კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი ტურისტები დე ფაქტო აფხაზეთთან "საზღვრის" ჩაკეტვას მოითხოვენ - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში
რუსი ტურისტები დე ფაქტო აფხაზეთთან "საზღვრის" ჩაკეტვას მოითხოვენ - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში

რუსი ტუ­რის­ტე­ბი და დე ფაქ­ტო აფხა­ზე­თის მცხოვ­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერ­თმა­ნეთს ლან­ძღა­ვენ. სა­ა­გენ­ტო РБК-ს პი­ცუნ­და­ში სრო­ლის დროს და­შა­ვე­ბულ­მა რუს­მა ტუ­რის­ტებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მათ აფხა­ზე­ბი ემუქ­რე­ბი­ან, რაც ბოლო 2 დღე­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebook-ზე გან­ხილ­ვის თემა გახ­და.

„ცუდი ტენ­დენ­ცი­აა. იქ ამ­დე­ნი ხანი, სიმ­შვი­დე იყო, ახლა კი სე­რი­ო­ზუ­ლად და­გა­ფიქ­რებს, ღირს თუ არა აფხა­ზეთ­ში ჩას­ვლა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბავ­შვებ­თან ერ­თად. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა გა­და­წყვი­ტოს ეს პრობ­ლე­მა,” - წერს Facebook-ზე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, ნა­ტა­ლია პ.

რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო REGNUM-ის შე­ფა­სე­ბით, ბევ­რი Facebook-მომ­ხმა­რე­ბე­ლი მი­ვი­და იმ დას­კვნამ­დე, რომ ასე­თი ინ­ცი­დენ­ტე­ბი სე­რი­ო­ზულ ზი­ანს აყე­ნებს რუ­სე­ბი­სა და აფხა­ზე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბებს.

„ამის გამო რუსი ტუ­რის­ტე­ბი თავს უსაფრ­თხოდ ვერ გრძნო­ბენ,“ - წერს სა­ა­გენ­ტო და მე­ო­რე ტუ­რის­ტის პოს­ტი მო­ყავს.

„რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა ეს?! რო­გორც ჩანს, ად­გი­ლობ­რი­ვებს, ჩვე­ნი ფუ­ლის გარ­და, არა­ფე­რი სჭირ­დე­ბათ. იქ­ნებ, დროა, სა­ზღვა­რი დავ­ხუ­როთ და აფხა­ზე­თი სა­მუ­და­მოდ და­ვი­ვი­წყოთ?! დაე, და­იხ­რჩონ ნან­გრე­ვებ­სა და მან­და­რი­ნებ­ში,” - წერს ალექს პ.

REGNUM-ს მო­რი­გი მომ­ხმა­რებ­ლის კო­მენ­ტა­რი მო­ყავს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თუ ვი­თა­რე­ბა არ გა­მოს­წორ­დე­ბა, რუსი ტუ­რის­ტე­ბი აფხა­ზეთ­ში აღარ ჩავ­ლენ.

„დროა, აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ა­წეს­რი­გოს სი­ტუ­ა­ცია, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აფხა­ზეთ­ში აღარ ჩავ­ლენ და ის კი­დევ უფრო გა­ღა­რიბ­დე­ბა. ტუ­რის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი­დან კრი­მი­ნა­ლუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი კა­ტას­ტრო­ფის ტოლ­ფა­სია," - წერს ევ­გე­ნი ჩ.

ბიჭ­ვინ­თა­ში სრო­ლის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ­მა რუ­სე­თის მქა­ლა­ქე­ებ­მა, ტი­მურ სა­ლიმ­გა­რი­ევ­მა და ალექ­სან­დრე ფი­ლო­ი­ან­მა 17 ივ­ლისს სა­ა­გენ­ტო РБК-ს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს. ძა­ლა­დო­ბით ემუქ­რე­ბი­ან მათ ნა­თე­სა­ვებ­სა და მე­გობ­რებ­საც.

„გვწე­რენ, რომ ჩვვნეთ­ვის თავ­ში უნდა ეს­რო­ლათ, რად­გან მომ­ხდარ­ზე მი­ლი­ცი­ა­ში გან­ცხა­დე­ბა კი არ უნდა შეგ­ვე­ტა­ნა, არა­მედ, თურ­მე, კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის­თვის უნდა მიგ­ვე­მარ­თა, რად­გან, მათი მტკი­ცე­ბით, აფხა­ზეთ­ში ისი­ნი აგ­ვა­რე­ბენ პრობ­ლე­მებს. მათ, ასე­ვე, მის­წე­რეს ჩემს ნა­თე­სა­ვებ­სა და მე­გობ­რებს, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნი ამ­ბა­ვი და­პოს­ტეს და და­ე­მუქრნენ, რომ მოკ­ლავ­დნენ, თუკი თა­ვი­ანთ პოს­ტებს არ წაშ­ლიდ­ნენ. ისი­ნი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ჩვენ ვართ და თით­ქოს თავ­დამ­სხმელს, დი­მიტ­რი პი­ლი­ას ჩვენ გა­ვუ­წი­ეთ პრო­ვო­ცი­რე­ბა,“ - აცხა­დებს ტი­მურ სა­ლიმ­გა­რი­ე­ვი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სო­ჭის №4 სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობს. მას 4 ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო ფე­ხე­ბი­სა და სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნოს მი­და­მო­ებ­ში. სა­ლიმ­გა­რი­ევს ცალი სა­თეს­ლე პარ­კის ამ­პუ­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
0

ექსტრიმ ტურისტები ასე უნდა დაწეროთ. უბრალოდ ტურისტები ამ რაღაცა ე.წ. ტერიტორიაზე არ შევლენ. 

