სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თქვეს, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა, სავარაუდოდ, მოკლეს - ვინ იყო რუსეთის გენშტაბის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, რომელიც ჰიბრიდული ომების ერთ-ერთ შემოქმედად მიიჩნევა?
თქვეს, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა, სავარაუდოდ, მოკლეს - ვინ იყო რუსეთის გენშტაბის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, რომელიც ჰიბრიდული ომების ერთ-ერთ შემოქმედად მიიჩნევა?
  • სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი - ბე­სიკ ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს (სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვა - გე-ერ-უ) უფ­რო­სი იგორ სერ­გუ­ნი 2016 წლის დამ­დეგს გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღე, ად­გი­ლი და მი­ზე­ზი და­ზუს­ტე­ბით ცნო­ბი­ლი დღე­საც არაა. იგორ სერ­გუ­ნი 1957 წლის 28 მარტს და­ი­ბა­და. 1973 წლი­დან საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის სუ­ვო­რო­ვის სას­წავ­ლებ­ლის კურ­სან­ტი გახ­და. სერ­გუ­ნი რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის მთა­ვარ სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლო­ში 1984 წლი­დან მსა­ხუ­რობ­და. 1998 წელს იმ­ყო­ფე­ბო­და ალ­ბა­ნეთ­ში, რუ­სე­თის სა­ელ­ჩო­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რად - სამ­ხედ­რო ატა­შეს რან­გში, პოლ­კოვ­ნი­კის ჩი­ნით, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი - რუ­სე­თის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ლე­გა­ლუ­რი რე­ზი­დენ­ტი იყო.მომ­დევ­ნო ათ წე­ლი­წად­ში საკ­მა­ოდ სწრა­ფი სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა ჰქონ­და გე-ერ-უს ცენ­ტრა­ლურ აპა­რატ­ში: იყო ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბის უფ­რო­სი, სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, შემ­დეგ კი - მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, ალექ­სან­დრე შლი­ახ­ტუ­რო­ვის მო­ად­გი­ლედ და­ა­წი­ნა­უ­რეს.

2011 წლის 26 დე­კემ­ბერს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა იგორ სერ­გუ­ნი გე-ერ-უს უფ­რო­სად და­ნიშ­ნა. 2012 წლის 31 აგ­ვის­ტოს მას გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტის, ხოლო 2015 წლის 21 თე­ბერ­ვალს - გე­ნე­რალ-პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. მკი­თხველს მოკ­ლედ შე­ვახ­სე­ნებ, თუ რას წარ­მო­ად­გენს რუ­სე­თის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ფლაგ­მა­ნი - მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლო (იგი­ვე გე-ერ-უ), რო­მე­ლიც 100 წელ­ზე მე­ტია, ში­შის ზარს სცემს მსოფ­ლი­ოს. გე-ერ-უ სხვა ქვეყ­ნე­ბის ანა­ლო­გი­უ­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა­გან ბევ­რი კომ­პო­ნენ­ტით (აქ და­დე­ბი­თიც იგუ­ლის­ხმე­ბა და უარ­ყო­ფი­თიც) იყო და არის გა­მორ­ჩე­უ­ლი. რუ­სე­თის (ადრე საბ­ჭო­თა) გე-ერ-უ არას­დროს გა­ნიც­დი­და და­ფი­ნან­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას და კო­მუ­ნის­ტუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის­თვის მა­ტე­რი­ა­ლურ, სა­კად­რო და ფი­ნან­სურ რე­სურ­სებს არ იშუ­რებ­და. თუმ­ცა ისიც უნდა ით­ქვას, რომ ხში­რად გე-ერ-უს მუ­შა­ო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბი­სა და მისი სა­ბო­ლოო "სა­დაზ­ვერ­ვო პრო­დუქ­ტის" ხა­რის­ხი ბევ­რად ჩა­მორ­ჩე­ბო­და მას­ზე გა­წე­ულ და­ნა­ხარ­ჯებს. აშშ-ისა და სხვა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გე-ერ-უ არას­დროს იყო სა­ში­ნაო თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბი­სა და კა­ნო­ნე­ბის მორ­ჩი­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რი. მისი მთა­ვა­რი დე­ვი­ზი იყო და არის: "მი­ზა­ნი ამარ­თლებს სა­შუ­ა­ლე­ბას".

