კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად და რა მეთოდებით არის შესაძლებელი ანტრეპრენერული უნარების ათვისება საქართველოში?
სად და რა მეთოდებით არის შესაძლებელი ანტრეპრენერული უნარების ათვისება საქართველოში?

ანტრეპ­რე­ნე­რი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იწყებს ახალ ბიზ­ნესს, რის­კავს ბევ­რს, თუმ­ცა ჯილ­დოდ წარ­მა­ტე­ბას იღებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ანტრეპ­რე­ნე­რად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ ყვე­ლა, ვინც ახალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ებ­მე­ბა, რო­გორც წესი, ისი­ნი უფრო ინო­ვა­ცი­ებ­სა და ახალ იდე­ებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რო­მელ­თაც პრო­დუქ­ტი­სა და სერ­ვი­სის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა შექ­მნეს.

ანტრეპ­რე­ნე­რო­ბი­სათ­ვის გჭირ­დე­ბა ისე­თი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის შე­ძე­ნა, რაც რის­კე­ბის სწო­რად გან­სა­ზღვრა­სა და ეფექ­ტურ მე­ნე­ჯმენ­ტში და­გეხ­მა­რე­ბა. ამას­თან, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს კა­პი­ტალ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სტარ­ტა­პე­რებ­თან შე­და­რე­ბით, არც ისე მარ­ტი­ვია.

„თბი­ლი­სის ღია უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ბიზ­ნე­სის სკო­ლის დე­კა­ნი, ნანა მი­ქა­შა­ვი­ძე, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ პო­ზი­ცი­ა­ზე ცოტა ხნის წინ და­ი­ნიშ­ნა, გან­მარ­ტავს, რომ ანტრეპ­რე­ნე­რო­ბის მი­მართ მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნის მი­ცე­მა და სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა.

ნანა მი­ქა­შა­ვი­ძე, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია Wizard-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, „ტერა ბან­კის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს მოქ­მე­დი წევ­რი და „თი­ბი­სი ლი­ზინ­გის“ ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რია, გა­მოც­დი­ლი ბიზ­ნეს მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ი­დან გვი­ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, ანტრეპ­რე­ნე­რო­ბის სურ­ვი­ლის მქო­ნე ახალ­გაზ­რდა შე­სა­ბა­მი­სი კონ­ტაქ­ტე­ბის არ­ქო­ნის ან უბ­რა­ლოდ, სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ვერ მო­პო­ვე­ბის გამო, ხში­რად ვერ ახერ­ხებს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბას.

„ნდო­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ და მათ­თვის სა­წყი­სი კა­პი­ტა­ლის მო­ძი­ე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­სათ­ვის, რომ იდე­ე­ბი რე­ა­ლურ ბიზ­ნე­სე­ბად იქ­ცეს“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მოც­დი­ლი ბიზ­ნეს მე­ნე­ჯე­რი მი­იჩ­ნევს, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მთა­ვა­რი ძვრე­ბი გა­ნათ­ლე­ბა­ში მოხ­დეს და სწო­რედ ამი­ტომ, თა­ვი­სი კა­რი­ე­რა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა­საც და­უ­კავ­ში­რა. „თბი­ლი­სის ღია უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ბიზ­ნე­სის სკო­ლის დე­კა­ნის რან­გში, ნანა მი­ქა­შა­ვი­ძე აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის სრულ ტრანსფორ­მა­ცი­ას გეგ­მავს.

„უნი­ვერ­სი­ტე­ტი უნდა პა­სუ­ხობ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნებს, რაც გუ­ლის­ხმობს გა­ნახ­ლე­ბულ პროგ­რა­მას, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მეტ პრაქ­ტი­კულ კომ­პო­ნენ­ტსა და მე­წარ­მე­ო­ბის ხელ­შე­წყო­ბას. პრო­ცეს­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თულ­ნი დამ­საქ­მებ­ლე­ბი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი და ბიზ­ნეს სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი“, - გან­გვი­მარ­ტა მან.

რად­გა­ნაც დრო არ ით­მენს და რე­ფორ­მე­ბი სას­წრა­ფოდ და­სა­წყე­ბია, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ხედ­ვებ­სა და მო­თხოვ­ნებს მორ­გე­ბუ­ლი ბიზ­ნეს სკო­ლა სტუ­დენ­ტებს სექ­ტემ­ბრი­დან მი­ი­ღებს.

მისი თქმით, ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მეტ ახალ­გაზ­რდას ჰქონ­დეს სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვად გახ­დეს ანტრეპ­რე­ნე­რი და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი და­ა­საქ­მოს.

