საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეზოებში ბავშვებზე მეტი ძაღლია უკვე, ხროვებად დადიან, რამდენიმე მოქალაქეც დაკბინეს..." - რატომ მომრავლდნენ ქუჩის ძაღლები თბილისში და რა არის გამოსავალი?
"ეზოებში ბავშვებზე მეტი ძაღლია უკვე, ხროვებად დადიან, რამდენიმე მოქალაქეც დაკბინეს..." - რატომ მომრავლდნენ ქუჩის ძაღლები თბილისში და რა არის გამოსავალი?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქუ­ჩის ცხო­ვე­ლე­ბის პრობ­ლე­მა ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო. დე­და­ქა­ლაქ­ში ამ მხრივ ბევ­რად უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ვიდ­რე რე­გი­ო­ნებ­ში, რად­გან თბი­ლის­ში მი­უ­სა­ფარ ცხო­ველ­თა პრობ­ლე­მებ­ზე ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი მუ­შა­ობს. თუმ­ცა, ცხა­დია, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ უწყე­ბა ყვე­ლა­ფერს სრულ­ყო­ფი­ლად არ­თმევს თავს. გა­მოწ­ვე­ვე­ბი მა­ინც არ­სე­ბობს და ამა­ზე თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა სულ უფრო ხში­რად სა­უბ­რობს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით. "ფე­ის­ბუ­ქის" სხვა­დას­ხვა ჯგუფ­ში მრავ­ლად შეხ­ვდე­ბით ქუ­ჩის ცხო­ვე­ლე­ბით შე­წუ­ხე­ბულ და შე­ში­ნე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­თა პოს­ტებს. ისი­ნი მი­უ­სა­ფა­რი, აგ­რე­სი­უ­ლი ძაღ­ლე­ბის თვალ­ში­სა­ცემ მომ­რავ­ლე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ და პე­ტი­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას აყე­ნე­ბენ.

"უკვე მუდ­მი­ვი პრობ­ლე­მა გახ­და მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბის სა­კი­თხი ჩვენს უბან­ში. ზოგს კბე­ნენ, ზოგს აში­ნე­ბენ, ზოგ­საც უბ­რა­ლოდ არ გვინ­და, რომ ბავ­შვე­ბის სა­თა­მა­შო მო­ედ­ნებ­ზე ამ­დე­ნი და­ა­ვა­დე­ბის გა­დამ­ტა­ნი ცხო­ვე­ლი იყოს. ალ­ბათ, ამ­ჩნევთ, რომ სა­თა­მა­შო მო­ედ­ნებ­ზე ბავ­შვებ­ზე მეტი ძაღ­ლია უკვე. ისიც გა­სა­გე­ბია, რომ ბევ­რს უყ­ვარს, არ აწუ­ხებს და მზა­დაა ცო­ფის და ექი­ნო­კო­კის საფრ­თხე აი­ღოს სა­კუ­თარ თავ­ზე და შვი­ლებ­ზე, მაგ­რამ რად­გან უბ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი თვლის, რომ პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს, იქ­ნებ მო­ვა­ბათ თავი პე­ტი­ცი­ის შედ­გე­ნას, რომ გა­და­იჭ­რას ეს სა­კი­თხი. ცხა­დია, რომ ამ­დე­ნი ძაღ­ლი „სა­ო­ცა­რი დამ­თხვე­ვით“ გა­რე­უბ­ნებ­ში გროვ­დე­ბა და ეს უნდა და­რე­გუ­ლირ­დეს რო­გორ­მე. მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლია ამ პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის გზე­ბი", - წერს ერთ-ერთი ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

"გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლეს ქუ­ჩა­ზე და­დი­ან ხრო­ვად ძაღ­ლე­ბი. ლეკ­ვი ჩა­ვიყ­ვა­ნე და 15 ძაღ­ლი გა­მო­მენ­თო. ლა­მის და­მიგ­ლი­ჯეს ძაღ­ლი. ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში ვარ, ვე­ღარ გამ­ყავს ში­შით სა­სე­ირ­ნოდ. ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან", - წერს კი­დევ ერთი პირი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნი ცხო­ვე­ლი ცხოვ­რობს ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში, არ არ­სე­ბობს. ასე­თი აღ­რი­ცხვა ბო­ლოს 2015 წელს ჩა­ტარ­და და მა­შინ მათი რი­ცხვი 43 000-ს აღ­წევ­და

