კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამიტი იშლებოდა, ზელენსკი უცდიდა ბოლო წუთამდე, სანამ დაკავებულები არ გაათავისუფლეს, უარს ამბობდა გამოფრენაზე" - სააკაშვილი შეწყალებულ უკრაინელ მეზღვაურებსა და მისი დაცვის ყოფილ წევრზე
"სამიტი იშლებოდა, ზელენსკი უცდიდა ბოლო წუთამდე, სანამ დაკავებულები არ გაათავისუფლეს, უარს ამბობდა გამოფრენაზე" - სააკაშვილი შეწყალებულ უკრაინელ მეზღვაურებსა და მისი დაცვის ყოფილ წევრზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­კა­ვე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბი და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დაც­ვის ყო­ფი­ლი წევ­რი, რომ­ლებ­საც ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, შე­წყა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. ამის შე­სა­ხებ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტი ბექა ბა­სი­ლა­ია აცხა­დებს.

მი­სი­ვე თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დაც­ვის ყო­ფი­ლი წევ­რი, მი­ხე­ილ ბა­ტუ­რი­ნი და უკ­რა­ი­ნის ორი მო­ქა­ლა­ქე - იური ხო­მი­ჩი და ვლა­დი­მერ დი­ა­ჩენ­კო მათი გან­ცხა­დე­ბის გა­რე­შე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ბა­სი­ლა­ი­ას შე­ფა­სე­ბით, ეს ლუსტრა­ცი­აა იმი­სა, რომ პა­ტიმ­რე­ბი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცი­ხე­ში უკა­ნო­ნოდ ის­ხდნენ.

შე­წყა­ლე­ბის აქ­ტის გა­მო­ცე­მის სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ კეთ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

„იყო უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, ისი­ნი პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რებს წარ­მო­ად­გენ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სკან­და­ლი გა­მო­იწ­ვია. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა. წინ ამას უძღო­და ის, რომ მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნე­ლებს შეს­თა­ვა­ზეს შე­წყა­ლე­ბა, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც მათ ეს შე­თა­ვა­ზე­ბა არ მი­ი­ღეს, უკვე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ქარ­თუ­ლი მხა­რე, რომ სა­მი­ვე მათი გან­ცხა­დე­ბის გა­რე­შე შე­ე­წყა­ლე­ბი­ნა, რაც ლუსტრა­ცია და მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია იმი­სა, რომ ეს ხალ­ხი ამ­დე­ნი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ცი­ხე­ში უკა­ნო­ნოდ იყო“, - გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ა­ლი­ამ „მთა­ვარ­თან“ სა­უ­ბარ­ში.

მომ­ხდარს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა:

"დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს უზურ­პა­ტო­რუ­ლი "ხე­ლი­სუფ­ლე­ბა" იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, დი­ლა­ად­რი­ან შე­ე­წყა­ლე­ბი­ნა და გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა ორი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­ზღვა­უ­რი და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის ყო­ფი­ლი ოფი­ცე­რი მი­ხე­ილ ბა­ტუ­რი­ნი, რო­მე­ლიც ნო­ემ­ბრის შემ­დეგ, ყავ­დათ ცი­ხე­ში და სულ რამ­დე­ნი­მე დღის უკან, მი­უ­სა­ჯეს ოთხი წლით პა­ტიმ­რო­ბა. ისი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ეს გა­ე­კე­თე­ბი­ნათ იმის გამო, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ გა­ა­უქ­მა ორ­მხრი­ვი სა­მი­ტი, რო­მე­ლიც უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო გუ­შინ უკ­რა­ი­ნა-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის და ასე­ვე, ნათ­ლად გა­ნუ­მარ­ტეს კი­ევ­ში, რომ პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი არ ჩა­მო­ვი­დო­და ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მოწ­ვე­ულ სა­მიტ­ზე ბა­თუმ­ში, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს ასე­ვე შარლ მი­შე­ლი.

