებ­მაც უნდა შე­ვუ­წყოთ ხელი სა­ხელ­მწი­ფოს. ჯერ­ჯე­რო­ბით ეფექ­ტი­ა­ნი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან არ წარ­მო­ებს, მა­შინ, რო­დე­საც კო­ვიდ-19-თან ერ­თად გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბა აგ­რე­სი­ულ, კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბულ და თან­მიმ­დევ­რულ კამ­პა­ნი­ას აწარ­მო­ებს კო­ვიდ-19- ის საფრ­თხის ნი­ვე­ლი­რე­ბი­სა და ვაქ­ცი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გლო­ბა­ლუ­რად და სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ხელ­მწი­ფო მუდ­მი­ვად უნდა აკონ­ტრო­ლებ­დეს, თუ რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი, რა ახალ ბერ­კე­ტებს იმუ­შა­ვე­ბენ ხალ­ხის შეც­დო­მა­ში შე­საყ­ვა­ნად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ებ­რძო­ლოს მათ. გარ­და ამი­სა, კარ­გი იქ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი ბე­ნე­ფი­ტე­ბის შე­მო­ღე­ბა აც­რილ­თათ­ვის, რათა ეს სტი­მუ­ლი გახ­დეს სხვე­ბის­თვის" - გვე­უბ­ნე­ბა აკა­კი ზო­ი­ძე.

რო­გორ უნდა ვებ­რძო­ლოთ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი

ყვე­ლა თან­ხმდე­ბა იმა­ში, რომ პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ყვე­ლა­ზე დიდი როლი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და თვით­შეგ­ნე­ბას ენი­ჭე­ბა. რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვი­სა და აც­რის გარ­და, ახლა სა­ხელ­მწი­ფობ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს კი­დევ ერთი ვალი აქვს - შე­ი­ტა­ნოს სა­კუ­თა­რი წვლი­ლი ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი პრო­პა­გან­დის გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფა­ში.

ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტი ფსი­ქო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ რამ­დე­ნი­მე რე­კო­მენ­და­ცი­ას გვთა­ვა­ზობს.

"არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში პო­ლე­მი­კა­ში არ შეხ­ვი­დეთ ან­ტი­ვაქ­სე­რებ­თან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით. სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია იგ­ნო­რი და დაბ­ლოკ­ვა. გარ­და ამი­სა, ნუ გა­ა­ზი­ა­რებთ თუნ­დაც უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტში მათ პოს­ტებს, რად­გან ისი­ნი ამით სარ­გე­ბელს ნა­ხუ­ლო­ბენ. ვინც ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ ეწე­ვა ასეთ პრო­პა­გან­დას, გა­სამ­რჯე­ლოს სწო­რედ მო­პო­ვე­ბუ­ლი გა­ზი­ა­რე­ბე­ბი­სა და ნახ­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იღებს.

თუ ან­ტი­ვაქ­სე­რი ჩვე­ნი ახ­ლო­ბე­ლია, ვე­სა­უბ­როთ პი­რად­ში და ვე­ცა­დოთ, რომ გა­და­ვარ­წმუ­ნოთ. ბოლო კვლე­ვე­ბით, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 50% მზად არის, რომ აიც­რას. ამი­ტომ თუ ჩვენ ვეც­დე­ბით, მათი ში­შე­ბის გა­ქარ­წყლე­ბას რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს გა­ვა­კე­თებთ. ჭეშ­მა­რი­ტი ან­ტი­ვაქ­სე­რი, რო­მე­ლიც რე­ლი­გი­უ­რი ფა­ნა­ტიზ­მის დო­ნე­ზე ქა­და­გებს, სულ 5-10 %-ია. და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი უბ­რა­ლოდ, ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ არის მოქ­ცე­უ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მათი გად­მო­ბი­რე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბი­თა და ყვე­ლა მათ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია" - გვიხ­სნის აკა­კი ზო­ი­ძე.

