აშშ-ის მთავრობა იძიებს საქმეს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დიპლომატებში გამოვლენილი ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ. როგორც ცნობილია, ჯანმრთელობის პრობლემები გამოუვლინდათ ამერიკელ დიპლომატებსა და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებს
BBC-ის ცნობით, 20-ზე მეტ ოფიციალურ პირს აღენიშნა "ჰავანას სინდრომის“ მსგავსი სიმპტომები, რომელიც არის ტვინის იდუმალი დაავადება და მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. აღნიშნული შემთხვევები გამოვლინდა იანვრიდან, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ჯო ბაიდენის ინაუგურაცია შედგა.
დაავადება პირველად 2016-2017 წლებში კუბაში გამოვლინდა. მაშინ ამერიკელი და კანადელი დიპლომატები უჩიოდნენ ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა - თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა, სმენის დაკარგვა, შფოთვა და ჰქონდათ ასევე შემეცნების პრობლემები.
ამერიკამ მაშინ კუბა "ბგერით თავდასხმაში“ დაადანაშულა, რის შემდეგაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა. 2019 წელს ამერიკაში ჩაატარეს კვლევა და მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დიპლომატებს, რომლებიც კუბაში ავად გახდნენ, "ტვინის ანომალიები" აღენიშნებოდათ. თუმცა კუბა ყოველივეს კატეგორიულად უარყოფდა.
ცნობისთვის, ვენა უკვე დიდი ხანია დიპლომატიური საქმიანობის მნიშვნელოვანი კერაა და იქ ამერიკის შეერთებულ შტატებს არაერთი დიპლომატი ჰყავს. ზემოთ აღნიშნულ საქმეზე ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს.
წყარო: BBC.com
ამდენი შეშფოთების ფონზე კიდე კარგად არიან.
სერიოზულად კი, ალბათ საელჩოებში ბევრი მოსასმენი და ჯაშუშური აპარატურა აქვთ, გამოსხივებაც იქიდან იქნება.
ან მართლა ვოვა პუტინი ასხივებს. მარა რომც დაუმტკიცონ რას უზამენ. თავზე დაიმხო ვოვამ ყველაფერი, მარა ზედმეტან ხმას ვერ სცემენ. ატომური ბომბი და მისი ჯანი.
ვოვაიას აქ მაი დოყელა და აფრქვევს და აფრქვევს, სანამ ბოლო ჰომოსაპიენსს არ გაანადგურებს, პითეკქნტროპებს არ მოამრვალებს. მაგენი ყავს იცოცხლე ბლომად ... ცივილიზაცია უნდა მოსპოს, ესაა მისი მიზანი ...