სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორბელიანი გარდენი - შენი კულინარიული აღმოჩენებისთვის
ორბელიანი გარდენი - შენი კულინარიული აღმოჩენებისთვის

ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ულ უბანს კი­დევ ერთი ახა­ლი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის მქო­ნე რეს­ტო­რა­ნი შე­ე­მა­ტა. „Orbeliani Garden“ - ი ხა­ზი­ნის ქუ­ჩა­ზე (ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე) გა­იხ­სნა, ად­გილ­ზე, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­სუ­ლი­დან მრა­ვალ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას იტევს. ამ ის­ტო­რი­ი­სა და მისი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან ავ­თენ­ტუ­რად შერ­წყმის ამ­ბავს კი „ორ­ბე­ლი­ა­ნის ბაღი“ გვიყ­ვე­ბა.

რეს­ტორ­ნის ეზო­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე მიხ­ვდე­ბით, რომ სიმწვა­ნე და მი­ნი­მა­ლიზ­მი ამ ად­გი­ლის მთა­ვა­რი ხა­ზია. თა­ვად რეს­ტორ­ნის შიდა სივ­რცე კი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის სრულ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას­თან ერ­თად სიძ­ვე­ლის ელე­მენ­ტე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. აქ მუ­დამ ის­მის გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ფო­ნუ­რი მუ­სი­კა, პა­რას­კე­ვი­დან კვი­რის ჩათ­ვლით კი, ცო­ცხა­ლი მუ­სი­კის დღე­ე­ბი იმარ­თე­ბა.

ვირ­ტუ­ა­ლუ­რად რომ გა­მოგ­ზა­უ­როთ, დე­ტა­ლუ­რად მო­გიყ­ვე­ბით ჩემი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის შე­სა­ხებ „ორ­ბე­ლი­ა­ნის ბაღ­ში“.

საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო მე­ნი­უ­დან, რამ­დე­ნი­მე კერ­ძი შე­ვარ­ჩიე და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად. სამ­ზა­რე­უ­ლო­დან პირ­ვე­ლი შე­ფის კომ­პლი­მენ­ტი - ამუს­ბუ­ში შე­მო­მა­გე­ბეს. სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ცეპ­ტით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პური მა­დის აღ­საძ­ვრე­ლად ნა­დუ­ღის კრემ­თან და ბა­ზი­ლი­კის ზეთ­თან ერ­თად და­ვა­გე­მოვ­ნე. მე­სი­ა­მოვ­ნა შე­ფის კომ­პლი­მენ­ტი.

აპე­ტა­ი­ზე­რე­ბი­დან ჩერი პო­მიდვ­რის ხემ­სი შე­ვარ­ჩიე პარ­მე­ზა­ნი­სა და ნიგვზის პეს­ტო­თი. ამ ქარ­თულ-ევ­რო­პულ­მა კერძმა ჯერ ვი­ზუ­ა­ლით, შემ­დეგ კი გე­მო­ე­ბით მომ­ხიბ­ლა. რო­გორც რეს­ტორ­ნის მი­მატნ­მა - ევამ (სა­ხე­ლი და­მა­მახ­სოვ­რდა) ამიხ­სნა, მწვა­ნე ბა­ზი­ლი­კის ზეთ­თან ერ­თად კა­ხუ­რი ზეთი და ვაშ­ლის ძმა­რიც ყო­ფი­ლა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

ამ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან ვერც ჭარხლის ტარ­ტარს კი­ვი­სა და ტარ­ხუ­ნის სო­უ­სით ავუ­ა­რე გვერ­დი. რო­გორც ამიხ­სნეს ამ კერ­ძში სამი სა­ხის ჭარ­ხა­ლია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი: გა­მომ­ცხვა­რი, ვარ­დის­ფერ ცქრი­ა­ლა ღვი­ნო­ში და­მა­რი­ნა­დე­ბუ­ლი და მი­წის სა­ხით. ლი­მო­ნის ქერ­ქი ძვე­ლი კა­ხე­თის კო­ნი­აკ­ში იყო და­მა­რი­ნა­დე­ბუ­ლი. აპე­ტა­ი­ზე­რის ეს გე­მო­ე­ბი სვა­ნურ­მა ყველ­მა - ნაჩვმა და მდოგ­ვის მარ­ცვლე­ბის მა­რი­ნად­მა კი­დევ უფრო გა­ამ­დიდ­რა.

