კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოპედის მართვისთვის მართვის მოწმობის აღება ხდება საჭირო - რა ცვლილებები შეეხება “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს, რომლის განხილვაც დაიწყო
მოპედის მართვისთვის მართვის მოწმობის აღება ხდება საჭირო - რა ცვლილებები შეეხება “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს, რომლის განხილვაც დაიწყო

ორ­წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, პარ­ლა­მენ­ტი “საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს და­უბ­რუნ­და.

ჯერ კი­დევ 2019 წლის მა­ის­ში ინი­ცი­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი შს სა­მი­ნის­ტრომ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით წა­რად­გი­ნა.

ერთ-ერთი მთა­ვა­რი სი­ახ­ლე მო­პე­დე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. მოქ­მე­დი კა­ნო­ნით, მო­პე­დე­ბის რე­გის­ტრა­ცია არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მისი მარ­თვის­თვის მარ­თვის მოწ­მო­ბა სა­ჭი­რო არ არის. ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტით, სწო­რედ მო­პე­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მარ­თვის მოწ­მო­ბას ახა­ლი - AM კა­ტე­გო­რია ემა­ტე­ბა. ასე­ვე ხდე­ბა A2 კა­ტე­გო­რი­ის და­მა­ტე­ბა, რაც არის სა­შუ­ა­ლო სიმ­ძლავ­რის მო­ტო­ციკ­ლე­ბი.

მო­პე­დე­ბის მარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ პი­რებს, რო­მელ­თაც 16 წელი შე­უს­რულ­დე­ბათ და მარ­თვის მოწ­მო­ბის ასა­ღე­ბად შე­სა­ბა­მისს გა­მოც­დას ჩა­ა­ბა­რე­ბენ. სა­შუ­ა­ლო სიმ­ძლავ­რის მო­ტო­ციკ­ლის მარ­თვა კი, 18 წლი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ამა­ვე ცვლი­ლე­ბე­ბით, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დის პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი ორე­ტა­პი­ა­ნი ხდე­ბა. პირ­ვე­ლი ეტა­პი (სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­ნევ­რე­ბი) და­ხუ­რულ სა­გა­მოც­დო მო­ე­დან­ზე ჩა­ტარ­დე­ბა, რო­გორც ეს ამ­ჟა­მა­დაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ხოლო მისი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მე­ო­რე ეტა­პი რე­ა­ლუ­რი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის პი­რო­ბებ­ში - წი­ნას­წარ შერ­ჩე­ულ და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მიერ დამ­ტკი­ცე­ბულ მარ­შრუ­ტებ­ზე ჩა­ტარ­დე­ბა.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენტს შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ გა­აც­ნო.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!
0

ნომრებიც უნდა ჰქონდეთ. რასაც ეგენი არღვევენ მოძრაობის წესებს მერე ვეღარ გაბედავენ.

თბილისელი
0

რა კარგია - ტროტუარზე, წითელზე,ახლოს აღარ ჩაგვივლიან...

ავტორი:

მოპედის მართვისთვის მართვის მოწმობის აღება ხდება საჭირო - რა ცვლილებები შეეხება “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს, რომლის განხილვაც დაიწყო

მოპედის მართვისთვის მართვის მოწმობის აღება ხდება საჭირო - რა ცვლილებები შეეხება “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს, რომლის განხილვაც დაიწყო

ორწლიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტი “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დაუბრუნდა.

ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები შს სამინისტრომ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე მოპედების რეგისტრაციას უკავშირდება. მოქმედი კანონით, მოპედების რეგისტრაცია არ ხორციელდება და მისი მართვისთვის მართვის მოწმობა საჭირო არ არის. ინიცირებული პროექტით, სწორედ მოპედებთან დაკავშირებით მართვის მოწმობას ახალი - AM კატეგორია ემატება. ასევე ხდება A2 კატეგორიის დამატება, რაც არის საშუალო სიმძლავრის მოტოციკლები.

მოპედების მართვის საშუალება ექნებათ პირებს, რომელთაც 16 წელი შეუსრულდებათ და მართვის მოწმობის ასაღებად შესაბამისს გამოცდას ჩააბარებენ. საშუალო სიმძლავრის მოტოციკლის მართვა კი, 18 წლიდან იქნება შესაძლებელი.

ამავე ცვლილებებით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში - წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე ჩატარდება.

ამ მიმართულებით კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტს შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გააცნო.