სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა შევუმოწმოთ ავტომობილს შორ გზაზე წასვლამდე – „თეგეტას“  სერვისების მართვის დეპარტამენტის უფროსის რჩევები
რა უნდა შევუმოწმოთ ავტომობილს შორ გზაზე წასვლამდე – „თეგეტას“  სერვისების მართვის დეპარტამენტის უფროსის რჩევები

და­სას­ვე­ნებ­ლად ავ­ტო­მო­ბი­ლით წას­ვლა სხვა არა­ერთ სა­კი­თხთან ერ­თად წი­ნას­წარ ავ­ტო­მო­ბი­ლის მომ­ზა­დე­ბა­საც გუ­ლის­ხმობს. ეს შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვად ჟღერს, მაგ­რამ ასე ნამ­დვი­ლად არაა. შე­იძ­ლე­ბა თქვენ თვლით, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­მარ­თუ­ლია და შორ გზა­ზეც ისე­ვე კომ­ფორ­ტუ­ლად და უსაფრ­თხოდ მო­გემ­სა­ხუ­რე­ბათ, რო­გორც ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ო­ბის დროს ხდე­ბა. მაგ­რამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ შორი მან­ძი­ლის და­ფარ­ვა მან­ქა­ნის­თვის უფრო რთუ­ლი და­ვა­ლე­ბაა, ვიდ­რე სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლამ­დე გა­და­ად­გი­ლე­ბა. ქა­ლაქ­გა­რეთ ხში­რად გი­წევთ არას­წორ რე­ლი­ეფ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა და უფრო მეტი შან­სია, რომ ამინ­დის მო­უ­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბა­ში, მა­გა­ლი­თად, გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ თავ­სხმა წვი­მა­ში მოყ­ვეთ.

სწო­რედ ამი­ტომ შორ გზა­ზე წავ­ლამ­დე უნდა დარ­წმუნ­დეთ, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი 100%–ით გა­მარ­თუ­ლი და მომ­ზა­დე­ბუ­ლია. ხოლო თუ რას ნიშ­ნავს, ავ­ტო­მო­ბი­ლის მომ­ზა­დე­ბა „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ სერ­ვი­სე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ლე­ვან სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რე­ბა.

რო­გორ უნდა მო­ვამ­ზა­დოთ მან­ქა­ნა შორ გზა­ზე წა­სას­ვლე­ლად?

შორ გზა­ზე გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად ავ­ტო­მო­ბი­ლის მომ­ზა­დე­ბა ორ სა­კითხს მო­ი­ცავს: უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და კომ­ფორ­ტს. პირ­ვე­ლი არის უმ­თავ­რე­სი, თუმ­ცა მე­ო­რეც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რო­გორ უნდა მო­ვამ­ზა­დოთ მან­ქა­ნა? ამ კი­თხვა­ზე სრულ­ყო­ფი­ლი პა­სუ­ხის გა­ცე­მა ავ­ტომფლო­ბელს არ შუძ­ლია და სა­ჭი­როა, რომ სპე­ცი­ა­ლის­ტმა შე­ა­მოწ­მოს ავ­ტო­მო­ბი­ლი. არ­სე­ბობს სტან­დარ­ტუ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბი, რო­მელ­ზეც მან­ქა­ნა უნდ შე­მოწ­მდეს და აღ­მო­ჩე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბი გა­მოს­წორ­დეს. ამ მო­ნა­ცე­მებ­ში პირ­ველ ად­გილ­ზე კი არის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი.

რა ნა­წი­ლებს მო­ი­ცავს სა­ვა­ლი ნა­წი­ლი და კონ­კრე­ტუ­ლად რა უნდა შე­მოწ­მდეს შორ გზა­ზე წას­ვლამ­დე?

