პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეთავსებული მაქვს ჩემი მთელი ცხოვრების საოცნებო პროფესია, ვარ დედა, დიასახლისი.." - რუსა ჩაჩუა მოდაზე, ზაფხულსა და დასვენებაზე
"შეთავსებული მაქვს ჩემი მთელი ცხოვრების საოცნებო პროფესია, ვარ დედა, დიასახლისი.." - რუსა ჩაჩუა მოდაზე, ზაფხულსა და დასვენებაზე

ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი, რუსა ჩა­ჩუა 4 შვი­ლის დე­დაა. ერთი შე­ხედ­ვით, სულ ვერ შე­ა­ტყობთ რომ დიდი ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სია, დე­დო­ბას, მო­დე­ლო­ბას და სულ ფორ­მა­ში ყოფ­ნას ახერ­ხებს, მუ­დამ ანა­თებს და თა­ვი­სი დახ­ვე­წი­ლო­ბით ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს. რუსა დიდი ხა­ნია პრე­სა­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, ბო­მონდს კი თა­ვის მოვ­ლა­ზე, ზა­ფხულ­სა და მო­და­ზე ესა­უბ­რა.

- პირ­ველ რიგ­ში, სად აპი­რებთ დას­ვე­ნე­ბას?

- მთე­ლი ოჯა­ხი აგა­რაკ­ზე ვართ და ვფიქ­რობთ, ამ ზა­ფხულ­ში სხვადსხვა ად­გილს მო­ვი­ნა­ხუ­ლებთ. სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლას არ ვგეგ­მავთ, ვუფრ­თხილ­დე­ბით თავს. უკვე ყვე­ლამ გა­ვი­კე­თეთ აცრა და ყო­ჩა­ღად ვართ. ვა­პი­რებთ ერთი კვი­რით კა­ხეთ­ში და შემ­დეგ ზღვა­ზე წა­ვი­დეთ, ამ წელს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ვივ­ლით, იმ ად­გი­ლებ­საც ვნა­ხავთ, სა­დაც აქამ­დე არ ვყო­ფილ­ვართ.

- გაგ­ვი­ზი­ა­რეთ თქვე­ნი ფორ­მა­ში ყოფ­ნის სა­ი­დუმ­ლო?

- ვცდი­ლობ ვი­ვარ­ჯი­შო, ბევ­რი ვი­მოძ­რაო, სულ რომ არ ვი­ვარ­ჯი­შო, დღე­ში 5-6 კი­ლო­მეტ­რი უნდა გა­ვი­ა­რო და თუ თან ტე­ლე­ფო­ნიც მაქვს, მარ­ტი­ვად ვა­ხერ­ხებ კი­ლო­მეტ­რე­ბის დათ­ვლას. ასე­ვე ვცდი­ლობ 6 სა­ა­თის შემ­დეგ საკ­ვე­ბი არ მი­ვირ­თვა, თუ ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა და­ბალ პრო­ცენ­ტი­ან მა­წონს ვჭამ და დი­ლა­ო­ბით 12 სა­ა­თამ­დე ხილს მი­ვირ­თმევ. ახლა სა­ზამ­თრო­სა და ნეს­ვის პე­რი­ო­დია, ეს სე­ზო­ნი ამი­ტომ მიყ­ვარს, ხილ­საც და ბოსტნე­ულ­საც ისე ვი­ღებ, რო­გორც ცალ­კე კვე­ბა, არას­დროს ვა­ყო­ლებ სა­დილს ან სა­უზ­მეს. რაც უფრო ვიზ­რდე­ბით უფრო მარ­ტი­ვად გვე­მა­ტე­ბა წონა და მეც ვცდი­ლობ ვა­კონ­ტრო­ლო ის.

- ჩემ­ში მიყ­ვარს...

- კარ­გი ხა­სი­ა­თი. ად­ვი­ლია კარ­გი ხა­სი­ა­თით ცხოვ­რე­ბა, რო­დე­საც ბედ­ნი­ე­რი ვარ, ამ ყვე­ლა­ფერს სხვა­საც ვუ­ზი­ა­რებ და მგო­ნია რომ გა­დამ­დე­ბია, სულ ვცდი­ლობ არა­ვის ვაგ­რძნო­ბი­ნო რომ შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვარ ან რა­ი­მე დის­კომ­ფორ­ტს გვრძნობ.

- რომ არა მო­დე­ლი ვიქ­ნე­ბო­დი...

- ვიქ­ნე­ბო­დი ბევ­რი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი, პირ­ველ რიგ­ში არ­ქე­ო­ლო­გი, ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბაა. შე­იძ­ლე­ბა მსა­ხი­ო­ბიც ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. დღეს­დღე­ო­ბით შე­თავ­სე­ბუ­ლი მაქვს ჩემი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის სა­ოც­ნე­ბო პრო­ფე­სია, ვარ დედა, დი­ა­სახ­ლი­სი და მზრუნ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ჩემი საყ­ვა­რე­ლი ხალ­ხის­თვის. ყვე­ლა­ზე დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს სხვა­ზე ზრუნ­ვა, რო­დე­საც ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რია და მათი სურ­ვლე­ბიც სრულ­დე­ბა. ეს ბევ­რად უფრო კარგ გან­წყო­ბა­ზე მა­ყე­ნებს. დე­დო­ბა და დი­ა­სახ­ლი­სო­ბა საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დია, თუმ­ცა ეს შრო­მა ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან მი­ფას­დე­ბა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამაია
3

რა კარგია კარგი ცხოვრება, პრობლემა ამას არ აქვს და საფიქრალი, იქნება სულ კარგ ხასიათზე აბა რა??