ან­ტი­ვაქ­სე­რულ მოძ­რა­ო­ბას მო­მა­ვა­ლი არ აქვს

რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სულ უფრო იზ­რდე­ბა. უახ­ლე­სი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ აც­რი­ლია - 715919 ადა­მი­ა­ნი. მხო­ლოდ ერთ დღე­ში, 11 აგ­ვის­ტოს 25933 პირი აიც­რა.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში აც­რე­ბი­სად­მი სკეპ­ტი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა ის­ტო­რი­ამ აჩ­ვე­ნა, რომ სა­ბო­ლო­ოდ, დო­მი­ნი­რე­ბას მა­ინც მეც­ნი­ე­რულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გან­წყო­ბე­ბი ახერ­ხებ­დნენ. სწო­რედ ასე შეძ­ლო მე­დი­ცი­ნამ და­ე­მარ­ცხე­ბი­ნა კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში არა­ერ­თი მკვლე­ლი და­ა­ვა­დე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სი­ცო­ცხლე ეჩუ­ქე­ბი­ნა. წი­თე­ლა, წი­თუ­რა, ყბა­ყუ­რა, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი, ტე­ტა­ნუ­სი - ეს იმ ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მე­ლე­ბიც ვაქ­ცი­ნამ სრუ­ლად გა­ა­უვ­ნე­ბელ­ყო.

თუმ­ცა არ­ცერთ ასეთ გა­მარ­ჯვე­ბას ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია. აქ­ტი­უ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­ე­ბა თუ პი­რა­დი მა­გა­ლი­თე­ბის მი­ცე­მა ყო­ველ­თვის სა­ჭი­რო იყო.

1956 წელს, ედ სა­ლი­ვა­ნის შო­უ­ში, იმ დრო­ის­თვის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ამე­რი­კე­ლი, ელ­ვის პრეს­ლი პო­ლი­ო­მი­ე­ლიტ­ზე სა­ჯა­როდ აიც­რა, რის შე­დე­გა­დაც ამე­რი­კა­ში აც­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 0.6%-დან 80%-მდე გა­ი­ზარ­და.

არ­სე­ბობს ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბა, რომ რო­დე­საც ქარ­თლში შავი ჭი­რის და ყვა­ვი­ლის ეპი­დე­მი­ე­ბი მძვინ­ვა­რებ­და, ერეკ­ლე მე­ო­რემ 1772 წელს თა­ვი­სი ვაჟი იუ­ლო­ნი სა­ჯა­როდ ააც­რე­ვი­ნა, რის შემ­დე­გაც ხალ­ხი ენდო სი­ახ­ლეს და მა­თაც მა­სობ­რი­ვად და­ი­წყეს სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის აცრა.

მთა­ვა­რი ფოტო: მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი

მკითხველის კომენტარები / 107 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რა სისულელეა
2

გადაავლეთ თვალი ევროპაში რა ხდება, ასეულობით ათასი ადამიანი აპროტესტებს სავალდებულო ვაქცინას, რა შუაშია ფაიზერი და ამერიკა, მოდერნა და ასტრაზენეკა ხო სიცოცხლის ელექსირია 

დ გ
1

ბოდიშით მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"რად უნდათ ტანკების შემოჯლიგინება, მინიმალურ ფასად შეუძლიათ საფრთხე შეგვიქმნან" - ვინ დგას საქართველოში ანტივაქსერული კამპანიის უკან და როგორ ებრძვის მას სახელმწიფო?

"რად უნდათ ტანკების შემოჯლიგინება, მინიმალურ ფასად შეუძლიათ საფრთხე შეგვიქმნან" - ვინ დგას საქართველოში ანტივაქსერული კამპანიის უკან და როგორ ებრძვის მას სახელმწიფო?

საქართველოში ანტივაქსერული ჯგუფები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც მოსახლეობისთვის „ფაიზერის“ ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა. ვაქცინაციის მოწინააღმდეგე აგიტატორებმა სოციალურ ქსელში გაჩაღებული პროპაგანდა საკმარისად არ მიიჩნიეს და ქუჩაში გამოვიდნენ.