მთა­ვარ კერ­ძებ­ზე გა­დას­ვლი­სას ხბოს აფხა­ზუ­რა ელარ­ჯის რგო­ლით შე­ვარ­ჩიე - სა­ხე­ლი უკვე გემ­რი­ე­ლად ჟღერ­და. და­გე­მოვ­ნე­ბი­სას შემ­წვარ­მა ელარ­ჯმა კი­დევ უფრო მომ­ხიბ­ლა. ხბო­სა და ღო­რის ხორ­ცის აფხა­ზუ­რამ კი, პო­მიდვ­რის სო­უს­თან ერ­თად გე­მო­ე­ბის სრუ­ლი აფეთ­ქე­ბა მო­ახ­დი­ნა.

ჩემი სტუმ­რო­ბა „ორ­ბე­ლი­ა­ნის ბაღ­ში“ თით­ქოს და­სას­რუ­ლის­კენ უნდა წა­სუ­ლი­ყო. მაგ­რამ, გრილ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი ბურ­გე­რის და­გე­მოვ­ნე­ბა­ზე უარი ვერ ვთქვი. წვნი­ა­ნი, 100% სა­ქონ­ლის ხორ­ცი, პური ბრი­ო­ში და ნა­ხევ­რად ტკბილ ქინ­ძმა­რა­ულ­ში ჩა­შუ­შუ­ლი ხახ­ვის ჯემი - და­გე­მოვ­ნე­ბი­სას თით­ქოს პირ­ში დნე­ბო­და.

რაც მთა­ვა­რია, დრო. მხო­ლოდ 15-15 წუთი მო­მი­წია ლო­დი­ნი აპე­ტა­ი­ზე­რი­დან ძი­რი­თად კერძზე, ძი­რი­თა­დი­დან კი გრილ­ზე მომ­ზა­დე­ბულ­ზე რომ გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი.

და ბო­ლოს, ამ კერ­ძე­ბის შე­მოქ­მედ­ზე, „ორ­ბე­ლი­ა­ნის ბა­ღის“ შეფ-მზა­რე­ულ­ზე მო­გიყ­ვე­ბით, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რია და ჩვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლოს სა­ხე­ლი მრა­ვალ­ჯერ წა­რუდ­გე­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ. სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სე­ბის არა­ერ­თგზის მო­ნა­წი­ლე ახლა უკვე „ორ­ბე­ლი­ა­ნის ბაღ­ში“ გე­ლო­დე­ბათ, რათა სა­კუ­თა­რი ინ­სპი­რა­ცია, ხედ­ვე­ბი და გე­მო­ე­ბი თქვე­ნამ­დე მო­ი­ტა­ნოს.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სალომე
15

მიყვარს ეს ადგილი

გიო
0

ეს 100% სა­ქონ­ლის ღორ­ცი რა ნიშნავს? არის კიდევ სხვა საქონლის ხორცი რომელიც 90% ან 50%-ია?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ორბელიანი გარდენი - შენი კულინარიული აღმოჩენებისთვის

ორბელიანი გარდენი - შენი კულინარიული აღმოჩენებისთვის

ქალაქის ისტორიულ უბანს კიდევ ერთი ახალი, განსხვავებული კონცეფციის მქონე რესტორანი შეემატა. „Orbeliani Garden“ - ი ხაზინის ქუჩაზე (ორბელიანის მოედანზე) გაიხსნა, ადგილზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარსულიდან მრავალ საინტერესო ისტორიას იტევს. ამ ისტორიისა და მისი თანამედროვეობასთან ავთენტურად შერწყმის ამბავს კი „ორბელიანის ბაღი“ გვიყვება.