სა­ვა­ლი ნა­წი­ლი არის იმ მრა­ვა­ლი დე­ტა­ლის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. მისი გა­მარ­თუ­ლო­ბა კავ­შირ­შია რო­გორც უსაფრ­თხო­ე­ბას­თან, ისე კომ­ფორტთან. ერთ-ერთი მთა­ვა­რი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია სა­ბუ­რა­ვე­ბი. უნდა შე­ვა­მოწ­მოთ სე­ზო­ნუ­რი სა­ბუ­რა­ვი უყე­ნია თუ არა ავ­ტო­მო­ბილს, ექ­სპუ­ლა­ტა­ცი­ის ვადა გა­სუ­ლი ხომ არ აქვს. გარ­და იმი­სა, რომ უხა­რის­ხო სა­ბუ­რა­ვი სა­მუხ­რუ­ჭე დის­ტან­ცი­ას აგ­რძე­ლებს და საფრ­თხეს გიქ­მნით, ასე­ვე იწ­ვევს ზედ­მეტ ხმა­ურს გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას და ასე­თი სა­ბუ­რა­ვით გა­და­ად­გი­ლე­ბა არის საკ­მა­ოდ არა­კომ­ფორ­ტუ­ლი და საფრ­თხის შემ­ცვე­ლიც. სა­ვა­ლი ნა­წი­ლის ერთ–ერთი მთა­ვა­რი კვან­ძი, რო­მე­ლიც უსაფრ­თხო­ე­ბას­თან არის კავ­შირ­ში, სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მაა.

სა­ჭი­როა თუ არა შე­მოწ­მდეს ძრა­ვის გა­მარ­თუ­ლო­ბა და რო­გორ ხდე­ბა ეს?

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­მოწ­მდეს ძრა­ვის გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მა. შორ გზა­ზე წა­სუ­ლებს ხში­რად გვი­წევს არას­წორ რე­ლი­ეფ­ზე სი­ა­რუ­ლი, ამი­ტომ ძრა­ვი გა­და­ხუ­რე­ბის­გან უნდა და­ვიც­ვათ. ამის­თვის საჭ­როა, რომ გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ზამ­თარ­შიც და ზა­ფხულ­შიც ან­ტიფ­რი­ზი ეს­ხას. ან­ტიფ­რი­ზის დუ­ღი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა წყლის­გან გან­სხვავ­დე­ბა და ის უფრო მა­ღა­ლია. ამი­ტომ ზა­ფხუ­ლის სი­ცხე­ში და დიდ დატ­ვირ­თვა­ზე მან­ქა­ნას წყლის ადუ­ღე­ბის­გან და­ვი­ცავთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ძრა­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბაც კი გა­მო­ვიწ­ვი­ოთ.

გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის გა­მარ­თუ­ლო­ბის­თვის კონ­კრე­ტუ­ლად რა უნდა შე­მოწ­მდეს?

გა­და­ცე­მა­თა კო­ლოფ­ში არ­სე­ბუ­ლი შე­სა­პო­ხი სი­თხე უნდა იყოს დრო­უ­ლად შეც­ვლი­ლი. ზო­გა­დად, ამ სი­თხის ხში­რი გა­მოც­ვლა არაა სა­ჭი­რო და სწო­რედ ამი­ტომ არ აქ­ცე­ვენ ხოლ­მე ყუ­რა­დღე­ბას ავ­ტომფლო­ბე­ლე­ბი. შორ გზა­ზე წას­ვლი­სა და დიდი დატ­ვირ­თვის დროს კი ზეთი, რომ­ლის ხა­რის­ხი უკვე გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა ადუღ­დეს და დიდი პრობ­ლე­მე­ბი შე­გიქ­მნათ. სწო­რედ ამი­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი გა­და­ცე­მა­თა კო­ლოფ­ში ზე­თის შე­მოწ­მე­ბა.

კი­დევ რა დე­ტა­ლე­ბი უნდა შე­მოწ­მდეს შორ გზა­ზე წას­ვლამ­დე?

რეგ­ლა­მენ­ტის მი­ხედ­ვით ეს არის ფილტრე­ბი რო­გორც ზე­თის, ისე საწ­ვა­ვის და სა­ლო­ნის. მა­გა­ლი­თად, თქვენ შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ ვერ ამ­ჩნევ­დეთ, რომ საწ­ვა­ვის ფილტრი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, შორ გზა­ზე კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ფუჭ­დეს და შუა გზა­ზე მან­ქა­ნა გა­გი­ჩერ­დეთ.