ამ­ჟა­მად გე-ერ-უს რი­ცხოვ­ნო­ბა 12-15 ათას შო­რის მერ­ყე­ობს. მისი სა­დაზ­ვერ­ვო რე­სურ­სე­ბი - რე­ზი­დენ­ტუ­რე­ბი მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი ბი­ნე­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა დიდ ქა­ლაქ­ში, ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე შტაბ-ბინა მოს­კო­ვის ცენ­ტრში, ორ ათე­უ­ლამ­დე სა­მეც­ნი­ერ-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი, სას­წავ­ლო ცენ­ტრე­ბი რუ­სე­თის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - მარ­თლაც რომ შთამ­ბეჭ­და­ვია. სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის ხშირ მარ­ცხს მიჩ­ვე­უ­ლი რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი" და "შე­უ­და­რე­ბე­ლი" სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის - გე-ერ-უს ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ჩა­ვარ­დნებს ძალ­ზე მწა­რედ აღიქ­ვამს. ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე იქ­მნე­ბო­და ჯერ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის, შემ­დეგ კი - რუ­სე­თის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის უძ­ლე­ვე­ლო­ბის მითი. იმ­პე­რი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არც ამ­ჟა­მად მა­ლა­ვენ ამ სა­ეჭ­ვო სი­ა­მა­ყეს. თუმ­ცა ქვე­მოთ დავ­რწმუნ­დე­ბით, რომ სა­ა­მა­ყო არა­ფე­რი აქვთ. კუ­რი­ო­ზუ­ლი ფაქ­ტი, რის შე­სა­ხე­ბაც ახლა მო­გი­თხრობთ, სცილ­დე­ბა უბ­რა­ლო შეც­დო­მას და დღე­ვან­დე­ლი რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ღრმა სის­ტე­მურ პრობ­ლე­მებს გვიჩ­ვე­ნებს. 2012 წლის 9 მა­ისს მოს­კოვ­ში, წი­თელ მო­ე­დან­ზე "გა­მარ­ჯვე­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი აღ­ლუ­მი" გა­ი­მარ­თა, სა­დაც, ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, მოქ­მე­დი და ვე­ტე­რა­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამხ. ვასილი
27

დიდი დანაკლისია. ამხანაგი იგორი ყოველთვის დარჩება ჭეშმარიტი მოქალაქის ნათელ სახებად ჩვენს გულებში. გვწამს, რომ მისგან ანთებული ნაპერწკალი მალე გააჩირაღდნებს მთელ მსოფლიოს და გულს გაუნათებს ყოველ კონსტრუქციულად მოაზროვნე ინდივიდს! 

ბონდი 007
10

ამ "ნაშრომს" ხელიდან გამოსტაცებენ ერთმანეთს ცსს, მი-6, მოსადი და ბევრი სხვა ავტორიტეტული სპეც-სამსახურები. "გავაანალიზე" რა ეს "ანალიტიკური ნაშრომი" მივედი იმ დასკვნამდე რომ, ან რუსეთის სპეცსამსახურების "ჟონავს", ანუ ბლოგერმა მოისყიდა ვინმე ინფორმატორი, ან თვითონ მოისყიდეს რომელიმე სპეცსამსახურებმა და ახმოვანებს იმას რაც მიუთითეს, ან ჩვენ სპეცსამსახურებში ნახა ვინმე ძველი ნაცნობი. მოკლედ ვერსიების მთელი სპექტრია. დეტექტივების მოყვარულობო ჰა ბურთი და მოედანი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

თქვეს, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა, სავარაუდოდ, მოკლეს - ვინ იყო რუსეთის გენშტაბის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, რომელიც ჰიბრიდული ომების ერთ-ერთ შემოქმედად მიიჩნევა?