„ჩვენ ძა­ლი­ან სწრა­ფად ცვა­ლე­ბად გა­რე­მო­ში ვცხოვ­რობთ. თუ ადრე კორ­პო­რა­ცი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წესი, გან­სა­ზღვრულ დრო­ებ­ში ოფის­ში ყოფ­ნა და ფორ­მა­ლუ­რი გა­რე­მო იყო მო­თხოვ­ნა­დი და მე ვი­ტყო­დი, პრეს­ტი­ჟუ­ლიც კი, დღეს დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბა, ე.წ. ფრი­ლან­სე­რო­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ თა­ვად მარ­თო სა­კუ­თა­რი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბიც და სა­მუ­შაო გა­რე­მოც, უფრო და უფრო მო­თხოვ­ნა­დი ხდე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბულ­მა ტენ­დენ­ცი­ებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ისიც, რომ დღეს უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ფიქ­რობს სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბა­ზე, სა­კუ­თა­რი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე“, - აღ­ნიშ­ნა მან.

მთა­ვარ კი­თხვა­ზე, რა სა­ხის ცოდ­ნა და უნა­რე­ბი სჭირ­დე­ბა მე­წარ­მეს, რომ თა­ვი­სი წა­მო­წყე­ბა სწო­რად გა­ნა­ვი­თა­როს, ნანა მი­ქა­შა­ვი­ძე გვპა­სუ­ხობს, რომ ანტრეპ­რე­ნე­რი უნდა იყოს მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და გამ­ბე­და­ვი.

„მო­მა­ვა­ლი ანტრეპ­რე­ნე­რი მზად უნდა იყოს გა­მოწ­ვე­ვის­თვის, უნდა ეც­ნო­ბო­დეს მუდ­მი­ვად ბაზ­რის ტენ­დენ­ცი­ებს და უნდა ჰქონ­დეს ინ­ტე­რე­სი იმი­სა, რომ შექ­მნას რა­ღაც მო­თხოვ­ნა­დი. იმი­სათ­ვის, რომ შენი გამ­ბე­და­ო­ბა წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი გახ­დეს და არა წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის, კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმამ­დე უნდა შე­გეძ­ლოს რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბა, რის­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია კონ­კრე­ტუ­ლი დის­ციპ­ლი­ნე­ბის ცოდ­ნა. მა­გა­ლი­თად, იმი­სათ­ვის, რომ სწო­რად შე­ა­ფა­სო, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა შენი პრო­დუქ­ტი შენ მიერ არ­ჩე­ულ ბა­ზარ­სა თუ სეგ­მენტს, უნდა შე­გეძ­ლოს ამ ბაზ­რის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი კვლე­ვა, მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი და შემ­დგომ, სწო­რი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა, რა­საც მარ­კე­ტინ­გის პრინ­ცი­პე­ბი­სა და კვლე­ვე­ბის სპე­ცი­ფი­კის ცოდ­ნა სჭირ­დე­ბა; ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­და­სა­წყვე­ტად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, იცო­დე ის ძი­რი­თა­დი, რაც აღ­ნიშ­ნულ სფე­რო­ში სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­გა­ღე­ბი­ნებს და ა.შ. მე ვი­ტყო­დი შე­სა­ბა­მი­სი უნარ-ჩვე­ვე­ბი­სა და სა­ჭი­რო ცოდ­ნის სინ­თე­ზით არის მხო­ლოდ შე­საძ­ლე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­დეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ანტრეპ­რე­ნე­რი“, - გან­გვი­მარ­ტა ნანა მი­ქა­შა­ვი­ძემ.

არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი ნი­ჭი­თა და უნა­რე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, თუმ­ცა ბიზ­ნე­სის სკო­ლის დე­კა­ნი გან­მარ­ტავს, რომ ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე მწვერ­ვა­ლებს ვერ და­ვი­პყრობთ.

