სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხუთსართულიანი ტორტი დაბადების დღეზე და წვეულება კაჭრეთში - მილიონერი თოშა ქებურია მესამე შვილის მოლოდინშია
ხუთსართულიანი ტორტი დაბადების დღეზე და წვეულება კაჭრეთში - მილიონერი თოშა ქებურია მესამე შვილის მოლოდინშია

28 ივ­ლისს კაჭ­რეთ­ში, სა­კუ­თარ სას­ტუმ­რო­ში ბიზ­ნეს­მენ­მა თოშა ქე­ბუ­რი­ამ მე­უღ­ლის და­ბა­დე­ბის დღე აღ­ნიშ­ნა. ქეთი ჟღენტს 23 წელი შე­უს­რულ­და. წვე­უ­ლე­ბა­ზე ცოლ-ქმარ­მა ხუთ­სარ­თუ­ლი­ან ტორტზე ერ­თად ჩა­აქ­რეს სან­თლე­ბი.

გრან­დი­ო­ზუ­ლი წვე­უ­ლე­ბის თემა "ალი­სა სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში" იყო, მაგ­რამ ამ­ჯე­რად სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში ქეთი ჟღენ­ტი იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­საც მი­ლი­ო­ნე­რი მე­უღ­ლე წლე­ბია ანე­ბივ­რებს. ქეთი ჟღენ­ტი­სა და თოშა ქე­ბუ­რი­ას წყვი­ლი მე­სა­მე შვილს ელო­დე­ბა.

ამ ფაქტს გო­გო­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­ლავ­და და კი­თხვებს ყო­ველ­თვის თავს არი­დებ­და, თუმ­ცა წვე­უ­ლე­ბა­ზე მუ­ცე­ლი უკვე შე­სამ­ჩნე­ვად ეტყო­ბო­და. წყვილს ორი შვი­ლი ჰყავთ, კა­ტე­რი­ნა და ბუბა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ბა­ბუ­ის მო­სა­ხე­ლეა.

თოშა ქე­ბუ­რია სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძოს ტი­ტულს წლე­ბის მან­ძილ­ზე ინარ­ჩუ­ნებ­და. პე­რი­ო­დუ­ლად კი მე­დი­ა­ში ჩნდე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქე­ბუ­რია რო­მე­ლი­მე ცნო­ბილ ქარ­თველ ქალ­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ქრის­ტი­ნე იმე­და­ძი­სა და თოშა ქე­ბუ­რი­ას „ლავ­სთო­რი“ ლა­მის და­ო­ჯა­ხე­ბამ­დეც მი­ვი­და. 2017 წელს მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­სურ­ველ­მა სა­სი­ძომ დამ­წყებ მო­დელს ქეთი ჟღენტს კან­ში სა­ნა­პი­რო­ზე სთხო­ვა ხელი.

"თო­შამ ჩემს მშობ­ლებ­თან ითხო­ვა, რომ დავ­ნიშ­ნუ­ლი­ყა­ვით და სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ დავ­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით. ამის შემ­დეგ გა­ვემ­გზავ­რეთ კან­ში, თო­შას მშობ­ლე­ბის გა­საც­ნო­ბად. მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ 18 აგ­ვის­ტოს ლაჟ­ვარ­დო­ვან სა­ნა­პი­რო­ზე მთხო­ვა ხელი, ეს იყო საყ­ვა­რე­ლი სი­ურპრი­ზი, თო­შამ მთხო­ვა ცაში ამე­ხე­და, სა­დაც თვითმფრი­ნა­ვი მოფ­რი­ნავ­და სი­ტყვე­ბით "Katie, marry me", გვერ­დით კი ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი იმა­ლე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ჩემი თან­ხმო­ბის შემ­დეგ გა­მოც­ვივ­დნენ და ჩვენ­თან ერ­თად გა­ი­ზი­ა­რეს ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა", - იხ­სე­ნებ­და ქეთი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

თოშა ქე­ბუ­რი­ას მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იც­ნო­ბენ. ჯერ იყო და, ამ­სტერ­და­მის ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე ვე­ლო­სი­პე­დის სა­ვალ ნა­წილ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის ფო­ტო­ე­ბი ად­გი­ლობ­რივ­მა პრე­სამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. შემ­დეგ პა­რიზ­ში, ეი­ფე­ლის კოშ­კის ფონ­ზე დარ­ღვე­ვით გა­ჩე­რე­ბუ­ლი "ლამ­ბორ­გი­ნის" ფო­ტო­ე­ბი გავ­რცელ­და. თოშა ბიზ­ნეს­მენ ბუბა ქე­ბუ­რი­ას ვა­ჟია. ბუბა ქე­ბუ­რი­ას ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი რუ­სეთ­ში, საფ­რან­გეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში აქვს.