თქვეს, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა, სავარაუდოდ, მოკლეს - ვინ იყო რუსეთის გენშტაბის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, რომელიც ჰიბრიდული ომების ერთ-ერთ შემოქმედად მიიჩნევა?
  • სპეცსამსახურები - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (სამხედრო დაზვერვა - გე-ერ-უ) უფროსი იგორ სერგუნი 2016 წლის დამდეგს გარდაიცვალა. გარდაცვალების დღე, ადგილი და მიზეზი დაზუსტებით ცნობილი დღესაც არაა. იგორ სერგუნი 1957 წლის 28 მარტს დაიბადა. 1973 წლიდან საბჭოთა კავშირის სამხედრო ძალების სუვოროვის სასწავლებლის კურსანტი გახდა. სერგუნი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში 1984 წლიდან მსახურობდა. 1998 წელს იმყოფებოდა ალბანეთში, რუსეთის საელჩოში, ოფიციალურად - სამხედრო ატაშეს რანგში, პოლკოვნიკის ჩინით, სინამდვილეში კი - რუსეთის სამხედრო დაზვერვის ლეგალური რეზიდენტი იყო.მომდევნო ათ წელიწადში საკმაოდ სწრაფი სამხედრო კარიერა ჰქონდა გე-ერ-უს ცენტრალურ აპარატში: იყო ერთ-ერთი მიმართულების უფროსი, სამმართველოს უფროსი, შემდეგ კი - მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შლიახტუროვის მოადგილედ დააწინაურეს.

2011 წლის 26 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იგორ სერგუნი გე-ერ-უს უფროსად დანიშნა. 2012 წლის 31 აგვისტოს მას გენერალ-ლეიტენანტის, ხოლო 2015 წლის 21 თებერვალს - გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. მკითხველს მოკლედ შევახსენებ, თუ რას წარმოადგენს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ფლაგმანი - მთავარი სადაზვერვო სამმართველო (იგივე გე-ერ-უ), რომელიც 100 წელზე მეტია, შიშის ზარს სცემს მსოფლიოს. გე-ერ-უ სხვა ქვეყნების ანალოგიური სპეცსამსახურებისაგან ბევრი კომპონენტით (აქ დადებითიც იგულისხმება და უარყოფითიც) იყო და არის გამორჩეული. რუსეთის (ადრე საბჭოთა) გე-ერ-უ არასდროს განიცდიდა დაფინანსების ნაკლებობას და კომუნისტური ხელისუფლება სამხედრო დაზვერვისთვის მატერიალურ, საკადრო და ფინანსურ რესურსებს არ იშურებდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირად გე-ერ-უს მუშაობის ეფექტიანობისა და მისი საბოლოო "სადაზვერვო პროდუქტის" ხარისხი ბევრად ჩამორჩებოდა მასზე გაწეულ დანახარჯებს. აშშ-ისა და სხვა დემოკრატიული ქვეყნების სამხედრო დაზვერვებისგან განსხვავებით, გე-ერ-უ არასდროს იყო საშინაო თუ საერთაშორისო ნორმებისა და კანონების მორჩილი სპეცსამსახური. მისი მთავარი დევიზი იყო და არის: "მიზანი ამართლებს საშუალებას".

ამჟამად გე-ერ-უს რიცხოვნობა 12-15 ათას შორის მერყეობს. მისი სადაზვერვო რესურსები - რეზიდენტურები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, კონსპირაციული ბინები მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში, ახალი თანამედროვე შტაბ-ბინა მოსკოვის ცენტრში, ორ ათეულამდე სამეცნიერ-კვლევითი ინსტიტუტი, სასწავლო ცენტრები რუსეთის მთელ ტერიტორიაზე - მართლაც რომ შთამბეჭდავია. საგარეო დაზვერვის ხშირ მარცხს მიჩვეული რუსეთის ხელისუფლება "დაუმარცხებელი" და "შეუდარებელი" სამხედრო დაზვერვის - გე-ერ-უს ბოლოდროინდელ ჩავარდნებს ძალზე მწარედ აღიქვამს. ათწლეულების მანძილზე იქმნებოდა ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი - რუსეთის სამხედრო დაზვერვის უძლეველობის მითი. იმპერიული აზროვნების რუსი პოლიტიკოსები არც ამჟამად მალავენ ამ საეჭვო სიამაყეს. თუმცა ქვემოთ დავრწმუნდებით, რომ საამაყო არაფერი აქვთ. კურიოზული ფაქტი, რის შესახებაც ახლა მოგითხრობთ, სცილდება უბრალო შეცდომას და დღევანდელი რუსეთის ხელისუფლების ღრმა სისტემურ პრობლემებს გვიჩვენებს. 2012 წლის 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე "გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი" გაიმართა, სადაც, ტრადიციისამებრ, მოქმედი და ვეტერანი სამხედროებიც მონაწილეობდნენ. გააგრძელეთ კითხვა