ანტივაქსერთა პირველი საპროტესტო აქცია სწორედ იმ დღეს გაიმართა, როცა საქართველომ აშშ-სგან ნახევარი მილიონი დოზა "ფაიზერის" ვაქცინა საჩუქრად მიიღო.

ვინ არიან ანტივაქსერები და საიდან იღებს სათავეს ანტივაქსერული მოძრაობები?

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი აკაკი ზოიძე საკუთარ ბლოგში - "ვინ არიან და რა ამოძრავებთ ანტივაქსერებს“ ანტივაქსერული მოძრაობის პრეისტორიას მოგვითხრობს. ექსპერტი საერთაშორისო სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ანტივაქსეთა გზავნილები საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილა. ისინი იმავე ცრუ არგუმენტებით აპელირებდნენ მეთვრამეტე საუკუნეშიც, რასაც დღეს ვისმენთ პირად საუბრებსა თუ სოციალურ ქსელებში.

"ანტივაქსერული მოძრაობა არახალია, პირველი ანტივაქსერები ედუარდ ჯენერის მიერ 1796 წელს ყვავილის ვაქცინის შემუშავების პერიოდიდან გაჩნდნენ. ყვავილი უმძიმესი დაავადება იყო, რომელიც კლავდა ყოველ მესამე ინფიცირებულს და რომელიც სწორედ ვაქცინაციის შედეგად სრულად აღმოიფხვრა მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც ეს ცოტა ხანში მოხდა მეორე უმძიმესი დაავადების – პოლიომიელიტის შემთხვევაში, რაც კაცობრიობის ისტორიაში მედიცინის და ზოგადად მეცნიერების ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა. ჯენერის პერიოდიდან მოყოლებული, ანტივაქსერები ცდილობდნენ მოგვლენოდნენ „თეთრ რაინდებად“, რომლებიც საზოგადოების შიშებს და ეჭვებს გამოხატავდნენ და ავრცელებდნენ, რათა საკუთარი თავები საზოგადოების ინტერესების დამცველ გმირებად წარმოეჩინათ.

ანტივაქსერების აქცია თბილისში - ფოტო: სპუტნიკი

ასე, მაგალითად, ოქსფორდის უნივერსიტეტის მედიცინის ისტორიის მკვლევარს, პოლა ლარსონს "გარდიანის" სტატიაში მოაქვს დოქტორ ალექსანდრე როსის (ექიმის!) იმ დროისთვის პოპულარული პამფლეტი, რომელიც კანადაში ფართოდ გავრცელდა, როდესაც მონრეალში იყო ყვავილის ეპიდემია 1885 წელს: ის არწმუნებდა მკითხველს, რომ ვაქცინაცია არ ახდენს ყვავილის პრევენციას, მაგრამ იწვევს ისეთი „საზიზღარი“ დაავადებების გავრცელებას, როგორიც სიფილისია (ათაშანგი) და თვითონ ყვავილიც ასევე აცრის შედეგად ვრცელდება და „უცბად“ კლავს ბავშვებს (როსის სხვა თანამოაზრეები ამტკიცებდნენ, რომ ეს აცრა ასევე იწვევს უნაყოფობას)! მეტიც, ის ამტკიცებდა, რომ „მონრეალში რეალურად ყვავილის ეპიდემია არ არის და გვატყუებენ" და რომც იყოს, ყველაზე საუკეთესო საშუალება არის "სუფთა ჰაერი, ჰიგიენის დაცვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი (ალკოჰოლისგან თავის შეკავება)“. "მტკიცებულებებად" როსი სთავაზობდა რამდენიმე ინდივიდის აზრს, რომელთა წოდებები იწყებოდა შთამბეჭდავი პრეფიქსებით: "პროფ"; "დოქტორი", "სერ" და ა.შ...