რესტორნის ეზოში შესვლისთანავე მიხვდებით, რომ სიმწვანე და მინიმალიზმი ამ ადგილის მთავარი ხაზია. თავად რესტორნის შიდა სივრცე კი თანამედროვეობის სრულ გამოხატულებასთან ერთად სიძველის ელემენტების შენარჩუნებას ემსახურება. აქ მუდამ ისმის გემოვნებიანი ფონური მუსიკა, პარასკევიდან კვირის ჩათვლით კი, ცოცხალი მუსიკის დღეები იმართება.

ვირტუალურად რომ გამოგზაუროთ, დეტალურად მოგიყვებით ჩემი კულინარიული აღმოჩენების შესახებ „ორბელიანის ბაღში“.

საკმაოდ საინტერესო მენიუდან, რამდენიმე კერძი შევარჩიე დასაგემოვნებლად. სამზარეულოდან პირველი შეფის კომპლიმენტი - ამუსბუში შემომაგებეს. სპეციალური რეცეპტით დამზადებული პური მადის აღსაძვრელად ნადუღის კრემთან და ბაზილიკის ზეთთან ერთად დავაგემოვნე. მესიამოვნა შეფის კომპლიმენტი.

აპეტაიზერებიდან ჩერი პომიდვრის ხემსი შევარჩიე პარმეზანისა და ნიგვზის პესტოთი. ამ ქართულ-ევროპულმა კერძმა ჯერ ვიზუალით, შემდეგ კი გემოებით მომხიბლა. როგორც რესტორნის მიმატნმა - ევამ (სახელი დამამახსოვრდა) ამიხსნა, მწვანე ბაზილიკის ზეთთან ერთად კახური ზეთი და ვაშლის ძმარიც ყოფილა გამოყენებული.

ამ ჩამონათვალიდან ვერც ჭარხლის ტარტარს კივისა და ტარხუნის სოუსით ავუარე გვერდი. როგორც ამიხსნეს ამ კერძში სამი სახის ჭარხალია გამოყენებული: გამომცხვარი, ვარდისფერ ცქრიალა ღვინოში დამარინადებული და მიწის სახით. ლიმონის ქერქი ძველი კახეთის კონიაკში იყო დამარინადებული. აპეტაიზერის ეს გემოები სვანურმა ყველმა - ნაჩვმა და მდოგვის მარცვლების მარინადმა კიდევ უფრო გაამდიდრა.

მთავარ კერძებზე გადასვლისას ხბოს აფხაზურა ელარჯის რგოლით შევარჩიე - სახელი უკვე გემრიელად ჟღერდა. დაგემოვნებისას შემწვარმა ელარჯმა კიდევ უფრო მომხიბლა. ხბოსა და ღორის ხორცის აფხაზურამ კი, პომიდვრის სოუსთან ერთად გემოების სრული აფეთქება მოახდინა.

ჩემი სტუმრობა „ორბელიანის ბაღში“ თითქოს დასასრულისკენ უნდა წასულიყო. მაგრამ, გრილზე მომზადებული ბურგერის დაგემოვნებაზე უარი ვერ ვთქვი. წვნიანი, 100% საქონლის ხორცი, პური ბრიოში და ნახევრად ტკბილ ქინძმარაულში ჩაშუშული ხახვის ჯემი - დაგემოვნებისას თითქოს პირში დნებოდა.

რაც მთავარია, დრო. მხოლოდ 15-15 წუთი მომიწია ლოდინი აპეტაიზერიდან ძირითად კერძზე, ძირითადიდან კი გრილზე მომზადებულზე რომ გადავსულიყავი.

და ბოლოს, ამ კერძების შემოქმედზე, „ორბელიანის ბაღის“ შეფ-მზარეულზე მოგიყვებით, რომელსაც ქართული კულინარია და ჩვენი სამზარეულოს სახელი მრავალჯერ წარუდგენია საქართველოს ფარგლებს გარეთ. საერთაშორისო კონკურსების არაერთგზის მონაწილე ახლა უკვე „ორბელიანის ბაღში“ გელოდებათ, რათა საკუთარი ინსპირაცია, ხედვები და გემოები თქვენამდე მოიტანოს.

R

როგორ ვმართოთ არითმია და როდის არის საჭირო აბლაცია - არითმოლოგი გიორგი პაპიაშვილი

თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯი - დიდი ბრიტანეთის პარლამენტარების ინიციატივა

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა