მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეგულაციები უნდა გამკაცრდეს და დამრღვევი დაჯარიმდეს" - რა შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტები და რას ამბობენ ლოქდაუნის შემოღებაზე
"რეგულაციები უნდა გამკაცრდეს და დამრღვევი დაჯარიმდეს" - რა შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტები და რას ამბობენ ლოქდაუნის შემოღებაზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცია ყო­ველ­დღი­უ­რად მძიმ­დე­ბა. გუ­შინ ინ­ფი­ცი­რე­ბის რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლი, 4 827 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, დღეს კი 4 233 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. ბოლო 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 38 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ანა­ლი­ზით, პი­კის ფა­ზა­შია და ეს მდგო­მა­რე­ო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით კი­დევ 10 დღე გაგ­რძელ­დე­ბა.

სა­გან­გა­შო სტა­ტის­ტი­კის ფონ­ზე, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ. სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში მსჯე­ლო­ბენ ლო­ქ­და­უ­ნის სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ხე­ბაც. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გუ­შინ­დე­ლი სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ და­მა­ტე­ბით აკ­რძალ­ვე­ბის შე­მო­ღე­ბა, ამ ეტაპ­ზე, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის. მისი თქმით, ახლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ­სე­ბუ­ლი წე­სე­ბი აღ­სრულ­დეს.

"დღეს უწყე­ბა­თა საბ­ჭომ იმ­სჯე­ლა არ­სე­ბუ­ლი ზო­მე­ბის და მო­ნი­ტო­რინ­გის გამ­კაც­რე­ბა­ზე, ასე­ვე მკაცრ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე პირ­ბა­დის ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან პირ­ბა­დე არის ვირუ­სის­გან დაც­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო გას­ცემს მკაცრ რე­კო­მენ­და­ცი­ას პირ­ბა­დის ტა­რე­ბა­ზე, რო­გორც და­ხუ­რულ, ასე­ვე ღია სივ­რცე­ში. ქორ­წი­ლე­ბი და სხვა დიდი ყრი­ლო­ბე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დარ­ღვე­ვით. ამ­დე­ნად, ჩვე­ნი მთა­ვა­რი ბერ­კე­ტი არის ისევ მო­ნი­ტო­რინ­გი და ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რაც დღეს უკვე და­წე­სე­ბუ­ლია. ჯერ­ჯე­რო­ბით იმ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბა, რო­მე­ლიც და­წე­სე­ბუ­ლია, არ იგეგ­მე­ბა და მთა­ვა­რი უკვე მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბაა", - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­გან გან­სხვა­ვე­ბით, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრში ფიქ­რო­ბენ, რომ მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის აღ­დგე­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ით ცენ­ტრმა საბ­ჭოს უკვე მი­მარ­თა.

"სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს წევ­რებს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრმა მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის აღ­დგე­ნის რე­კო­მენ­და­ცი­ით მივ­მარ­თეთ. თუმ­ცა საბ­ჭო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს კონ­სენ­სუ­სით იღებს და კონ­სენ­სუ­სი ასე­თი მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას უნდა იყოს არა მხო­ლოდ საბ­ჭო­ში, არა­მედ ქვე­ყა­ნა­შიც. ჩვენს მიერ წარ­დგე­ნილ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში ერთ-ერთი იყო ღა­მის სა­ა­თებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა, ასე­ვე რეს­ტორ­ნებ­ში მხო­ლოდ აც­რი­ლე­ბის ან წი­ნას­წარ გა­ტეს­ტი­ლე­ბის დაშ­ვე­ბა. ქორ­წი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზეც ვი­სა­უბ­რეთ, კი ბა­ტო­ნო, იყოს 50 ადა­მი­ა­ნის დას­წრე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა უნდა იყოს აც­რი­ლი ან მი­ნი­მუმ წი­ნას­წარ გა­ტეს­ტი­ლი", - აცხა­დებს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძე.

ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­მო­ეხ­მა­უ­რა ინ­ფი­ცი­რე­ბის დღე­ვან­დელ სტა­ტის­ტი­კას და ახა­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

"სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დე ყველ­გან, KN95 პირ­ბა­დე რის­კის და­ა­ვა­დე­ბის პი­რე­ბის­თვის, ღა­მის გა­და­ად­გი­ლე­ბის აკ­რძალ­ვა, რეს­ტორ­ნე­ბი მხო­ლოდ ღია სივ­რცე­ში, 5 ადა­მი­ან­ზე მე­ტის შეკ­რე­ბის შე­ზღუდ­ვა, მა­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცენ­ტრე­ბი... შე­ზღუდ­ვე­ბი უს­წრა­ფე­სად ასა­მოქ­მე­დე­ბე­ლია, თო­რემ მა­ინც მოგ­ვი­წევს სამ­წუ­ხა­როდ, მისი და­წე­სე­ბა და მერე გვი­ა­ნი იქ­ნე­ბა. და ამ დროს 3000 "ცრუ" ჯავ­შა­ნი ვაქ­ცი­ნებ­ზე. სრუ­ლი სა­ბო­ტა­ჟია ქვეყ­ნის წი­ნა­შე და ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ", - მი­იჩ­ნევს კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა Ambebi.ge-სთან ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბის მი­ზე­ზებ­სა და გა­მო­სავ­ლის გზებ­ზე სა­უბ­რობს. ექი­მის თქმით, რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბა ერ­თა­მა­ნეთს დრო­ში და­ემ­თხვა, რა­მაც სა­ერ­თო სო­ტუ­ა­ცი­ის დამ­ძი­მე­ბა გა­მო­იწ­ვია. "რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მოვხსე­ნით, მა­შინ და­ი­წყო დელ­ტა შტა­მის გავ­რცე­ლე­ბა ჩვენს რე­გი­ონ­ში, ქვე­ყა­ნა­ში, ამას და­ე­მა­ტა ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი, ზა­ფხუ­ლი, დას­ვე­ნე­ბა... და რაც ახლა ხდე­ბა, ეს კა­ნონ­ზო­მი­ე­რი შე­დე­გია", - გვე­უბ­ნე­ბა გო­გი­ნა­ვა.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ლო­ქ­და­უ­ნის და სხვა რა­დი­კა­ლუ­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა ეფექ­ტუ­რი არ იქ­ნე­ბა და ზი­ანს უფრო გა­მო­იწ­ვევს, ვიდ­რე სტა­ბი­ლუ­რო­ბას.

"ლო­ქ­და­უ­ნი ახლა არ მოგ­ვი­ტანს არა­ნა­ირ შე­დეგს, უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია, ამი­ტომ წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბით, წე­სე­ბის დაც­ვი­თა და არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით, უნდა გა­მო­ვი­დეთ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ი­დან. პი­რა­დად მე, მკაც­რი შე­ზუდ­ვე­ბის მომ­ხრე არ ვარ. თუმ­ცა, ფაქ­ტია, გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გა­სამ­კაც­რე­ბე­ლია. პირ­ველ რიგ­ში, ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი უნდა გაძ­ლი­ერ­დეს. იქ­ნე­ბა ეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია, თუ სხვა ხა­სი­ა­თის შეკ­რე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ოფი­ცი­ა­ლუ­რად წე­სად მი­ი­ღე­ბენ, რომ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ადა­მი­ა­ნებს მო­ე­თხო­ვოთ PCR-ის ან უახ­ლო­ეს 24 სა­ათ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სწრა­ფი ტეს­ტის პა­სუ­ხი და ვაქ­ცი­ნი­რე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი.

სა­ხელ­მწი­ფომ უკე­თე­სად უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლოს ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დი. არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნი­დან, სა­დაც მა­ღა­ლია დელ­ტა შტა­მის გავ­რცე­ლე­ბა, შე­მო­დი­ან ტუ­რის­ტე­ბი. იყო შემ­თხვე­ვა, როცა გა­ყალ­ბე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბით გად­მო­ვიდ­ნენ სა­ზღვარ­ზე. ამი­ტომ მეტი კონ­ტრო­ლია სა­ჭი­რო. გარ­და ამი­სა, სა­ჭი­როა, ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცეს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტსაც. რო­გორც ცნო­ბი­ლია, რე­კო­მენ­და­ცი­ებს სა­თა­ნა­დოდ არ იცა­ვენ. იმა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნია ტრან­სპორ­ტში, ვიდ­რე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია პან­დე­მი­ის პი­რო­ბე­ბე­ში. ამი­ტომ სა­ჭი­როა, და­ე­მა­ტოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, რათა უფრო გა­ი­ოლ­დეს ნორ­მე­ბის დაც­ვა", - გვე­უბ­ნე­ბა ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

