სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი არ შეჩერებულა დესტაბილიზაციის მცდელობებში - კვლავ განაგრძობს ჩვენი ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას" - ირაკლი ღარიბაშვილი
"რუსეთი არ შეჩერებულა დესტაბილიზაციის მცდელობებში - კვლავ განაგრძობს ჩვენი ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას" - ირაკლი ღარიბაშვილი

აშ­კა­რაა, რომ შავი ზღვა რჩე­ბა სა­ჭად­რა­კო და­ფის დი­ნა­მი­ურ, რე­გი­ო­ნულ წინა ხაზ­ზე. სწო­რედ ამი­ტომ ხართ აქ და სწო­რედ ამი­ტომ არის ეს კონ­ფე­რენ­ცია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ხედ­ვა გუ­ლის­ხმობს ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის „კონ­ფლიქ­ტე­ბის რე­გი­ო­ნი­დან“ „შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­გი­ო­ნად“ გარ­დაქ­მნის ხელ­შე­წყო­ბას.

„ჩემ­თვის დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გმას­პინ­ძლობთ შავი ზღვის ამ მშვე­ნი­ერ კუ­რორტზე და ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

დღეს აქ უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი შე­მოგ­ვი­ერ­თდა სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნის და მოლ­დო­ვას ევ­რო­კავ­ში­რის მის­წრა­ფე­ბებ­ზე სა­სა­უბ­როდ. ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ, რომ ჩვე­ნი ოც­ნე­ბე­ბი რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს. მო­უთ­მენ­ლად ველი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის გან­ხილ­ვას და მისი მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­ფა­სე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­სა და რე­გი­ო­ნის­თვის.

მო­დით, ცოტა ხნით გა­ვი­აზ­როთ გა­სუ­ლი წლის გაკ­ვე­თი­ლე­ბი და ჩვე­ნი კო­ლექ­ტი­უ­რი ბრძო­ლა პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის წყა­ლო­ბით, ჩვენ ეფექ­ტუ­რად გა­ვიკ­ვლი­ეთ გზას სა­ერ­თო გლო­ბა­ლურ გა­მოწ­ვე­ვებ­ში. ჩვენ წინ და­ვუ­დე­ქით გა­მოწ­ვე­ვას, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ვი­ცით, რომ ერთი წუ­თი­თაც ვერ მო­ვეშ­ვე­ბით და ფხიზ­ლად უნდა ვი­ყოთ, რომ ჩვე­ნი ხალ­ხი უსაფრ­თხოდ ვამ­ყო­ფოთ.

ჩვენ ასე­ვე ვი­ცით, რომ პან­დე­მი­ის გარ­და სხვა საფრ­თხე­ე­ბიც გვაქვს, რომ­ლე­ბიც ისე­თი­ვე დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას იწ­ვევს, რო­გორც თა­ვად ვირუ­სი. მიმ­დი­ნა­რე წელს დე­და­მი­წა­ზე დრა­მა­ტუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა გრძელ­დე­ბო­და. რუ­სე­თი არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბებ­ში - შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში არ­ჩევ­ნე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, უკ­რა­ი­ნით დამ­თავ­რე­ბუ­ლი - ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც რუ­სე­თი კვლავ გა­ნაგ­რძობს ჩვე­ნი სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის 20%-ის უკა­ნო­ნო ოკუ­პა­ცი­ას.

აშ­კა­რაა, რომ შავი ზღვა რჩე­ბა სა­ჭად­რა­კო და­ფის დი­ნა­მი­ურ, რე­გი­ო­ნულ წინა ხაზ­ზე. სწო­რედ ამი­ტომ ხართ აქ და სწო­რედ ამი­ტომ არის ეს კონ­ფე­რენ­ცია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. შავი ზღვის რე­გი­ო­ნი არის კონ­ფლიქ­ტის მარ­თვის მიკ­რო­სამ­ყა­რო, რად­გან თუ აქ მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას შევ­ძლებთ, ამის გა­კე­თე­ბა სხვა­გა­ნაც შეგ­ვეძ­ლე­ბა. ჩვე­ნი მთავ­რო­ბის ხედ­ვა გუ­ლის­ხმობს ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის „კონ­ფლიქ­ტე­ბის რე­გი­ო­ნი­დან“ „შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­გი­ო­ნად“ გარ­დაქ­მნის ხელ­შე­წყო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებს ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის კონ­ტექ­სტში.

„ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ პირ­ნათ­ლად ვას­რუ­ლებთ ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის კონ­ტექ­სტში. ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან ასე­თი ენერ­გი­უ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა. ჩვენ დავ­წი­ნა­ურ­დით ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე ევ­რო­კავ­შირ­თან და სა­ქარ­თვე­ლოს ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში და გა­ვაგ­რძე­ლეთ ჩვე­ნი აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ლი­ტი­კურ მი­მარ­თუ­ლე­ბად მიგ­ვაჩ­ნია სა­ქარ­თვე­ლო­სა და მთე­ლი ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის­თვის.

ახ­ლა­ხან გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი 2020 წლის შემ­დგომ ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს უხ­სნის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან კავ­ში­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, შავი ზღვის მას­შტა­ბით სატ­რან­სპორ­ტო კავ­ში­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გზით. აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბა ასე­ვე და­ეხ­მა­რე­ბა 80 000 მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის ბიზ­ნესს ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის სივ­რცის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბის სრუ­ლად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში. ნება მო­მე­ცით, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ევ­რო­კავ­შირს, რო­მე­ლიც მზად არის, 3.9 მი­ლი­არ­დი ევრო გა­მო­ყოს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, „ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ინ­ვეს­ტი­ციო გეგ­მის“ ფარ­გლებ­ში. ეს ძა­ლის­ხმე­ვა ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ფი­ზი­კუ­რი მან­ძი­ლის შემ­ცი­რე­ბას, ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის სარ­გებ­ლის სრულ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას და ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის გაზ­რდას“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ დიპ­ლო­მა­ტია წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს ძლი­ერ თავ­დაც­ვა­სა და ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბას­თან ერ­თად.

„ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მთე­ლი ეს საქ­მი­ა­ნო­ბა გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის ფონ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, რო­მე­ლიც არ ზო­გავს არც ერთ ქვე­ყა­ნას, არც ერთ ერს, არც ერთ ეკო­ნო­მი­კურ კლასს.

სა­ქარ­თვე­ლომ პან­დე­მი­ას თავი და­აღ­წია გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით და შე­მარ­თე­ბით, ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე და თან თა­ვის წილ საქ­მეს აკე­თებს რე­გი­ო­ნუ­ლი მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში.

დღეს ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტია ფორ­მა­შია ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით, რო­მელ­საც ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი შარლ მი­შე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მრა­ვალ­მხრი­ვი მხარ­და­ჭე­რი­სა და ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის შე­დე­გად, ნორ­მა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ბრუნ­დე­ბა, დე­მოკ­რა­ტია მუ­შა­ობს და ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ში აღ­მავ­ლო­ბა იწყე­ბა.

გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ით შექ­მნი­ლი გა­მოწ­ვე­ვის შე­დე­გი ის არის, რომ ყვე­ლამ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ჩვე­ნი პი­რო­ბი­სა და ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა უფრო ფარ­თო გან­ზო­მი­ლე­ბა­ში. დიახ, ჩვე­ნი ხალ­ხის უსაფრ­თხო­ე­ბა, და­ცუ­ლო­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბა ჩვე­ნი უპირ­ვე­ლე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია, მაგ­რამ მათი მო­მა­ვა­ლი მსოფ­ლი­ო­ში ჩვენს წარ­მა­ტე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ეს არის ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჩვე­ნი ხალ­ხის წი­ნა­შე და ეს არის ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა თქვენს წი­ნა­შე. ამი­ტომ, უდა­ვოდ შე­გიძ­ლი­ათ და­ეყ­რდნოთ სა­ქარ­თვე­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მეტი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან დარ­გობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის დო­ნე­ზე და სა­ერ­თო სფე­რო­ე­ბის ფარ­გლებ­ში.