ილია
1

ბიჭვინთა და არა პიცუნდა...

ავტორი:

რუსი ტურისტები დე ფაქტო აფხაზეთთან "საზღვრის" ჩაკეტვას მოითხოვენ - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში

რუსი ტურისტები დე ფაქტო აფხაზეთთან "საზღვრის" ჩაკეტვას მოითხოვენ - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში

რუსი ტურისტები და დე ფაქტო აფხაზეთის მცხოვრებლები სოციალურ ქსელში ერთმანეთს ლანძღავენ. სააგენტო РБК-ს პიცუნდაში სროლის დროს დაშავებულმა რუსმა ტურისტებმა განუცხადეს, რომ მათ აფხაზები ემუქრებიან, რაც ბოლო 2 დღეში სოციალურ ქსელ Facebook-ზე განხილვის თემა გახდა.

„ცუდი ტენდენციაა. იქ ამდენი ხანი, სიმშვიდე იყო, ახლა კი სერიოზულად დაგაფიქრებს, ღირს თუ არა აფხაზეთში ჩასვლა, განსაკუთრებით, ბავშვებთან ერთად. ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა,” - წერს Facebook-ზე რუსეთის მოქალაქე, ნატალია პ.

რუსული სააგენტო REGNUM-ის შეფასებით, ბევრი Facebook-მომხმარებელი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ასეთი ინციდენტები სერიოზულ ზიანს აყენებს რუსებისა და აფხაზების ურთიერთობებს.

„ამის გამო რუსი ტურისტები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ,“ - წერს სააგენტო და მეორე ტურისტის პოსტი მოყავს.

„როგორი დამოკიდებულებაა ეს?! როგორც ჩანს, ადგილობრივებს, ჩვენი ფულის გარდა, არაფერი სჭირდებათ. იქნებ, დროა, საზღვარი დავხუროთ და აფხაზეთი სამუდამოდ დავივიწყოთ?! დაე, დაიხრჩონ ნანგრევებსა და მანდარინებში,” - წერს ალექს პ.

REGNUM-ს მორიგი მომხმარებლის კომენტარი მოყავს, რომლის მიხედვითაც, თუ ვითარება არ გამოსწორდება, რუსი ტურისტები აფხაზეთში აღარ ჩავლენ.

„დროა, აფხაზეთის ხელისუფლებამ მოაწესრიგოს სიტუაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში აღარ ჩავლენ და ის კიდევ უფრო გაღარიბდება. ტურისტული რეგიონებიდან კრიმინალური სიახლეები კატასტროფის ტოლფასია," - წერს ევგენი ჩ.

ბიჭვინთაში სროლის შედეგად დაშავებულმა რუსეთის მქალაქეებმა, ტიმურ სალიმგარიევმა და ალექსანდრე ფილოიანმა 17 ივლისს სააგენტო РБК-ს განუცხადეს, რომ სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს. ძალადობით ემუქრებიან მათ ნათესავებსა და მეგობრებსაც.

„გვწერენ, რომ ჩვვნეთვის თავში უნდა ესროლათ, რადგან მომხდარზე მილიციაში განცხადება კი არ უნდა შეგვეტანა, არამედ, თურმე, კანონიერი ქურდებისთვის უნდა მიგვემართა, რადგან, მათი მტკიცებით, აფხაზეთში ისინი აგვარებენ პრობლემებს. მათ, ასევე, მისწერეს ჩემს ნათესავებსა და მეგობრებს, რომლებმაც ჩვენი ამბავი დაპოსტეს და დაემუქრნენ, რომ მოკლავდნენ, თუკი თავიანთ პოსტებს არ წაშლიდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ დამნაშავეები ჩვენ ვართ და თითქოს თავდამსხმელს, დიმიტრი პილიას ჩვენ გავუწიეთ პროვოცირება,“ - აცხადებს ტიმურ სალიმგარიევი, რომელიც ამჟამად სოჭის №4 საავადმყოფოში მკურნალობს. მას 4 ოპერაცია ჩაუტარდა და სერიოზული დაზიანებები მიიღო ფეხებისა და სასქესო ორგანოს მიდამოებში. სალიმგარიევს ცალი სათესლე პარკის ამპუტაცია ჩაუტარდა. წაიკითხეთ სრულად