„ანტრეპ­რე­ნე­რუ­ლი უნა­რე­ბის შე­ძე­ნა ნამ­დვი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რა­საც არა­ერ­თი ფაქ­ტი და კვლე­ვა მოწ­მობს. ჩვე­ნი ბიზ­ნეს სკო­ლის პროგ­რა­მე­ბის მი­ზა­ნია, მო­ამ­ზა­დოს გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ანტრეპ­რე­ნე­რუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა და გლო­ბა­ლუ­რად კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ბა­კა­ლავ­რი­სა და მა­გის­ტრის ხა­რის­ხის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბი. ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სტუ­დენ­ტე­ბი პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან სწავ­ლო­ბენ ანტრეპ­რე­ნე­რო­ბას, რო­გორც ცალ­კე­ულ სა­განს და აქვთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა შექ­მნან მინი ბიზ­ნე­სი, რაც მათ ერ­თის მხრივ ბიზ­ნე­სის სპე­ცი­ფი­კა­ში სიღ­რმი­სე­უ­ლად ჩა­ა­ხე­დებს და მე­ო­რე მხრივ, გა­მო­უ­მუ­შა­ვებს სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვებს. გარ­და ამი­სა, აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის უმ­რავ­ლე­სო­ბა ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პრაქ­ტი­კო­სე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის მი­ცე­მას­თან ერ­თად, პრაქ­ტი­კუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აუხ­სნი­ან სტუ­დენ­ტებს, თუ რა რო­გორ მუ­შა­ობს რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში და რა ტი­პის მიდ­გო­მე­ბი, ქცე­ვე­ბი ამარ­თლებს“, - გან­მარ­ტავს ნანა მი­ქა­შა­ვი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვის სირ­თუ­ლეს, ნანა მი­ქა­შა­ვი­ძე გან­მარ­ტავს, რომ ბიზ­ნეს სკო­ლას ეს­მის, რამ­დე­ნად რთუ­ლია დამ­წყებ­მა ანტრეპ­რე­ნერ­მა ან სტარ­ტა­პერ­მა ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბი მო­ი­პო­ვოს, ამი­ტომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­იქ­მნა შე­სა­ბა­მი­სი ფონ­დი, რომ­ლის ერთ-ერთი მი­ზა­ნი სწო­რედ მათი სა­წყი­სი კა­პი­ტა­ლით და­ფი­ნან­სე­ბა იქ­ნე­ბა.

ბიზ­ნეს­ში მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე მე­ნე­ჯე­რი გან­გვი­მარ­ტავს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ჰქონ­დეთ კონ­კრე­ტუ­ლი ხედ­ვე­ბი, რო­მე­ლიც პირ­და­პირ სტუ­დენ­ტე­ბის მო­მა­ვალ კა­რი­ე­რა­ზე აი­სა­ხე­ბა. ფიქ­რობს, რომ და­სა­ხუ­ლი მი­ზა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ჰყავ­დეს, რო­მე­ლიც შე­მო­ი­ტანს ინო­ვა­ცი­ებს და რო­გორც სა­კუ­თარ, ისე სხვე­ბის ცხოვ­რე­ბას გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს, მიღ­წე­ვა­დია, თუ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ყვე­ლა­ზე დიდი აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა.

„ჩემ­თვის, რო­გორც დე­კა­ნის­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბიზ­ნეს სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ანტრეპ­რე­ნე­რუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, მოქ­ნი­ლი, სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის ღია ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც გლო­ბა­ლუ­რად იქ­ნე­ბი­ან კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა მან.

და ბო­ლოს, კონ­კრე­ტუ­ლი რე­ცეპ­ტი, რო­გორ გავ­ხდეთ ანტრეპ­რე­ნე­რი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მა­ინც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა: გან­ვსა­ზღვროთ, რისი კე­თე­ბა გვსურს, კონ­კრე­ტუ­ლად იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ვი­ღოთ გა­ნათ­ლე­ბა, დავ­გეგ­მოთ ბიზ­ნე­სი და ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ, ვინ არის ჩვე­ნი სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი, შე­ვი­ძი­ნოთ კონ­ტაქ­ტე­ბი, გავ­ყი­დოთ იდეა და გა­ვი­დეთ ბა­ზარ­ზე.

ავტორი:

სად და რა მეთოდებით არის შესაძლებელი ანტრეპრენერული უნარების ათვისება საქართველოში?

სად და რა მეთოდებით არის შესაძლებელი ანტრეპრენერული უნარების ათვისება საქართველოში?

ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც იწყებს ახალ ბიზნესს, რისკავს ბევრს, თუმცა ჯილდოდ წარმატებას იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ანტრეპრენერად შეიძლება მივიჩნიოთ ყველა, ვინც ახალ საქმიანობაში ებმება, როგორც წესი, ისინი უფრო ინოვაციებსა და ახალ იდეებზე ორიენტირებული ადამიანები არიან, რომელთაც პროდუქტისა და სერვისის განსხვავებული ფორმა შექმნეს.

ანტრეპრენერობისათვის გჭირდება ისეთი ცოდნისა და უნარების შეძენა, რაც რისკების სწორად განსაზღვრასა და ეფექტურ მენეჯმენტში დაგეხმარება. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს კაპიტალზე ხელმისაწვდომობას, რაც ჩვენს ქვეყანაში სტარტაპერებთან შედარებით, არც ისე მარტივია.