„ჩვენ გულ­მოდ­გი­ნედ ვაგ­რძე­ლებთ რე­ფორ­მებს ევ­რო­კავ­შირ­თან უფრო ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის, სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ახ­ლო­ე­ბი­სა და მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ნორ­მე­ბის ევ­რო­კავ­ში­რის დი­რექ­ტი­ვებ­თან თავ­სე­ბა­დო­ბის­თვის. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ჩვენ მეტი კავ­ში­რე­ბი და­ვამ­ყა­როთ ევ­რო­კავ­შირ­თან დარ­გობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის დო­ნე­ზე და სა­ერ­თო სფე­რო­ე­ბის ფარ­გლებ­ში.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩემ­მა მთავ­რო­ბამ ამ­ბი­ცი­უ­რი პი­რო­ბა დადო 2024 წელს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გა­ნა­ცხა­დის წარ­დგე­ნის­თვის ქვეყ­ნის მო­სამ­ზა­დებ­ლად. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ რე­ფორ­მე­ბის გაგ­რძე­ლე­ბით, ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის სტა­ბი­ლუ­რი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით და ევ­რო­კავ­შირ­თან ეტა­პობ­რი­ვი და­ახ­ლო­ე­ბით, ამ მი­ზანს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევთ“ , - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმედა
17

ერთი თქვი მეორე გააკეთე.უპასუხისმგებლო ანტონი.

წონდ
21

ძალიან უხდება ბატონ ირაკლის ევროკავშირის ვარსკვლავების შარავანდი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"რუსეთი არ შეჩერებულა დესტაბილიზაციის მცდელობებში - კვლავ განაგრძობს ჩვენი ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას" - ირაკლი ღარიბაშვილი

"რუსეთი არ შეჩერებულა დესტაბილიზაციის მცდელობებში - კვლავ განაგრძობს ჩვენი ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას" - ირაკლი ღარიბაშვილი

აშკარაა, რომ შავი ზღვა რჩება საჭადრაკო დაფის დინამიურ, რეგიონულ წინა ხაზზე. სწორედ ამიტომ ხართ აქ და სწორედ ამიტომ არის ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ხედვა გულისხმობს ჩვენი რეგიონის „კონფლიქტების რეგიონიდან“ „შესაძლებლობების რეგიონად“ გარდაქმნის ხელშეწყობას.

„ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რომ საქართველოში გმასპინძლობთ შავი ზღვის ამ მშვენიერ კურორტზე და ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე.

დღეს აქ უამრავი მეგობარი შემოგვიერთდა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირის მისწრაფებებზე სასაუბროდ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენი ოცნებები რეალობად იქცეს. მოუთმენლად ველი განახლებული ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის განხილვას და მისი მნიშვნელობის შეფასებას საქართველოსა და რეგიონისთვის.

მოდით, ცოტა ხნით გავიაზროთ გასული წლის გაკვეთილები და ჩვენი კოლექტიური ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ. ურთიერთდახმარებისა და მეგობრობის წყალობით, ჩვენ ეფექტურად გავიკვლიეთ გზას საერთო გლობალურ გამოწვევებში. ჩვენ წინ დავუდექით გამოწვევას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ერთი წუთითაც ვერ მოვეშვებით და ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ხალხი უსაფრთხოდ ვამყოფოთ.

ჩვენ ასევე ვიცით, რომ პანდემიის გარდა სხვა საფრთხეებიც გვაქვს, რომლებიც ისეთივე დესტაბილიზაციას იწვევს, როგორც თავად ვირუსი. მიმდინარე წელს დედამიწაზე დრამატული გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარება გრძელდებოდა. რუსეთი არ შეჩერებულა დესტაბილიზაციის მცდელობებში - შეერთებულ შტატებში არჩევნებიდან დაწყებული, უკრაინით დამთავრებული - ისევე როგორც საქართველოში, სადაც რუსეთი კვლავ განაგრძობს ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას.

აშკარაა, რომ შავი ზღვა რჩება საჭადრაკო დაფის დინამიურ, რეგიონულ წინა ხაზზე. სწორედ ამიტომ ხართ აქ და სწორედ ამიტომ არის ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი. შავი ზღვის რეგიონი არის კონფლიქტის მართვის მიკროსამყარო, რადგან თუ აქ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას შევძლებთ, ამის გაკეთება სხვაგანაც შეგვეძლება. ჩვენი მთავრობის ხედვა გულისხმობს ჩვენი რეგიონის „კონფლიქტების რეგიონიდან“ „შესაძლებლობების რეგიონად“ გარდაქმნის ხელშეწყობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში.

