სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შემაშფოთებელი მოვლენები გრძელდება" - მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ
"სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შემაშფოთებელი მოვლენები გრძელდება" - მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბუ­ლია, მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ცე­ცხლის გახ­სნა­ში ხში­რად ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. აზერ­ნა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის მტკი­ცე­ბით, წუ­ხე­ლაც, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის პო­ზი­ცი­ებს ნა­ხი­ჩე­ვა­ნის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის სა­და­რა­ქის რა­ი­ო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. ეს ინ­ფორ­მა­ცია აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მე­დი­ამ ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმას აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მხა­რემ სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლით უპა­სუ­ხა. "აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ა­ში არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა“, - გა­ნა­ცხა­დეს თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში.

თა­ვის მხრივ სომ­ხე­თი ამ­ტკი­ცებს, რომ ცე­ცხლის გახ­სნის ინი­ცი­ა­ტო­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი იყო.

"19 ივ­ლისს გვი­ან სა­ღა­მოს და 20 ივ­ლი­სის ღა­მით, 02:00 სა­ა­თამ­დე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ერას­ხის მო­ნაკ­ვეთ­ზე დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი სომ­ხუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­როდ­ნენ, ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე.

სომ­ხუ­რი მხა­რის მხრი­დან ერას­ხის თე­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი რა­დიკ ოგი­კი­ა­ნი და­იჭ­რა. ამ დროს ის ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის სა­მუ­შა­ო­ებს.

სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ კონ­ტაქ­ტის ხაზ­ზე არა­ნა­ირ ცვლი­ლე­ბას არ და­უშ­ვე­ბენ.

"სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე ღრმად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გრძელ­დე­ბა", - და­წე­რა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­ზი­სის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ტო­ი­ვო კლა­არ­მა "ტვი­ტერ­ში".

"ვი­მე­ო­რებთ მო­წო­დე­ბას თავ­შე­კა­ვე­ბის გა­მო­ჩე­ნი­სა და სა­სა­ზღვრო სა­კი­თხებ­ში კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბის შე­სა­ხებ, ვიდ­რე ისევ მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია ამ და­პი­რის­პი­რე­ბას. ევ­რო­კავ­ში­რი მზა­დაა მხა­რე­ე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად“, - წერს ტო­ი­ვო კლა­ა­რი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
3

კარგია

დავით
9

აზერბაიჯანს მადა გაეხსნა და ახლა ახალ ავანტიურას იწყებს. გაუვა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შემაშფოთებელი მოვლენები გრძელდება" - მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

"სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შემაშფოთებელი მოვლენები გრძელდება" - მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

ბოლო დღეების განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბულია, მხარეები ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ხშირად ადანაშაულებენ. აზერნაიჯანული მხარის მტკიცებით, წუხელაც, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაქის რაიონის მიმართულებით სომხეთის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნეს. ეს ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მედიამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, თავდასხმას აზერბაიჯანულმა მხარემ საპასუხო ცეცხლით უპასუხა. "აზერბაიჯანის არმიაში არავინ დაშავებულა“, - განაცხადეს თავდაცვის უწყებაში.

თავის მხრივ სომხეთი ამტკიცებს, რომ ცეცხლის გახსნის ინიციატორი აზერბაიჯანი იყო.

"19 ივლისს გვიან საღამოს და 20 ივლისის ღამით, 02:00 საათამდე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ერასხის მონაკვეთზე დისლოცირებული სომხური პოზიციების მიმართულებით ისროდნენ, ყუმბარმტყორცნების გამოყენების გარეშე.

სომხური მხარის მხრიდან ერასხის თემის ხელმძღვანელი რადიკ ოგიკიანი დაიჭრა. ამ დროს ის ორგანიზებას უწევდა აზერბაიჯანის მოქმედებების შედეგად ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს.

სომხეთის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ კონტაქტის ხაზზე არანაირ ცვლილებას არ დაუშვებენ.

"სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ღრმად შემაშფოთებელი მოვლენები გრძელდება", - დაწერა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა "ტვიტერში".

"ვიმეორებთ მოწოდებას თავშეკავების გამოჩენისა და სასაზღვრო საკითხებში კონსტრუქციული ჩართულობის შესახებ, ვიდრე ისევ მსხვერპლი არ მოჰყოლია ამ დაპირისპირებას. ევროკავშირი მზადაა მხარეების დასახმარებლად“, - წერს ტოივო კლაარი.

რუსეთიდან მომდინარე რა საფრთხეებზე საუბრობს თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმა წარადგინა

ავღანეთში Reuters-ის ფოტოჟურნალისტი მოკლეს

"ანგელა მერკელთან ყველაზე დიდი უთანხმოება საქართველოსთან დაკავშირებით მქონდა" - ბუშის თქმით, საუბარი NATO-ს შეეხებოდა