ერთი შე­ხედ­ვით, უპ­რობ­ლე­მო სა­კი­თხია, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე შე­გიქ­მნათ წინა მა­შუ­ქებ­მა. გარ­და იმი­სა, რომ ნა­თუ­რა არ უნდა იყოს გა­დამ­წვა­რი, უნდა დარ­წმუნ­დეთ, რომ შუ­ქის მი­მარ­თუ­ლე­ბა არის სწო­რი. გარ­კვე­უ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ჩა­რე­ვე­ბის დროს, ხდე­ბა ხოლ­მე ნა­თუ­რე­ბის მოხ­სნა და ხე­ლახ­ლა და­მაგ­რე­ბა. და­მაგ­რე­ბის შემ­დეგ კი მი­მარ­თუ­ლე­ბის გას­წო­რე­ბა არ ხდე­ბა. ავ­ტომფლო­ბელ­მა ხში­რად არც იცის, რომ სა­ჭი­როა მა­შუ­ქის სი­ნათ­ლის სხი­ვის გას­წო­რე­ბა გას­წო­რე­ბა. არას­წო­რი ნა­თე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გზა­ზე გარ­კვე­უ­ლი საფრ­თხე შე­იძ­ლე­ბა შე­გექ­მნათ რო­გორც თქვენ, ასე­ვე, შემ­ხვედრ ნა­კადსაც.

კი­დევ ერთი სა­კი­თხი არის მი­ნისმწმენ­დე­ბი. სის­ტე­მა­ში წყალ­თან ერ­თად ჩას­ხმუ­ლი უნდა იყოს შე­სა­ბა­მი­სი ქა­ფო­ვა­ნი სი­თხე, რო­მე­ლიც სა­ქა­რე მი­ნას კარ­გად აპი­რი­ა­ლებს. აშო­რებს მწე­რებ­საც, რომ­ლე­ბიც მა­ღალ სიჩ­ქა­რე­ზე სი­ა­რუ­ლის დროს ინ­ტე­სი­უ­რად ეკ­ვრე­ბა მი­ნას.

რას ურ­ჩევთ ავ­ტომფლო­ბე­ლებს, რომ შორ გზა­ზე მგზავ­რო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად კო­მოფრ­ტუ­ლი იყოს?

ამის­თვის კონ­დინ­ცი­რე­ბის სის­ტე­მა არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი. ის უნდა იყოს ფრე­ო­ნით და­ტუმ­ბუ­ლი, თუმ­ცა ეს საკ­მა­რი­სი არაა. უნდა შე­იც­ვა­ლოს სა­ლო­ნის ფილტრიც, რომ მი­ვი­ღოთ სა­თა­ნა­დო სიგ­რი­ლე და თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუნი. კონ­დინ­ცი­რე­ბის სის­ტე­მა­ში ილე­ქე­ბა მტვე­რი, ჩნდე­ბა ბაქ­ტე­რი­ე­ბი, რაც სა­ბო­ლო­ოდ იწ­ვევს არა­სა­ი­ა­მოვ­ნო სუნს.

შორ გზა­ზე წა­სას­ვლე­ლად ავ­ტო­მო­ბი­ლის მომ­ზა­დე­ბა რამ­დე­ნი ხნით ადრე უნდა და­ვი­წყოთ?