ნორ­ვე­გი­ის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პირ­ვე­ლი მრჩე­ვე­ლი ზაზა წე­რე­თე­ლი Ambebi.ge-სთან მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის სან­ქცი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. მისი თქმით, უნდა და­ჯა­რიმ­დეს რო­გორც ქორ­წი­ლე­ბის და ქელე­ხე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, ისე დამ­სწრე სტუმ­რე­ბი.

"სა­ხელ­მწი­ფომ ალ­ბათ უნდა გა­და­წყვი­ტოს, რომ სა­ხელ­მწი­ფოა და არა მარ­ტო ინ­დი­ვი­დე­ბის ნაკ­რე­ბი. ასე რომ, სა­ხელ­მწი­ფომ თა­ვის მთა­ვა­რი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა უნდა ითა­ვოს, და­იც­ვას მისი მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და არ მი­უშ­ვას სი­ტუ­ა­ცია ამ მო­სახ­ლე­ო­ბის ნე­ბა­ზე. კონ­ტრო­ლი უნდა გამ­კაცრ­დეს და შეს­რულ­დეს! ყვე­ლა, ვინც არ­ღვევს მა­გა­ლი­თად, ნიღ­ბის ტა­რე­ბის წე­სებს, უნდა და­ჯა­რიმ­დეს. ქორ­წი­ლე­ბის და ქელე­ხე­ბის ჩამ­ტა­რე­ბე­ლი და ყვე­ლა დამ­სწრე უნდა და­ჯა­რიმ­დეს. ვი­საც შე­უძ­ლია ონ­ლა­ინ სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბა, უნდა გა­და­ვი­დეს სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბა­ზე. რეს­ტორ­ნე­ბი და კა­ფე­ე­ბი უნდა და­ი­კე­ტოს 11 სა­ათ­ზე. გა­სამ­კაც­რე­ბე­ლია სა­ზღვარ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის წე­სე­ბი. არ­ცერ­თი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ უნდა მოხ­ვდეს ქვე­ყა­ნა­ში. რაც მთა­ვა­რია, კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­ი­ზარ­დოს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და ტეს­ტი­რე­ბის ტემ­პი და რა­ო­დე­ნო­ბა. თუმ­ცა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემ­პე­ბის გაზ­რდა მა­ინც 4 კვი­რი­ან შუ­ა­ლედს აძ­ლევს ქვე­ყა­ნას, რომ მე­ო­რე დო­ზით აიც­რას მო­სახ­ლე­ო­ბა, ამი­ტომ ამ პე­რი­ოდ­ში ეს შე­ზღუდ­ვე­ბი, მა­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა, გა­მოვ­ლე­ნა, იზო­ლი­რე­ბა უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩა­კეტ­ვას, ეს ვერ იმუ­შა­ვებს. აზრი არ აქვს, უბ­რა­ლოდ, უკვე ისეა მო­დე­ბუ­ლი დელ­ტა შტა­მი", - აცხა­დებს ზაზა წე­რე­თე­ლი.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის პროგ­ნო­ზით, თუ სა­ხელ­მწი­ფო არ­სე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზე კონ­ტროლს გა­ამ­კაც­რებს და ახალ წერ­ტი­ლო­ვან შე­ზღუდ­ვებს ეფექ­ტუ­რად აა­მოქ­მე­დებს, ეპიდსი­ტუ­ა­ცია და­ახ­ლო­ე­ბით, 10 დღის მერე და­ი­წყებს დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

სპეციალისტებს არ უჯერებენ პოლიტიკოსები იმიტო ვერ შემოაქვთ, იმათ სხვა გეგმები აქვთ, არ უნდათ მერე არჩევნები წააგონ თავის ჭკუაში!

givi
1

"სპეციალისტები")))))))))))))))))) aferistebi!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"რეგულაციები უნდა გამკაცრდეს და დამრღვევი დაჯარიმდეს" - რა შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტები და რას ამბობენ ლოქდაუნის შემოღებაზე

"რეგულაციები უნდა გამკაცრდეს და დამრღვევი დაჯარიმდეს" - რა შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტები და რას ამბობენ ლოქდაუნის შემოღებაზე

საქართველოში ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება. გუშინ ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლი, 4 827 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დღეს კი 4 233 ახალი ინფიცირებულია. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა, საერთაშორისო პარტნიორების ანალიზით, პიკის ფაზაშია და ეს მდგომარეობა დაახლოებით კიდევ 10 დღე გაგრძელდება.