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნი ცხო­ვე­ლი ცხოვ­რობს ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში, არ არ­სე­ბობს. ასე­თი აღ­რი­ცხვა ბო­ლოს 2015 წელს ჩა­ტარ­და და მა­შინ მათი რი­ცხვი 43 000-ს აღ­წევ­და. სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, სა­მო­მავ­ლოდ, ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ ცხო­ველ­თა მა­სობ­რივ აღ­რი­ცხვას გეგ­მა­ვენ. უქ­მნი­ან თუ არა რე­ა­ლუ­რად საფრ­თხეს ქუ­ჩის ძაღ­ლე­ბი თბი­ლი­სის მცხოვ­რე­ბელ­თა ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს და რა შემ­თხვე­ვა­ში არი­ან ისი­ნი აგ­რე­სი­უ­ლე­ბი? - ამ კი­თხვებ­ზე გვი­პა­სუ­ხა ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ნიკა ქო­ბუ­ლა­ძემ.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ ძაღ­ლთა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა აც­რი­ლია და შე­სა­ბა­მი­სად საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გე­ნენ. გარ­და ამი­სა, მისი თქმით, ცხო­ველ­თა მიერ აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვებ­ში, სა­ა­გენ­ტო მყი­სი­ე­რად რე­ა­გი­რებს და ცდი­ლობს, ეს პრობ­ლე­მა ორი­ვე მხა­რის­თვის უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გა­დაჭ­რას.

„იმის თქმა, რომ ქუ­ჩის ძაღ­ლე­ბი აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან, იგი­ვეა, რაც ვთქვათ, რომ ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნე­ბი აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან. ქუ­ჩის არც ერთი ძაღ­ლი არ არის უმი­ზე­ზოდ აგ­რე­სი­უ­ლი. ამის უკან ისევ ადა­მი­ა­ნე­ბი და მათი ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბა­ლი დონე დგას. სა­ერ­თოდ, ცნო­ბი­ლია, რომ ძაღლს აქვს სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რი­ის დაც­ვის ინ­სტიქ­ტი. თუ მი­კედ­ლე­ბულ ძაღლს მუდ­მი­ვად ერთ ად­გი­ლას გა­მოვ­კვე­ბავთ, მას უჩ­ნდე­ბა ამ ად­გი­ლის სა­კუთ­რე­ბის გან­ცდა და ცდი­ლობს, უცხო ცხო­ვე­ლე­ბი, თუ პი­რე­ბი არ მი­ა­კა­როს მას. ამ დრო­ის შე­იძ­ლე­ბა, ეს თავ­დაც­ვის პო­ზი­ცია ძაღლს აგ­რე­სი­ა­ში ჩა­უთ­ვა­ლონ. ამი­ტომ ჩემი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რომ მი­კედ­ლე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას გა­მოვ­კვე­ბოთ ხოლ­მე. ასე­ვე, აგ­რე­სი­ის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს წარ­სულ­ში გან­ცდი­ლი ძა­ლა­დო­ბა, რო­მე­ლიც ცხო­ველს და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლი აქვს. შე­საძ­ლოა მი­ზე­ზი ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც იყოს. მინ­და და­ვამ­შვი­დო თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა და ვუ­თხრა, რომ ქუ­ჩებ­ში მცხოვ­რე­ბი ძაღ­ლე­ბი სა­ში­შე­ბი არ არი­ან. ისი­ნი არა­ნა­ირ საფრ­თხეს არ უქ­მნი­ან მათი და მათი შვი­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს, რად­გან ძაღ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა აც­რი­ლი და სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა. თუმ­ცა ვი­საც ეში­ნია ცხო­ვე­ლე­ბის, შე­საძ­ლოა ასე ვერ იფიქ­როს, ჩვენ მათი გვეს­მის. სწო­რედ ამის­თვის არ­სე­ბობს ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტო. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში უნდა მოგ­ვმარ­თონ, დაგ­ვირ­ე­კონ ცხელ ხაზ­ზე და აგ­რე­სი­ულ ძაღლს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­რი­დებთ იქე­დან. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ თბი­ლის­ში არც ერთი ცხო­ვე­ლი არ იყოს მი­უ­სა­ფა­რი და ყვე­ლას ჰყავ­დეს პატ­რო­ნი. ცხა­დია, იმას არ ვგუ­ლის­ხმობთ, რომ არც ერთი ცხო­ვე­ლი არ იყოს ქუ­ჩა­ში, მაგ­რამ პერ­სპექ­ტი­ვა­ში ვა­პი­რებთ, რომ ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი იყოს ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი და უსაფრ­თხო", - ამ­ბობს Ambebi.ge-სთან ნიკა ქო­ბუ­ლა­ძე.