ზო­გა­დად, მან­ქა­ნის გა­მარ­თუ­ლო­ბა მხო­ლოდ შორ გზა­ზე წას­ვლის წინ არ უნდა შე­ვა­მოწ­მოთ და ეს ჩვე­ვა­ში უნდა გვქონ­დეს მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუმ­ცა შორ გზა­ზე წას­ვლა და­მა­ტე­ბით რის­კებ­თა­ნაა და­კავ­შრე­ბუ­ლი და ამი­ტომ მომ­ზა­დე­ბა მი­ნი­მუმ 2 კვი­რით ადრე უნდა და­ვი­წყოთ. შე­მოწ­მე­ბის დროს, შე­იძ­ლე­ბა ისე­თი სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლი აღ­მოჩ­ნდეს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვად ვერ ვი­შო­ვით და გა­მო­წე­რა გახ­დეს სა­ჭი­რო. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­მოწ­მე­ბა 2–3 კვი­რით ადრე ჩა­ვუ­ტა­როთ. ეს პე­რი­ო­დი გვა­ზღვევს, რომ მან­ქა­ნა სრულ­ყო­ფი­ლად მო­ვა­წეს­რი­გოთ.

სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი რო­დე­საც წას­ვლის დღეს დი­ლით შე­მო­ივ­ლი­ან და მან­ქა­ნას გვა­მოწ­მე­ბი­ნე­ბენ. ასეთ დროს ბევ­რი ჩაშ­ლი­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბაც გვი­ნა­ხავს, რად­გან მან­ქა­ნას ისე­თი პრობ­ლე­მა აღ­მო­ჩე­ნია, რომ წას­ვლა უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პა­კე­ტუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი თუ გაქვთ?

დიახ, რა თქმა უნდა, გვაქვს, მაგ­რამ ამ შე­თა­ვა­ზე­ბებს უმე­ტე­სად ავ­ტო­მო­ბი­ლის ყიდ­ვა–გა­ყიდ­ვის დროს იყე­ნე­ბენ ხოლ­მე. ეს მო­ი­ცავს სა­ვა­ლი ნა­წი­ლის ტექ­ნი­კურ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას, ელექტრო­დი­აგ­ნოს­ტი­კას, ძრა­ვის შე­მოწ­მე­ბას, ზე­თი­სა და ფილტრე­ბის შე­მოწ­მე­ბას.

ამ ყვე­ლაფ­რის შე­მოწ­მე­ბი­სა და დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის ერთი დღე სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რა უნდა შევუმოწმოთ ავტომობილს შორ გზაზე წასვლამდე – „თეგეტას“  სერვისების მართვის დეპარტამენტის უფროსის რჩევები

რა უნდა შევუმოწმოთ ავტომობილს შორ გზაზე წასვლამდე – „თეგეტას“  სერვისების მართვის დეპარტამენტის უფროსის რჩევები

დასასვენებლად ავტომობილით წასვლა სხვა არაერთ საკითხთან ერთად წინასწარ ავტომობილის მომზადებასაც გულისხმობს. ეს შეიძლება მარტივად ჟღერს, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. შეიძლება თქვენ თვლით, რომ ავტომობილი გამართულია და შორ გზაზეც ისევე კომფორტულად და უსაფრთხოდ მოგემსახურებათ, როგორც ქალაქში მოძრაობის დროს ხდება. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ შორი მანძილის დაფარვა მანქანისთვის უფრო რთული დავალებაა, ვიდრე სამსახურიდან სახლამდე გადაადგილება. ქალაქგარეთ ხშირად გიწევთ არასწორ რელიეფზე გადაადგილება და უფრო მეტი შანსია, რომ ამინდის მოულოდნელ ცვლილებაში, მაგალითად, გაუთვალისწინებელ თავსხმა წვიმაში მოყვეთ.

სწორედ ამიტომ შორ გზაზე წავლამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ ავტომობილი 100%–ით გამართული და მომზადებულია. ხოლო თუ რას ნიშნავს, ავტომობილის მომზადება „თეგეტა მოტორსის“ სერვისების მართვის დეპარტამენტის უფროსი ლევან სუხიტაშვილი დეტალურად გვესაუბრება.

როგორ უნდა მოვამზადოთ მანქანა შორ გზაზე წასასვლელად?