შე­ი­წყა­ლეს მათი გან­ცხა­დე­ბის გა­რე­შე. რაც ნათ­ლად მი­უ­თი­თებს, რომ ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პირ­და­პირ იღებს ინ­სტრუქ­ცი­ებს ივა­ნიშ­ვი­ლის­გან - რომ­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბი­თაც მოხ­და უკ­რა­ი­ნე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბის და ქარ­თვე­ლი ოფიც­რის და­კა­ვე­ბა. ეს ის ზუ­რა­ბიშ­ვი­ლია რო­მელ­მაც, კი­ევ­ში ვი­ზი­ტის დროს, ზე­ლენ­სკის ოფი­ცი­ა­ლუ­რად მოს­თხო­ვა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით ჩემი ექ­სტრა­დი­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში - თუმ­ცა ზე­ლენ­სკიმ ამ მო­თხოვ­ნა­ზე მოკ­ლედ მო­უჭ­რა და ერთ ად­გილ­ზე გა­უშ­ვა. მაგ­რამ მე მინ­და ჩემი პო­ზი­ცია გა­მოვ­ხა­ტო რომ - ის, რაც პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ არ და­უკ­მა­ყო­ფი­ლა მალე თვი­თონ და­ვუკ­მა­ყო­ფი­ლებ და აუხ­დე­ბათ ყვე­ლა­ზე სა­ნუკ­ვა­რი "ოც­ნე­ბა".

ამა­ვე დროს, რო­გორც მე და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი, მოლ­დო­ვას პრე­ზი­დენ­ტმა მაია სან­დუმ უთხრა უკ­რა­ი­ნე­ლებს, თუ ზე­ლენ­სკი არ ჩა­მო­ვი­დო­და სა­მიტ­ზე, ისიც აღარ მი­ი­ღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამ სა­მი­ტში და პრაქ­ტი­კუ­ლად სა­მი­ტი იშ­ლე­ბო­და. ასე მო­უხ­დათ, დი­ლის შვიდ სა­ათ­ზე უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის და მი­ხე­ილ ბა­ტუ­რი­ნის შე­წყა­ლე­ბა. რე­ჟიმ­მა და­ი­ხია ამ­ჯე­რად უკან ევ­რო­კავ­ში­რის და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ზე­წო­ლის ქვეშ, მაგ­რამ ამი­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­პუ­ტა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­სი მა­ინც სე­რი­ო­ზუ­ლად და­ზა­რალ­და. მრა­ვა­ლი თვე ყავ­დათ უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში ეს ხალ­ხი და გა­მო­ი­ტა­ნეს ასე უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩე­ნი. ვინ სჯი­და, ამ უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნას, თუ სამ დღე­ში მო­უ­წევ­დათ გა­მოშ­ვე­ბა? მაგ­რამ ასეა სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ჯე­რად - ყვე­ლა­ფე­რი არის უკუღ­მა. ფაქ­ტი ფაქ­ტად რჩე­ბა, რომ ამ­ჯე­რა­დაც მო­უხ­დათ მათ უკან და­ხე­ვა, მაგ­რამ ეს არის რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს უკა­ნო­ნო­ბას, თუ არ მოხ­და მათი დრო­ზე ჩა­მო­შო­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან.

დიდი მად­ლო­ბა პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის, ევ­რო­კავ­შირს და ასე­ვე უკ­რა­ი­ნელ მე­ზღვა­უ­რებს, რო­მელ­თაც უარი თქვეს შე­წყა­ლე­ბა­ზე სამი დღის უკან, რო­დე­საც მათ შეს­თა­ვა­ზეს შე­წყა­ლე­ბა მი­ხე­ილ ბა­ტუ­რი­ნის გა­რე­შე, მათ თქვეს, რომ არ და­ტო­ვე­ბენ ცი­ხეს, სა­ნამ მათი ქარ­თვე­ლი მე­გო­ბა­რი არ იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი და მათ თქვეს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი თა­ვი­სი­ა­ნებს, არ ჩა­ტო­ვე­ბენ ცი­ხე­ში და ამ პო­ზი­ცი­ა­საც მხა­რი და­უჭ­რა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც.

ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკის თვითმფრი­ნა­ვი გა­მოფ­რინ­და მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­დას­ტუ­რა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის და ბა­ტუ­რი­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფაქ­ტი. პრე­ზი­დენ­ტი ზე­წლენ­სკი უც­დი­და ბოლო წუ­თამ­დე, სა­ნამ არ მი­ი­ღო ამის დას­ტუ­რი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ, თვითმფრი­ნა­ვი აფ­რინ­და ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით - აი ეს არის პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია, თავ­მოყ­ვა­რე ქვეყ­ნის.

სა­ქარ­თვე­ლოს ე.წ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­რი­გი სირ­ცხვი­ლი ჭამა, ჯერ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბით, შემ­დეგ ასე­თი­ვე, კი­დევ უფრო უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩე­ნით და შემ­დეგ ნაჩ­ქა­რე­ვი, ფარ­თხა-ფურ­თხით, ამ ხალ­ხის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­წო­ლის ქვეშ. ასე­ვე, უკ­რა­ი­ნელ­მა მე­ზღვა­უ­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ისი­ნი არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ სა­შუ­ა­ლე­ბას, პირ­და­პი­რი გა­მოფ­რე­ნის, არა­მედ მო­ამ­ზა­დე­ბენ კა­ტარ­ღას და ბო­ლომ­დე შე­ას­რუ­ლე­ბენ თა­ვის პრო­ფე­სი­ულ მო­ვა­ლე­ო­ბას და ჩა­მო­იყ­ვა­ნენ კა­ტარ­ღას ოდე­სა­ში. რო­გორც იცით, ეს კა­ტარ­ღა და­ა­კა­ვეს იმი­ტომ, რომ რა­ტომ­ღაც ეგო­ნათ, რომ ამ კა­ტარ­ღა­ზე მე ვი­ყა­ვი და შემ­დეგ ვე­ღარ გა­დათ­ქვეს, სულ ტყუ­ი­ლად ამ­ყო­ფეს, სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი ცი­ხე­ში. მე მინ­და, რომ ჩემ­გან და­ვუ­მა­ტო ამ ყვე­ლა­ფერს ერთი რამ - ძა­ლი­ან მალე, შეხ­ვედ­რამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში", - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ უკ­რა­ი­ნის ორ მო­ქა­ლა­ქეს, ვო­ლო­დი­მირ დი­ა­ჩენ­კო­სა და იური ხო­მი­ჩის, ასე­ვე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დაც­ვის ყო­ფილ წევ­რს მი­ხე­ილ ბა­ტუ­რინს ოთხ წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა 14 ივ­ლისს მი­უ­სა­ჯა. ისი­ნი 28 ნო­ემ­ბერს და­ა­კა­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰ მიხო
41

ისევ მოდის :))))

არჩი
67

რაღაც ძალიან ეთამაშებიან ჩვენს თავმოყვარეობას, რაღაც ძალიან ბევრი დამტუქსავი გამოგვიჩნდა.

მგონი ავიწყდებათ, რომ ძალიან ამაყი ხალხი ვართ, თუ არ ჩავთვლით ქვეყნის გამყიდველებს. შესაძლებელია, რაღაც-რაღაცეები დავთმოთ, მაგრამ ძალიან ნუ ამოგვიყვანენ ყელში, თორემ როგორც რუსეთი გვძულს, ისევე შევიძულებთ დასავლელ ლიბერალებსაც. გაგვიჭირდება, მაგრამ მგონია მოვძებნით ჩვენს გზას.