ხომ არ გეცნობათ ეს ყველაფერი? დარწმუნებული ვარ, გეცნობათ და არაერთი მსგავსი არგუმენტი მოგისმენიათ და „პამფლეტი“ წაგიკითხავთ კოვიდ-19-ზე და მის საწინააღმდეგო ვაქცინებზე, იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ანტივაქსერული მოძრაობა ამ პამფლეტში ასახულ ნაცად ტაქტიკას და ხერხებს იყენებდა და იყენებს მთელი მისი ისტორიის მანძილზე“ - წერს ზოიძე.

ანტივაქსერები და საქართველო

მედიის განვითარების ფონდი კომპანია "ფეისბუქთან" თანამშრომლობით აქტიურად იბრძვის ქართული ანტივაქსერული პროპაგანდის წინააღმდეგ. ორგანიზაცია ინტენსიურად ადევნებს თვალ-ყურს ტრადიციულ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვაქცინაციის საწინააღმდეგო გზავნილებს.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი გვეუბნება, რომ "ფაიზერით" ვაქცინაციის გააქტიურების პარალელურად, გაიზარდა ყალბი ინფორმაციის გავრცელების ნაკადი. მისი თქმით, 24 ივლისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც აშშ-ს ნაჩუქარი 0.5 მლნ დოზა ვაქცინა საქართველოში ჩამოვიდა, ყალბად სულ მცირე 200 პოსტი მონიშნეს.

"2020 წლიდან არაერთი ყალბი ანგარიში გამოვავლინეთ. მას შემდეგ, რაც "ფაიზერის" ვაქცინა ჩამოვიდა, ჩვენ ვნახეთ დეზინფორმაციის ნაკადის გაზრდა, რაც გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ანტივაქსერულ მოძრაობას აქვს ორგანიზებული სახე. ამას მოწმობს ისიც, რომ მათ მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე ჩანდნენ არამხოლოდ ანტივაქსერები, არამედ ლევან ვასაძის მოძრაობის წარმომადგენლებიც. ისინი აქციის მედიით გაშუქებასაც უზრუნველყოფდნენ. სწორედ ამ ჯგუფებთან არის დაკავშირებული ის ფეისბუქ-ანგარიშები, რომლებიც ინტენსიურად ცდილობენ მანიპულაციური და დეზინფორმაციის შემცველი ცნობები გაავრცელონ სოციალური ქსელების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ჩინური ვაქცინის ჩამოსვლისას ასეთი მძლავრი ანტივაქსერული ტალღა არ ყოფილა“, - ეუბნება Ambebi.ge -ს თამარ კინწურაშვილი.

ყველაზე მეტად ვის აძლევს ხელს ანტივაქსერული კამპანიის გაჩაღება საქართველოში - დგას თუ არა რუსეთი ამის უკან?!

BBC-ის ინფორმაციით, "ფეისბუქმა" წაშალა ასობით ანგარიში, რომლებიც, კომპანიის განმარტებით, ჩართულები იყვნენ რუსეთიდან მართულ ანტივაქსერულ დეზინფორმაციულ კამპანიებში.

“ფეისბუქის“ თანახმად, ანგარიშების ქსელის სამიზნე იყო ინდოეთი, ლათინური ამერიკა და აშშ. ისინი ცდილობდნენ ინფლუენსერების მიზიდვას ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად, რათა ამ გზით კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართ საზოგადოების ნდობა შეერყიათ.

სპეციალისტების თქმით, არ არის გამორიცხული ქართული ანტივაქსერული მოძრაობების უკანაც რუსული ინტერესები იდგეს.

