სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი იყო ილია ჭავჭავაძე, მაგრამ ქართველი იყო ბერბიჭაშვილიც - არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელ მხარეს ვდგავართ" - გიორგი მარგველაშვილი
"ქართველი იყო ილია ჭავჭავაძე, მაგრამ ქართველი იყო ბერბიჭაშვილიც - არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელ მხარეს ვდგავართ" - გიორგი მარგველაშვილი

ჩვენ დღეს აქ ვდგა­ვართ ლექ­სოს­თვის, თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის­თვის, მაგ­რამ უმე­ტე­სად ჩვენ აქ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვდგა­ვართ, იმის­თვის, რომ სი­ტყვას „სა­ქარ­თვე­ლო“ შევ­ძი­ნოთ ის აზრი, ძალა, გენი, რო­მე­ლიც ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია სწო­რად, რომ დავ­ტვირ­თოთ ეს სი­ტყვა იმ წარ­სუ­ლით, რომ­ლი­თაც გვე­ა­მა­ყე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­თხე პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ეს არის არა გე­მოვ­ნე­ბის, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა.

„ქარ­თვე­ლი იყო ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი იყო ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლიც. ქარ­თვე­ლი იყო ვაჟა-ფშა­ვე­ლაც, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი იყო ბე­რი­აც. ქარ­თვე­ლი იყო ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლიც, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი იყო ორ­ჯო­ნი­კი­ძეც. ჩვენ ეს არ­ჩე­ვა­ნი ყო­ველ­წუ­თი­ე­რად უნდა გა­ვა­კე­თოთ, რო­მე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რეს ვდგა­ვართ, იმი­ტომ, რომ ქარ­თვე­ლი იყო ის ადა­მი­ა­ნიც, რო­მელ­მაც უპა­ტა­კა მოს­კოვს 1921 წელს, რომ თბი­ლი­სის თავ­ზე წი­თე­ლი დრო­შა ტრი­ა­ლებს; ქარ­თვე­ლი იყო ის ადა­მი­ა­ნიც, ვინც ჩა­მო­ხია აქ ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა, ჩვე­ნი ევ­რო­პა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბის დრო­შა. ჩვე­ნი და­სავ­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნის დრო­შა.

ჩვენ ეს არ­ჩე­ვა­ნი მუდ­მი­ვად გა­სა­კე­თე­ბე­ლი გვაქვს - რო­მე­ლი სა­ქარ­თვე­ლოა ის, რო­მელ­საც ჩვენ ვაძ­ლი­ე­რებთ. რო­მელ ჩვენ წარ­სულს ვხე­დავთ მო­მა­ვალ­ში და რო­მელს ვაქ­ცევთ ზურგს. ამ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა თქვენ­თვის ნა­თე­ლია, ეს არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა ლექ­სო­მაც და გახ­და ამ არ­ჩე­ვა­ნის მო­წა­მე და შე­ე­წი­რა ამ არ­ჩე­ვანს, იმის­თვის, რომ ჩემ­თვის, თქვენ­თვის და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის მი­ე­ცა ის მო­მა­ვა­ლი, რო­მელ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ილი­აც, ვა­ჟაც და რო­მელ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი დიდი წი­ნაპ­რე­ბი.

მე აქ ვდგა­ვარ ლექ­სოს­თვის დ ჩემი სამ­შობ­ლოს­თვის, რათა ხვა­ლინ­დე­ლი დღე ამ ქვე­ყა­ნა­ში არ იყოს რუ­სუ­ლი, არ იყოს „პაგ­რო­მე­ბი“, არ იყოს იმა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ გა­თე­ლონ ინ­დი­ვი­დი და მასა აღა­ზე­ვონ. ყო­ველ­თვის ეს ბრძო­ლა რა­ღაც ფრონტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღეს მინ­და იცო­დეთ, რომ ეს ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს მე­დი­ას­თან. არ გე­გო­ნოთ, რომ რე­პორ­ტა­ჟე­ბით გა­ღი­ზი­ან­დნენ, ეს არის მე­თო­დუ­რი ბრძო­ლა. ერ­თა­დერ­თი დარ­ჩე­ნი­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შტო არის მე­დია, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მო­შა­ლეს. ერ­თა­დერ­თი, რაც დარ­ჩა, არის მე­დია და მის ჩა­მოშ­ლას ცდი­ლო­ბენ. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა და არა გე­მოვ­ნე­ბის. ეს არის ბრძო­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი ფუნ­ქცი­უ­რი შტოს ჩა­მო­საშ­ლე­ლად. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შევ­ხვდეთ აქ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, თუ თქვენ სა­ქარ­თვე­ლოს და თქვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის­თვის გიძ­გერთ გული. ეს ბრძო­ლა ჩემი თა­ო­ბის­თვის აქ 30 წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს. მინ­და ამ ბრძო­ლის პა­თო­სი გად­მო­გა­ბა­როთ და თქვენ დად­გეთ აქ ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ღორონთქ ურსხას თე დინაფილ ქიანას
0

დღეს აქ ვდგა­ვართ ლექ­სოს­თვის, თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის­თვის - მტყუნვის?