ირმა მთი­უ­ლიშ­ვი­ლი ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე წლე­ბია მუ­შა­ობს. მისი შე­ფა­სე­ბით, უმ­თავ­რე­სი გა­მოწ­ვე­ვა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის არარ­სე­ბო­ბაა. ახლა ცხო­ვე­ლე­ბის უფ­ლე­ბებს სსკ-ის ერ­თა­დერ­თი (259-ე) მუხ­ლი არე­გუ­ლი­რებს. ეს რე­გუ­ლა­ცია ცხო­ველ­თა გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბას, წა­მე­ბა­სა და მოკ­ვლას კრძა­ლავს, თუმ­ცა უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა შე­ფა­სე­ბით, იგი საკ­მა­რი­სი არ არის.

დიდი სან­ქცი­ით უნდა ის­ჯე­ბო­დეს ცხო­ვე­ლის გაგ­დე­ბა, მი­ტო­ვე­ბა. ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ ცხო­ველ­თა დიდ ნა­წილს სწო­რედ ასე­თი ის­ტო­რია აქვთ

"ეს პრობ­ლე­მე­ბი ძი­რი­თა­დად მო­სახ­ლე­ო­ბის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან მო­დის. ამას, თა­ვის მხრივ, გა­ნა­პი­რო­ბებს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის არარ­სე­ბო­ბა. ფაქ­ტია, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რაც ვი­თა­რე­ბას მო­ა­წეს­რი­გებ­და. მო­ქა­ლა­ქე­ებს კა­ნო­ნი უნდა ავალ­დე­ბუ­ლებ­დეს, სა­თა­ნა­დოდ იზ­რუ­ნოს იმ ცხო­ვე­ლებ­ზე, რომ­ლებ­საც პატ­რო­ნო­ბენ. დიდი სან­ქცი­ით უნდა ის­ჯე­ბო­დეს, ცხო­ვე­ლის გაგ­დე­ბა, მი­ტო­ვე­ბა. ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ ცხო­ველ­თა დიდ ნა­წილს სწო­რედ ასე­თი ის­ტო­რია აქვთ. რაც მთა­ვა­რია, უპატ­რო­ნო ცხო­ვე­ლე­ბის გამ­რავ­ლე­ბას უნდა ვებ­რძო­ლოთ ყვე­ლა­ზე ჰუ­მა­ნუ­რი მე­თო­დით - კას­ტრა­ცია-სტე­რი­ლი­ზა­ცი­ით და კარ­გი იქ­ნე­ბა, ამა­საც კა­ნო­ნი არე­გუ­ლი­რებ­დეს. ახლა კას­ტრა­ცია-სტე­რი­ლი­ზა­ცი­ას ქუ­ჩის ძაღ­ლებს სა­ა­გენ­ტო უფა­სოდ უკე­თებს. ამი­ტომ თუ სად­მე და­ი­ნა­ხავთ უბირ­კო ძაღ­ლებს, და­რე­კეთ სა­ა­გენ­ტოს ცხელ ხაზ­ზე და აც­ნო­ბეთ. პატ­რო­ნი­ა­ნი ძაღ­ლის სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის ხარ­ჯე­ბი თა­ვად პატ­რო­ნებ­მა უნდა გა­ი­ღონ. ზოგი თავს არი­დებს ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და შემ­დეგ გამ­რავ­ლე­ბულ ძაღლს ქუ­ჩა­ში აგ­დებს. თუმ­ცა კარ­გიც ხდე­ბა. უამ­რა­ვი მიმ­კედ­ლე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლებ­საც გული შეს­ტკი­ვათ ცხო­ვე­ლებ­ზე და რე­ა­ლუ­რად ზრუ­ნა­ვენ მათ­ზე. სა­სურ­ვე­ლია, შე­მუ­შავ­დეს გარ­კვე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად, რად­გან ისი­ნი მარ­თლა დიდ საქ­მეს აკე­თე­ბენ", - გვე­უბ­ნე­ბა ირმა მთი­უ­ლიშ­ვი­ლი.