"მედიის განვითარების ფონდის" კვლევამ ამ მხრივ არაერთი საგულისხმო მიგნება აღმოაჩინა. თამარ კინწურაშვილის თქმით, ისინი, ვინც სხვადასხვა საშუალებით ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოსაზრებებს გამოთქვამდნენ, რუსული ვაქცინის უპირატესობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

"თუ ანტივაქსერი ხარ, ყველა ვაქცინის მიმართ უნდა იყო ანტივაქსერი. ადამიანთა გარკვეული ჯგუფები კი წერდნენ, რომ ყველა ვაქცინა ცუდია, გარდა რუსულისა. ისინი ამბობდნენ, რომ თუ მაინცდამაინც გადაწყვეტდნენ ვაქცინის გაკეთებას, ეს მხოლოდ რუსული წარმოების იქნებოდა. ეს და სხვა გარემოებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ანტივაქსერული განწყობების უდიდესი ნაწილი უფრო პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია, ვიდრე ადამიანური შიში", - ეუბნება Ambebi.ge ს თამარ კინწურაშვილი.

ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ საქართველოში ვაქცინაციის კამპანიის ჩავარდნა ყველაზე მეტად აძლევს ხელს რუსეთს. მისი დაკვირვებით, ანტივაქსერულ ჯგუფებში გავრცელებული ცრუ ინფორმაციების დიდი ნაწილი რუსულენოვანი წყაროებია.

"ეს არის რუსულად ნათარგმნი, ან რუსული საიტებიდან აღებული ცნობები. მოდით, ასე ვთქვათ, რად უნდათ რუსებს ტანკების შემოგლიჯინება, როდესაც შეუძლიათ ძალიან მინიმალურ ფასად ჩააგდონ ვაქცინაციის პროცესი და ამით რეალური საფრთხე მიაყენონ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. საკმარისია, მათ ეს მოახერხონ, რომ ჩამოიშალოს ქვეყანა და მუდმივად დაზაფრულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. მათთვის ეს არის იდეალური და იაფფასიანი საშუალება ჩვენს გასანადგურებლად" - გვეუბნება აკაკი ზოიძე.

როგორ უნდა ებრძოლოს სახელმწიფო ანტივაქსერებს?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ სამინისტრო იწყებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების ხელშეწყობის მიზნით. მისი თქმით, იგეგმება სპეციალისტების ვიზიტები რეგიონებში და მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები.

აკაკი ზოიძის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად დაგვიანებულია.

"სამწუხაროდ, გვიან ვიწყებთ პროვაქსერულ კამპანიას, ეს მინიმუმ 4-5 თვით ადრე უნდა გაგვეკეთებინა, რომ ახლა შედეგი გვქონოდა. თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ეს უნდა იყოს მასობრივი ძალისხმევა და ამაში მოქალაქეებმაც უნდა შევუწყოთ ხელი სახელმწიფოს. ჯერჯერობით ეფექტიანი, მიზანმიმართული და თანმიმდევრული კომუნიკაცია სახელმწიფოს მხრიდან არ წარმოებს, მაშინ, როდესაც კოვიდ-19-თან ერთად გააქტიურებული ანტივაქსერული მოძრაობა აგრესიულ, კარგად ორგანიზებულ და თანმიმდევრულ კამპანიას აწარმოებს კოვიდ-19- ის საფრთხის ნიველირებისა და ვაქცინების საწინააღმდეგოდ გლობალურად და საქართველოში, სახელმწიფო მუდმივად უნდა აკონტროლებდეს, თუ რა ინფორმაციას ავრცელებენ ანტივაქსერები, რა ახალ ბერკეტებს იმუშავებენ ხალხის შეცდომაში შესაყვანად და მიზანმიმართულად ებრძოლოს მათ. გარდა ამისა, კარგი იქნება გარკვეული ბენეფიტების შემოღება აცრილთათვის, რათა ეს სტიმული გახდეს სხვებისთვის" - გვეუბნება აკაკი ზოიძე.

როგორ უნდა ვებრძოლოთ თითოეული ჩვენგანი

ყველა თანხმდება იმაში, რომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე დიდი როლი თითოეული ადამიანის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და თვითშეგნებას ენიჭება. რეგულაციების დაცვისა და აცრის გარდა, ახლა სახელმწიფობრივად მოაზროვნე თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთი ვალი აქვს - შეიტანოს საკუთარი წვლილი ანტივაქსერული პროპაგანდის გაუვნებელყოფაში.

