კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კალაძეს მანევრის საშუალება არ აქვს - ის ჩასვეს გალიაში, საიდანაც არავინ გაუშვებს" - ექსპერტი მოახლოებულ არჩევნებზე, შესაძლო მეორე ტურსა და "ჩრდილოვან კაბინეტზე"
"კალაძეს მანევრის საშუალება არ აქვს - ის ჩასვეს გალიაში, საიდანაც არავინ გაუშვებს" - ექსპერტი მოახლოებულ არჩევნებზე, შესაძლო მეორე ტურსა და "ჩრდილოვან კაბინეტზე"

კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე­სა­ვით გა­მო­დის, ყვე­ლამ ვი­ცით, ვინ არის კან­დი­და­ტი, მაგ­რამ მა­ინც “სა­ვა­რა­უ­დოდ” სა­უ­ბა­რი გვი­წევს. ასე­თი რა­ღა­ცე­ბი სო­ლი­დურ პო­ლი­ტი­კოსს ისე­თი, რო­გო­რიც კახა კა­ლა­ძეა, არ უხ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ კახა კა­ლა­ძის კან­დი­და­ტუ­რის და­სა­ხე­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კამ­პა­ნია, რო­მელ­მაც მე­რო­ბის კან­დი­და­ტის სი­ლუ­ე­ტი­ა­ნი პოს­ტე­რი შეს­თა­ვა­ზა გუ­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლია.

„მათი კამ­პა­ნია ცოტა ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლია. აი, კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე­სა­ვით გა­მოს­დის, ყვე­ლამ ვი­ცით, ვინ არის კან­დი­და­ტი, მაგ­რამ მა­ინც გვი­წევს სა­უ­ბა­რი, „სა­ვა­რა­უ­დოდ“ ვინ იქ­ნე­ბა. ყვე­ლამ ვი­ცით, კახა კა­ლა­ძეა და მა­ინც ინ­ტრი­გას ქმნი­ან. ასე­თი რა­ღა­ცე­ბი სო­ლი­დურ პო­ლი­ტი­კოსს ისე­თი, რო­გო­რიც კახა კა­ლა­ძეა, არ უხ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ლა­ძის ფი­გუ­რას, ის ერ­თა­დერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი კან­დი­და­ტია. პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი აქვს, შექ­მნა სა­კუ­თა­რი სახე სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­ში და მისი შან­სე­ბი საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რე­ი­ტინ­გი რომ ავი­ღოთ, ამას პლუს რა­ღა­ცაა კახა კა­ლა­ძე, თუმ­ცა მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ჩვენ მე­ო­რე ტური გვექ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შუას გაკ­რე­ფა არ მოხ­და. ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბა­ში კა­ლა­ძის შან­სე­ბი უფრო მა­ღა­ლია. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ ერ­თად მა­ინც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბად“ აღიქ­მე­ბა. რაც არ უნდა უნ­დო­დეს მთვა­რეს დე­და­მი­წის ორ­ბი­ტი­დან შორს წა­ვი­დეს, ვერ მი­დის... ასე არი­ან ეს პარ­ტი­ე­ბიც“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ხუ­ხაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, კა­ლა­ძე „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ დარ­ჩე­ნით გა­ლი­ა­შია მოქ­ცე­უ­ლი და მა­ნევ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს.

„კა­ლა­ძეს პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ნა თუ უნ­დო­და, მას გა­ხა­რი­ას­თან ტან­დე­მი უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა და ბი­ძი­ნას­თვი­საც კი ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და. ამ ორ ადა­მი­ანს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთე­ლი ელექ­ტო­რა­ტი მის­ცემ­და ხმას. რო­გორც ჩანს, კა­ლა­ძეს მა­ნევ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს. ის ჩას­ვეს გა­ლი­ა­ში, სა­ი­და­ნაც არა­ვინ გა­უშ­ვებს“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებს, მი­სი­ვე აზ­რით, ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ზე მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია იქ­ნე­ბა.