„თბილისის ღია უნივერსიტეტის“ ბიზნესის სკოლის დეკანი, ნანა მიქაშავიძე, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე ცოტა ხნის წინ დაინიშნა, განმარტავს, რომ ანტრეპრენერობის მიმართ მაღალი ინტერესის მიუხედავად, საქართველოში გამოწვევად რჩება შესაბამისი ცოდნის მიცემა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დახმარება.

ნანა მიქაშავიძე, რომელიც კომპანია Wizard-ის დამფუძნებელი, „ტერა ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედი წევრი და „თიბისი ლიზინგის“ ყოფილი დირექტორია, გამოცდილი ბიზნეს მენეჯერის პოზიციიდან გვიამბობს, რომ საქართველოში ბევრი მოტივირებული, ანტრეპრენერობის სურვილის მქონე ახალგაზრდა შესაბამისი კონტაქტების არქონის ან უბრალოდ, სრულყოფილი ინფორმაციის ვერ მოპოვების გამო, ხშირად ვერ ახერხებს წარმატებული ბიზნესის დაწყებას.

„ნდობა ამ ადამიანების მიმართ და მათთვის საწყისი კაპიტალის მოძიებაში დახმარება, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ იდეები რეალურ ბიზნესებად იქცეს“, - აღნიშნავს ის.

ჩვენს ქვეყანაში არსებული აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, გამოცდილი ბიზნეს მენეჯერი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მთავარი ძვრები განათლებაში მოხდეს და სწორედ ამიტომ, თავისი კარიერა საუნივერსიტეტო საქმიანობასაც დაუკავშირა. „თბილისის ღია უნივერსიტეტის“ ბიზნესის სკოლის დეკანის რანგში, ნანა მიქაშავიძე აღნიშნული მიმართულების სრულ ტრანსფორმაციას გეგმავს.

„უნივერსიტეტი უნდა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს, რაც გულისხმობს განახლებულ პროგრამას, სწავლების პროცესში მეტ პრაქტიკულ კომპონენტსა და მეწარმეობის ხელშეწყობას. პროცესში მაქსიმალურად იქნებიან ჩართულნი დამსაქმებლები, წარმატებული კურსდამთავრებულები სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, აკადემიური პერსონალი და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები“, - განგვიმარტა მან.

რადგანაც დრო არ ითმენს და რეფორმები სასწრაფოდ დასაწყებია, განახლებული, თანამედროვე ხედვებსა და მოთხოვნებს მორგებული ბიზნეს სკოლა სტუდენტებს სექტემბრიდან მიიღებს.

მისი თქმით, ქვეყნის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს სურვილი და შესაძლებლობა, თავად გახდეს ანტრეპრენერი და სხვა ადამიანები დაასაქმოს.

„ჩვენ ძალიან სწრაფად ცვალებად გარემოში ვცხოვრობთ. თუ ადრე კორპორაციული ცხოვრების წესი, განსაზღვრულ დროებში ოფისში ყოფნა და ფორმალური გარემო იყო მოთხოვნადი და მე ვიტყოდი, პრესტიჟულიც კი, დღეს დისტანციურად მუშაობა, ე.წ. ფრილანსერობა და შესაძლებლობა, რომ თავად მართო საკუთარი სამუშაო საათებიც და სამუშაო გარემოც, უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. ამ მიმართულებით არსებულმა ტენდენციებმა განაპირობა ისიც, რომ დღეს უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე, საკუთარი იდეის განხორციელებაზე“, - აღნიშნა მან.

მთავარ კითხვაზე, რა სახის ცოდნა და უნარები სჭირდება მეწარმეს, რომ თავისი წამოწყება სწორად განავითაროს, ნანა მიქაშავიძე გვპასუხობს, რომ ანტრეპრენერი უნდა იყოს მიზანდასახული და გამბედავი.