დ გ
37

იმიტომ აგირჩიეს მეორე ვადით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ქართველი იყო ილია ჭავჭავაძე, მაგრამ ქართველი იყო ბერბიჭაშვილიც - არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელ მხარეს ვდგავართ" - გიორგი მარგველაშვილი

"ქართველი იყო ილია ჭავჭავაძე, მაგრამ ქართველი იყო ბერბიჭაშვილიც - არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელ მხარეს ვდგავართ" - გიორგი მარგველაშვილი

ჩვენ დღეს აქ ვდგავართ ლექსოსთვის, თავისუფალი სიტყვისთვის, მაგრამ უმეტესად ჩვენ აქ საქართველოსთვის ვდგავართ, იმისთვის, რომ სიტყვას „საქართველო“ შევძინოთ ის აზრი, ძალა, გენი, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია სწორად, რომ დავტვირთოთ ეს სიტყვა იმ წარსულით, რომლითაც გვეამაყება, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის არა გემოვნების, არამედ პოლიტიკური ბრძოლა.

„ქართველი იყო ილია ჭავჭავაძე, მაგრამ ქართველი იყო ბერბიჭაშვილიც. ქართველი იყო ვაჟა-ფშაველაც, მაგრამ ქართველი იყო ბერიაც. ქართველი იყო ივანე ჯავახიშვილიც, მაგრამ ქართველი იყო ორჯონიკიძეც. ჩვენ ეს არჩევანი ყოველწუთიერად უნდა გავაკეთოთ, რომელი საქართველოს მხარეს ვდგავართ, იმიტომ, რომ ქართველი იყო ის ადამიანიც, რომელმაც უპატაკა მოსკოვს 1921 წელს, რომ თბილისის თავზე წითელი დროშა ტრიალებს; ქართველი იყო ის ადამიანიც, ვინც ჩამოხია აქ ევროკავშირის დროშა, ჩვენი ევროპაზე ორიენტირების დროშა. ჩვენი დასავლური არჩევანის დროშა.

ჩვენ ეს არჩევანი მუდმივად გასაკეთებელი გვაქვს - რომელი საქართველოა ის, რომელსაც ჩვენ ვაძლიერებთ. რომელ ჩვენ წარსულს ვხედავთ მომავალში და რომელს ვაქცევთ ზურგს. ამ არჩევანის გაკეთება თქვენთვის ნათელია, ეს არჩევანი გააკეთა ლექსომაც და გახდა ამ არჩევანის მოწამე და შეეწირა ამ არჩევანს, იმისთვის, რომ ჩემთვის, თქვენთვის და ჩვენი შვილებისთვის მიეცა ის მომავალი, რომელსაც ემსახურებოდა ილიაც, ვაჟაც და რომელსაც ემსახურებოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები.

მე აქ ვდგავარ ლექსოსთვის დ ჩემი სამშობლოსთვის, რათა ხვალინდელი დღე ამ ქვეყანაში არ იყოს რუსული, არ იყოს „პაგრომები“, არ იყოს იმაზე ორიენტირებული, რომ გათელონ ინდივიდი და მასა აღაზევონ. ყოველთვის ეს ბრძოლა რაღაც ფრონტზე მიმდინარეობს. დღეს მინდა იცოდეთ, რომ ეს ბრძოლა მიმდინარეობს მედიასთან. არ გეგონოთ, რომ რეპორტაჟებით გაღიზიანდნენ, ეს არის მეთოდური ბრძოლა. ერთადერთი დარჩენილი სახელმწიფო ინსტიტუტი, ხელისუფლების შტო არის მედია, დანარჩენი ყველაფერი ჩამოშალეს. ერთადერთი, რაც დარჩა, არის მედია და მის ჩამოშლას ცდილობენ. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა და არა გემოვნების. ეს არის ბრძოლა ხელისუფლების ერთადერთი ფუნქციური შტოს ჩამოსაშლელად. ჩვენ აუცილებლად უნდა შევხვდეთ აქ, რუსთაველის გამზირზე, თუ თქვენ საქართველოს და თქვენი შვილების მომავლისთვის გიძგერთ გული. ეს ბრძოლა ჩემი თაობისთვის აქ 30 წელია მიმდინარეობს. მინდა ამ ბრძოლის პათოსი გადმოგაბაროთ და თქვენ დადგეთ აქ ჩვენი სამშობლოს დასაცავად“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.