ჯანდაცვის ექსპერტი ფსიქოლოგიურ მეცნიერებებზე დაფუძნებულ რამდენიმე რეკომენდაციას გვთავაზობს.

"არავითარ შემთხვევაში პოლემიკაში არ შეხვიდეთ ანტივაქსერებთან სოციალური ქსელის მეშვეობით. საუკეთესო გამოსავალია იგნორი და დაბლოკვა. გარდა ამისა, ნუ გააზიარებთ თუნდაც უარყოფით კონტექსტში მათ პოსტებს, რადგან ისინი ამით სარგებელს ნახულობენ. ვინც ფულის სანაცვლოდ ეწევა ასეთ პროპაგანდას, გასამრჯელოს სწორედ მოპოვებული გაზიარებებისა და ნახვების შესაბამისად იღებს.

თუ ანტივაქსერი ჩვენი ახლობელია, ვესაუბროთ პირადში და ვეცადოთ, რომ გადავარწმუნოთ. ბოლო კვლევებით, ჩვენი მოსახლეობის 50% მზად არის, რომ აიცრას. ამიტომ თუ ჩვენ ვეცდებით, მათი შიშების გაქარწყლებას რეალური ინფორმაციის მიწოდებით, მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ. ჭეშმარიტი ანტივაქსერი, რომელიც რელიგიური ფანატიზმის დონეზე ქადაგებს, სულ 5-10 %-ია. დანარჩენი ნაწილი უბრალოდ, ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული. შესაბამისად, მათი გადმობირება კვალიფიციური ახსნა-განმარტებითა და ყველა მათ კითხვაზე პასუხის გაცემის შემთხვევაში, შესაძლებელია" - გვიხსნის აკაკი ზოიძე.

ანტივაქსერულ მოძრაობას მომავალი არ აქვს

როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი სულ უფრო იზრდება. უახლესი სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში სულ აცრილია - 715919 ადამიანი. მხოლოდ ერთ დღეში, 11 აგვისტოს 25933 პირი აიცრა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ საზოგადოების ნაწილში აცრებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება ყოველთვის არსებობდა, თუმცა ისტორიამ აჩვენა, რომ საბოლოოდ, დომინირებას მაინც მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული განწყობები ახერხებდნენ. სწორედ ასე შეძლო მედიცინამ დაემარცხებინა კაცობრიობის ისტორიაში არაერთი მკვლელი დაავადება და ადამიანებისთვის სიცოცხლე ეჩუქებინა. წითელა, წითურა, ყბაყურა, ტუბერკულოზი, ტეტანუსი - ეს იმ ვერაგი დაავადებების არასრული ჩამონათვალია, რომელებიც ვაქცინამ სრულად გააუვნებელყო.

თუმცა არცერთ ასეთ გამარჯვებას ძალისხმევის გარეშე არ ჩაუვლია. აქტიური საინფორმაციო კამპანიების წარმოება თუ პირადი მაგალითების მიცემა ყოველთვის საჭირო იყო.

1956 წელს, ედ სალივანის შოუში, იმ დროისთვის ყველაზე პოპულარული ამერიკელი, ელვის პრესლი პოლიომიელიტზე საჯაროდ აიცრა, რის შედეგადაც ამერიკაში აცრების რაოდენობა 0.6%-დან 80%-მდე გაიზარდა.

არსებობს ისტორიული ცნობა, რომ როდესაც ქართლში შავი ჭირის და ყვავილის ეპიდემიები მძვინვარებდა, ერეკლე მეორემ 1772 წელს თავისი ვაჟი იულონი საჯაროდ ააცრევინა, რის შემდეგაც ხალხი ენდო სიახლეს და მათაც მასობრივად დაიწყეს საკუთარი შვილების აცრა.

მთავარი ფოტო: მედიის განვითარების ფონდი