„მომავალი ანტრეპრენერი მზად უნდა იყოს გამოწვევისთვის, უნდა ეცნობოდეს მუდმივად ბაზრის ტენდენციებს და უნდა ჰქონდეს ინტერესი იმისა, რომ შექმნას რაღაც მოთხოვნადი. იმისათვის, რომ შენი გამბედაობა წარმატების საწინდარი გახდეს და არა წარუმატებლობის, კონკრეტული ნაბიჯის გადადგმამდე უნდა შეგეძლოს რისკების შეფასება, რისთვისაც აუცილებელია კონკრეტული დისციპლინების ცოდნა. მაგალითად, იმისათვის, რომ სწორად შეაფასო, რამდენად შეესაბამება შენი პროდუქტი შენ მიერ არჩეულ ბაზარსა თუ სეგმენტს, უნდა შეგეძლოს ამ ბაზრის საფუძვლიანი კვლევა, მიღებული შედეგების ანალიზი და შემდგომ, სწორი პოზიციონირება, რასაც მარკეტინგის პრინციპებისა და კვლევების სპეციფიკის ცოდნა სჭირდება; ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად აუცილებელია, იცოდე ის ძირითადი, რაც აღნიშნულ სფეროში სწორ გადაწყვეტილებებს მიგაღებინებს და ა.შ. მე ვიტყოდი შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და საჭირო ცოდნის სინთეზით არის მხოლოდ შესაძლებელი ადამიანი გახდეს წარმატებული ანტრეპრენერი“, - განგვიმარტა ნანა მიქაშავიძემ.

არსებობს მოსაზრება, რომ წარმატებული ბიზნესმენები მხოლოდ სპეციალური ნიჭითა და უნარებით დაჯილდოებული ადამიანები არიან, თუმცა ბიზნესის სკოლის დეკანი განმარტავს, რომ ახალი ცოდნის მიღებისა და განვითარების გარეშე მწვერვალებს ვერ დავიპყრობთ.

„ანტრეპრენერული უნარების შეძენა ნამდვილად შესაძლებელია, რასაც არაერთი ფაქტი და კვლევა მოწმობს. ჩვენი ბიზნეს სკოლის პროგრამების მიზანია, მოამზადოს განვითარებაზე ორიენტირებული, ანტრეპრენერული აზროვნებისა და გლობალურად კონკურენტუნარიანი ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის მქონე სტუდენტები. ბაკალავრიატის სტუდენტები პირველივე კურსიდან სწავლობენ ანტრეპრენერობას, როგორც ცალკეულ საგანს და აქვთ ვალდებულება შექმნან მინი ბიზნესი, რაც მათ ერთის მხრივ ბიზნესის სპეციფიკაში სიღრმისეულად ჩაახედებს და მეორე მხრივ, გამოუმუშავებს საჭირო უნარ-ჩვევებს. გარდა ამისა, აკადემიური პერსონალის უმრავლესობა ბიზნესის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსები არიან, რომლებიც თეორიული ცოდნის მიცემასთან ერთად, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე აუხსნიან სტუდენტებს, თუ რა როგორ მუშაობს რეალურ ცხოვრებაში და რა ტიპის მიდგომები, ქცევები ამართლებს“, - განმარტავს ნანა მიქაშავიძე.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/VkDIjLV3rd4" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

რაც შეეხება ინვესტიციების მოზიდვის სირთულეს, ნანა მიქაშავიძე განმარტავს, რომ ბიზნეს სკოლას ესმის, რამდენად რთულია დამწყებმა ანტრეპრენერმა ან სტარტაპერმა ფინანსური რესურსები მოიპოვოს, ამიტომ უნივერსიტეტში შეიქმნა შესაბამისი ფონდი, რომლის ერთ-ერთი მიზანი სწორედ მათი საწყისი კაპიტალით დაფინანსება იქნება.

ბიზნესში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენეჯერი განგვიმარტავს, რომ აუცილებელია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ჰქონდეთ კონკრეტული ხედვები, რომელიც პირდაპირ სტუდენტების მომავალ კარიერაზე აისახება. ფიქრობს, რომ დასახული მიზანი, საქართველოს რაც შეიძლება მეტი წარმატებული ბიზნესმენი ჰყავდეს, რომელიც შემოიტანს ინოვაციებს და როგორც საკუთარ, ისე სხვების ცხოვრებას გააუმჯობესებს, მიღწევადია, თუ განათლებაზე ყველაზე დიდი აქცენტი გაკეთდება.

„ჩემთვის, როგორც დეკანისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულები იყვნენ ანტრეპრენერული აზროვნების, მოქნილი, სიახლეებისთვის ღია ახალგაზრდები, რომლებიც გლობალურად იქნებიან კონკურენტუნარიანები“, - აღნიშნა მან.

და ბოლოს, კონკრეტული რეცეპტი, როგორ გავხდეთ ანტრეპრენერი არ არსებობს, თუმცა გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება მაინც დაგვეხმარება: განვსაზღვროთ, რისი კეთება გვსურს, კონკრეტულად იმ მიმართულებით მივიღოთ განათლება, დავგეგმოთ ბიზნესი და ჩამოვაყალიბოთ, ვინ არის ჩვენი სამიზნე ჯგუფი, შევიძინოთ კონტაქტები, გავყიდოთ იდეა და გავიდეთ ბაზარზე.