ბიზ­ნეს­ცენ­ტრი, 4 ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო "ქე­ბურ პა­ლა­სი", რეს­ტორ­ნე­ბი "ტიფ­ლი­სი", თა­ვა­დი ბაგ­რა­ტი­ო­ნი" და "ტიფ­ლის­კი დვო­რი" მოს­კოვ­ში მისი სა­კუთ­რე­ბაა. პა­რიზ­ში რეს­ტო­რან "ქარ­თუ­ლი სახ­ლის" მფლო­ბე­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვი­ნის ქარ­ხა­ნა აქვს, თბი­ლის­სა და კაჭ­რეთ­ში ის მა­ღა­ლი კლა­სის სას­ტუმ­რო-რეს­ტორ­ნე­ბის ქსელს", ამ­ბა­სა­დორს" ფლობს. ბუბა ქე­ბუ­რი­ას თო­შას გარ­და, ორი შვი­ლი ჰყავს - გი­ორ­გი და ლიკა.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gogo
2

ძალიან კარგი. ბედნიერებას გისურვებთ. საყვარელი ბაიები გყავთ 😍

gg
2

ქობულიაა თუ ქებურიაა , თუ რა მნიშვნელობა აქ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ხუთსართულიანი ტორტი დაბადების დღეზე და წვეულება კაჭრეთში - მილიონერი თოშა ქებურია მესამე შვილის მოლოდინშია

ხუთსართულიანი ტორტი დაბადების დღეზე და წვეულება კაჭრეთში - მილიონერი თოშა ქებურია მესამე შვილის მოლოდინშია

28 ივლისს კაჭრეთში, საკუთარ სასტუმროში ბიზნესმენმა თოშა ქებურიამ მეუღლის დაბადების დღე აღნიშნა. ქეთი ჟღენტს 23 წელი შეუსრულდა. წვეულებაზე ცოლ-ქმარმა ხუთსართულიან ტორტზე ერთად ჩააქრეს სანთლები.

გრანდიოზული წვეულების თემა "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" იყო, მაგრამ ამჯერად საოცრებათა ქვეყანაში ქეთი ჟღენტი იმყოფებოდა, რომელსაც მილიონერი მეუღლე წლებია ანებივრებს. ქეთი ჟღენტისა და თოშა ქებურიას წყვილი მესამე შვილს ელოდება.

ამ ფაქტს გოგონა სოციალურ ქსელში მალავდა და კითხვებს ყოველთვის თავს არიდებდა, თუმცა წვეულებაზე მუცელი უკვე შესამჩნევად ეტყობოდა. წყვილს ორი შვილი ჰყავთ, კატერინა და ბუბა, რომელიც ცნობილი ბაბუის მოსახელეა.

თოშა ქებურია სასურველი სასიძოს ტიტულს წლების მანძილზე ინარჩუნებდა. პერიოდულად კი მედიაში ჩნდებოდა ინფორმაცია, რომ ქებურია რომელიმე ცნობილ ქართველ ქალზე იყო შეყვარებული. ქრისტინე იმედაძისა და თოშა ქებურიას „ლავსთორი“ ლამის დაოჯახებამდეც მივიდა. 2017 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასურველმა სასიძომ დამწყებ მოდელს ქეთი ჟღენტს კანში სანაპიროზე სთხოვა ხელი.

"თოშამ ჩემს მშობლებთან ითხოვა, რომ დავნიშნულიყავით და სწავლის დასრულების შემდგომ დავქორწინებულიყავით. ამის შემდეგ გავემგზავრეთ კანში, თოშას მშობლების გასაცნობად. მაგრამ მოხდა ისე, რომ 18 აგვისტოს ლაჟვარდოვან სანაპიროზე მთხოვა ხელი, ეს იყო საყვარელი სიურპრიზი, თოშამ მთხოვა ცაში ამეხედა, სადაც თვითმფრინავი მოფრინავდა სიტყვებით "Katie, marry me", გვერდით კი ჩვენი მეგობრები იმალებოდნენ, რომლებიც ჩემი თანხმობის შემდეგ გამოცვივდნენ და ჩვენთან ერთად გაიზიარეს ჩვენი ბედნიერება", - იხსენებდა ქეთი ერთ-ერთ ინტერვიუში.

თოშა ქებურიას მხოლოდ საქართველოში არ იცნობენ. ჯერ იყო და, ამსტერდამის ერთ-ერთ ქუჩაზე ველოსიპედის სავალ ნაწილზე გადაღებული ავტომანქანის ფოტოები ადგილობრივმა პრესამ გამოაქვეყნა. შემდეგ პარიზში, ეიფელის კოშკის ფონზე დარღვევით გაჩერებული "ლამბორგინის" ფოტოები გავრცელდა. თოშა ბიზნესმენ ბუბა ქებურიას ვაჟია. ბუბა ქებურიას ბიზნესინტერესები რუსეთში, საფრანგეთსა და საქართველოში აქვს.

ბიზნესცენტრი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ქებურ პალასი", რესტორნები "ტიფლისი", თავადი ბაგრატიონი" და "ტიფლისკი დვორი" მოსკოვში მისი საკუთრებაა. პარიზში რესტორან "ქართული სახლის" მფლობელია. საქართველოში ღვინის ქარხანა აქვს, თბილისსა და კაჭრეთში ის მაღალი კლასის სასტუმრო-რესტორნების ქსელს", ამბასადორს" ფლობს. ბუბა ქებურიას თოშას გარდა, ორი შვილი ჰყავს - გიორგი და ლიკა.