ავტორი:

"სამიტი იშლებოდა, ზელენსკი უცდიდა ბოლო წუთამდე, სანამ დაკავებულები არ გაათავისუფლეს, უარს ამბობდა გამოფრენაზე" - სააკაშვილი შეწყალებულ უკრაინელ მეზღვაურებსა და მისი დაცვის ყოფილ წევრზე

"სამიტი იშლებოდა, ზელენსკი უცდიდა ბოლო წუთამდე, სანამ დაკავებულები არ გაათავისუფლეს, უარს ამბობდა გამოფრენაზე" - სააკაშვილი შეწყალებულ უკრაინელ მეზღვაურებსა და მისი დაცვის ყოფილ წევრზე

საქართველოში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, რომლებსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ პატიმრობა შეუფარდა, შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ. ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი და უკრაინის ორი მოქალაქე - იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო მათი განცხადების გარეშე გაათავისუფლეს. ბასილაიას შეფასებით, ეს ლუსტრაციაა იმისა, რომ პატიმრები თვეების განმავლობაში ციხეში უკანონოდ ისხდნენ.

შეწყალების აქტის გამოცემის საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

„იყო უკანონო გადაწყვეტილება მიღებული, ისინი პოლიტიკურ პატიმრებს წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ფაქტობრივად, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია. საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ ეს ადამიანები გაეთავისუფლებინა. წინ ამას უძღოდა ის, რომ მხოლოდ უკრაინელებს შესთავაზეს შეწყალება, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ ეს შეთავაზება არ მიიღეს, უკვე იძულებული გახდა ქართული მხარე, რომ სამივე მათი განცხადების გარეშე შეეწყალებინა, რაც ლუსტრაცია და მაჩვენებელია იმისა, რომ ეს ხალხი ამდენი თვის განმავლობაში ციხეში უკანონოდ იყო“, - განაცხადა ბასიალიამ „მთავართან“ საუბარში.

მომხდარს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"დღეს, საქართველოს უზურპატორული "ხელისუფლება" იძულებული გახდა, დილაადრიან შეეწყალებინა და გაეთავისუფლებინა ორი უკრაინელი მეზღვაური და სახელმწიფო დაცვის ყოფილი ოფიცერი მიხეილ ბატურინი, რომელიც ნოემბრის შემდეგ, ყავდათ ციხეში და სულ რამდენიმე დღის უკან, მიუსაჯეს ოთხი წლით პატიმრობა. ისინი იძულებულები იყვნენ, ეს გაეკეთებინათ იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააუქმა ორმხრივი სამიტი, რომელიც უნდა გამართულიყო გუშინ უკრაინა-საქართველოს შორის და ასევე, ნათლად განუმარტეს კიევში, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ ჩამოვიდოდა ევროკავშირის მიერ მოწვეულ სამიტზე ბათუმში, რომელშიც მონაწილეობს ასევე შარლ მიშელი.

შეიწყალეს მათი განცხადების გარეშე. რაც ნათლად მიუთითებს, რომ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ზურაბიშვილი პირდაპირ იღებს ინსტრუქციებს ივანიშვილისგან - რომლის განკარგულებითაც მოხდა უკრაინელი მეზღვაურების და ქართველი ოფიცრის დაკავება. ეს ის ზურაბიშვილია რომელმაც, კიევში ვიზიტის დროს, ზელენსკის ოფიციალურად მოსთხოვა ივანიშვილის დავალებით ჩემი ექსტრადიცია საქართველოში - თუმცა ზელენსკიმ ამ მოთხოვნაზე მოკლედ მოუჭრა და ერთ ადგილზე გაუშვა. მაგრამ მე მინდა ჩემი პოზიცია გამოვხატო რომ - ის, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არ დაუკმაყოფილა მალე თვითონ დავუკმაყოფილებ და აუხდებათ ყველაზე სანუკვარი "ოცნება".