თუ სად­მე და­ი­ნა­ხავთ უბირ­კო ძაღ­ლებს, და­რე­კეთ სა­ა­გენ­ტოს ცხელ ხაზ­ზე და აც­ნო­ბეთ

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე სა­უბ­რო­ბენ თა­ვად ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტო­შიც. ნიკა ქო­ბუ­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ თბი­ლი­სის მას­შტა­ბით მოქ­მე­დებს ცხო­ველ­თა მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის წესი, რო­მე­ლიც საკ­რე­ბუ­ლომ და­ამ­ტკი­ცა. მისი შე­სა­ფე­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს კა­ნო­ნი მსგავ­სი ში­ნა­არ­სით, რათა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით რე­გუ­ლირ­დე­ბო­დეს ქუ­ჩის ცხო­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხე­ბი.

"ჩვენ გვაქვს სურ­ვი­ლი, რომ საკ­რე­ბუ­ლოს მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ცხო­ველ­თა მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის წესი ვრცელ­დე­ბო­დეს მთელ ქვე­ყა­ნა­ზე. ანუ კა­ნო­ნად იქ­ცეს. ამა­ზე ვმუ­შა­ობთ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თან ერ­თად, ვმუ­შა­ობთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე და იმე­დი გვაქვს, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ეს სა­კი­თხიც გა­და­წყდე­ბა. ვცდი­ლობთ, რომ ეფექ­ტუ­რად მო­ვაგ­ვა­როთ ცხო­ველ­თა პრობ­ლე­მე­ბი. ვა­ტა­რებთ სო­ცი­ა­ლურ, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ებს, ვხვდე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას და ვაწ­ვდით მათ ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას. მარ­თა­ლია, პან­დე­მი­ამ ეს ტემ­პი შე­ამ­ცი­რა, მაგ­რამ მა­ინც ვა­ხერ­ხებთ. ვცდი­ლობთ, ადა­მი­ა­ნებს ავუხ­სნათ, რომ ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ ვიზ­რუ­ნოთ ცხო­ვე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც მო­ვი­ში­ნა­უ­რეთ. ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო ფაქ­ტია, რომ ბოლო დროს, სულ უფრო მაღ­ლდე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა ამ კუ­თხით და თბი­ლის­ში უკვე უამ­რა­ვი მიმ­კედ­ლე­ბე­ლი ოჯა­ხია, რო­მე­ლიც ცხო­ვე­ლებ­ზე სა­თა­ნა­დოდ ზრუ­ნავს", - ამ­ბობს ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბას მი­იჩ­ნევს უმ­თავ­რეს პრობ­ლე­მად "სა­ქარ­თვე­ლოს ცხო­ველ­თა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე თე­ი­მუ­რაზ წი­ქო­რი­ძეც. მისი შე­ფა­სე­ბით, გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით ვი­თა­რე­ბა ბევ­რად გა­უმ­ჯო­ბეს­და, თუმ­ცა ხარ­ვე­ზე­ბი კვლავ არ­სე­ბობს. სპე­ცი­ა­ლის­ტი კერ­ძო თავ­შე­საფ­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვებ­ზეც ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას.

"თუ არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას უახ­ლო­ეს წარ­სულს შე­ვა­და­რებთ, ცხა­დია, უკე­თე­სო­ბა არის. ქუ­ჩის ძაღ­ლე­ბის სა­კი­თხი 2007 წლამ­დე მე­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურს ება­რა. ისი­ნი და­სუფ­თა­ვე­ბის მან­ქა­ნა­ში სვამ­დნენ ძაღ­ლებს და ე.წ. ბე­ი­კე­რის ორ­მო­ში ყრიდ­ნენ, სა­დაც დე­ნით ხო­ცავ­დნენ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­სას­ტი­კე იყო... მა­შინ ჩვენ ავ­ტე­ხეთ დიდი ამ­ბე­ბი და თან­და­თან ეს ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2007-2012 წლებ­ში, შპს "დე­ბი­უ­ტის" ორ­გა­ნი­ზე­ბით, თბი­ლის­ში სულ 85 000 ძაღ­ლი და­ი­ჭი­რეს და ყვე­ლა მოკ­ლეს.

