საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია განკარგულებაში, რომელიც მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის გამოსცა
რა წერია განკარგულებაში, რომელიც მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის გამოსცა

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით გან­კარ­გუ­ლე­ბა გა­მოს­ცა. გან­კარ­გუ­ლე­ბას ხელს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აწერს.

გან­კარ­გუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ვაქ­ცი­ნა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო, ან არა­სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ან ბი­ნა­ზე, გა­და­ად­გი­ლე­ბა­შე­ზღუ­დუ­ლი პი­რე­ბის­თვის. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე პროგ­რა­მის მიმ­წო­დე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს და­ე­ვა­ლათ, უზ­რუნ­ველ­ყონ ამცრე­ლი ბრი­გა­დის და­კომ­პლექ­ტე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლით და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით.

"გეგ­მუ­რი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მომ­სხუ­რე­ბის მიმ­წო­დე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს გა­ნე­სა­ზღვრათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, უზ­რუნ­ველ­ყონ მათ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია, სოფ­ლის ექი­მე­ბი­სა და ექთ­ნე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით.

მუ­ნი­ცი­პა­ლურ სა­ა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­დაც­ვის ცენ­ტრებს და­ე­ვა­ლათ უზ­რუნ­ველ­ყონ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ლო­კა­ცი­ებ­ზე შე­სა­ბა­მი­სი ვაქ­ცი­ნე­ბით მო­მა­რა­გე­ბა და ცივი ჯაჭ­ვის მო­ნი­ტო­რინ­გი, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს, ამცრელ ბრი­გა­დებ­სა და ასაც­რელ კონ­ტინ­გენტს შო­რის კო­ორ­დი­ნა­ცია.

ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებს მო­სახ­ლო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მიზ­ნით და­ე­ვა­ლათ შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შერ­ჩე­ვა და შე­თან­ხმე­ბა ცენ­ტრსა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან. ასე­ვე ასაც­რე­ლი კონ­ტინ­გენ­ტის მო­ბი­ლი­ზე­ბა და მოწ­ვე­ვა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ასაც­რე­ლი პი­რე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. გარ­და ამი­სა, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­მა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ოპე­რა­ტი­უ­ლი შტა­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრს და­ე­ვა­ლა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში სოფ­ლის ექი­მე­ბი­სა და ექთ­ნე­ბის ჩარ­თვის ხელ­შე­წყო­ბა. ასე­ვე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მიზ­ნით მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მიერ შე­სა­ფე­რი­სი სოფ­ლის ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სის ხელ­შე­წყო­ბა.

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნიტ­როს და­ე­ვა­ლა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შე­ნო­ბე­ბის გა­მო­ყო­ფა, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აღ­დგე­ნამ­დე პე­რი­ოდ­ში. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, სა­ჭი­რო­ბის შე­თხვე­ვა­ში და­ე­ვა­ლა აც­რე­ბის წარ­მო­ე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი სამ­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გა­მო­ყო­ფა, ასე­ვე მო­საც­დე­ლი სივ­რცე­ე­ბის მო­წყო­ბის ხელ­შე­წყო­ბა.

გან­კარ­გუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, გან­კარ­გუ­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო უზ­რუნ­ველ­ყოფს”,- აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანი
0

როდიდან იწყებთ 2012-ის დაპირებების შესრულებას???

(სასიამოვნო) სიახლე
0

პომიდორი-3 ლ,კიტრი-2.5 ლ,კორტოფილი-2ლ,სიმინდის ტარო 1ლ,მაიონეზი-8 ლ,ატამი-3 ლ.ყველი-13 ლ.---გაგებით მოეკიდეთ---

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რა წერია განკარგულებაში, რომელიც მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის გამოსცა

რა წერია განკარგულებაში, რომელიც მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის გამოსცა

საქართველოს მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით განკარგულება გამოსცა. განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

განკარგულების საფუძველზე, ვაქცინაცია განხორციელდება სამედიცინო, ან არასამედიცინო დაწესებულებაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ან ბინაზე, გადაადგილებაშეზღუდული პირებისთვის. მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს დაევალათ, უზრუნველყონ ამცრელი ბრიგადის დაკომპლექტება შესაბამისი სამედიცინო პერსონალით და ვაქცინაციისთვის საჭირო აღჭურვილობით.

"გეგმური ამბულატორიული მომსხურების მიმწოდებელ დაწესებულებებს განესაზღვრათ ვალდებულება, უზრუნველყონ მათ დაწესებულებაში რეგისტრირებული სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაცია, სოფლის ექიმებისა და ექთნების ჩართულობით.

მუნიციპალურ სააზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს დაევალათ უზრუნველყონ ვაქცინაციის ლოკაციებზე შესაბამისი ვაქცინებით მომარაგება და ცივი ჯაჭვის მონიტორინგი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ამცრელ ბრიგადებსა და ასაცრელ კონტინგენტს შორის კოორდინაცია.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მოსახლობის ვაქცინაციის მიზნით დაევალათ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შერჩევა და შეთანხმება ცენტრსა და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან. ასევე ასაცრელი კონტინგენტის მობილიზება და მოწვევა ვაქცინაციისთვის და საჭიროების შემთხვევაში ასაცრელი პირების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, უნდა უზრუნველყონ ვაქცინაციის ოპერატიული შტაბის ჩამოყალიბება.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაევალა ვაქცინაციის პროცესში სოფლის ექიმებისა და ექთნების ჩართვის ხელშეწყობა. ასევე ვაქცინაციის მიზნით მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებების მიერ შესაფერისი სოფლის ამბულატორიების შერჩევის პროცესის ხელშეწყობა.

განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს დაევალა, საჭიროების შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულების შენობების გამოყოფა, სასწავლო პროცესის აღდგენამდე პერიოდში. თავდაცვის სამინისტროს, საჭირობის შეთხვევაში დაევალა აცრების წარმოებისთვის დამატებითი სამდიცინო პერსონალის გამოყოფა, ასევე მოსაცდელი სივრცეების მოწყობის ხელშეწყობა.

განკარგულების მიხედვით, განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების კოორდინაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს”,- აღნიშნავენ უწყებაში.