ამავე დროს, როგორც მე დანამდვილებით ვიცი, მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ უთხრა უკრაინელებს, თუ ზელენსკი არ ჩამოვიდოდა სამიტზე, ისიც აღარ მიიღებდა მონაწილეობას ამ სამიტში და პრაქტიკულად სამიტი იშლებოდა. ასე მოუხდათ, დილის შვიდ საათზე უკრაინელების და მიხეილ ბატურინის შეწყალება. რეჟიმმა დაიხია ამჯერად უკან ევროკავშირის და უკრაინელების ზეწოლის ქვეშ, მაგრამ ამითი საერთაშორისო რეპუტაცია საქართველოსი მაინც სერიოზულად დაზარალდა. მრავალი თვე ყავდათ უკანონო პატიმრობაში ეს ხალხი და გამოიტანეს ასე უკანონო განაჩენი. ვინ სჯიდა, ამ უკანონო განაჩენის გამოტანას, თუ სამ დღეში მოუწევდათ გამოშვება? მაგრამ ასეა საქართველოში ამჯერად - ყველაფერი არის უკუღმა. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ამჯერადაც მოუხდათ მათ უკან დახევა, მაგრამ ეს არის რეჟიმი, რომელიც მომავალშიც გააგრძელებს უკანონობას, თუ არ მოხდა მათი დროზე ჩამოშორება ხელისუფლებიდან.

დიდი მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის, ევროკავშირს და ასევე უკრაინელ მეზღვაურებს, რომელთაც უარი თქვეს შეწყალებაზე სამი დღის უკან, როდესაც მათ შესთავაზეს შეწყალება მიხეილ ბატურინის გარეშე, მათ თქვეს, რომ არ დატოვებენ ციხეს, სანამ მათი ქართველი მეგობარი არ იქნება თავისუფალი და მათ თქვეს, რომ უკრაინელები თავისიანებს, არ ჩატოვებენ ციხეში და ამ პოზიციასაც მხარი დაუჭრა უკრაინის ხელისუფლებამაც.

ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტი ზელენსკის თვითმფრინავი გამოფრინდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის საელჩომ საქართველოში დაადასტურა უკრაინელების და ბატურინის გათავისუფლების ფაქტი. პრეზიდენტი ზეწლენსკი უცდიდა ბოლო წუთამდე, სანამ არ მიიღო ამის დასტური და მხოლოდ ამის შემდეგ, თვითმფრინავი აფრინდა ბათუმის მიმართულებით - აი ეს არის პრინციპული პოზიცია, თავმოყვარე ქვეყნის.

საქართველოს ე.წ ხელისუფლებამ მორიგი სირცხვილი ჭამა, ჯერ უკანონო დაკავებით, შემდეგ ასეთივე, კიდევ უფრო უკანონო განაჩენით და შემდეგ ნაჩქარევი, ფართხა-ფურთხით, ამ ხალხის განთავისუფლებით საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ. ასევე, უკრაინელმა მეზღვაურებმა განაცხადეს, რომ ისინი არ გამოიყენებენ საშუალებას, პირდაპირი გამოფრენის, არამედ მოამზადებენ კატარღას და ბოლომდე შეასრულებენ თავის პროფესიულ მოვალეობას და ჩამოიყვანენ კატარღას ოდესაში. როგორც იცით, ეს კატარღა დააკავეს იმიტომ, რომ რატომღაც ეგონათ, რომ ამ კატარღაზე მე ვიყავი და შემდეგ ვეღარ გადათქვეს, სულ ტყუილად ამყოფეს, სრულიად უდანაშაულო ადამიანები ციხეში. მე მინდა, რომ ჩემგან დავუმატო ამ ყველაფერს ერთი რამ - ძალიან მალე, შეხვედრამდე საქართველოში", - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის ორ მოქალაქეს, ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩის, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს მიხეილ ბატურინს ოთხ წლიანი პატიმრობა 14 ივლისს მიუსაჯა. ისინი 28 ნოემბერს დააკავეს.