პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები გვჭირდებოდა სამი ძირითადი მიზნისთვის" - რას აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე?
"2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები გვჭირდებოდა სამი ძირითადი მიზნისთვის" - რას აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე?

2021 წლის ბი­უ­ჯეტ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი გვჭირ­დე­ბო­და სამი ძი­რი­თა­დი მიზ­ნის - ბი­უ­ჯე­ტის დე­ფი­ცი­ტის შემ­ცი­რე­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­დგე­ნის ხელ­შე­წყო­ბი­სა და პან­დე­მი­ის მარ­თვის­თვის სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, - ამის შე­სა­ხებ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, გი­ორ­გი კა­კა­უ­რი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე 2021 წლის ბი­უ­ჯეტ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დეგ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, პარ­ლა­მენ­ტის მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ამ მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის.

„დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა სა­ბო­ლო­ოდ გა­ნი­ხი­ლა 2021 წლის ბი­უ­ჯე­ტის ცვლი­ლე­ბე­ბი. დიდი მად­ლო­ბა პარ­ლა­მენტს, მმარ­თველ გუნდს მხარ­და­ჭე­რის­თვის, ვი­ნა­ი­დან ეს მარ­თლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი იყო. ჩვენ გვაქვს ეკო­ნო­მი­კის სწრა­ფი აღ­დგე­ნა. ვე­ლო­დე­ბით 7,7%-იან ეკო­ნო­მი­კურ ზრდას, რა­მაც მოგ­ვი­ტა­ნა და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლე­ბი. მიმ­დი­ნა­რე წლის ბი­უ­ჯეტ­ში დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სამი ძი­რი­თა­დი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ზე. ესაა სა­ბი­უ­ჯე­ტო დე­ფი­ცი­ტის შემ­ცი­რე­ბა, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია გრძელ­ვა­დი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, მე­ო­რე ესაა ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­დგე­ნის ფის­კა­ლუ­რი ხელ­შე­წყო­ბა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი და ეკო­ნო­მი­კის მწარ­მო­ებ­ლუ­რი სექ­ტო­რე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი პროგ­რა­მე­ბის ზრდა­ში და მე­სა­მე, რაც წელს ალ­ბათ ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა - ეს არის ჯან­დაც­ვის ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა. პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ გვი­წევს გა­ცი­ლე­ბით მეტი მო­ცუ­ლო­ბით და­ვა­ფი­ნან­სოთ ჯან­დაც­ვის ხარ­ჯე­ბი, ვიდ­რე ეს თავ­და­პირ­ვე­ლად იყო ბი­უ­ჯეტ­ში ასა­ხუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კა­კა­უ­რი­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ამ თან­ხა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა რო­გორც მკურ­ნა­ლო­ბის, ისე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ხარ­ჯე­ბი.

"150 მლნ ლარ­ზე მე­ტია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის. სრულ­ყო­ფი­ლად არის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი დო­ზე­ბი იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 60% იყოს აც­რი­ლი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თოს, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მო­ქა­ლა­ქე იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ რის­კე­ბი, რაც პან­დე­მი­ის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბას მოჰ­ყვე­ბა. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ოპო­ზი­ცი­ის ერ­თმა ნა­წილ­მა სა­ერ­თოდ არ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გან­ხილ­ვა­ში, ხოლო ნა­წილ­მა მხა­რი არ და­უ­ჭი­რა ამ პრო­ექტს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბა ერთი მხრივ, პან­დე­მი­ის ეფექ­ტურ მარ­თვას, მე­ო­რე მხრივ იმას, რომ ჩვენ­მა ეკო­ნო­მი­კამ სწრა­ფად აღიდ­გი­ნოს ის და­ნა­კარ­გი, რაც სამ­წუ­ხა­როდ, პან­დე­მი­ამ მო­უ­ტა­ნა", - აღ­ნიშ­ნა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ.

იგი ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ოპო­ზი­ცი­ის ბრალ­დე­ბებს, რომ ბი­უ­ჯეტ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"აბ­სურ­დუ­ლია ის გან­ცხა­დე­ბა, რომ ეს ცვლი­ლე­ბე­ბი სა­არ­ჩევ­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზეა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. 446 მი­ლი­ო­ნი ემა­ტე­ბა მხო­ლოდ ჯან­დაც­ვის ხარ­ჯებს და თუ ვინ­მე იტყვის, რომ ეს ხარ­ჯე­ბი არ არის სა­ჭი­რო, ნამ­დვი­ლად არ შე­ვალ ამ დე­ბა­ტებ­ში, ვი­ნა­ი­დან ნა­თე­ლია, თუ რა­ო­დენ სა­ჭი­როა ჯან­დაც­ვის ხარ­ჯე­ბი. ვხე­დავთ, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბის დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გას­ცდა ორი ათასს და ადა­მი­ა­ნებს, რა თქმა უნდა, სჭირ­დე­ბათ მკურ­ნა­ლო­ბა და პრე­ვენ­ცია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კუ­თხით, რათა არ დაგ­ვჭირ­დეს და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თა­დერ­თი გზა არის თან­ხე­ბის ხარ­ჯვა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ ხელი შე­ვუ­წყოთ ეკო­ნო­მი­კის აღ­დგე­ნას. თუ ამ თან­ხე­ბის ხარ­ჯვას ვინ­მე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გა­და­ნა­წი­ლე­ბულ თან­ხებს ეძა­ხის, ის ნამ­დვი­ლად ცდე­ბა და ეს არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტი­რე­ბაა", - აღ­ნიშ­ნა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, გი­ორ­გი კა­კა­უ­რი­ძემ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები გვჭირდებოდა სამი ძირითადი მიზნისთვის" - რას აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე?