საგანგაშო სტატისტიკის ფონზე, სპეციალისტები რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ. სამედიცინო საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მსჯელობენ ლოქდაუნის საჭიროების შესახებაც. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ დამატებით აკრძალვების შემოღება, ამ ეტაპზე, გათვალისწინებული არ არის. მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებული წესები აღსრულდეს.

"დღეს უწყებათა საბჭომ იმსჯელა არსებული ზომების და მონიტორინგის გამკაცრებაზე, ასევე მკაცრ რეკომენდაციებზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რადგან პირბადე არის ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება. ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს მკაცრ რეკომენდაციას პირბადის ტარებაზე, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. ქორწილები და სხვა დიდი ყრილობები, ყველაფერი ხდება რეგულაციების დარღვევით. ამდენად, ჩვენი მთავარი ბერკეტი არის ისევ მონიტორინგი და ის რეგულაციები, რაც დღეს უკვე დაწესებულია. ჯერჯერობით იმ რეგულაციების გამკაცრება, რომელიც დაწესებულია, არ იგეგმება და მთავარი უკვე მოქმედი რეგულაციების აღსრულებაა", - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის სამინისტროსგან განსხვავებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ფიქრობენ, რომ მკაცრი შეზღუდვების აღდგენა აუცილებელია. აღნიშნული რეკომენდაციით ცენტრმა საბჭოს უკვე მიმართა.

"საკოორდინაციო საბჭოს წევრებს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციით მივმართეთ. თუმცა საბჭო გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებს და კონსენსუსი ასეთი მძიმე გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა იყოს არა მხოლოდ საბჭოში, არამედ ქვეყანაშიც. ჩვენს მიერ წარდგენილ რეკომენდაციებში ერთ-ერთი იყო ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ასევე რესტორნებში მხოლოდ აცრილების ან წინასწარ გატესტილების დაშვება. ქორწილების თაობაზეც ვისაუბრეთ, კი ბატონო, იყოს 50 ადამიანის დასწრება დაშვებული, მაგრამ ყველა უნდა იყოს აცრილი ან მინიმუმ წინასწარ გატესტილი", - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ოპერატიულად გამოეხმაურა ინფიცირების დღევანდელ სტატისტიკას და ახალი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

"სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები... შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია, თორემ მაინც მოგვიწევს სამწუხაროდ, მისი დაწესება და მერე გვიანი იქნება. და ამ დროს 3000 "ცრუ" ჯავშანი ვაქცინებზე. სრული საბოტაჟია ქვეყნის წინაშე და ვერ ვაცნობიერებთ", - მიიჩნევს კულუმბეგოვი.

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა Ambebi.ge-სთან ეპიდსიტუაციის გამწვავების მიზეზებსა და გამოსავლის გზებზე საუბრობს. ექიმის თქმით, რამდენიმე გარემოება ერთამანეთს დროში დაემთხვა, რამაც საერთო სოტუაციის დამძიმება გამოიწვია. "რეგულაციები მოვხსენით, მაშინ დაიწყო დელტა შტამის გავრცელება ჩვენს რეგიონში, ქვეყანაში, ამას დაემატა ტურისტული სეზონი, ზაფხული, დასვენება... და რაც ახლა ხდება, ეს კანონზომიერი შედეგია", - გვეუბნება გოგინავა.

ინფექციონისტი მიიჩნევს, რომ ლოქდაუნის და სხვა რადიკალური რეგულაციების შემოღება ეფექტური არ იქნება და ზიანს უფრო გამოიწვევს, ვიდრე სტაბილურობას.