ახლა ბევ­რი კარ­გი რამ კეთ­დე­ბა სა­ა­გენ­ტოს მიერ, მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი. მა­გა­ლი­თად, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი თავ­შე­საფ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, ერთი თავ­შე­სა­ფა­რი ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს მო­თხოვ­ნას. მი­ნი­მუმ კი­დევ ორი მა­ინც უნდა იყოს ქა­ლაქ­ში, რომ ასე თუ ისე მოგ­ვარ­დეს პრობ­ლე­მა. ჩვენ თავ­შე­სა­ფა­რი დავ­ხუ­რეთ გა­სუ­ლი წლის მარ­ტში, ვერ ვი­ტევთ ახალ ცხო­ვე­ლებს. მის მა­გივ­რად და­ვა­არ­სეთ ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ძაღ­ლე­ბის სახ­ლი, ეს არის ერ­თგვა­რი პან­სი­ო­ნა­ტი ძაღ­ლე­ბის­თვის. რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნი არ არ­სე­ბობს, თავ­შე­საფ­რე­ბის არ­სე­ბო­ბა დიდ სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს ხალ­ხს, რა ხარ­ჯე­ბია ამის­თვის სა­ჭი­რო. თუ არ გყავს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბი, მუდ­მი­ვი ბი­უ­ჯე­ტი, ვერ იარ­სე­ბებ. სა­ქარ­თვე­ლო­ში, არც სა­ხელ­მწი­ფო, არც ბიზ­ნე­სი კერ­ძო თავ­შე­საფ­რებს არ ეხ­მა­რე­ბა. ერ­თა­დერ­თი, დო­ნო­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის იმედ­ზე ვართ, მაგ­რამ რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში არ არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, ისი­ნიც თავს იკა­ვე­ბენ და­ფი­ნან­სე­ბის­გან", - გვე­უბ­ნე­ბა თე­ი­მუ­რაზ წი­ქო­რი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 162 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
0

გარეუბნები კი არა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიც სავსეა ძაღლებით,განსაკუთრებით ღამე ვერ გამოხვალ გარეთ,რატომ უნდა ვცხოვრობდეთ ესე შიშით როცა ოჯახის წევრი იგვიანებს ღამე,ყველფერთან ერთად ძარღლებისაც უნდა გვეშინოდეს?

კახა8
0

ხომ არ იტყვიან ჩვენი ბრალია, ხელფასს ტყუილად გვიხდითო, რა თქმა უნდა ამბობენ რომ ხალხის ბრალია... იგივე ძაღლის უფლებები რატომ არ მუშაობს ვაკეში? მე ჭავჭავაძეზე არასოდეს შემხვედრია 10 ძაღლიანი ჯფუფი ერთად მოდიოდეს, სიმართლე გითხრათ ბოლოს უპატრონო ძაღლი როდის ვნახე მანდ ისიც არ მახსოვს, სამაგიეროდ გლდანში და დიდ დიღომში 4-ზე ნაკლები ძაღლი არ დადის ჯგუფში, ეს რანაირად ხდება? მოეშვით ფულის ჭამას და საქმეს მიხედეთ!!!

ავტორი:

"ეზოებში ბავშვებზე მეტი ძაღლია უკვე, ხროვებად დადიან, რამდენიმე მოქალაქეც დაკბინეს..." - რატომ მომრავლდნენ ქუჩის ძაღლები თბილისში და რა არის გამოსავალი?

"ეზოებში ბავშვებზე მეტი ძაღლია უკვე, ხროვებად დადიან, რამდენიმე მოქალაქეც დაკბინეს..." - რატომ მომრავლდნენ ქუჩის ძაღლები თბილისში და რა არის გამოსავალი?

საქართველოში ქუჩის ცხოველების პრობლემა ყოველთვის აქტუალური იყო. დედაქალაქში ამ მხრივ ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე რეგიონებში, რადგან თბილისში მიუსაფარ ცხოველთა პრობლემებზე ცხოველთა მონიტორინგის სამსახური მუშაობს. თუმცა, ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უწყება ყველაფერს სრულყოფილად ართმევს თავს. გამოწვევები მაინც არსებობს და ამაზე თბილისის მოსახლეობა სულ უფრო ხშირად საუბრობს სოციალური ქსელის მეშვეობით. "ფეისბუქის" სხვადასხვა ჯგუფში მრავლად შეხვდებით ქუჩის ცხოველებით შეწუხებულ და შეშინებულ მოქალაქეთა პოსტებს. ისინი მიუსაფარი, აგრესიული ძაღლების თვალშისაცემ მომრავლებაზე საუბრობენ და პეტიციის შემუშავების ინიციატივას აყენებენ.

"უკვე მუდმივი პრობლემა გახდა მაწანწალა ძაღლების საკითხი ჩვენს უბანში. ზოგს კბენენ, ზოგს აშინებენ, ზოგსაც უბრალოდ არ გვინდა, რომ ბავშვების სათამაშო მოედნებზე ამდენი დაავადების გადამტანი ცხოველი იყოს. ალბათ, ამჩნევთ, რომ სათამაშო მოედნებზე ბავშვებზე მეტი ძაღლია უკვე. ისიც გასაგებია, რომ ბევრს უყვარს, არ აწუხებს და მზადაა ცოფის და ექინოკოკის საფრთხე აიღოს საკუთარ თავზე და შვილებზე, მაგრამ რადგან უბნის მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ პრობლემა არსებობს, იქნებ მოვაბათ თავი პეტიციის შედგენას, რომ გადაიჭრას ეს საკითხი. ცხადია, რომ ამდენი ძაღლი „საოცარი დამთხვევით“ გარეუბნებში გროვდება და ეს უნდა დარეგულირდეს როგორმე. მოსაფიქრებელია ამ პრობლემის გადაწყვეტის გზები", - წერს ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებელი.

"გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე დადიან ხროვად ძაღლები. ლეკვი ჩავიყვანე და 15 ძაღლი გამომენთო. ლამის დამიგლიჯეს ძაღლი. ძალიან ცუდ დღეში ვარ, ვეღარ გამყავს შიშით სასეირნოდ. ძალიან აგრესიულები არიან", - წერს კიდევ ერთი პირი.

ოფიციალური მონაცემები, იმის შესახებ, თუ რამდენი ცხოველი ცხოვრობს ამჟამად თბილისის ქუჩებში, არ არსებობს. ასეთი აღრიცხვა ბოლოს 2015 წელს ჩატარდა და მაშინ მათი რიცხვი 43 000-ს აღწევდა

ოფიციალური მონაცემები, იმის შესახებ, თუ რამდენი ცხოველი ცხოვრობს ამჟამად თბილისის ქუჩებში, არ არსებობს. ასეთი აღრიცხვა ბოლოს 2015 წელს ჩატარდა და მაშინ მათი რიცხვი 43 000-ს აღწევდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით, სამომავლოდ, ქუჩაში მცხოვრებ ცხოველთა მასობრივ აღრიცხვას გეგმავენ. უქმნიან თუ არა რეალურად საფრთხეს ქუჩის ძაღლები თბილისის მცხოვრებელთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და რა შემთხვევაში არიან ისინი აგრესიულები? - ამ კითხვებზე გვიპასუხა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკა ქობულაძემ.

მისი ინფორმაციით, თბილისის ქუჩაში მცხოვრებ ძაღლთა აბსოლუტური უმრავლესობა აცრილია და შესაბამისად საფრთხეს არ წარმოადგენენ. გარდა ამისა, მისი თქმით, ცხოველთა მიერ აგრესიის გამოვლენის შემთხვევებში, სააგენტო მყისიერად რეაგირებს და ცდილობს, ეს პრობლემა ორივე მხარისთვის უმტკივნეულოდ გადაჭრას.