შორ გზაზე გადასაადგილებლად ავტომობილის მომზადება ორ საკითხს მოიცავს: უსაფრთხოებასა და კომფორტს. პირველი არის უმთავრესი, თუმცა მეორეც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

როგორ უნდა მოვამზადოთ მანქანა? ამ კითხვაზე სრულყოფილი პასუხის გაცემა ავტომფლობელს არ შუძლია და საჭიროა, რომ სპეციალისტმა შეამოწმოს ავტომობილი. არსებობს სტანდარტული პარამეტრები, რომელზეც მანქანა უნდ შემოწმდეს და აღმოჩენილი ხარვეზები გამოსწორდეს. ამ მონაცემებში პირველ ადგილზე კი არის სავალი ნაწილი.

რა ნაწილებს მოიცავს სავალი ნაწილი და კონკრეტულად რა უნდა შემოწმდეს შორ გზაზე წასვლამდე?

სავალი ნაწილი არის იმ მრავალი დეტალის ერთობლიობა, რომელიც ავტომობილის გადაადგილებას უზრუნველყოფს. მისი გამართულობა კავშირშია როგორც უსაფრთხოებასთან, ისე კომფორტთან. ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია საბურავები. უნდა შევამოწმოთ სეზონური საბურავი უყენია თუ არა ავტომობილს, ექსპულატაციის ვადა გასული ხომ არ აქვს. გარდა იმისა, რომ უხარისხო საბურავი სამუხრუჭე დისტანციას აგრძელებს და საფრთხეს გიქმნით, ასევე იწვევს ზედმეტ ხმაურს გადაადგილებისას და ასეთი საბურავით გადაადგილება არის საკმაოდ არაკომფორტული და საფრთხის შემცველიც. სავალი ნაწილის ერთ–ერთი მთავარი კვანძი, რომელიც უსაფრთხოებასთან არის კავშირში, სამუხრუჭე სისტემაა.

საჭიროა თუ არა შემოწმდეს ძრავის გამართულობა და როგორ ხდება ეს?

აუცილებლად უნდა შემოწმდეს ძრავის გაგრილების სისტემა. შორ გზაზე წასულებს ხშირად გვიწევს არასწორ რელიეფზე სიარული, ამიტომ ძრავი გადახურებისგან უნდა დავიცვათ. ამისთვის საჭროა, რომ გაგრილების სისტემაში ზამთარშიც და ზაფხულშიც ანტიფრიზი ესხას. ანტიფრიზის დუღილის ტემპერატურა წყლისგან განსხვავდება და ის უფრო მაღალია. ამიტომ ზაფხულის სიცხეში და დიდ დატვირთვაზე მანქანას წყლის ადუღებისგან დავიცავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ძრავის სერიოზული დაზიანებაც კი გამოვიწვიოთ.

გადაცემათა კოლოფის გამართულობისთვის კონკრეტულად რა უნდა შემოწმდეს?

გადაცემათა კოლოფში არსებული შესაპოხი სითხე უნდა იყოს დროულად შეცვლილი. ზოგადად, ამ სითხის ხშირი გამოცვლა არაა საჭირო და სწორედ ამიტომ არ აქცევენ ხოლმე ყურადღებას ავტომფლობელები. შორ გზაზე წასვლისა და დიდი დატვირთვის დროს კი ზეთი, რომლის ხარისხი უკვე გაფუჭებულია, შეიძლება ადუღდეს და დიდი პრობლემები შეგიქმნათ. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი გადაცემათა კოლოფში ზეთის შემოწმება.

კიდევ რა დეტალები უნდა შემოწმდეს შორ გზაზე წასვლამდე?

რეგლამენტის მიხედვით ეს არის ფილტრები როგორც ზეთის, ისე საწვავის და სალონის. მაგალითად, თქვენ შეიძლება საერთოდ ვერ ამჩნევდეთ, რომ საწვავის ფილტრი დაზიანებულია, შორ გზაზე კი მოულოდნელად გაფუჭდეს და შუა გზაზე მანქანა გაგიჩერდეთ.