მახო
6

როგორი არაფრისმთქმელი, უაზრო გამოხედვა აქვს:((

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"შეთავსებული მაქვს ჩემი მთელი ცხოვრების საოცნებო პროფესია, ვარ დედა, დიასახლისი.." - რუსა ჩაჩუა მოდაზე, ზაფხულსა და დასვენებაზე

"შეთავსებული მაქვს ჩემი მთელი ცხოვრების საოცნებო პროფესია, ვარ დედა, დიასახლისი.." - რუსა ჩაჩუა მოდაზე, ზაფხულსა და დასვენებაზე

ქართველი მოდელი, რუსა ჩაჩუა 4 შვილის დედაა. ერთი შეხედვით, სულ ვერ შეატყობთ რომ დიდი ოჯახის დიასახლისია, დედობას, მოდელობას და სულ ფორმაში ყოფნას ახერხებს, მუდამ ანათებს და თავისი დახვეწილობით ყველას ყურადღებას იქცევს. რუსა დიდი ხანია პრესაში არ გამოჩენილა, ბომონდს კი თავის მოვლაზე, ზაფხულსა და მოდაზე ესაუბრა.

- პირველ რიგში, სად აპირებთ დასვენებას?

- მთელი ოჯახი აგარაკზე ვართ და ვფიქრობთ, ამ ზაფხულში სხვადსხვა ადგილს მოვინახულებთ. საზღვარგარეთ წასვლას არ ვგეგმავთ, ვუფრთხილდებით თავს. უკვე ყველამ გავიკეთეთ აცრა და ყოჩაღად ვართ. ვაპირებთ ერთი კვირით კახეთში და შემდეგ ზღვაზე წავიდეთ, ამ წელს საქართველოს მოვივლით, იმ ადგილებსაც ვნახავთ, სადაც აქამდე არ ვყოფილვართ.

- გაგვიზიარეთ თქვენი ფორმაში ყოფნის საიდუმლო?

- ვცდილობ ვივარჯიშო, ბევრი ვიმოძრაო, სულ რომ არ ვივარჯიშო, დღეში 5-6 კილომეტრი უნდა გავიარო და თუ თან ტელეფონიც მაქვს, მარტივად ვახერხებ კილომეტრების დათვლას. ასევე ვცდილობ 6 საათის შემდეგ საკვები არ მივირთვა, თუ ძალიან გამიჭირდება დაბალ პროცენტიან მაწონს ვჭამ და დილაობით 12 საათამდე ხილს მივირთმევ. ახლა საზამთროსა და ნესვის პერიოდია, ეს სეზონი ამიტომ მიყვარს, ხილსაც და ბოსტნეულსაც ისე ვიღებ, როგორც ცალკე კვება, არასდროს ვაყოლებ სადილს ან საუზმეს. რაც უფრო ვიზრდებით უფრო მარტივად გვემატება წონა და მეც ვცდილობ ვაკონტროლო ის.

- ჩემში მიყვარს...

- კარგი ხასიათი. ადვილია კარგი ხასიათით ცხოვრება, როდესაც ბედნიერი ვარ, ამ ყველაფერს სხვასაც ვუზიარებ და მგონია რომ გადამდებია, სულ ვცდილობ არავის ვაგრძნობინო რომ შეწუხებული ვარ ან რაიმე დისკომფორტს გვრძნობ.

- რომ არა მოდელი ვიქნებოდი...

- ვიქნებოდი ბევრი პროფესიის ადამიანი, პირველ რიგში არქეოლოგი, ბავშვობის ოცნებაა. შეიძლება მსახიობიც ვყოფილიყავი. დღესდღეობით შეთავსებული მაქვს ჩემი მთელი ცხოვრების საოცნებო პროფესია, ვარ დედა, დიასახლისი და მზრუნველი ადამიანი ჩემი საყვარელი ხალხისთვის. ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს სხვაზე ზრუნვა, როდესაც ყველა ბედნიერია და მათი სურვლებიც სრულდება. ეს ბევრად უფრო კარგ განწყობაზე მაყენებს. დედობა და დიასახლისობა საკმაოდ შრომატევადია, თუმცა ეს შრომა ჩემი ოჯახის წევრებისგან მიფასდება. განაგრძეთ კითხვა

ნინო შუბლაძე დაქორწინდა - ვინ არის ჟურნალისტის რჩეული შსს-ს ექსმაღალჩინოსანი?

"ალისა საოცრებათა ქვეყანაში" - რა ღირს და რომელ მოდის სახლს ეკუთვნის ანუკი არეშიძის ჩანთა, რომელსაც კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ დიდი გამოხმაურება მოჰყვა?

გურამ ლომიძის 3 ქორწინება, ნარკოტიკები და შვილი, რომელიც წლებია არ უნახავს - "ფლირტმა შეიწირა ჩვენი ოჯახი, დარწმუნებული იყო, რომ ვუღალატე, არადა, არ მიღალატია"