„გა­ხა­რი­ას ფაქ­ტო­რი ად­გი­ლობ­რივ და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რია. თვი­თონ გა­ხა­რი­ამ, რა თქმა უნდა, კენ­ჭი არ უნდა იყა­როს. თბი­ლი­სის მე­რო­ბა ახლა მის­თვის დაკ­ნი­ნე­ბაა. მის გა­რე­შეც მე­ო­რე ტური მა­ინც იქ­ნე­ბა. სტე­რი­ლუ­რი ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბა ახლა არ გა­მო­ვა, მაგ­რამ თუ გა­ხა­რია შე­მო­დის თა­მაშ­ში, ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მე­ო­რე ტური ნამ­დვი­ლად იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ექ­სპერ­ტმა.

გარ­და ამი­სა, ხუ­ხაშ­ვი­ლი ჩრდი­ლო­ვა­ნი კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის შექ­მნი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის შერ­ჩე­ვის სა­კი­თხზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით „ლე­ლოს“ ინი­ცი­ა­ტი­ვა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და იდე­ის ავ­ტო­რე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა იმ პო­ზი­ცი­ის გამო, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ კო­ა­ლი­ცი­ურ მთავ­რო­ბა­ში ძა­ლო­ვა­ნი მი­ნის­ტრე­ბის პოს­ტე­ბი არ უნდა ეკა­ვოთ. რაც შე­ე­ხე­ბა „ლე­ლოს“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბებს, რომ პრე­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და გი­ორ­გი ვა­შა­ძის კან­დი­და­ტუ­რებ­ზე სა­უ­ბა­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს, ხუ­ხაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულს იმ დათ­ვის ტყა­ვის გა­ყო­ფად აფა­სებს, რო­მელ­საც ვერ მოკ­ლა­ვენ.

„იყო­ფენ დათ­ვის ტყავს, რო­მელ­საც თე­ო­რი­უ­ლა­დაც ვერ მოკ­ლა­ვენ. ეს კო­მი­კუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ მო­ნო­ლო­გის რე­ჟიმ­ში ელა­პა­რა­კე­ბი­ან. არა­ვი­ნაა ამ ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი მი­ა­მი­ტი, რომ სტრი­ქო­ნებს შო­რის კი­თხვა არ იცოდ­ნენ. რა­ნა­ი­რად უნდა „გეძ­მა­კა­ცოს“ კაცი, თუ სა­ჯა­როდ მის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ეწე­ვი?“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბიკენტი
174

ვინმემ განმიმარტეთ რას ნიშნავს ექსპერტი,და არსებობს თუ არა საქართველოში კანონი თვითმარქვიების წინააღმდეგ.

გოგა
230

წარმატებები კახის ,

ავტორი:

"კალაძეს მანევრის საშუალება არ აქვს - ის ჩასვეს გალიაში, საიდანაც არავინ გაუშვებს" - ექსპერტი მოახლოებულ არჩევნებზე, შესაძლო მეორე ტურსა და "ჩრდილოვან კაბინეტზე"

"კალაძეს მანევრის საშუალება არ აქვს - ის ჩასვეს გალიაში, საიდანაც არავინ გაუშვებს" - ექსპერტი მოახლოებულ არჩევნებზე, შესაძლო მეორე ტურსა და "ჩრდილოვან კაბინეტზე"

კოლმეურნეობის თავმჯდომარესავით გამოდის, ყველამ ვიცით, ვინ არის კანდიდატი, მაგრამ მაინც “სავარაუდოდ” საუბარი გვიწევს. ასეთი რაღაცები სოლიდურ პოლიტიკოსს ისეთი, როგორიც კახა კალაძეა, არ უხდება, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატად სავარაუდოდ, სწორედ კახა კალაძის კანდიდატურის დასახელებას გამოეხმაურა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, "ქართული ოცნების" კამპანია, რომელმაც მერობის კანდიდატის სილუეტიანი პოსტერი შესთავაზა გუშინ საზოგადოებას, ღიმილის მომგვრელია.

„მათი კამპანია ცოტა ღიმილის მომგვრელია. აი, კოლმეურნეობის თავმჯდომარესავით გამოსდის, ყველამ ვიცით, ვინ არის კანდიდატი, მაგრამ მაინც გვიწევს საუბარი, „სავარაუდოდ“ ვინ იქნება. ყველამ ვიცით, კახა კალაძეა და მაინც ინტრიგას ქმნიან. ასეთი რაღაცები სოლიდურ პოლიტიკოსს ისეთი, როგორიც კახა კალაძეა, არ უხდება.

რაც შეეხება კალაძის ფიგურას, ის ერთადერთი სერიოზული კანდიდატია. პოლიტიკური კაპიტალი აქვს, შექმნა საკუთარი სახე საქართველოში, თბილისში და მისი შანსები საკმაოდ სერიოზულად გამოიყურება. „ქართული ოცნების“ რეიტინგი რომ ავიღოთ, ამას პლუს რაღაცაა კახა კალაძე, თუმცა მაღალი ალბათობით, ჩვენ მეორე ტური გვექნება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ შუას გაკრეფა არ მოხდა. ორპოლუსიანობაში კალაძის შანსები უფრო მაღალია. გაერთიანებული ოპოზიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მაინც „ნაციონალურ მოძრაობად“ აღიქმება. რაც არ უნდა უნდოდეს მთვარეს დედამიწის ორბიტიდან შორს წავიდეს, ვერ მიდის... ასე არიან ეს პარტიებიც“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის შეფასებით, კალაძე „ქართულ ოცნებაში“ დარჩენით გალიაშია მოქცეული და მანევრის საშუალება არ აქვს.

„კალაძეს პოლიტიკაში დარჩენა თუ უნდოდა, მას გახარიასთან ტანდემი უნდა გაეკეთებინა და ბიძინასთვისაც კი ხელშეუხებელი გახდებოდა. ამ ორ ადამიანს „ქართული ოცნების“ მთელი ელექტორატი მისცემდა ხმას. როგორც ჩანს, კალაძეს მანევრის საშუალება არ აქვს. ის ჩასვეს გალიაში, საიდანაც არავინ გაუშვებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ზოგადად ადგილობრივ არჩევნებს, მისივე აზრით, ადგილობრივ არჩევნებზე მთავარი ფაქტორი გიორგი გახარია იქნება.

„გახარიას ფაქტორი ადგილობრივ და რიგგარეშე არჩევნებზე მთავარი ფაქტორია. თვითონ გახარიამ, რა თქმა უნდა, კენჭი არ უნდა იყაროს. თბილისის მერობა ახლა მისთვის დაკნინებაა. მის გარეშეც მეორე ტური მაინც იქნება. სტერილური ორპოლუსიანობა ახლა არ გამოვა, მაგრამ თუ გახარია შემოდის თამაშში, ამ შემთხვევაში გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ტური ნამდვილად იქნება“, - განაცხადა ექსპერტმა.

გარდა ამისა, ხუხაშვილი ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის შექმნისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივასაც გამოეხმაურა და იდეის ავტორები გააკრიტიკა იმ პოზიციის გამო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კოალიციურ მთავრობაში ძალოვანი მინისტრების პოსტები არ უნდა ეკავოთ. რაც შეეხება „ლელოს“ წარმომადგენლების განცხადებებს, რომ პრემიერის თანამდებობაზე მამუკა ხაზარაძისა და გიორგი ვაშაძის კანდიდატურებზე საუბარი შეიძლება იყოს, ხუხაშვილი აღნიშნულს იმ დათვის ტყავის გაყოფად აფასებს, რომელსაც ვერ მოკლავენ.

„იყოფენ დათვის ტყავს, რომელსაც თეორიულადაც ვერ მოკლავენ. ეს კომიკურად გამოიყურება. „ნაციონალურ მოძრაობას“ მონოლოგის რეჟიმში ელაპარაკებიან. არავინაა ამ ქვეყანაში ისეთი მიამიტი, რომ სტრიქონებს შორის კითხვა არ იცოდნენ. რანაირად უნდა „გეძმაკაცოს“ კაცი, თუ საჯაროდ მის დისკრედიტაციას ეწევი?“, - განაცხადა ხუხაშვილმა.