ერთი შეხედვით, უპრობლემო საკითხია, მაგრამ შეიძლება საფრთხე შეგიქმნათ წინა მაშუქებმა. გარდა იმისა, რომ ნათურა არ უნდა იყოს გადამწვარი, უნდა დარწმუნდეთ, რომ შუქის მიმართულება არის სწორი. გარკვეული ტექნიკური ჩარევების დროს, ხდება ხოლმე ნათურების მოხსნა და ხელახლა დამაგრება. დამაგრების შემდეგ კი მიმართულების გასწორება არ ხდება. ავტომფლობელმა ხშირად არც იცის, რომ საჭიროა მაშუქის სინათლის სხივის გასწორება გასწორება. არასწორი ნათების შემთხვევაში გზაზე გარკვეული საფრთხე შეიძლება შეგექმნათ როგორც თქვენ, ასევე, შემხვედრ ნაკადსაც.

კიდევ ერთი საკითხი არის მინისმწმენდები. სისტემაში წყალთან ერთად ჩასხმული უნდა იყოს შესაბამისი ქაფოვანი სითხე, რომელიც საქარე მინას კარგად აპირიალებს. აშორებს მწერებსაც, რომლებიც მაღალ სიჩქარეზე სიარულის დროს ინტესიურად ეკვრება მინას.

რას ურჩევთ ავტომფლობელებს, რომ შორ გზაზე მგზავრობა მაქსიმალურად კომოფრტული იყოს?

ამისთვის კონდინცირების სისტემა არის უმნიშვნელოვანესი. ის უნდა იყოს ფრეონით დატუმბული, თუმცა ეს საკმარისი არაა. უნდა შეიცვალოს სალონის ფილტრიც, რომ მივიღოთ სათანადო სიგრილე და თავიდან ავიცილოთ არასასიამოვნო სუნი. კონდინცირების სისტემაში ილექება მტვერი, ჩნდება ბაქტერიები, რაც საბოლოოდ იწვევს არასაიამოვნო სუნს.

შორ გზაზე წასასვლელად ავტომობილის მომზადება რამდენი ხნით ადრე უნდა დავიწყოთ?

ზოგადად, მანქანის გამართულობა მხოლოდ შორ გზაზე წასვლის წინ არ უნდა შევამოწმოთ და ეს ჩვევაში უნდა გვქონდეს მთელი წლის განმავლობაში. თუმცა შორ გზაზე წასვლა დამატებით რისკებთანაა დაკავშრებული და ამიტომ მომზადება მინიმუმ 2 კვირით ადრე უნდა დავიწყოთ. შემოწმების დროს, შეიძლება ისეთი სათადარიგო ნაწილი აღმოჩნდეს დაზიანებული, რომელსაც ადგილობრივად ვერ ვიშოვით და გამოწერა გახდეს საჭირო. ამიტომ აუცილებელია შემოწმება 2–3 კვირით ადრე ჩავუტაროთ. ეს პერიოდი გვაზღვევს, რომ მანქანა სრულყოფილად მოვაწესრიგოთ.

სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები როდესაც წასვლის დღეს დილით შემოივლიან და მანქანას გვამოწმებინებენ. ასეთ დროს ბევრი ჩაშლილი მოგზაურობაც გვინახავს, რადგან მანქანას ისეთი პრობლემა აღმოჩენია, რომ წასვლა უბრალოდ შეუძლებელი იყო.

ამ მიმართულებით პაკეტური შეთავაზებები თუ გაქვთ?

დიახ, რა თქმა უნდა, გვაქვს, მაგრამ ამ შეთავაზებებს უმეტესად ავტომობილის ყიდვა–გაყიდვის დროს იყენებენ ხოლმე. ეს მოიცავს სავალი ნაწილის ტექნიკურ დათვალიერებას, ელექტროდიაგნოსტიკას, ძრავის შემოწმებას, ზეთისა და ფილტრების შემოწმებას.

ამ ყველაფრის შემოწმებისა და დიაგნოსტიკისთვის ერთი დღე სრულიად საკმარისია.

ორბელიანი გარდენი - შენი კულინარიული აღმოჩენებისთვის

ყირგიზეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო

ეთერ ფარულავამ  მომენტალურ ლატარია "შვიდიანში’’ 20 000 ლარი მოიგო