"2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები გვჭირდებოდა სამი ძირითადი მიზნისთვის" - რას აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე?

2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები გვჭირდებოდა სამი ძირითადი მიზნის - ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების, ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობისა და პანდემიის მართვისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების დამტკიცების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის მიერ აღნიშნული ცვლილებების მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი იყო ამ მიზნების განხორციელებისთვის.

„დღეს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ განიხილა 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებები. დიდი მადლობა პარლამენტს, მმართველ გუნდს მხარდაჭერისთვის, ვინაიდან ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო. ჩვენ გვაქვს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. ველოდებით 7,7%-იან ეკონომიკურ ზრდას, რამაც მოგვიტანა დამატებითი შემოსავლები. მიმდინარე წლის ბიუჯეტში დამტკიცებული ცვლილებები ორიენტირებულია სამი ძირითადი მიზნის მიღწევაზე. ესაა საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება, რაც აუცილებელია გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის, მეორე ესაა ეკონომიკური აღდგენის ფისკალური ხელშეწყობა, რაც გამოიხატება ინფრასტრუქტურული პროექტების, სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი და ეკონომიკის მწარმოებლური სექტორების მხარდამჭერი პროგრამების ზრდაში და მესამე, რაც წელს ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - ეს არის ჯანდაცვის ხარჯების დაფინანსება. პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენ გვიწევს გაცილებით მეტი მოცულობით დავაფინანსოთ ჯანდაცვის ხარჯები, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო ბიუჯეტში ასახული", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ამ თანხაში იგულისხმება როგორც მკურნალობის, ისე ვაქცინაციის ხარჯები.

"150 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ვაქცინაციისთვის. სრულყოფილად არის მობილიზებული დოზები იმისთვის, რომ ჩვენი ზრდასრული მოსახლეობის 60% იყოს აცრილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩაერთოს, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ რისკები, რაც პანდემიის ფართოდ გავრცელებას მოჰყვება. ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ერთმა ნაწილმა საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა განხილვაში, ხოლო ნაწილმა მხარი არ დაუჭირა ამ პროექტს. საბოლოო ჯამში, ეს ცვლილებები ემსახურება ერთი მხრივ, პანდემიის ეფექტურ მართვას, მეორე მხრივ იმას, რომ ჩვენმა ეკონომიკამ სწრაფად აღიდგინოს ის დანაკარგი, რაც სამწუხაროდ, პანდემიამ მოუტანა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

იგი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომ ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები საარჩევნო მიზნებს ემსახურება.

"აბსურდულია ის განცხადება, რომ ეს ცვლილებები საარჩევნო მიმართულებებზეა გადანაწილებული. 446 მილიონი ემატება მხოლოდ ჯანდაცვის ხარჯებს და თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ხარჯები არ არის საჭირო, ნამდვილად არ შევალ ამ დებატებში, ვინაიდან ნათელია, თუ რაოდენ საჭიროა ჯანდაცვის ხარჯები. ვხედავთ, რომ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გასცდა ორი ათასს და ადამიანებს, რა თქმა უნდა, სჭირდებათ მკურნალობა და პრევენცია ვაქცინაციის კუთხით, რათა არ დაგვჭირდეს დამატებითი შეზღუდვები. შესაბამისად, ერთადერთი გზა არის თანხების ხარჯვა იმ მიმართულებით, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას. თუ ამ თანხების ხარჯვას ვინმე წინასაარჩევნოდ გადანაწილებულ თანხებს ეძახის, ის ნამდვილად ცდება და ეს არასწორი ინტერპრეტირებაა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

"30 ივლისიდან საქართველო "წითელი" ქვეყნების სიაში შედის..." - რა განცხადებას ავრცელებს ისრაელის საელჩო

"კახა კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ფეხბურთის თამაშში აჯობებს" - რომან გოცირიძე

"თქვენ ახლა ადგილს აფუჭებთ, უნდა იყოთ პარტიაში... ხართ ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი" - ღარიბაშვილი ჟურნალისტს