„იმის თქმა, რომ ქუჩის ძაღლები აგრესიულები არიან, იგივეა, რაც ვთქვათ, რომ ზოგადად, ადამიანები აგრესიულები არიან. ქუჩის არც ერთი ძაღლი არ არის უმიზეზოდ აგრესიული. ამის უკან ისევ ადამიანები და მათი ცნობიერების დაბალი დონე დგას. საერთოდ, ცნობილია, რომ ძაღლს აქვს საკუთარი ტერიტორიის დაცვის ინსტიქტი. თუ მიკედლებულ ძაღლს მუდმივად ერთ ადგილას გამოვკვებავთ, მას უჩნდება ამ ადგილის საკუთრების განცდა და ცდილობს, უცხო ცხოველები, თუ პირები არ მიაკაროს მას. ამ დროის შეიძლება, ეს თავდაცვის პოზიცია ძაღლს აგრესიაში ჩაუთვალონ. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ მიკედლებული ცხოველი სხვადასხვა ადგილას გამოვკვებოთ ხოლმე. ასევე, აგრესიის მიზეზი შეიძლება იყოს წარსულში განცდილი ძალადობა, რომელიც ცხოველს დამახსოვრებული აქვს. შესაძლოა მიზეზი ფსიქიკური პრობლემებიც იყოს. მინდა დავამშვიდო თბილისის მოსახლეობა და ვუთხრა, რომ ქუჩებში მცხოვრები ძაღლები საშიშები არ არიან. ისინი არანაირ საფრთხეს არ უქმნიან მათი და მათი შვილების სიცოცხლეს, რადგან ძაღლების უმრავლესობა აცრილი და სრულიად უსაფრთხოა. თუმცა ვისაც ეშინია ცხოველების, შესაძლოა ასე ვერ იფიქროს, ჩვენ მათი გვესმის. სწორედ ამისთვის არსებობს ჩვენი სააგენტო. ასეთ შემთხვევაში უნდა მოგვმართონ, დაგვირეკონ ცხელ ხაზზე და აგრესიულ ძაღლს აუცილებლად გავარიდებთ იქედან. ჩვენი მიზანია, რომ თბილისში არც ერთი ცხოველი არ იყოს მიუსაფარი და ყველას ჰყავდეს პატრონი. ცხადია, იმას არ ვგულისხმობთ, რომ არც ერთი ცხოველი არ იყოს ქუჩაში, მაგრამ პერსპექტივაში ვაპირებთ, რომ ყოველი მათგანი იყოს ვაქცინირებული და უსაფრთხო", - ამბობს Ambebi.ge-სთან ნიკა ქობულაძე.

ირმა მთიულიშვილი ქუჩაში მცხოვრებ ცხოველთა უფლებების დაცვაზე წლებია მუშაობს. მისი შეფასებით, უმთავრესი გამოწვევა საკანონმდებლო ბაზის არარსებობაა. ახლა ცხოველების უფლებებს სსკ-ის ერთადერთი (259-ე) მუხლი არეგულირებს. ეს რეგულაცია ცხოველთა განზრახ დაზიანებას, წამებასა და მოკვლას კრძალავს, თუმცა უფლებადამცველთა შეფასებით, იგი საკმარისი არ არის.

დიდი სანქციით უნდა ისჯებოდეს ცხოველის გაგდება, მიტოვება. ქუჩაში მცხოვრებ ცხოველთა დიდ ნაწილს სწორედ ასეთი ისტორია აქვთ

"ეს პრობლემები ძირითადად მოსახლეობის უპასუხისმგებლობისგან მოდის. ამას, თავის მხრივ, განაპირობებს საკანონმდებლო ბაზის არარსებობა. ფაქტია, რომ ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი რეგულაციები, რაც ვითარებას მოაწესრიგებდა. მოქალაქეებს კანონი უნდა ავალდებულებდეს, სათანადოდ იზრუნოს იმ ცხოველებზე, რომლებსაც პატრონობენ. დიდი სანქციით უნდა ისჯებოდეს, ცხოველის გაგდება, მიტოვება. ქუჩაში მცხოვრებ ცხოველთა დიდ ნაწილს სწორედ ასეთი ისტორია აქვთ. რაც მთავარია, უპატრონო ცხოველების გამრავლებას უნდა ვებრძოლოთ ყველაზე ჰუმანური მეთოდით - კასტრაცია-სტერილიზაციით და კარგი იქნება, ამასაც კანონი არეგულირებდეს. ახლა კასტრაცია-სტერილიზაციას ქუჩის ძაღლებს სააგენტო უფასოდ უკეთებს. ამიტომ თუ სადმე დაინახავთ უბირკო ძაღლებს, დარეკეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე და აცნობეთ. პატრონიანი ძაღლის სტერილიზაციის ხარჯები თავად პატრონებმა უნდა გაიღონ. ზოგი თავს არიდებს ამ პასუხისმგებლობას და შემდეგ გამრავლებულ ძაღლს ქუჩაში აგდებს. თუმცა კარგიც ხდება. უამრავი მიმკედლებელი ადამიანია, რომლებსაც გული შესტკივათ ცხოველებზე და რეალურად ზრუნავენ მათზე. სასურველია, შემუშავდეს გარკვეული ღონისძიებები ასეთი ადამიანების წასახალისებლად, რადგან ისინი მართლა დიდ საქმეს აკეთებენ", - გვეუბნება ირმა მთიულიშვილი.