"ლოქდაუნი ახლა არ მოგვიტანს არანაირ შედეგს, უკვე დაგვიანებულია, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვებით, წესების დაცვითა და არსებული რეგულაციების ზედამხედველობით, უნდა გამოვიდეთ მძიმე სიტუაციიდან. პირადად მე, მკაცრი შეზუდვების მომხრე არ ვარ. თუმცა, ფაქტია, გარკვეული რეგულაციები გასამკაცრებელია. პირველ რიგში, ხალხმრავალი შეკრებების მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს. იქნება ეს საპროტესტო აქცია, თუ სხვა ხასიათის შეკრება. კარგი იქნება, თუ ოფიციალურად წესად მიიღებენ, რომ ასეთ სიტუაციაში ადამიანებს მოეთხოვოთ PCR-ის ან უახლოეს 24 საათში ჩატარებული სწრაფი ტესტის პასუხი და ვაქცინირების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სახელმწიფომ უკეთესად უნდა გააკონტროლოს ტურისტების ნაკადი. არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ქვეყნიდან, სადაც მაღალია დელტა შტამის გავრცელება, შემოდიან ტურისტები. იყო შემთხვევა, როცა გაყალბებული დოკუმენტებით გადმოვიდნენ საზღვარზე. ამიტომ მეტი კონტროლია საჭირო. გარდა ამისა, საჭიროა, ყურადღება მიექცეს საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. როგორც ცნობილია, რეკომენდაციებს სათანადოდ არ იცავენ. იმაზე მეტი ადამიანია ტრანსპორტში, ვიდრე რეკომენდებულია პანდემიის პირობებეში. ამიტომ საჭიროა, დაემატოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა უფრო გაიოლდეს ნორმების დაცვა", - გვეუბნება ინფექციონისტი.

ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს პირველი მრჩეველი ზაზა წერეთელი Ambebi.ge-სთან მოქმედი რეგულაციების დარღვევისთვის სანქცირების მექანიზმის გაუმჯობესებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, უნდა დაჯარიმდეს როგორც ქორწილების და ქელეხების ორგანიზატორები, ისე დამსწრე სტუმრები.

"სახელმწიფომ ალბათ უნდა გადაწყვიტოს, რომ სახელმწიფოა და არა მარტო ინდივიდების ნაკრები. ასე რომ, სახელმწიფომ თავის მთავარი როლის შესრულება უნდა ითავოს, დაიცვას მისი მოსახლეობის ჯანმრთელობა და არ მიუშვას სიტუაცია ამ მოსახლეობის ნებაზე. კონტროლი უნდა გამკაცრდეს და შესრულდეს! ყველა, ვინც არღვევს მაგალითად, ნიღბის ტარების წესებს, უნდა დაჯარიმდეს. ქორწილების და ქელეხების ჩამტარებელი და ყველა დამსწრე უნდა დაჯარიმდეს. ვისაც შეუძლია ონლაინ სახლიდან მუშაობა, უნდა გადავიდეს სახლიდან მუშაობაზე. რესტორნები და კაფეები უნდა დაიკეტოს 11 საათზე. გასამკაცრებელია საზღვარზე ზედამხედველობის წესები. არცერთი ინფიცირებული არ უნდა მოხვდეს ქვეყანაში. რაც მთავარია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ვაქცინაციის და ტესტირების ტემპი და რაოდენობა. თუმცა ვაქცინაციის ტემპების გაზრდა მაინც 4 კვირიან შუალედს აძლევს ქვეყანას, რომ მეორე დოზით აიცრას მოსახლეობა, ამიტომ ამ პერიოდში ეს შეზღუდვები, მასიური ტესტირება, გამოვლენა, იზოლირება უნდა გააქტიურდეს. რაც შეეხება ჩაკეტვას, ეს ვერ იმუშავებს. აზრი არ აქვს, უბრალოდ, უკვე ისეა მოდებული დელტა შტამი", - აცხადებს ზაზა წერეთელი.

სპეციალისტების პროგნოზით, თუ სახელმწიფო არსებულ რეგულაციებზე კონტროლს გაამკაცრებს და ახალ წერტილოვან შეზღუდვებს ეფექტურად აამოქმედებს, ეპიდსიტუაცია დაახლოებით, 10 დღის მერე დაიწყებს დასტაბილურებას.