„ამ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში. ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან ასეთი ენერგიული არასდროს ყოფილა. ჩვენ დავწინაურდით ევროპული ინტეგრაციის გზაზე ევროკავშირთან და საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვადასხვა სფეროში და გავაგრძელეთ ჩვენი აქტიური მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ მიმართულებად მიგვაჩნია საქართველოსა და მთელი ჩვენი რეგიონისთვის.

ახლახან გამოცხადებული აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტები 2020 წლის შემდგომ ახალ შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს ევროკავშირთან კავშირების გაძლიერების მიმართულებით, შავი ზღვის მასშტაბით სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების გზით. აღმოსავლეთ პარტნიორობა ასევე დაეხმარება 80 000 მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის სარგებლიანობის სრულად გაცნობიერებაში. ნება მომეცით, მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, რომელიც მზად არის, 3.9 მილიარდი ევრო გამოყოს საქართველოსთვის, „ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის“ ფარგლებში. ეს ძალისხმევა ემსახურება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფიზიკური მანძილის შემცირებას, ასოცირების შეთანხმების სარგებლის სრულ გაცნობიერებას და ამ ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატია წარმატებით მუშაობს ძლიერ თავდაცვასა და ურთიერთდახმარებასთან ერთად.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთელი ეს საქმიანობა გლობალური პანდემიის ფონზე ხორციელდებოდა, რომელიც არ ზოგავს არც ერთ ქვეყანას, არც ერთ ერს, არც ერთ ეკონომიკურ კლასს.

საქართველომ პანდემიას თავი დააღწია განახლებული ძალებით და შემართებით, ყურადღება გაამახვილა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე და თან თავის წილ საქმეს აკეთებს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში.

დღეს ჩვენი დემოკრატია ფორმაშია ევროკავშირისა და ამერიკელი მეგობრების ძალისხმევით, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელმძღვანელობს. განახლებული მრავალმხრივი მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების შედეგად, ნორმალური მდგომარეობა ბრუნდება, დემოკრატია მუშაობს და ჩვენს ეკონომიკაში აღმავლობა იწყება.

გლობალური პანდემიით შექმნილი გამოწვევის შედეგი ის არის, რომ ყველამ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი პირობისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უფრო ფართო განზომილებაში. დიახ, ჩვენი ხალხის უსაფრთხოება, დაცულობა და ჯანმრთელობა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია, მაგრამ მათი მომავალი მსოფლიოში ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას უკავშირდება. ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ხალხის წინაშე და ეს არის ჩვენი ვალდებულება თქვენს წინაშე. ამიტომ, უდავოდ შეგიძლიათ დაეყრდნოთ საქართველოს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მეტი კავშირების დამყარება ევროკავშირთან დარგობრივი პოლიტიკის დონეზე და საერთო სფეროების ფარგლებში.

„ჩვენ გულმოდგინედ ვაგრძელებთ რეფორმებს ევროკავშირთან უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლებრივი დაახლოებისა და მარეგულირებელი ნორმების ევროკავშირის დირექტივებთან თავსებადობისთვის. აუცილებელია, რომ ჩვენ მეტი კავშირები დავამყაროთ ევროკავშირთან დარგობრივი პოლიტიკის დონეზე და საერთო სფეროების ფარგლებში.

როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა მთავრობამ ამბიციური პირობა დადო 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენისთვის ქვეყნის მოსამზადებლად. დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმების გაგრძელებით, ასოცირების შეთანხმების სტაბილური განხორციელებით და ევროკავშირთან ეტაპობრივი დაახლოებით, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ოპოზიციის მიერ მერობის კანდიდატად ნიკა მელია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის - ელენე ხოშტარია... საბოლოო გადაწყვეტილებას ორ დღეში გაიგებთ" - ბოკერია

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

ვინ არის ნინო ლაცაბიძე, რომელიც "ქართული ოცნების" სახელით, სავარაუდოდ, რუსთავის მერობისთვის იბრძოლებს