თუ სადმე დაინახავთ უბირკო ძაღლებს, დარეკეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე და აცნობეთ

საკანონმდებლო ბაზის გამოწვევებზე საუბრობენ თავად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოშიც. ნიკა ქობულაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მასშტაბით მოქმედებს ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესი, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა. მისი შესაფებით, აუცილებელია არსებობდეს კანონი მსგავსი შინაარსით, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგულირდებოდეს ქუჩის ცხოველებთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემური საკითხები.

"ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესი ვრცელდებოდეს მთელ ქვეყანაზე. ანუ კანონად იქცეს. ამაზე ვმუშაობთ არასამთავრობო სექტორთან ერთად, ვმუშაობთ საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაზე და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხიც გადაწყდება. ვცდილობთ, რომ ეფექტურად მოვაგვაროთ ცხოველთა პრობლემები. ვატარებთ სოციალურ, ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, ვხვდებით მოსახლეობას და ვაწვდით მათ ყველა საჭირო ინფორმაციას. მართალია, პანდემიამ ეს ტემპი შეამცირა, მაგრამ მაინც ვახერხებთ. ვცდილობთ, ადამიანებს ავუხსნათ, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ ვიზრუნოთ ცხოველებზე, რომლებიც მოვიშინაურეთ. ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ ბოლო დროს, სულ უფრო მაღლდება მოსახლეობის ცნობიერება ამ კუთხით და თბილისში უკვე უამრავი მიმკედლებელი ოჯახია, რომელიც ცხოველებზე სათანადოდ ზრუნავს", - ამბობს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

კანონმდებლობის არარსებობას მიიჩნევს უმთავრეს პრობლემად "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძეც. მისი შეფასებით, გასულ წლებთან შედარებით ვითარება ბევრად გაუმჯობესდა, თუმცა ხარვეზები კვლავ არსებობს. სპეციალისტი კერძო თავშესაფრების გამოწვევებზეც ამახვილებს ყურადღებას.

"თუ არსებულ მდგომარეობას უახლოეს წარსულს შევადარებთ, ცხადია, უკეთესობა არის. ქუჩის ძაღლების საკითხი 2007 წლამდე მერიის დასუფთავების სამსახურს ებარა. ისინი დასუფთავების მანქანაში სვამდნენ ძაღლებს და ე.წ. ბეიკერის ორმოში ყრიდნენ, სადაც დენით ხოცავდნენ. წარმოუდგენელი სისასტიკე იყო... მაშინ ჩვენ ავტეხეთ დიდი ამბები და თანდათან ეს ვითარება შეიცვალა. ოფიციალური მონაცემებით, 2007-2012 წლებში, შპს "დებიუტის" ორგანიზებით, თბილისში სულ 85 000 ძაღლი დაიჭირეს და ყველა მოკლეს.

ახლა ბევრი კარგი რამ კეთდება სააგენტოს მიერ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მაგალითად, მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობაში გარკვეული ხარვეზები შეინიშნება. გარდა ამისა, ერთი თავშესაფარი ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნას. მინიმუმ კიდევ ორი მაინც უნდა იყოს ქალაქში, რომ ასე თუ ისე მოგვარდეს პრობლემა. ჩვენ თავშესაფარი დავხურეთ გასული წლის მარტში, ვერ ვიტევთ ახალ ცხოველებს. მის მაგივრად დავაარსეთ ტრავმირებული ძაღლების სახლი, ეს არის ერთგვარი პანსიონატი ძაღლებისთვის. როდესაც ქვეყანაში კანონი არ არსებობს, თავშესაფრების არსებობა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. წარმოდგენა არ აქვს ხალხს, რა ხარჯებია ამისთვის საჭირო. თუ არ გყავს პროფესიონალი კადრები, მუდმივი ბიუჯეტი, ვერ იარსებებ. საქართველოში, არც სახელმწიფო, არც ბიზნესი კერძო თავშესაფრებს არ ეხმარება. ერთადერთი, დონორი საერთაშორისო ორგანიზაციების იმედზე ვართ, მაგრამ როდესაც ქვეყანაში არ არის მოწესრიგებული კანონმდებლობა, ისინიც თავს იკავებენ დაფინანსებისგან", - გვეუბნება თეიმურაზ წიქორიძე.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"